პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ საყვარელიძე - თუ "ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში უფრო მძიმე შედეგს მიიღებს
რამაზ საყვარელიძე - თუ "ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში უფრო მძიმე შედეგს მიიღებს

თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ილა­პა­რა­კებს, რომ შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვი­ათ, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კი­დევ უფრო მძი­მე შე­დეგს მი­ი­ღებს , - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უნდა გა­ი­აზ­როს ის გაკ­ვე­თი­ლი, რო­მე­ლიც მი­ი­ღო.

"თუნ­დაც პირ­ველ ტურ­ში მო­ი­გოს ნარ­მა­ნი­ამ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უნდა გა­ი­აზ­როს სე­რი­ო­ზუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უნდა და­ფიქ­რდეს, თუ რამ გა­მო­იწ­ვია საკ­მა­ოდ მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზრში, რა იყო ამის მი­ზე­ზე­ბი, სად და­უშ­ვეს შეც­დო­მე­ბი. ლა­პა­რა­კი, რომ შეც­დო­მე­ბი არ­სად და­უშ­ვი­ათ და ისე მი­ი­ღეს ეს სუ­რა­თი, ალ­ბათ თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა იქ­ნე­ბა და მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კი­დევ უფრო მძი­მე შე­დეგს მი­ი­ღე­ბენ. რამ­დენ­ჯერ­მე ით­ქვა, რომ ეს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პია სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. ამ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პი­დან რა დას­კვნებს გა­ა­კე­თე­ბენ, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბი­ან თვითკრი­ტი­კუ­ლე­ბი, ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ აწარ­მო­ე­ბენ ბრძო­ლას იმ უფრო მთა­ვარ არ­ჩევ­ნებ­ზე", - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზე­ი­მი არ იყო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი, მი­თუ­მე­ტეს იმ ორაზ­რო­ვა­ნი ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც გუ­შინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ტურს, რო­გორც საყ­ვა­რე­ლი­ძე ვა­რა­უ­დობს, არ გა­მარ­თლდე­ბა ჩვე­უ­ლი ვა­რი­ან­ტი, რომ მე­ო­რე ტურ­ში ოპო­ზი­ცი­ის შან­სი იზ­რდე­ბა.

"ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი, მი­თუ­მე­ტეს ბურ­ჯა­ნა­ძის გუნ­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან გან­წყო­ბი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ელექ­ტო­რა­ტი მე­ო­რე ტურ­ში უფრო მე­ტად ისევ ნარ­მა­ნი­ას მის­ცემს ხმას, ვიდ­რე - მე­ლი­ას. ჩვე­უ­ლი ვა­რი­ან­ტი, რომ მე­ო­რე ტურ­ში ოპო­ზი­ცი­ის შან­სი იზ­რდე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ოპო­ზი­ცი­ის სპე­ცი­ფი­უ­რო­ბის გამო ალ­ბათ არ გა­მარ­თლდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რამაზ საყვარელიძე - თუ "ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში უფრო მძიმე შედეგს მიიღებს

რამაზ საყვარელიძე - თუ "ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში უფრო მძიმე შედეგს მიიღებს

თუ "ქართული ოცნება" ილაპარაკებს, რომ შეცდომები არ დაუშვიათ, საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო მძიმე შედეგს მიიღებს , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემების შეფასებისას პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს ის გაკვეთილი, რომელიც მიიღო.

"თუნდაც პირველ ტურში მოიგოს ნარმანიამ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს სერიოზული გაკვეთილი. "ქართული ოცნება" უნდა დაფიქრდეს, თუ რამ გამოიწვია საკმაოდ მკვეთრი ცვლილება საზოგადოებრივ აზრში, რა იყო ამის მიზეზები, სად დაუშვეს შეცდომები. ლაპარაკი, რომ შეცდომები არსად დაუშვიათ და ისე მიიღეს ეს სურათი, ალბათ თავის მოტყუება იქნება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კიდევ უფრო მძიმე შედეგს მიიღებენ. რამდენჯერმე ითქვა, რომ ეს მოსამზადებელი ეტაპია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ მოსამზადებელი ეტაპიდან რა დასკვნებს გააკეთებენ, რამდენად იქნებიან თვითკრიტიკულები, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ აწარმოებენ ბრძოლას იმ უფრო მთავარ არჩევნებზე", - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ზეიმი არ იყო მიზანშეწონილი, მითუმეტეს იმ ორაზროვანი ეგზიტპოლების ფონზე, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება მეორე ტურს, როგორც საყვარელიძე ვარაუდობს, არ გამართლდება ჩვეული ვარიანტი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის შანსი იზრდება.

"ყველა პოლიტიკური სუბიექტი, მითუმეტეს ბურჯანაძის გუნდი, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ არიან განწყობილი. შესაბამისად, მათი ელექტორატი მეორე ტურში უფრო მეტად ისევ ნარმანიას მისცემს ხმას, ვიდრე - მელიას. ჩვეული ვარიანტი, რომ მეორე ტურში ოპოზიციის შანსი იზრდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის სპეციფიურობის გამო ალბათ არ გამართლდება", - აღნიშნა საყვარელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა