საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში მეორე ტური ჩატარდება" - როგორ აფასებენ ეგზიტპოლების შედეგებს "ნაციონალები"
"თბილისში მეორე ტური ჩატარდება" - როგორ აფასებენ ეგზიტპოლების შედეგებს "ნაციონალები"

შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რი­თაც უკვე ით­ქვას, რომ თბი­ლის­ში მე­ო­რე ტური ჩა­ტარ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­როს­მა, გიგი უგუ­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხაა, რომ თით­ქმის ყვე­ლა თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში მე­ო­რე ტური იქ­ნე­ბა.

"ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად და­ა­ნა­ხა ივა­ნიშ­ვილს და მმარ­თველ კო­ა­ლი­ცი­ას, რომ მას არ მო­წონს ქვეყ­ნის ის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც მათ შეს­თა­ვა­ზეს. მათ არ მო­წონთ იმ ტყუ­ილ და­პი­რე­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა მათ სთა­ვა­ზობს. მათ არ მო­წონთ უმუ­შევ­რო­ბის, კრი­მი­ნა­ლის ზრდა. ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნათ­ლად და­ა­ნა­ხა და აგ­რძნო­ბი­ნა ამ არ­ჩევ­ნე­ბით მთავ­რო­ბას ეს გზავ­ნი­ლი. სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხაა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცეს­კო-ს შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი წი­ნაა, რომ თით­ქმის ყვე­ლა თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში ჩა­ტარ­დე­ბა მე­ო­რე ტური. პირ­ველ რიგ­ში, მე­ო­რე ტუ­რის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა და შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რი­თაც ით­ქვას, რომ თბი­ლის­ში მე­ო­რე ტური ჩა­ტარ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე ტუ­რის მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბაა რუს­თავ­ში, ბა­თუმ­ში, თე­ლავ­ში, გორ­ში და მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით მე­ო­რე ტური ასე­ვე შე­საძ­ლოა იყოს ქუ­თა­ის­ში.

"გო­რის გარ­და, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ყვე­ლა დიდ თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­და­ტე­ბი არი­ან მე­ო­რე ტურ­ში", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, მე­ო­რე ტურ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ უფრო ნათ­ლად და­ა­ნა­ხებს მთავ­რო­ბას, რომ აღარ შე­იძ­ლე­ბა ასე გაგ­რძე­ლე­ბა.

"მთა­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რი და მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მთავ­რო­ბის მი­მართ იყო ის, რომ უპ­რე­ცე­დენ­ტოდ და­ბა­ლი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში. შე­უ­და­რებ­ლად და­ბა­ლი იყო აქ­ტი­ვო­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით. აქ­ტი­ვო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლად და­ბა­ლი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით და წარ­მო­უდ­გენ­ლად და­ბა­ლი იყო წინა ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­თან შე­და­რე­ბით. მე მგო­ნი, ეს ძა­ლი­ან ცალ­სა­ხა გზავ­ნი­ლია იმი­სა, რომ მთავ­რო­ბამ არ­სე­ბი­თად უნდა შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კა და რაც მთა­ვა­რია და­ა­ნე­ბოს თავი იმ ცი­ნი­კურ პო­ლი­ტი­კას, რომ თით­ქოს ყვე­ლა და­პი­რე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და მთავ­რო­ბამ და­პი­რე­ბებ­ზე მეტი გა­ა­კე­თა", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, და­ნარ­ჩენ უმ­რავ­ლეს რა­ი­ონ­ში გამ­გებ­ლე­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა.

"ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია და­ნარ­ჩენ 59 რა­ი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა და ჩვენ ვე­ლო­დე­ბით, რომ უმ­რავ­ლეს რა­ი­ო­ნებ­ში გამ­გებ­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­ი­მარ­თე­ბა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა აქ­ტი­ვისტს, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი ცი­ლის­წა­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად აგ­რძნო­ბი­ნა მთავ­რო­ბას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღარ მო­ით­მენს იმ ცი­ნიზმს, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მხრი­დან მო­დის", - აღ­ნიშ­ნა უგუ­ლა­ვამ.

ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გებს გა­ო­მე­ხა­უ­რა ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ–ერთი ლი­დე­რი გოკა გა­ბაშ­ვი­ლი.

"დღეს ცხა­დი გახ­და, რომ ამომ­რჩე­ველ­მა უარი უთხრა ტყუ­ილს, შე­უს­რუ­ლე­ბელ და­პი­რე­ბებს, გა­ჩე­რე­ბულ ქვე­ყა­ნას, – აღ­ნიშ­ნა გა­ბაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ცხა­დია, რომ თბი­ლის­სა და ყვე­ლა დიდ თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­მარ­ჯვე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი აქვს.

"შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა მე­სა­მე ამომ­რჩე­ველ­მა ხმა მის­ცა მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას – "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". მივ­მარ­თავთ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა სხვა პარ­ტი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ა­კე­თეს არ­ჩე­ვა­ნი, მე­ო­რე ტუ­რებ­ში მხა­რი და­უ­ჭი­რონ მთავ­რო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვას", – აღ­ნიშ­ნა გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

გა­ბაშ­ვი­ლი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­მარ­თულ ბრი­ფინგსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­წყო­ბე­ბი ცხად­ყოფს, რომ სურთ, არ­ჩევ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბის შეც­ვლა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რის და­ვით ბაქ­რა­ძის შე­ფა­სე­ბით კი, მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ზე­ი­მის იმი­ტა­ცია შეს­თა­ვა­ზოს, თით­ქოს მათ სა­ზე­ი­მოდ და მი­სა­ლო­ცად აქვთ საქ­მე.

"რა უნდა იზე­ი­მოს მთავ­რო­ბამ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის 60% არ მო­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე?! თი­თო­ე­უ­ლი არ­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ეს არის პრო­ტეს­ტი მთავ­რო­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რა უნდა იზე­ი­მოს მთავ­რო­ბამ, როცა ეგ­ზიტპ­ლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში და­ნიშ­ნუ­ლი აქვს მე­ო­რე ტური, მათ შო­რის თბი­ლის­შიც. რა უნდა იზე­ი­მოს მთავ­რო­ბამ, რო­მე­ლიც სა­ზე­ი­მოდ აცხა­დებ­და რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რომ მას აღარ ჰყავ­და ოპო­ზი­ცია და დღეს და­ფიქ­სირ­და, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა. ამი­ტომ მე ვერ გე­ტყვით რამ­დე­ნად სა­ზე­ი­მოდ აქვს მთავ­რო­ბას საქ­მე. არც ჩვენ ვა­პი­რებთ ზე­იმს და ვართ შე­რი­გე­ბა­ზე, ქვეყ­ნის დამ­შვი­დე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც მო­დის ერ­თა­დერ­თი მიზ­ნით – წერ­ტი­ლი და­უს­ვას და­პი­რის­პი­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თბილისში მეორე ტური ჩატარდება" - როგორ აფასებენ ეგზიტპოლების შედეგებს "ნაციონალები"

"თბილისში მეორე ტური ჩატარდება" - როგორ აფასებენ ეგზიტპოლების შედეგებს "ნაციონალები"

შეიძლება გადაჭრითაც უკვე ითქვას, რომ თბილისში მეორე ტური ჩატარდება, - ამის შესახებ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, სრულიად ცალსახაა, რომ თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური იქნება.

"ქართულმა საზოგადოებამ ნათლად დაანახა ივანიშვილს და მმართველ კოალიციას, რომ მას არ მოწონს ქვეყნის ის განვითარება, რომელიც მათ შესთავაზეს. მათ არ მოწონთ იმ ტყუილ დაპირებებზე აგებული პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა მათ სთავაზობს. მათ არ მოწონთ უმუშევრობის, კრიმინალის ზრდა. ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად დაანახა და აგრძნობინა ამ არჩევნებით მთავრობას ეს გზავნილი. სრულიად ცალსახაა მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმები წინაა, რომ თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში ჩატარდება მეორე ტური. პირველ რიგში, მეორე ტურის მაღალი ალბათობაა და შეიძლება გადაჭრითაც ითქვას, რომ თბილისში მეორე ტური ჩატარდება", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, მეორე ტურის მაღალი ალბათობაა რუსთავში, ბათუმში, თელავში, გორში და მაღალი ალბათობით მეორე ტური ასევე შესაძლოა იყოს ქუთაისში.

"გორის გარდა, წინასწარი მონაცემებით, ყველა დიდ თვითმმართველ ქალაქში სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არიან მეორე ტურში", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, მეორე ტურში საზოგადოება კიდევ უფრო ნათლად დაანახებს მთავრობას, რომ აღარ შეიძლება ასე გაგრძელება.

"მთავარი ინდიკატორი და მთავარი გზავნილი საზოგადოების მხრიდან მთავრობის მიმართ იყო ის, რომ უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მთელ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში. შეუდარებლად დაბალი იყო აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით. აქტივობა წარმოუდგენელად დაბალი იყო საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით და წარმოუდგენლად დაბალი იყო წინა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით. მე მგონი, ეს ძალიან ცალსახა გზავნილია იმისა, რომ მთავრობამ არსებითად უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა და რაც მთავარია დაანებოს თავი იმ ცინიკურ პოლიტიკას, რომ თითქოს ყველა დაპირება შესრულებულია, რომ ყველაფერი კარგად არის და მთავრობამ დაპირებებზე მეტი გააკეთა", - აღნიშნა უგულავამ.

მისი თქმით, დანარჩენ უმრავლეს რაიონში გამგებლების არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

"ჯერჯერობით უცნობია დანარჩენ 59 რაიონში ვითარება და ჩვენ ველოდებით, რომ უმრავლეს რაიონებში გამგებლობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა აქტივისტს, რომელმაც უამრავი ცილისწამების მიუხედავად აგრძნობინა მთავრობას, რომ საზოგადოება აღარ მოითმენს იმ ცინიზმს, რომელიც ივანიშვილის მთავრობის მხრიდან მოდის", - აღნიშნა უგულავამ.

ეგზიტპოლის შედეგებს გაომეხაურა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი.

"დღეს ცხადი გახდა, რომ ამომრჩეველმა უარი უთხრა ტყუილს, შეუსრულებელ დაპირებებს, გაჩერებულ ქვეყანას, – აღნიშნა გაბაშვილმა.

მისი თქმით, არსებული მონაცემებით, ცხადია, რომ თბილისსა და ყველა დიდ თვითმმართველ ქალაქში საჭირო იქნება არჩევნების მეორე ტურების ჩატარება, სადაც "ნაციონალურ მოძრაობას" გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

"შეიძლება ითქვას, რომ ყველა მესამე ამომრჩეველმა ხმა მისცა მთავარ ოპოზიციურ ალტერნატივას – "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც შეიძლება სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი, მეორე ტურებში მხარი დაუჭირონ მთავრობის ალტერნატივას", – აღნიშნა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილი "ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა განწყობები ცხადყოფს, რომ სურთ, არჩევნების რეალური შედეგების შეცვლა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით კი, მთავრობა ცდილობს, საზოგადოებას ზეიმის იმიტაცია შესთავაზოს, თითქოს მათ საზეიმოდ და მისალოცად აქვთ საქმე.

"რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, სადაც მოსახლეობის 60% არ მოვიდა არჩევნებზე?! თითოეული არმოსული ადამიანი ეს არის პროტესტი მთავრობისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ. რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, როცა ეგზიტპლის მონაცემების მიხედვით, პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დანიშნული აქვს მეორე ტური, მათ შორის თბილისშიც. რა უნდა იზეიმოს მთავრობამ, რომელიც საზეიმოდ აცხადებდა რამდენიმე დღის წინ, რომ მას აღარ ჰყავდა ოპოზიცია და დღეს დაფიქსირდა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ძალიან ძლიერი ოპოზიციური ძალა. ამიტომ მე ვერ გეტყვით რამდენად საზეიმოდ აქვს მთავრობას საქმე. არც ჩვენ ვაპირებთ ზეიმს და ვართ შერიგებაზე, ქვეყნის დამშვიდებაზე ორიენტირებული ძალა, რომელიც მოდის ერთადერთი მიზნით – წერტილი დაუსვას დაპირისპირებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა