ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, 6 თვითმმართველ ქალაქში კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს, თუმცა უმეტეს ქალაქებში მეორე ტურია მოსალოდნელი.
ეგზიტპოლის მიხედვით, გორში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი 40,8%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი "ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის" კანდიდატი კახაბერ ერგემლიძეა - 32,3%-ით.
ბათუმში ასევე კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ერმაკოვი 46,2%-ით ლიდერობს, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი დიასამიძე - 14,7%-ით.
ზუგდიდშიც "ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი გოგოხია ლიდერობს 59,9%-ით, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ ხმების 29,7% დააგროვა.
ქუთაისში პირველ ადგილზეა ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი შოთა მურღულია 52,5%-ით, ხოლო 26,9%-ით მეორე ადგილზეა ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი თევდორაძე.
რუსთავში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავითი ჯიქია ლიდერობს 37,4%-ით, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა კი 26,3% დააგროვა, მესამე ადგილზე ეროსი კიწმარიშვილია.
თელავში ბლოკი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი პლატონ კალმახელიძე ლიდერობს, რომელმაც ხმების 46,7% დააგროვა, ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა კი - 19,7%.
"რუსთავი 2"-მა ეგზიტპოლის შედეგები 18:00 საათისთვის დაფიქსირებული მონაცემებით წარადგინა. ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის სრულყოფილი შედეგები კი ცნობილი 22:00 საათისთვის გახდება.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, 7 თვითმმართველ ქალაქში ეგზიტპოლები ორგანიზაცია GFK ჩაატარა.
მერს დღეს პირველად პირდაპირი წესით საქართველოს 11 ქალაქში ირჩევდნენ. მერის არჩევნები, თბილისის გარდა, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ამბროლაურში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში გაიმართა.
მეორე ტურს პროგნოზირებს გერმანული კომპანია GFK.GFK-ის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური უნდა გაიამართოს. GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია, 46,3%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია, რომელსაც, ეზგიტპოლის თანახმად, 27,2 % უჭერს მხარს. მესამე ადგილს კი "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იკავებს 10,4%-ით. მეოთხე ადგილზეა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანიდატი ირმა ინაშვილი – 6%-ით, რის შემდეგაც 2,3%-ით კახა კუკავა მოდის.
GFK-ს ეგზიტპოლების ფარგლებში შვიდ თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ზუგდიდში 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. GFK-მ ეგზიტპოლები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.
რაც შეეხება, ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, მათი მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს.ამომრჩეველთა წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ნარმანიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 52,6 %-მა მისცა. ტელეკომპანიის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე 23,9 %-ით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელიაა.
თბილისის მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის კი პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: დიმიტრი ლორთქიფანიძე, "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" - 10,8%, "პატრიოტთა ალიანსი" – ირმა ინაშვილი 5,8 %, ასმათ ტყაბლაძე, "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2,6%, კახა კუკავა – არასაპარლამენტო ოპოზიცია – 2,1 %, გიორგი გაჩეჩილაძე -1,1 %.
ნახეთ ვიდეო:
-"იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით დავით ნარმანია 51.2 %-ით ლიდერობს
- თბილისში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი? - "რუსთავი 2"-ის ეგზიტპოლის შედეგები
"
ინტერპრესნიუსი"