პარტნიორები:

    ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს ავტომობილზე საბურავები მოუხსნეს

    ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს ავტომობილზე საბურავები მოუხსნეს

    ბათუმში, ერთ-ერთი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომობილიდან საბურავების მოხსნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა და გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

    ბათუმში პარტია "რეფორმატორების" მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძეს დილით ავტომობილზე საბურავები მოხსნილი დახვდა.

    ნუგზარ ჯინჭარაძის თქმით, დამკვირვებლების უბნებზე მიყვანას აპირებდა, თუმცა ავტომობილი საბურავების გარეშე იყო.

    "დილის 06:00 საათზე მომაკითხა ბიძაშვილმა, ჩვენი დამკვირვებლები ავტომობილით უნდა მიგვეყვანა. სანამ გამოვიდოდი გარეთ, ბიძაშვილმა მითხრა, რომ ავტომობილს საბურავები არ ჰქონდა. მეგონა, რომ ხუმრობდა, გავედი და მართლაც საბურავების გარეშე იყო მანქანა", - აღნიშნა ნუგზარ ჯინჭარაძემ.

    ნუგზარ ჯინჭარაძე მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა