საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ვერსიით, ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დავით დარმანიას მხარს არ უჭერს.
"ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისში მისცა ხმა.
ანუ, მარგველაშვილს მხარი დაუჭირა.
ამჯერად, ბ-მა ბიძინამ თავისი არჩევანი ნატანებში დააფიქსირა.
ანუ, ნარმანიას ხმა არ მისცა.
დალოცვილო, შენ თვითონ თუ არ აძლევდი ამ ნარმანიას ხმას, ან ჩვენ რას გვერჩოდი, ან თვითონ ნარმანიას, მეზობლის ბავშვივით უბან-უბან რომ აბორიალე ბოლო 2 თვე...
საპარლამენტო არჩევნების დროს 2012-ში, საჩხერიდან სპეციალურად გადმოეწერა თბილისში და საპრეზიდენტოზეც თბილისში დააფიქსირა პოზიცია.
დღეს, კი აღმოჩნდა ნატანებში.
ბიძინას ისედაც ხომ ჰყავს - ზებრა, პინგვინი, აფთარი, ზვიგენი, ფარშევანგი და ა.შ.
პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ, შეემატა: გუგული (მაღრაძე), ჩიორა (თაქთაქიშვილი), გედი (ფოფხაძე), აგერ ამ ბოლო დროს კიდევ მელია (ნიკა) და ლომი (უგულავა)...
თავის კანდიდატ ნარმანიას, ამ ყველაფერზე ზემოდან მილიონ ხეს არგვევინებს...
რა ხდება ბ-ნო ბიძინა?!...", - წერს გოგა ხაჩიძე.