სოციალურ ქსელში ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფოტოები ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები სწორედ გაუჩინარების დღეს არის გადაღებული.
დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში 17 წლის გურამ დადიანიძეს დღემდე უშედეგოდ ეძებენ. მცხეთის სამაშველო სამსახურის უფროსის, გია აბუაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდა კლასელებთან ერთად 10 ივნისს ექსკურსიაზე იმყოფებოდა, მლეთასთან ის მეგობრებს დაშორდა, რის შემდეგაც დაიკარგა.
"მლეთის ბოლოს, სადაც სოფელი მთავრდება და ლომისის წმინდა გიორგისკენ მიმავალი გზა იწყება, იქ კლასელებს დაცილებია, მას შემდეგ ვეღარ პოულობენ. დღეს დაკარგულის ოჯახის წევრებთან ერთად გავედით ადგილზე, მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ ვიპოვეთ. შესაძლოა, თბილისში დაბრუნდა", - განუცხადა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს გია აბუაშვილმა.
საქმეს დუშეთის პოლიცია იძიებს.