სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაცხრილული სნაიპერი, დათვისგან დატორილი, მანიაკი და ბოევიკი - რა ხდება ქართველი მსახიობების თავს
ჩაცხრილული სნაიპერი, დათვისგან დატორილი, მანიაკი და ბოევიკი - რა ხდება ქართველი მსახიობების თავს

სი­ახ­ლე ნამ­დვი­ლად არ არის, რომ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი კი­ნო­რო­ლე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამ დრო­ის­თვის რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ინც საქ­მი­ა­ნობს: ზო­გი­ერ­თმა უკვე და­ას­რუ­ლა კი­ნო­როლ­ზე მუ­შა­ო­ბა, ზოგი კი გა­და­ღე­ბის­თვის ინ­ტენ­სი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა, ზო­გიც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იმ­ყო­ფე­ბა...

ამ მხი­რივ ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი და­ვით ქა­ცა­რა­ვა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით სუ­ლაც არ არის მსა­ხი­ო­ბი, მაგ­რამ ფილ­მებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად იწ­ვევნ და არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბი, - სომ­ხე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი, ბულ­გა­რე­ლე­ბი... უმე­ტე­სად ბო­ე­ვი­კის რო­ლებს სთა­ვა­ზო­ბენ და მის­თვი­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბად იქცა:

დათო ქა­ცა­რა­ვა:

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ფილ­მე­ბის ტე­ლეპ­რე­მი­ე­რა ორ რუ­სულ არხზე შედ­გა. ერთს ჰქვია "სტრლე­ლო­კი" (მე­ო­რე ნა­წი­ლი), მე­ო­რეს - "ალ­პი­ნის­ტი". ორი­ვეს პრო­დი­უ­სე­რი მიშა პო­ღო­სო­ვია, რე­ჟი­სო­რი - არშო არუ­ტუ­ნი­ა­ნი, ორი­ვე ბო­ე­ვი­კი გახ­ლავთ და მათ­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლე­ბი ვი­თა­მა­შე...

ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთ ფილმზე ("ოტელ") და­ვას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო ნა­მუ­შე­ვა­რია. რო­მან მუ­შე­კი­ან­მა რუ­სუ­ლი ბაზ­რის­თვის გა­და­ი­ღო. მას­ში რუსი მსა­ხი­ო­ბე­ბი და მე, ერთი ქარ­თვე­ლი ვმონ­მო­ნა­წი­ლე­ობთ. დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის ნა­მუ­შე­ვა­რია, იქაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი მაქვს...

- ვიცი, რომ ოთარ შა­მა­თა­ვას­თა­ნაც მუ­შა­ობ­დით...

- კი, ოთარ­თან გა­და­ღე­ბას მოვ­რჩი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო უკ­რა­ი­ნულ-ქარ­თულ-გერ­მა­ნულ-ბულ­გა­რუ­ლი პრო­ექ­ტია. "ურ­სუ­სი" ჰქვია, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, 90-იან წლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის ეპი­ზო­დებ­ზე მოგ­ვი­თხრობს. მთა­ვარ როლ­ში ნიკა თა­ვა­ძეა. რამ­დე­ნი­ნე ნა­წი­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტია. ერთ-ერთი მთავ­რი ნა­წი­ლი თბი­ლი­სუ­რი ის­ტო­რი­ის ბლო­კია და მას­ში ნი­კას­თან ერ­თად, ვმო­ნა­წი­ლე­ობ. ფილმში მო­თხრო­ბი­ლი იქ­ნე­ბა არა მარ­ტო თბი­ლი­სუ­რი ამ­ბე­ბი, არა­მედ უკ­რა­ი­ნი­სა და გერ­მა­ნი­ი­საც... ოთარ შა­მა­თა­ვას­გან ისევ მქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ერთ-ერ­თის გა­და­ღე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყე­ბა. დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი იქ­ნე­ბა. ასე­ვე, ვე­ლო­დე­ბი ერთ-ერთი სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის სცე­ნარ­სა და თა­რიღს - ჩვენ­მა პარტნი­ო­რებ­მა "სპრუ­ტის" რი­მე­ი­ქის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვეს. "სპრუ­ტი" აქა­ურ რე­ა­ლო­ბა­სა და ყო­ფა­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი. ამა­საც სომ­ხე­ბი იღე­ბენ. კი­დევ "ოპე­რა­ცია ედელ­ვა­ისს," 12-სე­რი­ი­ა­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფორ­მა­ტის ფილ­მს და­ი­წყე­ბენ, სა­დაც გერ­მა­ნე­ლი ოფი­ცე­რი უნდა ვიყო. ასე­ვე ამე­რი­კი­დან მი­ვი­ღე სცე­ნა­რი - სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დი­უ­სე­რი შე­მეხ­მი­ა­ნა...

მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი კი და­ვით ქა­ცა­რა­ვას მიერ ნახ­სე­ნებ ფილმში - "ურ­სუ­სი" მო­ნა­წი­ლე­ობს:

- ეს არის ზაზა ბუ­ა­ძის სცე­ნა­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­ღე­ბე­ბი კი­ევ­ში კი­დევ უნდა მქონ­დეს, სა­დაც წინა ჯერ­ზე ვი­ყა­ვით. "ურ­სუ­სი" დათ­ვია, რო­მე­ლიც მთავრ როლ­შია. ეს ცხო­ვე­ლი გაწ­ვრთნი­ლია და ადა­მი­ა­ნებ­თან ძალ­ზე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. გა­და­ღე­ბის დროს მას­თან მი­დი­ოდ­ნენ, ეფე­რე­ბოდ­ნენ, სუ­რათს იღებ­დნენ. "ნა­მორ­დნი­კიც" არ ეკე­თა. ადა­მი­ა­ნი­ვით ორ ფეხ­ზე და­დი­ო­და. მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი­ვით ჰყავ­დათ... მა­ინც ვი­კი­თხე, - ხომ არა­ფერს მი­ზამს-მეთ­ქი? - არა, უნდა შე­ე­გუო, მას­თან სცე­ნე­ბი გაქვს. სა­ნამ გა­დღე­ბა და­ი­წყე­ბა, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რეო, - ასე მირ­ჩი­ეს და და­მამ­შვი­დეს. მეც მი­ვე­დი და სურ­თი გა­და­ვი­ღე და უეც­რად ფეხ­ში არ მეცა?! დამ­ტო­რა და დამ­ფხაჭ­ნა - თათი ჩა­მო­მის­ვა... თავი კარ­გა ხანს არ და­მა­ნე­ბა. მისი პატ­რო­ნი მთვრა­ლი გახ­ლდათ და სა­დღაც იყო გა­სუ­ლი... მი­თხრეს, მო­ე­წო­ნე, შე­უყ­ვარ­დი და წა­გე­თა­მა­შაო... დამ­ტო­რა და წა­გე­თა­მა­შაო, ხომ კარ­გია?!

თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, აც­რე­ბი გა­ვი­კე­თე... ძა­ლი­ან მაგ­რად გა­დავ­რჩი. ახ­ლაც მი­ჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რა შე­იძ­ლე­ბო­და, დამ­მარ­თნო­და.

- დათვთან რა სცე­ნა გაქვს ფილმში?

- სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩემი პერ­სო­ნა­ჟი მას კლავს, რად­გა­ნაც კაცი ჰგო­ნია, ცოტა გაფ­რე­ნი­ლი აქვს, "ბე­ლა­ია გა­რი­ა­ჩკა" სჭირს...

"ნაღ­მი უნდა აფეთ­ქდეს" - ასე ჰქვია ქარ­თულ-ამე­რი­კულ სუ­რათს, რო­მელ­საც კომ­პა­ნია "სარ­კე" და მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­ხია იღებს. ფილმში მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვას მთავ­რი როლი აქვს და გრან­დი­ო­ზუ­ლი ნახ­ტო­მის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ფილ­მი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნია, უფრო სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟანრს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა...

კოტე თო­ლორ­და­ვა:

- "უჟა­სე­ბის" ცქე­რა არას­დროს მსი­ა­მოვ­ნებ­და, მაგ­რამ ამ ჟანრ­მა რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ახლა ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. ფილ­მი ამე­რი­კუ­ლი ბაზ­რის­თვი­საა გა­მიზ­ნუ­ლი, პრე­მი­ე­რა ლოს-ან­ჯე­ლეს­ში იქ­ნე­ბა. ჩემი პერ­სო­ნა­ჟი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უარ­ყო­ფი­თია. ჰქვია ილია და არის ქარ­თვე­ლი. ტუ­რის­ტებს სა­ში­ნე­ლე­ბებს უწყობს. მოკ­ლედ, ამ რო­ლის გა­სა­თა­ვი­სებ­ლად ყო­ველ­დღე როტვე­ი­ლერ­თან ერ­თად სი­ა­რუ­ლი და­ვი­წყე, რომ ერ­თმა­ნეთს შე­ვეჩ­ვი­ოთ.

ეს პერ­სო­ნა­ჟი ჩემ­თან არც ერთი პა­რა­მეტ­რით ახ­ლოს არ დგას, ფან­ტაც­ზი­ის დო­ნე­ზეც კი ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი მსგავს რა­მეს. ახლა კი ვი­წყებ ამ რო­ლის ტვი­ნი­დან შეც­ნო­ბას და ფან­ტა­ზი­ო­რო­ბას. გა­რეგ­ნუ­ლა­დაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ხეც­ვლი­ლი ვი­ქი­ე­ბი. ილი­ას წვე­რიც სჭირ­დე­ბა და თა­მაც, ამი­ტო­მაც არის, უკვე არც ერთს ვიჭ­რი და ვის­წო­რებ. მოკ­ლედ, ჩემს იერ­სა­ხე­ში დიდი სა­ხეც­ვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა... სა­ო­ცარ ბუ­ნე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ნა­დი­რე, მე­ფუტკრე, ადა­მი­ა­ნებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ვახ­დენს. ისე, ფუტკრებ­თა­ნაც ვი­ყა­ვი, სკა­ში შე­სუ­ლი. სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გი მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ვი­ა­რე.

ხოლო მსა­ხი­ო­ბი ზურა ნი­ჟა­რა­ძე ამ­ჟა­მად ბე­ლო­რუს­ში გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე იმ­ყო­ფე­ბა. მას იქ ფილმში "პრერ­ვა­ნიე ვას­პა­მი­ნა­ნია" იღე­ბენ. რე­ჟი­სო­რი ელ­ხან ჯა­ფა­რო­ვი გახ­ლავთ. გა­და­ღე­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ბე­ლო­რუ­სი­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯან­შიც გა­და­ი­ნაც­ვლებს... ზუ­რას ფილმში მთა­ვა­რი როლი აქვს:

- ვარ სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცი და მქვია რან­ტი­კა. სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლია. მომ­წონს გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი, მუ­შა­ო­ბა მა­ღალ დონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რე­ჟი­სო­რი­დან და­წე­ბუ­ლი, კოს­ტი­უ­მე­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია.

არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ცივ ნი­ავს არ მა­კა­რებს, 3 ადა­მი­ა­ნი მა­ინც დამ­დევს უკან და მე­კი­თხე­ბა, - ხომ არა­ფე­რი გინ­და? აქ უკვე ლა­მის ერთი თვეა ვიმ­ყო­ფე­ბი. გა­და­ღე­ბა 21 ივ­ნისს დამ­თავ­რდე­ბა და მერე ბა­ქო­ში უნდა გაგ­რძელ­დეს, მაგ­რამ იქ აღარ მი­ვემ­გზავ­რე­ბი... ფილ­მის პრე­მი­ე­რა გა­ი­სად, 9 მა­ისს არის და­გეგ­მი­ლი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის 70 წლის­თა­ვის­თვის, რად­გა­ნაც პრო­ექ­ტი ომის თე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ჟან­რობ­რი­ვად დრა­მა გახ­ლავთ.

მო­დე­ლი და რა­დი­ო­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე მარ­თა­ლია, პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ ერთ ბო­ე­ვიკ­ში სა­მუ­შა­ოდ კი მი­იწ­ვი­ეს. ის სნა­ი­პე­რია და გარ­შე­მო ყვე­ლას ხო­ცავს, თუმ­ცა ბო­ლოს მის პერ­სო­ნაჟს ერთ-ერთ ბარ­ში მო­ამ­წყვდე­ვენ და ჩა­ცხრი­ლა­ვენ...

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე:

- ჯერ­ჯე­რო­ბით გა­და­ი­ღეს ფილ­მის თრე­ი­ლე­რი. პრო­ექ­ტი ბო­ე­ვი­კია, მას ერ­თობ­ლი­ვად რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტე­ბი გა­და­ი­ღე­ბენ. იქ­ნე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე ფილ­მი. ცუდი როლი მაქვს, მე ვარ კაცი, რო­მე­ლიც ადა­მი­ე­ნაბს ვერსვრი, ვხო­ცავ, ბო­ლოს კი ბარ­ში მო­მამ­წყვდე­ვენ, სა­დაც ჩამ­კლა­ვენ.

- რო­გორ იგ­რძე­ნი თავი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში?

- ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად. როლი მარ­ტი­ვად მო­ვირ­გე, ბევ­რი დუბ­ლი არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ...

- რო­გორ მოხ­ვდი მაგ პტო­ექ­ტში?

- მი­მიწ­ვი­ეს და ქას­თინ­გი გა­ვი­ა­რე. მოკ­ლედ, და­ვი­ჯე­რე, რომ სნა­ი­პე­რი ვარ, ჯა­რის­კა­ცი, თან, ნამ­დვი­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა მქონ­და - ავ­ტო­მა­ტი, ჯავ­შა­ნი... მარ­თა­ლია, ია­რაღ­ში ტყვი­ე­ბი არ იყო, მაგ­რამ მა­ინც მე­ში­ნო­და. ძა­ლი­ან მძი­მე იყო ჯავ­შა­ნიც... გა­და­ღე­ბა ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

- მოკ­ლედ, სნა­ი­პე­რის ტყავ­ში შეძ­ვე­რი...

- დიახ, თა­ვი­დან ბო­ლო­მე ასე­თი გან­ცდა მქონ­და.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ჩაცხრილული სნაიპერი, დათვისგან დატორილი, მანიაკი და ბოევიკი - რა ხდება ქართველი მსახიობების თავს

ჩაცხრილული სნაიპერი, დათვისგან დატორილი, მანიაკი და ბოევიკი - რა ხდება ქართველი მსახიობების თავს

სიახლე ნამდვილად არ არის, რომ ქართველი მსახიობები კინოროლებით განებივრებულები არ არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის რამდენიმე მათგანი ამ მიმართულებით მაინც საქმიანობს: ზოგიერთმა უკვე დაასრულა კინოროლზე მუშაობა, ზოგი კი გადაღებისთვის ინტენსიურად ემზადება, ზოგიც გადასაღებ მოედანზე იმყოფება...

ამ მხირივ ყველაზე პროდუქტიული დავით ქაცარავა აღმოჩნდა, რომელიც პროფესიით სულაც არ არის მსახიობი, მაგრამ ფილმებში ინტენსიურად იწვევნ და არა მარტო ქართველი რეჟისორები, - სომხები, უკრაინელები, გერმანელები, აზერბაიჯანელები, ბულგარელები... უმეტესად ბოევიკის როლებს სთავაზობენ და მისთვისაც ეს ყველაფერი სასიამოვნო საქმიანობად იქცა:

დათო ქაცარავა:

- რამდენიმე დღის წინ, ჩემი მონაწილეობით, ფილმების ტელეპრემიერა ორ რუსულ არხზე შედგა. ერთს ჰქვია "სტრლელოკი" (მეორე ნაწილი), მეორეს - "ალპინისტი". ორივეს პროდიუსერი მიშა პოღოსოვია, რეჟისორი - არშო არუტუნიანი, ორივე ბოევიკი გახლავთ და მათში ერთ-ერთი მთავარი როლები ვითამაშე...

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ ფილმზე ("ოტელ") დავასრულე მუშაობა. საინტერესო ნამუშევარია. რომან მუშეკიანმა რუსული ბაზრისთვის გადაიღო. მასში რუსი მსახიობები და მე, ერთი ქართველი ვმონმონაწილეობთ. დეტექტიური ჟანრის ნამუშევარია, იქაც ერთ-ერთი მთავარი როლი მაქვს...

- ვიცი, რომ ოთარ შამათავასთანაც მუშაობდით...

- კი, ოთართან გადაღებას მოვრჩი. ძალიან საინტერესო უკრაინულ-ქართულ-გერმანულ-ბულგარული პროექტია. "ურსუსი" ჰქვია, რომელიც თბილისში, 90-იან წლებში სამოქალაქო ომის ეპიზოდებზე მოგვითხრობს. მთავარ როლში ნიკა თავაძეა. რამდენინე ნაწილიანი პროექტია. ერთ-ერთი მთავრი ნაწილი თბილისური ისტორიის ბლოკია და მასში ნიკასთან ერთად, ვმონაწილეობ. ფილმში მოთხრობილი იქნება არა მარტო თბილისური ამბები, არამედ უკრაინისა და გერმანიისაც... ოთარ შამათავასგან ისევ მქვს შემოთავაზებები, ერთ-ერთის გადაღება რამდენიმე დღეში დაიწყება. დეტექტიური ჟანრის ქართული პროდუქტი იქნება. ასევე, ველოდები ერთ-ერთი სურათის გადაღების სცენარსა და თარიღს - ჩვენმა პარტნიორებმა "სპრუტის" რიმეიქის უფლება მოიპოვეს. "სპრუტი" აქაურ რეალობასა და ყოფაზე იქნება მორგებული. ამასაც სომხები იღებენ. კიდევ "ოპერაცია ედელვაისს," 12-სერიიანი სატელევიზიო ფორმატის ფილმს დაიწყებენ, სადაც გერმანელი ოფიცერი უნდა ვიყო. ასევე ამერიკიდან მივიღე სცენარი - სომხური წარმოშობის პროდიუსერი შემეხმიანა...

მსახიობი მაკა შალიკაშვილი კი დავით ქაცარავას მიერ ნახსენებ ფილმში - "ურსუსი" მონაწილეობს:

- ეს არის ზაზა ბუაძის სცენარი, სავარაუდოდ, გადაღებები კიევში კიდევ უნდა მქონდეს, სადაც წინა ჯერზე ვიყავით. "ურსუსი" დათვია, რომელიც მთავრ როლშია. ეს ცხოველი გაწვრთნილია და ადამიანებთან ძალზე ინტეგრირებული. გადაღების დროს მასთან მიდიოდნენ, ეფერებოდნენ, სურათს იღებდნენ. "ნამორდნიკიც" არ ეკეთა. ადამიანივით ორ ფეხზე დადიოდა. მოშინაურებულივით ჰყავდათ... მაინც ვიკითხე, - ხომ არაფერს მიზამს-მეთქი? - არა, უნდა შეეგუო, მასთან სცენები გაქვს. სანამ გადღება დაიწყება, კონტაქტი დაამყარეო, - ასე მირჩიეს და დამამშვიდეს. მეც მივედი და სურთი გადავიღე და უეცრად ფეხში არ მეცა?! დამტორა და დამფხაჭნა - თათი ჩამომისვა... თავი კარგა ხანს არ დამანება. მისი პატრონი მთვრალი გახლდათ და სადღაც იყო გასული... მითხრეს, მოეწონე, შეუყვარდი და წაგეთამაშაო... დამტორა და წაგეთამაშაო, ხომ კარგია?!

თბილისში რომ ჩამოვედი, აცრები გავიკეთე... ძალიან მაგრად გადავრჩი. ახლაც მიჭირს იმის წარმოდგენა, რა შეიძლებოდა, დამმართნოდა.

- დათვთან რა სცენა გაქვს ფილმში?

- საბოლოო ჯამში ჩემი პერსონაჟი მას კლავს, რადგანაც კაცი ჰგონია, ცოტა გაფრენილი აქვს, "ბელაია გარიაჩკა" სჭირს...

"ნაღმი უნდა აფეთქდეს" - ასე ჰქვია ქართულ-ამერიკულ სურათს, რომელსაც კომპანია "სარკე" და მისი დამფუძნებელი, რეჟისორი ლევან ბახია იღებს. ფილმში მსახიობი კოტე თოლორდავას მთავრი როლი აქვს და გრანდიოზული ნახტომისთვის ემზადება. ფილმი ფსიქოლოგიური, მძაფრსიუჟეტიანია, უფრო საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება...

კოტე თოლორდავა:

- "უჟასების" ცქერა არასდროს მსიამოვნებდა, მაგრამ ამ ჟანრმა როგორც მსახიობი ახლა ძალიან დამაინტერესა. ფილმი ამერიკული ბაზრისთვისაა გამიზნული, პრემიერა ლოს-ანჯელესში იქნება. ჩემი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე უარყოფითია. ჰქვია ილია და არის ქართველი. ტურისტებს საშინელებებს უწყობს. მოკლედ, ამ როლის გასათავისებლად ყოველდღე როტვეილერთან ერთად სიარული დავიწყე, რომ ერთმანეთს შევეჩვიოთ.

ეს პერსონაჟი ჩემთან არც ერთი პარამეტრით ახლოს არ დგას, ფანტაცზიის დონეზეც კი ვერასდროს წარმოვიდგენდი მსგავს რამეს. ახლა კი ვიწყებ ამ როლის ტვინიდან შეცნობას და ფანტაზიორობას. გარეგნულადაც აბსოლუტურად სახეცვლილი ვიქიები. ილიას წვერიც სჭირდება და თამაც, ამიტომაც არის, უკვე არც ერთს ვიჭრი და ვისწორებ. მოკლედ, ჩემს იერსახეში დიდი სახეცვლილება იქნება... საოცარ ბუნებაში მცხოვრები მონადირე, მეფუტკრე, ადამიანებზე ზემოქმედებას ვახდენს. ისე, ფუტკრებთანაც ვიყავი, სკაში შესული. სპეციალური ტრენინგი მაგ მიმართულებითაც გავიარე.

ხოლო მსახიობი ზურა ნიჟარაძე ამჟამად ბელორუსში გადასაღებ მოედანზე იმყოფება. მას იქ ფილმში "პრერვანიე ვასპამინანია" იღებენ. რეჟისორი ელხან ჯაფაროვი გახლავთ. გადაღებები ჯერჯერობით ბელორუსიში მიმდინარეობს, თუმცა აზერბაიჯანშიც გადაინაცვლებს... ზურას ფილმში მთავარი როლი აქვს:

- ვარ სომეხი ჯარისკაცი და მქვია რანტიკა. საინტერესო როლია. მომწონს გადაღების პროცესი, მუშაობა მაღალ დონზე მიმდინარეობს, რეჟისორიდან დაწებული, კოსტიუმერით დამთავრებული, ყველა პროფესიონალია.

არასდროს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, გადამღები ჯგუფი ცივ ნიავს არ მაკარებს, 3 ადამიანი მაინც დამდევს უკან და მეკითხება, - ხომ არაფერი გინდა? აქ უკვე ლამის ერთი თვეა ვიმყოფები. გადაღება 21 ივნისს დამთავრდება და მერე ბაქოში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ იქ აღარ მივემგზავრები... ფილმის პრემიერა გაისად, 9 მაისს არის დაგეგმილი, მეორე მსოფლიო ომის 70 წლისთავისთვის, რადგანაც პროექტი ომის თემას ეხმიანება. ჟანრობრივად დრამა გახლავთ.

მოდელი და რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მართალია, პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ერთ ბოევიკში სამუშაოდ კი მიიწვიეს. ის სნაიპერია და გარშემო ყველას ხოცავს, თუმცა ბოლოს მის პერსონაჟს ერთ-ერთ ბარში მოამწყვდევენ და ჩაცხრილავენ...

გიორგი ნაზღაიძე:

- ჯერჯერობით გადაიღეს ფილმის თრეილერი. პროექტი ბოევიკია, მას ერთობლივად რამდენიმე ქვეყნის კინემატოგრაფისტები გადაიღებენ. იქნება არაჩვეულებრივი თანამედროვე ფილმი. ცუდი როლი მაქვს, მე ვარ კაცი, რომელიც ადამიენაბს ვერსვრი, ვხოცავ, ბოლოს კი ბარში მომამწყვდევენ, სადაც ჩამკლავენ.

- როგორ იგრძენი თავი ამ სიტუაციაში?

- ძალიან კომფორტულად. როლი მარტივად მოვირგე, ბევრი დუბლი არ დასჭირვებიათ...

- როგორ მოხვდი მაგ პტოექტში?

- მიმიწვიეს და ქასთინგი გავიარე. მოკლედ, დავიჯერე, რომ სნაიპერი ვარ, ჯარისკაცი, თან, ნამდვილი აღჭურვილობა მქონდა - ავტომატი, ჯავშანი... მართალია, იარაღში ტყვიები არ იყო, მაგრამ მაინც მეშინოდა. ძალიან მძიმე იყო ჯავშანიც... გადაღება ერთ-ერთ მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა...

- მოკლედ, სნაიპერის ტყავში შეძვერი...

- დიახ, თავიდან ბოლომე ასეთი განცდა მქონდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ