პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?
"მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?

20 მა­ისს, თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის მე­ო­რე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე სა­ში­ნე­ლი შე­კივ­ლე­ბის ხმა გა­ის­მა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კო­კის­პი­რუ­ლად წვიმ­და, კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი გა­რეთ გაც­ვივ­დნენ და შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თის თვითმხილ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ. მათ კორ­პუს­თან ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა პირ­ქვე დამ­ხო­ბი­ლი, უსი­ცო­ცხლოდ ეგდო. პი­რაღ­მა გად­მო­აბ­რუ­ნეს, ვარ­დნის­გან სახე იმ­დე­ნად და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, ამოც­ნო­ბა გა­უ­ჭირ­დათ, მე­რე­ღა მიხ­ვდნენ, რომ გო­გო­ნა მათი მე­ზო­ბე­ლი, 17 წლის მი­რან­და მშვე­ნი­ე­რა­ძე იყო.

მი­რან­და პირ­ველ სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­და დე­დას­თან, ძმას­თან და რძალ­თან ერ­თად. მამა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. დედა შვილს მზრუნ­ვე­ლო­ბას არ აკ­ლებ­და. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს მი­რან­და დე­დას სკო­ლა­ში ეგო­ნა . მე-12 კლას­ში სწავ­ლობ­და, გა­მოც­დე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე დღე­ში მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ეტა­პი იწყე­ბო­და. "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე 20 მა­ისს ასე­თი წარ­წე­რაც და­ტო­ვა: "მე ჩა­ვა­ბა­რებ, მზად ვარ, 4 დღე და მორ­ჩა, ვსიო".

ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბას ჯერ მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, გო­გო­ნა შეყ­ვა­რე­ბულ­თან ნა­ჩხუ­ბა­რი იყო, თუმ­ცა ამ ვერ­სი­ის არ სჯე­რათ მის ახ­ლობ­ლებს. მი­რან­დას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბამ უკვე და­კი­თხა. იგი დაკ­რძალ­ვა­ზეც იყო, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მომ­ხდარს ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და ორ­ჯერ გუ­ლიც წა­უ­ვი­და.

გო­გო­ნას დე­დამ უმ­ძი­მე­სი სტრე­სის გამო ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი ვერ შეძ­ლო, ამი­ტომ მისი კლა­სის დამ­რი­გე­ბელს, ქალ­ბა­ტონ ლი­ლი­ა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს ვე­სა­უბ­რეთ.

- იმ დღეს პრე­ტეს­ტი ჰქონ­დათ ბავ­შვებს და სკო­ლა­ში უნდა მო­სუ­ლი­ყო მი­რან­და. "მე ჩა­ვა­ბა­რებ", ეს სტა­ტუ­სი დადო ფე­ის­ბუ­კის გვერ­დზე და სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და.

მე­ხუ­თე კლა­სი­დან ვი­ყა­ვი მათი დამ­რი­გე­ბე­ლი. სულ ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­და. ყვე­ლა­ფე­რი გულ­თან მიჰ­ქონ­და, ემო­ცი­უ­რი ბავ­შვი იყო, ძა­ლი­ან მო­კედ­ლე­ბუ­ლი იყო ჩემ­ზე, სულ მე­ხუ­ტე­ბო­და და მო­ფე­რე­ბით კა­ტას ვე­ძახ­დი. არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო ბოლო ზარ­ზე. მასწ, თქვენ ჩემს მა­ი­სურ­ზე არ და­გი­წე­რი­ა­თო, მო­ვი­და ღი­მი­ლით და მეც წარ­წე­რა გა­ვუ­კე­თე. მთელ გვერ­დზე და­მი­წე­რია ჩემი მის­და­მი სურ­ვი­ლე­ბი.

ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს და ერ­თხმად მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ბან­კე­ტი არ გა­და­ე­ხა­დათ. ისე, ყვე­ლა­ნი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ამ დღის­თვის, სა­მო­სი ნა­ყი­დი ჰქონ­დათ. მი­რან­და­საც შერ­ჩე­უ­ლი ჰქონ­და კაბა. ამ­ბობ­და, გრძე­ლი ლურ­ჯი კაბა უნდა ჩა­ვიც­ვაო. გრძე­ლი თმე­ბი მომ­ბეზ­რდა და ლა­მა­ზი ვარ­ცხნი­ლო­ბა უნდა გა­ვი­კე­თოო.

-რო­გორც ვიცი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი არ ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, გა­მოც­დე­ბის ხომ არ ეში­ნო­და?

- არ ჰქონ­და იმის პრობ­ლე­მა, რომ ატეს­ტა­ტი აეღო. იმის სა­შუ­ა­ლე­ბა ოჯახს არ ჰქონ­და, რომ რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ევლო, მაგ­რამ შრო­მის­მოყ­ვა­რე ბავ­შვი იყო და მშვე­ნივ­რად სწავ­ლობ­და. დე­და­მის­მა მარ­ტო გა­ზარ­და და არა­ფერს აკ­ლებ­და. სი­დუ­ხ­ჭი­რის მი­უ­ხე­და­ვად, არც სა­ბან­კე­ტო კა­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და არც არაფ­რის.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?

"მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო" - რატომ მოიკლა თავი მე-12 კლასელმა გოგონამ?

20 მაისს, თბილისში, ნუცუბიძის მეორე მიკრორაიონში, დაახლოებით 11 საათსა და 30 წუთზე საშინელი შეკივლების ხმა გაისმა. იმის მიუხედავად, რომ კოკისპირულად წვიმდა, კორპუსის მაცხოვრებლები გარეთ გაცვივდნენ და შემზარავი სურათის თვითმხილველები გახდნენ. მათ კორპუსთან ახალგაზრდა გოგონა პირქვე დამხობილი, უსიცოცხლოდ ეგდო. პირაღმა გადმოაბრუნეს, ვარდნისგან სახე იმდენად დასახიჩრებული ჰქონდა, ამოცნობა გაუჭირდათ, მერეღა მიხვდნენ, რომ გოგონა მათი მეზობელი, 17 წლის მირანდა მშვენიერაძე იყო.

მირანდა პირველ სართულზე ცხოვრობდა დედასთან, ძმასთან და რძალთან ერთად. მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედა შვილს მზრუნველობას არ აკლებდა. იმ საბედისწერო დღეს მირანდა დედას სკოლაში ეგონა . მე-12 კლასში სწავლობდა, გამოცდებისთვის ემზადებოდა და რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე 20 მაისს ასეთი წარწერაც დატოვა: "მე ჩავაბარებ, მზად ვარ, 4 დღე და მორჩა, ვსიო".

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა გამოძიებას ჯერ მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა შეყვარებულთან ნაჩხუბარი იყო, თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ მის ახლობლებს. მირანდას შეყვარებული გამოძიებამ უკვე დაკითხა. იგი დაკრძალვაზეც იყო, როგორც ამბობენ, მომხდარს ძალიან განიცდის და ორჯერ გულიც წაუვიდა.

გოგონას დედამ უმძიმესი სტრესის გამო ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო, ამიტომ მისი კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ლილიანა გიორგობიანს ვესაუბრეთ.

- იმ დღეს პრეტესტი ჰქონდათ ბავშვებს და სკოლაში უნდა მოსულიყო მირანდა. "მე ჩავაბარებ", ეს სტატუსი დადო ფეისბუკის გვერდზე და სახლიდან გამოვიდა.

მეხუთე კლასიდან ვიყავი მათი დამრიგებელი. სულ ჩემს ხელში გაიზარდა. ყველაფერი გულთან მიჰქონდა, ემოციური ბავშვი იყო, ძალიან მოკედლებული იყო ჩემზე, სულ მეხუტებოდა და მოფერებით კატას ვეძახდი. არ დამავიწყდება, როგორი ბედნიერი იყო ბოლო ზარზე. მასწ, თქვენ ჩემს მაისურზე არ დაგიწერიათო, მოვიდა ღიმილით და მეც წარწერა გავუკეთე. მთელ გვერდზე დამიწერია ჩემი მისდამი სურვილები.

ბავშვები ძალიან განიცდიან მომხდარს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბანკეტი არ გადაეხადათ. ისე, ყველანი ემზადებოდნენ ამ დღისთვის, სამოსი ნაყიდი ჰქონდათ. მირანდასაც შერჩეული ჰქონდა კაბა. ამბობდა, გრძელი ლურჯი კაბა უნდა ჩავიცვაო. გრძელი თმები მომბეზრდა და ლამაზი ვარცხნილობა უნდა გავიკეთოო.

-როგორც ვიცი საატესტატო გამოცდები არ ჰქონდა ჩაბარებული, გამოცდების ხომ არ ეშინოდა?

- არ ჰქონდა იმის პრობლემა, რომ ატესტატი აეღო. იმის საშუალება ოჯახს არ ჰქონდა, რომ რეპეტიტორებთან ევლო, მაგრამ შრომისმოყვარე ბავშვი იყო და მშვენივრად სწავლობდა. დედამისმა მარტო გაზარდა და არაფერს აკლებდა. სიდუხჭირის მიუხედავად, არც საბანკეტო კაბის პრობლემა ჰქონდა და არც არაფრის.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია