სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 ივნისის არჩევნებზე 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევენ
 15 ივნისის არჩევნებზე 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევენ

ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ვე­ლი 12 მერს, 59 გამ­გე­ბელ­სა და 71 საკ­რე­ბუ­ლოს 2088 წევ­რს აირ­ჩევს. 2014 წლის 15 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნე­ბი ყვე­ლა სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით არის, რომ ასარ­ჩე­ვად გა­ცი­ლე­ბით მეტი მან­და­ტი "თა­მაშ­დე­ბა", ვიდ­რე ეს წინა არ­ჩევ­ნე­ბის დროს იყო.

"ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის კო­დექ­სის" რე­ფორ­მი­რე­ბის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მე­რებს პირ­და­პი­რი წე­სით აირ­ჩე­ვენ 12 თვით­მმარ­თველ ქა­ლაქ­ში: თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, თე­ლავ­ში, მცხე­თა­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ქუ­თა­ის­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ოზურ­გეთ­ში, ზუგ­დიდ­ში, ფოთ­სა და ბა­თუმ­ში. ასე­ვე პირ­და­პი­რი წე­სით, თვით­მმარ­თვე­ლი თე­მის გამ­გებ­ლე­ბი აირ­ჩე­ვი­ან, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 59-ია.

მე­რი­სა და გამ­გებ­ლის პოსტს ის კან­დი­და­ტი და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის 50%-ზე მეტს მი­ი­ღებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ებს, ამ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ასარ­ჩე­ვია: 71 საკ­რე­ბუ­ლოს 2088 წევ­რი.

თვით­მმარ­თვე­ლი თე­მის საკ­რე­ბუ­ლო შედ­გე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი 15 წევ­რის­გან, ასე­ვე შე­სა­ბა­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა თე­მი­დან და ქა­ლა­ქი­დან (რომ­ლე­ბიც ამ თვით­მმარ­თვე­ლი თე­მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის) მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი თითო წევ­რი­სა­გან.

თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო (გარ­და თბი­ლი­სი­სა) შედ­გე­ბა: პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი 15 წევ­რი­სა და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი 10 წევ­რი­სა­გან, თუ ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა 75 000-ს, ხოლო თუ ამომ­რჩე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 75 000-ზე ნაკ­ლე­ბია, პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი 10 წევ­რი­სა და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე არ­ჩე­უ­ლი 5 წევ­რის­გან.

წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით ყვე­ლა­ზე დი­დია თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო, რო­მე­ლიც 50 დე­პუ­ტა­ტის­გან შედ­გე­ბა. ამათ­გან 25 წევ­რი აირ­ჩე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი ერ­თმან­და­ტი­ა­ნი მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხოლო 25 წევ­რი – პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით თბი­ლი­სის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მე­რე­ბი, გამ­გებ­ლე­ბი და საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოთხი წლის ვა­დით აირ­ჩე­ვი­ან.

თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე თბი­ლი­სის მე­რო­ბის­თვის 14 კან­დი­და­ტი იბ­რძვის. კან­დი­და­ტებს შო­რის არი­ან: N1 - კახა კუ­კა­ვა ("არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია (კახა კუ­კა­ვა, ფიქ­რია ჩიხ­რა­ძე)"), #3 - დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ("ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცია") #5 - ნი­კა­ნორ მე­ლია (ბლო­კი "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა"), #6 - გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ("გი­ორ­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე - მწვა­ნე­თა პარ­ტია"), #7 - მი­ხე­ილ სა­ლუ­აშ­ვი­ლი ("უფ­ლის სა­ხე­ლით-უფა­ლია ჩვე­ნი სი­მარ­თლე") , #8 - ირმა ინაშ­ვი­ლი ("და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი- სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" ) #9 - სერ­გო ჯა­ვა­ხი­ძე (ბლო­კი "თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ხალ­ხს!" ), #11 - ირაკ­ლი ღლონ­ტი ( "ირაკ­ლი ღლონ­ტი - რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი" ), #13 - გი­ორ­გი ლა­ღი­ძე ("მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო"), #18 - თე­ი­მუ­რაზ მურ­ვა­ნი­ძე ("სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი- სა­ქარ­თვე­ლოს გზა"), #20 - ას­მათ ტყაბ­ლა­ძე ("შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია"), #30 - გი­ორ­გი ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ("მე­რაბ კოს­ტა­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბა" ) #36 - როინ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ("სა­ქარ­თვე­ლოს მშრო­მელ­თა საბ­ჭო"), #41 - და­ვით ნარ­მა­ნია ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ).

გარ­და მე­რი­სა, თბი­ლი­სი დღეს საკ­რე­ბუ­ლო­საც აირ­ჩევს, 50 წევ­რი­დან 25-ს - პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით, 25-ს კი - მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით თბი­ლი­სის 10 სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში 918 667 ამომ­რჩე­ვე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი - 132 697 სამ­გო­რის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქშია, ყვე­ლა­ზე ცოტა, 41 118 კი - კრწა­ნის­ში.

მე­რის პოსტს ის კან­დი­და­ტი და­ი­კა­ვებს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის 50%-ზე მეტს მი­ი­ღებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

15 ივნისის არჩევნებზე 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევენ

 15 ივნისის არჩევნებზე 12 მერს, 59 გამგებელს და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ამომრჩეველი 12 მერს, 59 გამგებელსა და 71 საკრებულოს 2088 წევრს აირჩევს. 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ყველა სხვა ადგილობრივი არჩევნებისგან განსხვავებული და გამორჩეული იმით არის, რომ ასარჩევად გაცილებით მეტი მანდატი "თამაშდება", ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" რეფორმირების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მერებს პირდაპირი წესით აირჩევენ 12 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, თელავში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. ასევე პირდაპირი წესით, თვითმმართველი თემის გამგებლები აირჩევიან, რომელთა რაოდენობაც 59-ია.

მერისა და გამგებლის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოებს, ამ არჩევნებისთვის ასარჩევია: 71 საკრებულოს 2088 წევრი.

თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, ასევე შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან (რომლებიც ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში შედის) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

თვითმმართველი ქალაქის საკრებულო (გარდა თბილისისა) შედგება: პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს, ხოლო თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისგან.

წევრების რაოდენობით ყველაზე დიდია თბილისის საკრებულო, რომელიც 50 დეპუტატისგან შედგება. ამათგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

მერები, გამგებლები და საკრებულოს წარმომადგენლები ოთხი წლის ვადით აირჩევიან.

თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის. კანდიდატებს შორის არიან: N1 - კახა კუკავა ("არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)"), #3 - დიმიტრი ლორთქიფანიძე ("ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია") #5 - ნიკანორ მელია (ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), #6 - გიორგი გაჩეჩილაძე ("გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია"), #7 - მიხეილ სალუაშვილი ("უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე") , #8 - ირმა ინაშვილი ("დავით თარხან-მოურავი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ) #9 - სერგო ჯავახიძე (ბლოკი "თვითმმართველობა ხალხს!" ), #11 - ირაკლი ღლონტი ( "ირაკლი ღლონტი - რეფორმატორები" ), #13 - გიორგი ლაღიძე ("მომავალი საქართველო"), #18 - თეიმურაზ მურვანიძე ("სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა"), #20 - ასმათ ტყაბლაძე ("შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია"), #30 - გიორგი ლილუაშვილი ("მერაბ კოსტავას საზოგადოება" ) #36 - როინ ლიპარტელიანი ("საქართველოს მშრომელთა საბჭო"), #41 - დავით ნარმანია ("ქართული ოცნება" ).

გარდა მერისა, თბილისი დღეს საკრებულოსაც აირჩევს, 50 წევრიდან 25-ს - პროპორციული სიით, 25-ს კი - მაჟორიტარული წესით.

ბოლო მონაცემებით თბილისის 10 საარჩევნო ოლქში 918 667 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან ყველაზე მეტი ამომრჩეველი - 132 697 სამგორის საარჩევნო ოლქშია, ყველაზე ცოტა, 41 118 კი - კრწანისში.

მერის პოსტს ის კანდიდატი დაიკავებს, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა