საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათუნა მგელაძე: ''ქართველი ბიჭები უფრო ელოდებიან ხოლმე ჩემს კონცერტებს''...
დათუნა მგელაძე: ''ქართველი ბიჭები უფრო ელოდებიან ხოლმე ჩემს კონცერტებს''...

ყო­ფი­ლი "ჯე­ოს­ტა­რე­ლი", მომ­ღე­რა­ლი და­თუ­ნა მგე­ლა­ძე, წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ, მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე მღე­რის და რო­გორც მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­ვი­გეთ, იქ მცი­რე ბიზ­ნე­სიც აა­წყო. რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­მა რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ფეხი მო­ი­კი­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ აპი­რებს.

ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ჩა­მო­ვა, მაგ­რამ სექ­ტემ­ბრის­თვის ისევ უკან დაბ­რუნ­დე­ბა. იმ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას გეგ­მავს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დროს ოჯახ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რებს და მო­ნატ­რე­ბულ მე­გობ­რებ­საც მო­ი­ნა­ხუ­ლებს.

და­თუ­ნა ჩვენ­თან ად­რინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ რუ­სულ "ვო­ის­ში" აპი­რებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა წინა წელს გა­და­ი­ფიქ­რა და ახ­ლაც, როცა ვკი­თხეთ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, გავა თუ არა რუ­სულ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე...

- ვცხოვ­რობ მარ­ტო მოს­კო­ვის ცენ­ტრში, ჩემ­თვის წყნა­რად, მშვი­დად და კარ­გად. ქარ­თვე­ლებს კი ვხვდე­ბი, მაგ­რამ ადრე უფრო ხში­რად გვქონ­და თავ­შეყ­რე­ბი, ახლა იმ­დე­ნად აღარ. ძი­რი­თა­დად, კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე ვმღე­რი, ასე­ვე მაქვს ჩემი მცი­რე ბიზ­ნე­სი, ორი მა­ღა­ზია. ცხოვ­რე­ბა­ში ვერ ვი­ფიქ­რებ­დი, ბიზ­ნეს­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა თუ მექ­ნე­ბო­და (იცი­ნის). ვერ­თო­ბი და ვმუ­შა­ობ კი­დე­ვაც. აგ­ვის­ტო­ში ვა­პი­რებ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ მცი­რე ხნით. სექ­ტემ­ბერ­ში უკან დავ­ბრუნ­დე­ბი. ამ მცი­რე პე­რი­ოდ­ში მინ­და, რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თო. სხვა­თა შო­რის, ვმუ­შა­ობ ახალ სიმ­ღე­რა­ზე, რო­მე­ლიც პეკე ბე­გაშ­ვილ­მა და­მი­წე­რა, ტექ­სტი რუ­სულ ენა­ზე მა­ნა­ნა გურ­გე­ნი­ძემ შექ­მნა.

- კონ­ცერ­ტე­ბის დროს მსმე­ნე­ლი რო­გორ გხვდე­ბა?

- ძა­ლი­ან კარ­გად მხვდე­ბი­ან, ყო­ვე­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ და სა­დაც მქო­ნია კონ­ცერ­ტი, არ­სად არ ყო­ფი­ლა დარ­ბა­ზი ცა­რი­ე­ლი. კონ­ცერ­ტებ­ზე ვას­რუ­ლებ ძი­რი­თა­დად ჩემს რე­პერ­ტუ­არს, კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ებ­ზე კი - ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რე­ბის ქა­ვე­რებს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რას ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი­და­ნაც ვუ­რევ ხოლ­მე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დათუნა მგელაძე: ''ქართველი ბიჭები უფრო ელოდებიან ხოლმე ჩემს კონცერტებს''...

დათუნა მგელაძე: ''ქართველი ბიჭები უფრო ელოდებიან ხოლმე ჩემს კონცერტებს''...

ყოფილი ''ჯეოსტარელი'', მომღერალი დათუნა მგელაძე, წელიწადზე მეტია, რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ცხოვრობს. კორპორატიულ საღამოებზე მღერის და როგორც მასთან ინტერვიუდან გავიგეთ, იქ მცირე ბიზნესიც ააწყო. როგორც ჩანს, ახალგაზრდა მომღერალმა რუსეთის დედაქალაქში ფეხი მოიკიდა და საქართველოში დაბრუნებას ჯერჯერობით არ აპირებს.

ზაფხულის ბოლოს ჩამოვა, მაგრამ სექტემბრისთვის ისევ უკან დაბრუნდება. იმ მოკლე პერიოდში, როცა საქართველოში იქნება, საკუთარი თაყვანისმცემლებისთვის რამდენიმე კონცერტის გამართვას გეგმავს. რასაკვირველია, დროს ოჯახთან ერთად გაატარებს და მონატრებულ მეგობრებსაც მოინახულებს.

დათუნა ჩვენთან ადრინდელ ინტერვიუში ამბობდა, რომ რუსულ ''ვოისში'' აპირებდა მონაწილეობას, თუმცა წინა წელს გადაიფიქრა და ახლაც, როცა ვკითხეთ, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, გავა თუ არა რუსულ მუსიკალურ კონკურსზე...

- ვცხოვრობ მარტო მოსკოვის ცენტრში, ჩემთვის წყნარად, მშვიდად და კარგად. ქართველებს კი ვხვდები, მაგრამ ადრე უფრო ხშირად გვქონდა თავშეყრები, ახლა იმდენად აღარ. ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე ვმღერი, ასევე მაქვს ჩემი მცირე ბიზნესი, ორი მაღაზია. ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, ბიზნესთან რაიმე შეხება თუ მექნებოდა (იცინის). ვერთობი და ვმუშაობ კიდევაც. აგვისტოში ვაპირებ თბილისში ჩამოსვლას, მაგრამ მცირე ხნით. სექტემბერში უკან დავბრუნდები. ამ მცირე პერიოდში მინდა, რამდენიმე კონცერტი გავმართო. სხვათა შორის, ვმუშაობ ახალ სიმღერაზე, რომელიც პეკე ბეგაშვილმა დამიწერა, ტექსტი რუსულ ენაზე მანანა გურგენიძემ შექმნა.

- კონცერტების დროს მსმენელი როგორ გხვდება?

- ძალიან კარგად მხვდებიან, ყოველი კონცერტის შემდეგ უბედნიერესი ვარ და სადაც მქონია კონცერტი, არსად არ ყოფილა დარბაზი ცარიელი. კონცერტებზე ვასრულებ ძირითადად ჩემს რეპერტუარს, კორპორატიულ საღამოებზე კი - ცნობილი სიმღერების ქავერებს, თუმცა რამდენიმე სიმღერას ჩემი რეპერტუარიდანაც ვურევ ხოლმე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება