პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბახუტაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე
გიორგი ბახუტაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე

გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ის სე­რი­ა­ლი­დან - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" გა­იც­ნო. გი­ორ­გის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა პო­პუ­ლა­რო­ბით ლა­მის ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც დაჩ­რდი­ლოს. მი­იჩ­ნევს, რომ მისი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის აღ­მას­ვლა, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, საქ­მი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მიდ­გო­მამ გა­ნა­პი­რო­ბა.

გი­ორ­გი ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­და. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი, რის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ, რო­დის კარ­გავს კონ­ტროლს სა­კუ­თარ თავ­ზე, რამ გა­ურ­თუ­ლა ცხოვ­რე­ბა, ჰყავს თუ არა ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სი და რა და­რი­გე­ბა მი­ი­ღო უფ­რო­სი მე­გობ­რის­გან? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1990 წლის 18 მარ­ტი.

- რომ არა მსა­ხი­ო­ბო­ბა...

- ...ჩოგ­ბურ­თე­ლი გა­მო­ვი­დო­დი. ვერ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბა­ში ჩოგ­ბურ­თით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ინ­ტე­რე­სი ბოლო დროს უფრო გა­მიჩ­ნდა. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე, ჭო­კით ხტო­მის გარ­და, მგო­ნი, ყვე­ლა­ფერ­ზე დავ­დი­ო­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბა რა­ტომ გა­დავ­წყვი­ტე? "ბე­რი­კებ­ში" დავ­დი­ო­დი და ამ პრო­ფე­სი­ით მა­შინ "მო­ვი­წამ­ლე".

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ეკ­რან­ზე ჩან­სო. სე­რი­ალ­ში გრი­მით მა­ბე­რე­ბენ, თმას მი­ჭა­ღა­რა­ვე­ბენ.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ბევ­რს არა­ფერს შევ­ცვლი­დი. ბე­დის უმა­დუ­რი არ ვარ. მგო­ნია, ფუ­ჭად არ მი­ცხოვ­რია, თან - მი­მარ­თლებ­და. ვმუ­შა­ობ თე­ატ­რში, ვთა­მა­შობ სე­რი­ალ­ში, წინ კი­დევ სხვა გეგ­მე­ბი მაქვს. მი­მაჩ­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბა საქ­მი­სად­მი სე­რი­ო­ზულ­მა მიდ­გო­მამ გა­ნა­პი­რო­ბა. სტუ­დენ­ტო­ბის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, კარ­გად მეს­წავ­ლა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და გარ­თო­ბა კი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იყო.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...ჩემს მე­უღ­ლეს, თაკო შო­ში­აშ­ვილს. ყო­ველ­თვის მე­გო­ნა, რომ საქ­მე­ში სტი­მუ­ლის მომ­ცე­მი ადა­მი­ა­ნი არ დამ­ჭირ­დე­ბო­და; გა­ვა­კე­თებ­დი იმას, რაც შე­მეძ­ლო და რაც არ შე­მეძ­ლო, იმა­საც ვა­ღი­ა­რებ­დი. როცა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თაკო შე­მო­ვი­და, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. სე­რი­ა­ლის გმირ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რე­პე­ტი­ცი­ებ­საც ერ­თად გავ­დი­ო­დით, ტექსტს ერ­თად ვსწავ­ლობ­დით... ახლა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მე­კის­რა, თაკო კი ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობს. სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვე­დით. ჩემი მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, თა­კოს საყ­ვე­დუ­რი ერთხე­ლაც არ დას­ცდე­ნია. ის ახლა სა­დიპ­ლო­მო­ზე მუ­შა­ობს. და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაც­ნო­ბი­დან 5 თვე­ში მი­ვი­ღეთ.

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რო­მან­ტიზ­მი...

- ...ზო­მი­ე­რი დო­ზი­თაა. არ ვფიქ­რობ, რომ "ფლეშ­მო­ბი" და ფან­ჯრე­ბის წინ გუ­ლე­ბის დან­თე­ბაა რო­მან­ტი­კა.

- ჩემი რო­მან­ტი­კა...

- ...ურ­თი­ერ­თო­ბის იმ დე­ტა­ლებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მე და თა­კოს გვე­ხე­ბა და რო­მელ­ზე ლა­პა­რა­კიც რთუ­ლია. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი დე­ტა­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა და მე სწო­რედ ამ შეგ­რძნე­ბებს ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. ერთ დღეს ცო­ტა­თი ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი და ტაქ­სით ჩემი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი თოვ­ლის ბა­ბუა მი­ვუ­ტა­ნე. ეს მა­ნამ­დე იყო, ვიდ­რე და­ვო­ჯახ­დე­ბო­დით. ტაქ­სი რომ გა­ვა­ჩე­რე, მძღოლს ვუ­თხა­რი: მარ­ტო არ მოვ­დი­ვარ, ეს თოვ­ლის ბა­ბუ­აც უნდა "ჩავ­სვა" და გათ­ბო­ბა გა­თი­შე-მეთ­ქი. - და­ჯე­ქი, და­ჯე­ქი და რომ არ დად­ნეს, კონ­დი­ცი­ო­ნერ­საც ჩა­გირ­თა­ვო.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ვი­პო­ვე. ალ­ბათ გსმე­ნია ასე­თი ლე­გენ­და: ღმერ­თი ადა­მი­ა­ნებ­ზე გაბ­რაზ­და და ორ ნა­წი­ლად გაყო. მას შემ­დეგ და­დის ადა­მი­ა­ნი და თა­ვის მე­ო­რე ნა­ხე­ვარს და­ე­ძებს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მე ის ვი­პო­ვე და გავმთლი­ან­დი. თა­კოს გა­რე­შე სი­ცო­ცხლე ვე­ღარ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ კა­რი­ე­რა­შიც რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი გახ­ლა­ვართ.

- სე­რი­ალ­ში ჩემი პო­ლი­ტი­კო­სი გმი­რი...

- ...ცოტ­ნე მე­ცო­დე­ბა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ტყუ­ილ­ში ცხოვ­რე­ბას ირ­ჩევს, ღირ­სია, ცხოვ­რე­ბა თავ­ზე და­ენგრეს. სა­დაც კი ტრი­ა­ლებს, ვერც ერთ წრე­ში ნამ­დვილ სა­ხეს ვერ აჩ­ვე­ნებს. პო­ლი­ტი­კა ინ­ტრი­გე­ბის სფე­როა და, რა თქმა უნდა, იქ დიდი დო­ზი­თაა თა­მა­ში; ოჯახ­შიც და საყ­ვა­რელ­თა­ნაც თა­მა­შობს. ცოტ­ნეს ნამ­დვი­ლი სახე მა­ყუ­რე­ბელს მა­შინ შე­უძ­ლია ნა­ხოს, როცა მარ­ტო რჩე­ბა. ჩემი გმი­რის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ.

- გმირს ხში­რად, პერ­სო­ნაჟ­თან აი­გი­ვე­ბენ. მახ­სოვს, ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილს ეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ, - ცოლს რა­ტომ ღა­ლა­ტო­ბო? მსგავ­სი ამ­ბე­ბი შენც ხომ არ გა­დაგხდე­ნია?

- არა, ჩემი გმი­რის საქ­ცი­ე­ლის გამო ჯერ არა­ვის გა­ვუ­კი­ცხავ­ვარ. უმე­ტე­სად, პრო­ფე­სი­უ­ლი რჩე­ვე­ბი მი­მი­ღია... თე­ატ­რა­ლურ­ში პირ­ველ­სა­ვე ლექ­ცი­ა­ზე გას­წავ­ლი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვებს და­აკ­ვირ­დე. ჩემი გმი­რი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კო­სის პრო­ტო­ტი­პი არ არის, ეს ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კრე­ბი­თი სა­ხეა. პო­ლი­ტი­კა­ში ნაკ­ლე­ბად ვერ­კვე­ვი.

- ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სი...

- ...არ მყავს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...შე­მიძ­ლია, ადა­მი­ანს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­გო, გარ­და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა. ამა­ვე დროს, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გულ­წრფე­ლო­ბა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ცო­ტა­თი გა­მირ­თუ­ლა ცხოვ­რე­ბა იმან, რომ ყვე­ლა­ფერს ემო­ცი­უ­რად აღ­ვიქ­ვამ. თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ ეს არ მომ­წონს. მხო­ლოდ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვამ­ბობ ხოლ­მე: რა­ღა­ცე­ბის გა­ტა­რე­ბა უნდა ვის­წავ­ლო-მეთ­ქი, მაგ­რამ გულ­გრი­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უსა­მარ­თლო­ბას. ასეთ დროს უკონ­ტრო­ლო ვხდე­ბი.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...საქ­ცი­ე­ლი ჩემს მო­რალს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. პრინ­ცი­პე­ბის­თვის არას­დროს მი­ღა­ლა­ტია. მი­მაჩ­ნია, რომ ერთ ადა­მი­ანს სხვა პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან სწო­რედ მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი გა­ნას­ხვა­ვებს, ეს მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მია. მი­მაჩ­ნია, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი არ უნდა და­კარ­გო.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...სახ­ლში.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ცხოვ­რე­ბას ისე­დაც ძა­ლი­ან ლა­მაზ ფე­რებ­ში ვხე­დავ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრობ­ლე­მე­ბიც მქო­ნია. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რა, სად "იდო", მივ­დი­ო­დი და ვი­ღებ­დი. მერე რა, რომ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ხში­რად, რთუ­ლი გზის გავ­ლა მი­წევ­და?! ად­რეც ვამ­ბობ­დი და დღე­საც ამ აზ­რზე ვარ: უკ­ვა­ლოდ არა­ფე­რი იკარ­გე­ბა. მთა­ვა­რია, მოვ­ლე­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­გეძ­ლოს.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...მე­უღ­ლის ღი­მილ­მა. მას­ზე ბევ­რს ვლა­პა­რა­კობ? - ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დე­ტა­ლებ­ზე ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, მი­ღე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბი კი ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ილე­ქე­ბა. თაკო ის ადა­მი­ა­ნია, ვი­საც უსი­ტყვო­დაც ეს­მის ჩემი. მას­ზე ზრუნ­ვა კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ორი ადა­მი­ა­ნის შეგ­რძნე­ბე­ბის ძა­ლი­ან ზუს­ტი გა­დაკ­ვე­თაა. იდე­ა­ლუ­რია, როცა შეგ­რძნე­ბებ­ში თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი არი­ან.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ვწით­ლდე­ბი, მაგ­რამ სულ გრი­მი "მა­დევს" და არ მემ­ჩნე­ვა. ასეთ დროს უხერ­ხუ­ლო­ბას ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნოც არის და ხში­რად, სტი­მუ­ლის მომ­ცე­მიც. სი­ა­მოვ­ნე­ბის გან­ცდა მას მერე მო­დის, როცა უხერ­ხუ­ლო­ბა გა­ივ­ლის.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო. არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი არ ვარ, მაგ­რამ ერ­თდრო­უ­ლად იმ­დე­ნი საქ­მის კე­თე­ბა მი­წევს, რომ უნე­ბუ­რად მაგ­ვი­ან­დე­ბა.

- რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­თა­ნაც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ­დი...

- ...პე­და­გოგ­შიც და რე­ჟი­სორ­შიც ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. ჩემი პე­და­გო­გი იყო გოგი თო­და­ძე. დღეს, რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, რა­მეს თუ წარ­მო­ვად­გენ, ეს მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თე­ატ­რში დათო დო­ი­აშ­ვილ­თან ვმუ­შა­ობ. და­თოს­თან მუ­შა­ო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­თარ­ზი­სია. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ად­ვი­ლია მუ­შა­ო­ბა იმ ადა­მი­ან­თან ერ­თად, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი საქ­მე უყ­ვარს და ეს ფაქ­ტო­რი ნე­ბის­მი­ერ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ.

- ჩემი ინ­ტუ­ი­ცია...

- ...კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს და ამას ჩემ გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ჩემს შეგ­რძნე­ბებ­ზე ვლა­პა­რა­კობ, მით უმე­ტეს - სა­ჯა­როდ. ამის უფ­ლე­ბას სა­კუ­თარ თავს ხში­რად (მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­შიც კი) არ ვაძ­ლევ. ასე­ვე ვიბ­ნე­ვი, როცა მა­ქე­ბენ.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...წლე­ბის წინ უფ­როს­მა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა: შე­იძ­ლე­ბა, შენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ მოხ­დეს, მთა­ვა­რია, არ და­ი­ბოღ­მო, ბოღ­მა ყვე­ლა­ზე დიდი ბო­რო­ტე­ბა­აო. ის ადა­მი­ა­ნი ახლა 50 წლის არის და 18 წლის ასა­კი­დან ეტ­ლში ზის. სულ ვცდი­ლობ­დი, სწო­რი გზით მევ­ლო და სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი მქო­ნო­და. მისი სი­ტყვე­ბი ჩემს გო­ნე­ბა­ში ჩა­ი­ბეჭ­და და ხში­რად მახ­სე­ნებს თავს. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თა­ვა­დაც ამ დე­ვი­ზით ცხოვ­რობს.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით...

- ...ვი­ყოთ გულ­წრფე­ლე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბებს ნუ დავ­კარ­გავთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი ბახუტაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე

გიორგი ბახუტაშვილის გულახდილი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე

გიორგი ბახუტაშვილი წარმატებული მსახიობია. ფართო საზოგადოებამ ის სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. გიორგის მიერ განსახიერებულმა პოლიტიკოსმა პოპულარობით ლამის ნამდვილი პოლიტიკოსებიც დაჩრდილოს. მიიჩნევს, რომ მისი, როგორც მსახიობის აღმასვლა, უპირველეს ყოვლისა, საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომამ განაპირობა.

გიორგი ახლახან დაოჯახდა. ვინ არის მისი რჩეული, რის გამო საყვედურობენ, როდის კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, რამ გაურთულა ცხოვრება, ჰყავს თუ არა ფავორიტი პოლიტიკოსი და რა დარიგება მიიღო უფროსი მეგობრისგან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 18 მარტი.

- რომ არა მსახიობობა...

- ...ჩოგბურთელი გამოვიდოდი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში ჩოგბურთით გატაცებული ვიყავი, ინტერესი ბოლო დროს უფრო გამიჩნდა. ადრეული ასაკიდანვე, ჭოკით ხტომის გარდა, მგონი, ყველაფერზე დავდიოდი. მსახიობობა რატომ გადავწყვიტე? "ბერიკებში" დავდიოდი და ამ პროფესიით მაშინ "მოვიწამლე".

- ჩემზე ამბობენ...

- ...უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე ეკრანზე ჩანსო. სერიალში გრიმით მაბერებენ, თმას მიჭაღარავებენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრს არაფერს შევცვლიდი. ბედის უმადური არ ვარ. მგონია, ფუჭად არ მიცხოვრია, თან - მიმართლებდა. ვმუშაობ თეატრში, ვთამაშობ სერიალში, წინ კიდევ სხვა გეგმები მაქვს. მიმაჩნია, რომ წარმატება საქმისადმი სერიოზულმა მიდგომამ განაპირობა. სტუდენტობის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგად მესწავლა, პირადი ცხოვრება და გართობა კი მეორეხარისხოვანი იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს მეუღლეს, თაკო შოშიაშვილს. ყოველთვის მეგონა, რომ საქმეში სტიმულის მომცემი ადამიანი არ დამჭირდებოდა; გავაკეთებდი იმას, რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო, იმასაც ვაღიარებდი. როცა ჩემს ცხოვ­რებაში თაკო შემოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. სერიალის გმირზე მუშაობისას, რეპეტიციებსაც ერთად გავ­დიოდით, ტექსტს ერთად ვსწავლობდით... ახლა მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, თაკო კი ყველანაირად ხელს მიწყობს. საცხოვრებლად ცალკე გადავედით. ჩემი მოუცლელობის გამო, თაკოს საყვედური ერთხელაც არ დასცდენია. ის ახლა სადიპლომოზე მუშაობს. დაოჯახების გადაწყვეტილება გაცნობიდან 5 თვეში მივიღეთ.

- ჩემს ცხოვრებაში რომანტიზმი...

- ...ზომიერი დოზითაა. არ ვფიქრობ, რომ "ფლეშმობი" და ფანჯრების წინ გულების დანთებაა რომანტიკა.

- ჩემი რომანტიკა...

- ...ურთიერთობის იმ დეტალებში გამოიხატება, რომელიც მხოლოდ მე და თაკოს გვეხება და რომელზე ლაპარაკიც რთულია. ჩვენი ურთიერთობები დეტალებისგან შედგება და მე სწორედ ამ შეგრძნებებს ვაქცევ ყურადღებას. ერთ დღეს ცოტათი ნასვამი ვიყავი და ტაქსით ჩემი ხელით გაკეთებული თოვლის ბაბუა მივუტანე. ეს მანამდე იყო, ვიდრე დავოჯახდებოდით. ტაქსი რომ გავაჩერე, მძღოლს ვუთხარი: მარტო არ მოვდივარ, ეს თოვლის ბაბუაც უნდა "ჩავსვა" და გათბობა გათიშე-მეთქი. - დაჯექი, დაჯექი და რომ არ დადნეს, კონდიციონერსაც ჩაგირთავო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მეორე ნახევარი ვიპოვე. ალბათ გსმენია ასეთი ლეგენდა: ღმერთი ადამიანებზე გაბრაზდა და ორ ნაწილად გაყო. მას შემდეგ დადის ადამიანი და თავის მეორე ნახევარს დაეძებს. საბედნიეროდ, მე ის ვიპოვე და გავმთლიანდი. თაკოს გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია. ბედნიერი ვარ, რომ კარიერაშიც რეალიზებული გახლავართ.

- სერიალში ჩემი პოლიტიკოსი გმირი...

- ...ცოტნე მეცოდება. ადამიანი, რომელიც ტყუილში ცხოვრებას ირჩევს, ღირსია, ცხოვრება თავზე დაენგრეს. სადაც კი ტრიალებს, ვერც ერთ წრეში ნამდვილ სახეს ვერ აჩვენებს. პოლიტიკა ინტრიგების სფეროა და, რა თქმა უნდა, იქ დიდი დოზითაა თამაში; ოჯახშიც და საყვარელთანაც თამაშობს. ცოტნეს ნამდვილი სახე მაყურებელს მაშინ შეუძლია ნახოს, როცა მარტო რჩება. ჩემი გმირისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ.

- გმირს ხშირად, პერსონაჟთან აიგივებენ. მახსოვს, ლევან ყოჩიაშვილს ეჩხუბებოდნენ, - ცოლს რატომ ღალატობო? მსგავსი ამბები შენც ხომ არ გადაგხდენია?

- არა, ჩემი გმირის საქციელის გამო ჯერ არავის გავუკიცხავვარ. უმეტესად, პროფესიული რჩევები მიმიღია... თეატრალურში პირველსავე ლექციაზე გასწავლიან, ადამიანების ქცევებს დააკვირდე. ჩემი გმირი რომელიმე პოლიტიკოსის პროტოტიპი არ არის, ეს ამ სფეროს წარმომადგენლების კრებითი სახეა. პოლიტიკაში ნაკლებად ვერკვევი.

- ფავორიტი პოლიტიკოსი...

- ...არ მყავს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შემიძლია, ადამიანს ყველაფე­რი გავუგო, გარდა უპასუხისმგებლობისა. ამავე დროს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი გამირთულა ცხოვრება იმან, რომ ყველაფერს ემოციურად აღვიქვამ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მომწონს. მხოლოდ გაბრაზებული ვამბობ ხოლმე: რაღაცების გატარება უნდა ვისწავლო-მეთქი, მაგრამ გულგრილობა არ შემიძლია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ასეთ დროს უკონტროლო ვხდები.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...საქციელი ჩემს მორალს არ ეწინააღმდეგება. პრინციპებისთვის არასდროს მიღალატია. მიმაჩნია, რომ ერთ ადამიანს სხვა პიროვნებებისგან სწორედ მორალური პრინციპები და შეხედულებები განასხვავებს, ეს მისი ინდივიდუალიზმია. მიმაჩნია, რომ ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სახლში.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ცხოვრებას ისედაც ძალიან ლამაზ ფერებში ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებიც მქონია. ყოველთვის ვიცოდი, რა, სად "იდო", მივდიოდი და ვიღებდი. მერე რა, რომ მიზნის მისაღწევად ხშირად, რთული გზის გავლა მიწევდა?! ადრეც ვამბობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ: უკვალოდ არაფერი იკარგება. მთავარია, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება შეგეძლოს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მეუღლის ღიმილმა. მასზე ბევრს ვლაპარაკობ? - ურთიერთობაში დეტალებზე ვამახვილებ ყურადღებას, მიღებული შეგრძნებები კი ჩემს მეხსიერებაში ილექება. თაკო ის ადამიანია, ვისაც უსიტყვოდაც ესმის ჩემი. მასზე ზრუნვა კარგ ხასიათზე მაყენებს.

- სიყვარული ეს...

- ...ორი ადამიანის შეგრძნებების ძალიან ზუსტი გადაკვეთაა. იდეალურია, როცა შეგრძნებებში თანამოაზრეები არიან.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები, მაგრამ სულ გრიმი "მადევს" და არ მემჩნევა. ასეთ დროს უხერხულობას ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოც არის და ხშირად, სტიმულის მომცემიც. სიამოვნების განცდა მას მერე მოდის, როცა უხერხულობა გაივლის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. არაპუნქტუალური არ ვარ, მაგრამ ერთდროულად იმდენი საქმის კეთება მიწევს, რომ უნებურად მაგვიანდება.

- რეჟისორი, რომელთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებდი...

- ...პედაგოგშიც და რეჟისორშიც ძალიან გამიმართლა. ჩემი პედაგოგი იყო გოგი თოდაძე. დღეს, როგორც მსახიობი, რამეს თუ წარმოვადგენ, ეს მისი დამსახურებაა. თეატრში დათო დოიაშვილთან ვმუშაობ. დათოსთან მუშაობა შემოქმედებითი კათარზისია. საერთოდ, ძალიან ადვილია მუშაობა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც საკუთარი საქმე უყვარს და ეს ფაქტორი ნებისმიერ სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანია.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ.

- ჩემი ინტუიცია...

- ...კარგი ინტუიცია მაქვს და ამას ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც აღნიშნავენ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ჩემს შეგრძნებებზე ვლაპარაკობ, მით უმეტეს - საჯაროდ. ამის უფლებას საკუთარ თავს ხშირად (მეგობრების გარემოცვაშიც კი) არ ვაძლევ. ასევე ვიბნევი, როცა მაქებენ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...წლების წინ უფროსმა მეგობარმა მითხრა: შეიძლება, შენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდეს, მთავარია, არ დაიბოღმო, ბოღმა ყველაზე დიდი ბოროტებააო. ის ადამიანი ახლა 50 წლის არის და 18 წლის ასაკიდან ეტლში ზის. სულ ვცდილობდი, სწორი გზით მევლო და სწორი ფასეულობები მქონოდა. მისი სიტყვები ჩემს გონებაში ჩაიბეჭდა და ხშირად მახსენებს თავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავადაც ამ დევიზით ცხოვრობს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვიყოთ გულწრფელები და ფასეულობებს ნუ დავკარგავთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია