კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეკვისთვის - 100 დოლარი და ლუდისთვის დარიგებული 20-20 ლარი თერჯოლაში
ცეკვისთვის - 100 დოლარი და ლუდისთვის დარიგებული 20-20 ლარი თერჯოლაში

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბას ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. პარ­ტია "სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გზის" თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­და­ტი ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი "გუ­რია ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი გარ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა, ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვა­საც ცდი­ლო­ბენ.

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზედა სა­ზა­ნო­ში და­ფიქ­სირ­და ფაქ­ტი, რომ მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ავ­თან­დილ ჩუ­ბი­ნი­ძემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" სოფ­ლის თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე ე.წ. ბირ­ჟა­ზე გა­ი­ა­რა და ბი­ჭებს 100 ლა­რი­ა­ნი მის­ცა, აქა­უ­რო­ბა მო­ა­წეს­რი­გეთ, ან ცხვა­რი იყი­დე­თო. არ­ჩევ­ნე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის დღეს არ ყა­ლიბ­დე­ბა, ეს იმ დღი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც თა­რი­ღი და­ი­ნიშ­ნა. ახლა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კა­მე­რე­ბით დას­დე­ვენ, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი და­ა­ფიქ­სი­რონ", - აცხა­დებს მე­მა­ნიშ­ვი­ლი.

თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყო­ფი­ლი გამ­გე­ბე­ლი და ამ­ჟა­მად სო­ფელ რუ­ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი მალ­ხაზ გურ­გე­ნი­ძე ოპო­ნენ­ტე­ბის ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ ამომ­რჩევ­ლის შე­საძ­ლო მოს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს.

"ავ­თან­დილ ჩუ­ბი­ნი­ძე იმ "ბირ­ჟას­თან" ცხოვ­რობს. თუმ­ცა, თან­ხა და­უ­ტო­ვა თუ არა ვინ­მეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. სა­მა­გი­ე­როდ ვიცი, რომ სო­ფელ რუ­ფო­თის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კან­დი­დატ­მა პა­ა­ტა კვან­ტი­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ რეს­ტო­რან "სი­მო­ნეთ­ში", ქორ­წილ­ში გა­თა­მა­შე­ბა ჩა­ა­ტა­რა და თა­ვის მომ­ხრეს სა­უ­კე­თე­სო ცეკ­ვის­თვის 100 დო­ლა­რი აჩუ­ქა. მაქვს მე­ო­რე ფაქ­ტიც, რომ პარ­ტია "სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გზის" თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლო­ბის კან­დი­და­ტი ნი­კო­ლოზ მე­მა­ნიშ­ვი­ლი "ბირ­ჟებ­ზე" და­დის და ბი­ჭებს "პი­ვის­თვის" 15-20 ლარს აძ­ლევს", - აცხა­დებს გურ­გე­ნი­ძე და დას­ძენს, რომ ამ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის­თვის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის არ მი­უ­მარ­თავს.

იხი­ლეთ ვრცც­ლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ცეკვისთვის - 100 დოლარი და ლუდისთვის დარიგებული 20-20 ლარი თერჯოლაში

ცეკვისთვის - 100 დოლარი და ლუდისთვის დარიგებული 20-20 ლარი თერჯოლაში

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. პარტია "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის" თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნიკა მემანიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები გარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, ამომრჩევლის მოსყიდვასაც ცდილობენ.

"რამდენიმე დღის წინ თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში დაფიქსირდა ფაქტი, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ავთანდილ ჩუბინიძემ "ქართული ოცნებიდან" სოფლის თავშეყრის ადგილზე ე.წ. ბირჟაზე გაიარა და ბიჭებს 100 ლარიანი მისცა, აქაურობა მოაწესრიგეთ, ან ცხვარი იყიდეთო. არჩევნები არჩევნების დღეს არ ყალიბდება, ეს იმ დღიდან დაიწყო, როდესაც თარიღი დაინიშნა. ახლა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთს კამერებით დასდევენ, რომ მსგავსი ფაქტები დააფიქსირონ", - აცხადებს მემანიშვილი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და ამჟამად სოფელ რუფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ გურგენიძე ოპონენტების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"ავთანდილ ჩუბინიძე იმ "ბირჟასთან" ცხოვრობს. თუმცა, თანხა დაუტოვა თუ არა ვინმეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. სამაგიეროდ ვიცი, რომ სოფელ რუფოთის დამოუკიდებელმა კანდიდატმა პაატა კვანტიძემ რამდენიმე დღის წინ რესტორან "სიმონეთში", ქორწილში გათამაშება ჩაატარა და თავის მომხრეს საუკეთესო ცეკვისთვის 100 დოლარი აჩუქა. მაქვს მეორე ფაქტიც, რომ პარტია "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის" თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნიკოლოზ მემანიშვილი "ბირჟებზე" დადის და ბიჭებს "პივისთვის" 15-20 ლარს აძლევს", - აცხადებს გურგენიძე და დასძენს, რომ ამ ფაქტების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ მიუმართავს.

იხილეთ ვრცცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა