ლუგანსკში ტერორისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების Ил-76 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 49 სამხედრო იმყოფებოდა. არიან დაღუპულები, თუმცა ამ დრომდე უცნობია მათი ზუსტი რაოდენობა.
უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, ტერორისტებმა თვითმფრინავი საზენიტო და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან
ცეცხლის გახსნის შედეგაც ჩამოაგდეს.
ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას ბოლო ორი თვის განმავლობაში სულ მცირე 270 ადამიანი ემსხვერპლა.