პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი - შთამბეჭდავი სანახაობის მთავარი ეპიზოდები (+30 ფოტო)
მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი - შთამბეჭდავი სანახაობის მთავარი ეპიზოდები (+30 ფოტო)

ბრა­ზი­ლი­ა­ში, სან-პა­უ­ლუ­ში გუ­შინ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა.

გრან­დი­ო­ზულ ღო­ნის­ძი­ე­ბას სტა­დი­ონ­ზე 68 000 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ეს­წრო, ტე­ლე­ვი­ზი­ით კი შოუ მი­ლი­არ­დამ­დე ადა­მი­ან­მა იხი­ლა. პროგ­რა­მა­ში 600-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე იყო ჩარ­თუ­ლი - მუნ­დი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სიმ­ღე­რა We Are one მეგა-ვარ­სკვლავ­მა ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა, რე­პერ­მა პიტ­ბულ­მა და კლა­უ­დია ლე­ი­ტემ შე­ას­რუ­ლეს.

ცე­რე­მო­ნია 4.5 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი დაჯ­და. დი­ზა­ი­ნე­რებ­მა პერ­ფორ­მან­სის­თვის ფე­რა­დო­ვა­ნი კოს­ტუ­მე­ბი შექ­მნეს. ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის მზა­დე­ბა მარ­ტში და­ი­წყო. რო­გორც შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­დეს, რე­პე­ტი­ცი­ებს 100 სა­ა­თი და­უთ­მეს. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა 31 კას­ტინ­გი გა­მარ­თეს, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი შე­არ­ჩი­ეს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი პა­უ­ლო ბა­რო­სია - მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა სა­უ­კე­თე­სო სამ­ბას სკო­ლის ტი­ტულ­ში, რო­მელ­საც რიო-დეჟა­ნე­ი­როს კარ­ნა­ვალ­ზე არ­ჩე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ფეხ­ბურ­თის მატჩს: მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის გახ­სნით მატჩში ბრა­ზი­ლი­ის ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ხორ­ვა­ტია ან­გა­რი­შით 3:1 და­ა­მარ­ცხა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი - შთამბეჭდავი სანახაობის მთავარი ეპიზოდები (+30 ფოტო)

მსოფლიო ჩემპიონატის გრანდიოზული გახსნის ცერემონიალი - შთამბეჭდავი სანახაობის მთავარი ეპიზოდები (+30 ფოტო)

ბრაზილიაში, სან-პაულუში გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

გრანდიოზულ ღონისძიებას სტადიონზე 68 000 გულშემატკივარი დაესწრო, ტელევიზიით კი შოუ მილიარდამდე ადამიანმა იხილა. პროგრამაში 600-ზე მეტი მონაწილე იყო ჩართული - მუნდიალის ოფიციალური სიმღერა We Are one მეგა-ვარსკვლავმა ჯენიფერ ლოპესმა, რეპერმა პიტბულმა და კლაუდია ლეიტემ შეასრულეს.

ცერემონია 4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. დიზაინერებმა პერფორმანსისთვის ფერადოვანი კოსტუმები შექმნეს. ღონისძიებისთვის მზადება მარტში დაიწყო. როგორც შოუს ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რეპეტიციებს 100 საათი დაუთმეს. ორგანიზატორებმა 31 კასტინგი გამართეს, სადაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს. ღონისძიების ქორეოგრაფი პაულო ბაროსია - მან ორჯერ გაიმარჯვა საუკეთესო სამბას სკოლის ტიტულში, რომელსაც რიო-დეჟანეიროს კარნავალზე არჩევენ.

რაც შეეხება ფეხბურთის მატჩს: მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა