თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნებას და 17 მაისის აქციაზე გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯერ სექსუალური უმცირესობების წინაშე "გაილაშქრა", შემდეგ კი პრეზიდენტს იარაღი სთხოვა. კიტოვანის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა განცხადება და იკითხა, რა უნდა ამ კაცს, რას დადისო. Ambebi.ge თენგიზ კიტოვანს ესაუბრა.
– ღარიბაშვილს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს ჩემს შესახებ, მესმის რატომ თქვა ეს. კაი კაცია ირაკლი, პატრიოტი, რადიკალურად ლაპარაკი არ შეუძლია. მაგას უკრძალავენ ლაპარაკს. მარგველაშვლი განათლებული კაცია და ქვეყნის პატროტია. მე უსუპოვზე, უსუფაშვილზე ვარ გაბრაზებული, კანონი რომ შემოიღო, ევროკავშირი რომ გაახაროს. ვინ უშლიდა მაგათ ხელს? მაგრამ გააოფიციალურა, ნახეთ ისეთი დემოკრატიულები ვართ, გომიკები დადიან ჩვენთანო. სინამდვილეში ხალხი დაღუპა ამ კანონის შემოღებით.
ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, სადაც უცხო ტომებს შემოაქვს აურაცხელი ნარკოტიკი. კახელი კაცი, რომელიც გულღია ადამიანი იყო, დღეს წამლის ქვეშაა, წარმოიდგინეთ, რა ხდება იქ. ღიად ვაჭრობენ ნარკოტიკებით. ფეხებზე კიდიათ ყველაფერი, არაფრის ეშინიათ. მე ვაპირებ ბრძოლა გამოვუცხადო ნარკომანიას და ბარიგებს, ამიტომ ჩავედი იქ. ვინც ყიდის, ის უნდა დაიჭირო. ამათმა კი მე გამაჩერეს და გამჩხრიკეს. მანქანაში, ცოტა შავი ბიჭები მყავდა, უთხრეს წამალს მოგცემთ და დაგიჭერთო. კომპრომატს მიკეთებდნენ მე, წაიყვანეს, გასინჯეს და არაფერი გამოუვიდათ.მტკივნეულია თემაა ჩემთვის, ქართველი ნარკოტიკით რომ იღუპება. რაღაცა ბიოლოგიური შემცველობის კაპლებს უშვებენ და უგონოდ დადიან ახალგაზრდები. მერე ორი ლაბორატორიის წინააღმდეგ გავილაშქრე, რომელიც ბავშვების დაავადებას იწვევს, შეიძლება იმპოტენცია და უშვილობა გამოიწვიოს ამ ლაბორატორიამ. ეს ლაბორატორიები აეროდრომის გზაზე დგას. იმიტომ აქვთ მენინგიტი და ფილტვების ანთება ხალხს. რატომ გადაიტანა დამპალმა მიშამ დასავლეთ საქართველოში პარლამენტი? ეს იმიტომ რომ, აღმოსავლეთი უცხოელებზე გაყიდა და უმიწაწყალოდ დატოვა.– იარაღის მოთხოვნა არ დაგიკმაყოფილეს?
– 10-15 იარაღი მოვითხოვეთ ოფიციალურად, გაგიჟდა ხალხი, კიტოვანი ომს ხო არ იწყებსო? ვინ იწყებს 15 იარაღით ომს? თუ საშოვნელი იქნება, ისედაც ვიშოვით იარაღს, უბრალოდ ოფიციალურად მინდოდა. შეიძლება წინააღმდეგობებს წავაწყდეთ ნარკომანიასთან ბრძოლისას და დაგვჭირდეს იარაღი. შეიძლება რთული შეჯახება გაგვიწიონ და შეიარაღება უნდა გვქონდეს. ამიტომაც მოვითხოვე იარაღი.
– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ, ვის სჭირდება ამის გაკეთება?
– ახლა ვითომ გამწარებულია ხალხი და ათას რაღაცას ამბობენ ჩემი მისამართით. რამდენიმე დღის წინ "კავკასიაზე" ვიყავი სტუმრად, ჟურნალისტები ცდილობდნენ ჩემთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ, ეს იყო ბოღმის გადმონთხევა. ამიტომ ავდექი და წამოვედი. გაბოროტებული, ბოღმიანი ჟურნალისტები არიან. ისინი იმ ჭორებს არიან აყოლილი, რომელიც შევარდნაძემ ააგორა ჩემს წინააღმდეგ. მე სულ პატრიოტი ვიყავი ჩემი ენის და ჩემი ქვეყნის. არც სახლები და დაჩები ამიშენებია. უფასოდ შემოვიტანე მე სამხედრო ტექნიკა საქართველოში რუსეთიდან, 6-7 მილიარდის ტექნიკა გამოვართვი რუსეთს და ჯარი გავაძლიერე. ახლა რა მდგომარეობაშია ჯარი, არ ვიცი. მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რა მდგომარეობაშია ჯარი, რომელიც 3 დღეში გამოიქცა ოსეთიდან. როცა ხელისუფლებაში ვიყავი, იყო არასწორი სვლები ყველა მხრიდან, მაშინდელი ინტელიგენცია - ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ ფანჯიკიძე, შენგელიები, ყველა ჩემს მხარეს იყო. ზვიად გამსახურდია ძალიან მიყვარს. მე, ზვიადი და მერაბ კოსტავა ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ის მაშინ იყო ძლიერი, როცა გვარდია იცავდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა, დაითხოვა გვარდია და აღზევდა ოპოზიცია. მე სასწრაფოდ გავიყვანე გვარდია ხეობაში საწვრთნელად. ზვიადიმ ტერიტორია მანქანებით შემოსაზღვრა, ცუდია როცა პრეზდენტი ამას აკეთებს. მაშინ გაჩნდნენ ე.წ. "კარვის ქალები", იყო აქციები, უკიოდნენ ზვიადის ჩაუსესკო, მაუსესკო და გადადექიო. მე ბოლომდე ვიბრძოდი აფხაზეთში. ჯაბა იოსელიანი და მისი მომხრეები კურდღლებივით იმალებოდნენ ტყეში. ხონი მე დავიხსენი ლოთი ქობალიასგან, გია ჭანტურიამ მთხოვა, ვითომ მე დავიხსენი ხონიო. ყველა ჩემი ხალხით სპეკულირებდა.–ასოცირების ხელშეკრულებაზე ღირს ხელის მოწერა?
– გინდათ მოაწერეთ, გინდა არა, ამას სხვა რაღაცა მოსდევს. ფაქტობრივად, რუსებმა გაყიდეს აფხაზეთი. როგორც სომხეთი გაყიდეს 1994 წელს. ევროკავშირი ცუდად იმოქმედებს რუსულ-ქართულ პოლიტიკაზე. ამას ყურადღების მიქცევა უნდა. სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, დაძაბული მდგომარეობაა. მოსახლეობა იარაღით გამოყარეს თურქმა ჯარისკაცებმა სახლებიდან. ვნახე, რომ რთულად არის საქმე. ბათუმში ქართველებს სცემენ თურქები, თუ ქართველმა დაარტყა, იჭერენ. ეს ყველაფერი ცუდად ვითარდება და იბოღმება ხალხი. ერთ დღეს შეიძლება ცუდი რეზონანსი მივიღოთ. არ ვარ მთავრობის კაცი. თურქეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენი მიწები და მაღაზიები იყიდონ. ეს მიშას პოლიტიკის ნაყოფია. მაგან გააკეთა ყველაფერი, ქართველი გაჭირვებული რომ ყოფილიყო აფხაზეთში.
– ამბობენ, რომ რუსეთის კაცი ხართ...
–მე მაბრალებდნენ საჯაიას მკვლელობას, კიტოვანმა რაღაცები დაწერა და თავი იმიტომ მოიკლაო. საჯაია სხვანაირი კაცი იყო და მოკლეს. დვალიშვილიც მოკლეს, იმიტომ რომ შევარდნაძის ოჯახმა წაიღო მთელი ფინანსები. მე ყველა დოკუმენტი მაქვს, ვის ვისთან ჰქონდა მოლაპარაკება, დავიღალე მტკიცებით, ცოცხალი ისტორია ვარ, მალე წიგნს დავწერ და იქ გაიგებთ ყველაფერს.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge