Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ჩვენი ნავთობი და ოქრო, სადაც ფული იშოვება, არის პოლიტიკა და სექსი''
''ჩვენი ნავთობი და ოქრო, სადაც ფული იშოვება, არის პოლიტიკა და სექსი''

მარ­თა­ლია, ნინო ნა­დი­რა­ძე-კუ­ზა­ნოვს ტრა­დი­ცი­ე­ბი დი­დად არ ხიბ­ლავს, მაგ­რამ რო­გორც ყვე­ლა ქარ­თველს, ბევ­რი რა­ღა­ცის გამო მა­საც უხ­დე­ბა ან­გა­რი­შის გა­წე­ვა. არ უყ­ვარს გა­მოთ­ქმა - "ასეა მი­ღე­ბუ­ლი" და არ ეს­მის, რა სა­ჭი­როა ღრე­ო­ბე­ბი სა­საფ­ლა­ო­ზე...

- მე­ზი­ზღე­ბა ტრა­დი­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ზო­გი­ერთ მათ­განს ვი­ნარ­ჩუ­ნებ და ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი. მე­ზი­ზღე­ბა ღრე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, ახა­ლი წლის უაზ­რო სუფ­რე­ბი, არ მეს­მის იმ ხალ­ხის, რომ­ლე­ბიც მთელ ბი­უ­ჯეტს ხარ­ჯა­ვენ ამ ორ­სა­ა­თი­ა­ნი სუფ­რის გამო და მერე მთე­ლი თვე ისე სხე­დან. ასე­ვე არ მეს­მის სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე გა­მარ­თუ­ლი ღრე­ო­ბე­ბის. ვერ ვი­ტან გა­მოთ­ქმას, "ასეა მი­ღე­ბუ­ლი". ნე­ბის­მი­ე­რი ჩარ­ჩო სა­შინ­ლად მა­ღი­ზი­ა­ნებს და მთრგუ­ნავს. ხან­და­ხან ვცდი­ლობ, ამ ჩარ­ჩო­ებს გა­ვექ­ცე, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლია, არ და­ე­მორ­ჩი­ლო ტრა­დი­ცი­ას. მარ­ტო რომ ვიყო, ჩემ უკან არ იდ­გეს ოჯა­ხი, მშობ­ლე­ბი, შვი­ლე­ბი, სულ სხვა­ნა­ი­რად ვი­ცხოვ­რებ­დი, მაგ­რამ ახლა ყვე­ლას ვუ­წევ ან­გა­რიშს. ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში მცხოვ­რე­ბი გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლი ხალ­ხის შექ­მნი­ლია, ვიდ­რე ქარ­თვე­ლი გლე­ხის, რო­მელ­საც ერთ ხელ­ში ბარი ეჭი­რა და მე­ო­რე­ში - ხმა­ლი.

- ნინო, შენი აზ­რით, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ ოჯახ­ში ქალი იჩაგ­რე­ბა?

- კი, რად­გან ქალი კა­ცის საქ­მე­საც აკე­თებს და ქა­ლი­სა­საც, ეს შე­იძ­ლე­ბა, ემან­სი­პა­ცი­ით გა­ვა­მარ­თლოთ, მაგ­რამ კაცს მა­ინც არა­ფერს ვთხოვთ, ამი­ტო­მაც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს სა­ყო­ველ­თაო ფრა­ზა - კაცს ყვე­ლა­ფე­რი ეპა­ტი­ე­ბა. ქალი კი ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად იჩაგ­რე­ბა. თუ ქალი მუ­შა­ობს, რა­ტომ მუ­შა­ობ­სო, არ მუ­შა­ობს და რა­ტომ კი­დია ქმრის კი­სერ­ზეო, ბავ­შვებს თვი­თონ ზრდის და გა­მოშ­ტერ­და სახ­ლში ჯდო­მი­თო, ძი­ძას აიყ­ვანს და ბავ­შვე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს, მიყ­რი­ლი ჰყავ­სო.. მოკ­ლედ, ქალ­მა რომ კა­ცის მო­სა­წო­ნი გა­ა­კე­თოს, არ არ­სე­ბობს.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლის მი­მართ მა­ინც მომ­ხმა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. რაც უნდა ვი­ძა­ხოთ, რომ ევ­რო­პუ­ლად ვაზ­როვ­ნებთ, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან შორს ვართ ამის­გან, მით უმე­ტეს ქალ­თან მიდ­გო­მის სა­კი­თხში, რად­გან მა­მა­კა­ცე­ბი ქალს მა­ინც ისე უყუ­რე­ბენ, რო­გორც მოხ­მა­რე­ბის სა­განს, ზოგს ქალი ბავ­შვე­ბის გა­სა­ჩე­ნად სჭირ­დე­ბა, ზოგს – დამ­ლა­გებ­ლად, ზოგს – საყ­ვარ­ლად და ა.შ. ერ­თე­უ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი უყუ­რე­ბენ ქალს, რო­გორც თა­ნას­წორს, და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვებ­ში ქალი ბევ­რად წა­გე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

- გუ­გას რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბულ­ბა აქვს ამ სა­კი­თხის მი­მართ?

- გუგა რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს? თავს იკა­ვებს, თო­რემ სხვა მა­მა­კა­ცე­ბის­გან შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით არა­ნა­ი­რად არ გან­სხვავ­დე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''ჩვენი ნავთობი და ოქრო, სადაც ფული იშოვება, არის პოლიტიკა და სექსი''

''ჩვენი ნავთობი და ოქრო, სადაც ფული იშოვება, არის პოლიტიკა და სექსი''

მართალია, ნინო ნადირაძე-კუზანოვს ტრადიციები დიდად არ ხიბლავს, მაგრამ როგორც ყველა ქართველს, ბევრი რაღაცის გამო მასაც უხდება ანგარიშის გაწევა. არ უყვარს გამოთქმა - ''ასეა მიღებული'' და არ ესმის, რა საჭიროა ღრეობები სასაფლაოზე...

- მეზიზღება ტრადიციები, თუმცა ზოგიერთ მათგანს ვინარჩუნებ და ვექვემდებარები. მეზიზღება ღრეობასთან დაკავშირებული ტრადიციები, მაგალითად, ახალი წლის უაზრო სუფრები, არ მესმის იმ ხალხის, რომლებიც მთელ ბიუჯეტს ხარჯავენ ამ ორსაათიანი სუფრის გამო და მერე მთელი თვე ისე სხედან. ასევე არ მესმის სასაფლაოებზე გამართული ღრეობების. ვერ ვიტან გამოთქმას, ''ასეა მიღებული''. ნებისმიერი ჩარჩო საშინლად მაღიზიანებს და მთრგუნავს. ხანდახან ვცდილობ, ამ ჩარჩოებს გავექცე, მაგრამ საქართველოში ძნელია, არ დაემორჩილო ტრადიციას. მარტო რომ ვიყო, ჩემ უკან არ იდგეს ოჯახი, მშობლები, შვილები, სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი, მაგრამ ახლა ყველას ვუწევ ანგარიშს. ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ტრადიციები კომუნისტურ ეპოქაში მცხოვრები გაზარმაცებული ხალხის შექმნილია, ვიდრე ქართველი გლეხის, რომელსაც ერთ ხელში ბარი ეჭირა და მეორეში - ხმალი.

- ნინო, შენი აზრით, ტრადიციულ ქართულ ოჯახში ქალი იჩაგრება?

- კი, რადგან ქალი კაცის საქმესაც აკეთებს და ქალისასაც, ეს შეიძლება, ემანსიპაციით გავამართლოთ, მაგრამ კაცს მაინც არაფერს ვთხოვთ, ამიტომაც ქართულ რეალობაში არსებობს საყოველთაო ფრაზა - კაცს ყველაფერი ეპატიება. ქალი კი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იჩაგრება. თუ ქალი მუშაობს, რატომ მუშაობსო, არ მუშაობს და რატომ კიდია ქმრის კისერზეო, ბავშვებს თვითონ ზრდის და გამოშტერდა სახლში ჯდომითო, ძიძას აიყვანს და ბავშვები არ აინტერესებს, მიყრილი ჰყავსო.. მოკლედ, ქალმა რომ კაცის მოსაწონი გააკეთოს, არ არსებობს.

ჩვენს ქვეყანაში ქალის მიმართ მაინც მომხმარებლური დამოკიდებულებაა. რაც უნდა ვიძახოთ, რომ ევროპულად ვაზროვნებთ, რეალურად ძალიან შორს ვართ ამისგან, მით უმეტეს ქალთან მიდგომის საკითხში, რადგან მამაკაცები ქალს მაინც ისე უყურებენ, როგორც მოხმარების საგანს, ზოგს ქალი ბავშვების გასაჩენად სჭირდება, ზოგს – დამლაგებლად, ზოგს – საყვარლად და ა.შ. ერთეული მამაკაცები უყურებენ ქალს, როგორც თანასწორს, დანარჩენ შემთხვევებში ქალი ბევრად წაგებულ მდგომარეობაშია.

- გუგას როგორი დამოკიდებულბა აქვს ამ საკითხის მიმართ?

- გუგა რა, საქართველოში არ ცხოვრობს? თავს იკავებს, თორემ სხვა მამაკაცებისგან შეხედულებებით არანაირად არ განსხვავდება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება