პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუიციდის მცდელობიდან ჰარვარდამდე - როგორ დაძლია ნარკოდამოკიდებულება ოთარ ქირიამ
სუიციდის მცდელობიდან ჰარვარდამდე - როგორ დაძლია ნარკოდამოკიდებულება ოთარ ქირიამ

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, პრე­სის მი­მომ­ხილ­ვე­ლი, ლექ­ტო­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი... ამ რე­გა­ლი­ებს ერთ თვე­ში ახა­ლი სტა­ტუ­სი მი­ე­მა­ტე­ბა, - ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნესს­კო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი. ოთარ ქი­რია ჰარ­ვარ­დში სას­წავ­ლებ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბა. ეს მისი ოც­ნე­ბა იყო. "რუს­თა­ვი 2"-ის დი­ლის ეთე­რის სა­ხეს გამ­გზავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე შევ­ხვდით და ამ სი­ახ­ლეს­თან ერ­თად, მისი ცხოვ­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ რამ­დე­ნი­მე დე­ტალ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ოთარ, რო­გორც ვიცი, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი "რუს­თა­ვი 2"-ის და­ტო­ვე­ბა მო­გი­წევს.

- კი, ერთი თვით ჰარ­ვარ­დის ბიზ­ნესს­კო­ლა­ში მივ­დი­ვარ სას­წავ­ლებ­ლად. 5 თვის წინ შე­ვი­ტა­ნე გა­ნა­ცხა­დი და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­კე­ტინ­გის მარ­თვის კურ­სის სა­ფა­სუ­რი საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია, ყვე­ლას არ უმარ­თლებს. ყვე­ლას კი არა, ოთხმა შე­ვი­ტა­ნეთ გა­ნა­ცხა­დი და მხო­ლოდ მე მო­მი­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი.

- მა­ინც რა ჯდე­ბა ეს კურ­სი?

- საკ­მა­ოდ ძვი­რი, ოცი ათა­სი დო­ლა­რი.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია იქ ცხოვ­რე­ბა შენი სამ­სა­ხუ­რის, ოჯა­ხის გა­რე­შე?

- ალ­ბათ დღე­ე­ბი გა­ი­ყო­ფა. როცა დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო გრა­ფი­კი იქ­ნე­ბა, კარ­გად წარ­მო­მიდ­გე­ნია. სწავ­ლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და სა­ერ­თოდ არ ვი­ფიქ­რებ არა­ფერ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, მო­მე­ნატ­რე­ბა ოჯა­ხიც, სამ­სა­ხუ­რიც, მე­გობ­რე­ბიც, მაგ­რამ ჰარ­ვარ­დში წახ­ვი­დე, ამ­ხე­ლა თან­ხა გა­და­ი­ხა­დო და მერე ლექ­ცი­ა­ზე სხვა რა­მე­ებ­ზე იფიქ­რო, ცოტა არა­ნორ­მა­ლუ­რი მგო­ნია. ეს ჩემი ოც­ნე­ბა იყო. ეს არ არის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, ხუთი წლის წი­ნაც შე­ვი­ტა­ნე გა­ნა­ცხა­დი, მაგ­რამ მა­შინ უარი მო­მი­ვი­და.

- ოჯა­ხი ამ ამ­ბავს რო­გორ შეხ­ვდა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი და­ნა­ზო­გი ამ საქ­მე­ში მი­დის, და­დე­ბი­თად. გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია მეც და თა­მუ­ნა­საც გა­მარ­თლე­ბუ­ლად მიგ­ვაჩ­ნია. ჩემი მე­უღ­ლე ჩემ­ზე მე­ტად გა­გი­ჟე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბა­ზე, სას­წავ­ლო ცენ­ტრებ­ზე. ერთი სული აქვს, რო­დის ჩა­ვალ და მო­ვუყ­ვე­ბი იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბის, გა­რე­მოს, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ. აინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა იქ ისე­თი, რომ ასე­თი ლე­გენ­დე­ბი და­დის ამ ბიზ­ნესს­კო­ლა­ზე.

- რომ ის­წავ­ლი ამ ლე­გენ­და­რულ სკო­ლა­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბი, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია შენი ცხოვ­რე­ბა, რა შე­იც­ვლე­ბა შენ­თვის?

- მე მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი არ გახ­ლა­ვარ. მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვმუ­შა­ობ და ლექ­ცი­ებ­საც ვკი­თხუ­ლობ, ასე რომ, რო­მე­ლი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­მად­გე­ბა ეს ცოდ­ნა.

- "რუს­თა­ვი 2"-ში დაბ­რუნ­დე­ბი?

- რა თქმა უნდა, ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი ქორ­ქია ჩა­მა­ნაც­ვლებს. პრე­სის მი­მომ­ხილ­ვე­ლის ამ­ბა­ვი რო­გორ იქ­ნე­ბა, ეგ ჯერ არ ვიცი. ოთხშა­ბათს მივფრი­ნავ უკვე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სუიციდის მცდელობიდან ჰარვარდამდე - როგორ დაძლია ნარკოდამოკიდებულება ოთარ ქირიამ

სუიციდის მცდელობიდან ჰარვარდამდე - როგორ დაძლია ნარკოდამოკიდებულება ოთარ ქირიამ

ტელეწამყვანი, პრესის მიმომხილველი, ლექტორი, ბიზნესმენი... ამ რეგალიებს ერთ თვეში ახალი სტატუსი მიემატება, - ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებული. ოთარ ქირია ჰარვარდში სასწავლებლად მიემგზავრება. ეს მისი ოცნება იყო. ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერის სახეს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდით და ამ სიახლესთან ერთად, მისი ცხოვრების საზოგადოებისთვის უცნობ რამდენიმე დეტალზე ვესაუბრეთ.

- ოთარ, როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი ''რუსთავი 2''-ის დატოვება მოგიწევს.

- კი, ერთი თვით ჰარვარდის ბიზნესსკოლაში მივდივარ სასწავლებლად. 5 თვის წინ შევიტანე განაცხადი და დადებითი პასუხი მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული მარკეტინგის მართვის კურსის საფასური საკმაოდ სოლიდურია, ყველას არ უმართლებს. ყველას კი არა, ოთხმა შევიტანეთ განაცხადი და მხოლოდ მე მომივიდა დადებითი პასუხი.

- მაინც რა ჯდება ეს კურსი?

- საკმაოდ ძვირი, ოცი ათასი დოლარი.

- როგორ წარმოგიდგენია იქ ცხოვრება შენი სამსახურის, ოჯახის გარეშე?

- ალბათ დღეები გაიყოფა. როცა დატვირთული სასწავლო გრაფიკი იქნება, კარგად წარმომიდგენია. სწავლა ძალიან მიყვარს და საერთოდ არ ვიფიქრებ არაფერზე. ბუნებრივია, მომენატრება ოჯახიც, სამსახურიც, მეგობრებიც, მაგრამ ჰარვარდში წახვიდე, ამხელა თანხა გადაიხადო და მერე ლექციაზე სხვა რამეებზე იფიქრო, ცოტა არანორმალური მგონია. ეს ჩემი ოცნება იყო. ეს არ არის პირველი მცდელობა, ხუთი წლის წინაც შევიტანე განაცხადი, მაგრამ მაშინ უარი მომივიდა.

- ოჯახი ამ ამბავს როგორ შეხვდა?

- მიუხედავად იმისა, რომ მთელი დანაზოგი ამ საქმეში მიდის, დადებითად. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მეც და თამუნასაც გამართლებულად მიგვაჩნია. ჩემი მეუღლე ჩემზე მეტად გაგიჟებულია განათლებაზე, სასწავლო ცენტრებზე. ერთი სული აქვს, როდის ჩავალ და მოვუყვები იქაური ცხოვრების, გარემოს, ურთიერთობების შესახებ. აინტერესებს, რა ხდება იქ ისეთი, რომ ასეთი ლეგენდები დადის ამ ბიზნესსკოლაზე.

- რომ ისწავლი ამ ლეგენდარულ სკოლაში და საქართველოში დაბრუნდები, როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება, რა შეიცვლება შენთვის?

- მე მხოლოდ ''რუსთავი 2''-ის თანამშრომელი არ გახლავარ. მარკეტინგის მიმართულებითაც ვმუშაობ და ლექციებსაც ვკითხულობ, ასე რომ, რომელიმე მიმართულებით გამომადგება ეს ცოდნა.

- ''რუსთავი 2''-ში დაბრუნდები?

- რა თქმა უნდა, ამ ერთი თვის განმავლობაში გიორგი ქორქია ჩამანაცვლებს. პრესის მიმომხილველის ამბავი როგორ იქნება, ეგ ჯერ არ ვიცი. ოთხშაბათს მივფრინავ უკვე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება