საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს (+6 ფოტო)
რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს (+6 ფოტო)

ყვე­ლამ ვი­ცით, რომ მცე­ნა­რე ოთახ­ში ჰა­ერს აჯან­სა­ღებს - გა­მო­ყოფს ჟანგბადს და შთან­თქავს ნახ­ში­რორ­ჟანგს. გთა­ვა­ზობთ ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლი მცე­ნა­რე უნდა გა­ა­ხა­როთ თქვენს სახ­ლსა თუ ოფის­ში.

მი­სა­ღე­ბი­სა და ოფი­სის­თვის

სპა­ტი­ფი­ლუ­მი (Peace lily)

შთან­თქავს ისეთ სი­ბინ­ძუ­რე­ებს, რო­გო­რი­ცაა ფორ­მალ­დე­ჰი­დი, Trichloroethylene (გვხვდე­ბა პლასტმას­ში), ბენ­ზო­ლი (გვხვდე­ბა სა­ღე­ბა­ვებ­ში) ქსი­ლო­ლი (გვხვდე­ბა წე­ბო­ში). მცე­ნა­რეს უყ­ვარს სი­ნათ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მცე­ნა­რე ტოქ­სი­კუ­რია ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის­თვის, ამი­ტომ სახ­ლში მათი ყო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, იყა­ვით ფრთხი­ლად.

ფუ­ფა­ლა (Areca Plant)

პალ­მი­სებრთა ოჯა­ხის ეს მცე­ნა­რე აქ­ტი­უ­რად ჟანგბადს დღი­სით გა­მო­ყოფს, აუმ­ჯო­ბე­სებს და აღად­გენს ჰა­ე­რის ტე­ნი­ა­ნო­ბას ზამ­თრის მშრალ დროს და შთან­თქავს ტოქ­სი­ნებს. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, თუ ეს მცე­ნა­რე ისეთ ოთახ­ში იქ­ნე­ბა, სა­დაც დიდ დროს ატა­რებთ. NASA-ს აზ­რით, ეს პალ­მა აქ­რობს ფორ­მალ­დე­ჰიდს (ჭი­ან­ჭვე­ლამ­ჟა­ვა). რო­გორც წესი, ამ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს ავე­ჯი და ხა­ლი­ჩე­ბი.

სა­ძი­ნებ­ლის­თვის

სან­სე­ვი­ე­რია (ე.წ. სი­დედ­რის ენა Mother-in-law's tongue)

ეს მცე­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ჟანგბადს სწო­რედ ღა­მით გა­მო­ყოფს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ის სა­ძი­ნე­ბელ­ში გქონ­დეთ. მცე­ნა­რის კი­დევ ერთი პლუ­სი ის არის რომ უპ­რე­ტენ­ზი­ოა - ად­ვი­ლად იტანს ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებს (ჩრდილს, მკვეთრ შუქს, მშრალ და ტე­ნი­ან ჰა­ერს)

კა­უ­ჩუ­კის ფი­კუ­სი (Rubber plant)

მცე­ნა­რის მსუ­ქა­ნი და მუქი მწვა­ნე ფოთ­ლე­ბი, ფილტრავს ფორ­მალ­დე­ჰიდს, ბენ­ზოლს, ამი­აკს.

სა­მუ­შაო ად­გი­ლის­თვის

ეპიპ­რემ­ნუ­მი (Money plant ან Golden pothos)

ეპიპ­რემ­ნუ­მი ასე­ვე შთან­თქავს ტოქ­სი­ნებს. შე­გიძ­ლი­ათ ის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე, კომ­პი­უ­ტე­რის გვერ­დით დად­გათ. მცე­ნა­რე სწრა­ფად იზ­რდე­ბა და ხში­რად მორ­წყვა­საც არ სა­ჭი­რო­ებს. გახ­სოვ­დეთ, რომ ეს მცე­ნა­რეც ტოქ­სი­კუ­რია ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის.

დრა­ცე­ნა (Dracaena)

დრა­ცე­ნა ჰა­ე­რი­დან შთან­თქავს: ბენ­ზოლს, ქსი­ლოლს, ტო­ლუ­ოლს (არო­მა­ტუ­ლი თხე­ვა­დი ნახ­შირ­წყალ­ბა­დი; იყე­ნე­ბენ ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, სა­ღე­ბა­ვე­ბის, სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში.) ანე­იტ­რა­ლებს მავ­ნე ნივ­თი­ერ­ბებს, რომ­ლი­თაც გა­რე­მოს აბინ­ძუ­რე­ბენ პრინ­ტე­რე­ბი, ქსე­რო­ქ­სის მან­ქა­ნე­ბი. გარ­და ამი­სა, დრა­ცე­ნას და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და სტრე­სის მომხსნე­ლი ეფექ­ტი აქვს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს (+6 ფოტო)

რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს (+6 ფოტო)

ყველამ ვიცით, რომ მცენარე ოთახში ჰაერს აჯანსაღებს - გამოყოფს ჟანგბადს და შთანთქავს ნახშირორჟანგს. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელი მცენარე უნდა გაახაროთ თქვენს სახლსა თუ ოფისში.

მისაღებისა და ოფისისთვის

სპატიფილუმი (Peace lily)

შთანთქავს ისეთ სიბინძურეებს, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, Trichloroethylene (გვხვდება პლასტმასში), ბენზოლი (გვხვდება საღებავებში) ქსილოლი (გვხვდება წებოში). მცენარეს უყვარს სინათლე. სამწუხაროდ, ეს მცენარე ტოქსიკურია ძაღლებისა და კატებისთვის, ამიტომ სახლში მათი ყოლის შემთხვევაში, იყავით ფრთხილად.

ფუფალა (Areca Plant)

პალმისებრთა ოჯახის ეს მცენარე აქტიურად ჟანგბადს დღისით გამოყოფს, აუმჯობესებს და აღადგენს ჰაერის ტენიანობას ზამთრის მშრალ დროს და შთანთქავს ტოქსინებს. ამიტომ, უმჯობესია, თუ ეს მცენარე ისეთ ოთახში იქნება, სადაც დიდ დროს ატარებთ. NASA-ს აზრით, ეს პალმა აქრობს ფორმალდეჰიდს (ჭიანჭველამჟავა). როგორც წესი, ამ ნივთიერებას შეიცავს ავეჯი და ხალიჩები.

საძინებლისთვის

სანსევიერია (ე.წ. სიდედრის ენა Mother-in-law's tongue)

ეს მცენარე განსაკუთრებით აქტიურად ჟანგბადს სწორედ ღამით გამოყოფს, ამიტომ უმჯობესია ის საძინებელში გქონდეთ. მცენარის კიდევ ერთი პლუსი ის არის რომ უპრეტენზიოა - ადვილად იტანს ნებისმიერ პირობებს (ჩრდილს, მკვეთრ შუქს, მშრალ და ტენიან ჰაერს)

კაუჩუკის ფიკუსი (Rubber plant)

მცენარის მსუქანი და მუქი მწვანე ფოთლები, ფილტრავს ფორმალდეჰიდს, ბენზოლს, ამიაკს.

სამუშაო ადგილისთვის

ეპიპრემნუმი (Money plant ან Golden pothos)

ეპიპრემნუმი ასევე შთანთქავს ტოქსინებს. შეგიძლიათ ის სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერის გვერდით დადგათ. მცენარე სწრაფად იზრდება და ხშირად მორწყვასაც არ საჭიროებს. გახსოვდეთ, რომ ეს მცენარეც ტოქსიკურია შინაური ცხოველებისთვის.

დრაცენა (Dracaena)

დრაცენა ჰაერიდან შთანთქავს: ბენზოლს, ქსილოლს, ტოლუოლს (არომატული თხევადი ნახშირწყალბადი; იყენებენ ფეთქებადი ნივთიერებების, საღებავების, სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.) ანეიტრალებს მავნე ნივთიერბებს, რომლითაც გარემოს აბინძურებენ პრინტერები, ქსეროქსის მანქანები. გარდა ამისა, დრაცენას დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი ეფექტი აქვს.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“