პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავი ყარს: ვირთხები, ანტისანიტარია, ნაგვის სუნი და მწერები - მოსახლეობა შველას ითხოვს
რუსთავი ყარს: ვირთხები, ანტისანიტარია, ნაგვის სუნი და მწერები - მოსახლეობა შველას ითხოვს

კორ­პუ­სებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ნაგ­ვის ბუნ­კე­რე­ბი რუს­თა­ვე­ლე­ბის­თვის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. მო­ბი­ნად­რე­ე­ბი სა­ერ­თო ბუნ­კე­რე­ბის გა­უქ­მე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, ნაგ­ვის სუნი, ბუნ­კე­რებ­ში მო­ბი­ნად­რე მწე­რე­ბი და ვირ­თხე­ბი მათ მუდ­მი­ვად პრობ­ლე­მებს უქ­მნით. ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად რუს­თა­ვის მცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რო­გორც მო­ბი­ნად­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს ნა­გა­ვი კვი­რა­ში ორ­ჯერ გა­აქვს, რაც არ არის საკ­მა­რი­სი. ნაგ­ვის სუნი გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­კომ­ფორ­ტს კორ­პუ­სის ქვე­და სარ­თუ­ლე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლებს უქ­მნის:

"კორ­პუს­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ნაგ­ვე ურნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პრობ­ლე­მა­ტუ­რია ზა­ფხულ­ში. ნა­გა­ვი გა­აქვთ სა­შუ­ა­ლოდ კვი­რა­ში 2-ჯერ და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ­დე­ნი საკ­ვე­ბი და სხვა ნარ­ჩე­ნი რომ დალ­პე­ბა, რო­გო­რი სუნი ექ­ნე­ბა. კორ­პუს­ში არის უამ­რა­ვი კატა, რაც ეჭვს აჩენს, რომ ვირ­თხე­ბიც იქ­ნე­ბი­ან. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბუნ­კე­რე­ბი ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ის ბუდე უფ­როა, ვიდ­რე მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კომ­ფორ­ტის შემ­ქმნე­ლი. გარ­და ამი­სა, ზა­ფხულ­ში, რო­დე­საც დი­ლით ადრე ნა­გა­ვი გა­აქვთ, ფან­ჯრის გა­ღე­ბა ჭირს, რად­გან შე­მო­დის ნაგ­ვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი. და­სუფ­თა­ვე­ბის მუ­შა­კე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ძა­ლი­ან ძვე­ლი საბ­ჭო­თა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და ნიჩ­ბით ხვე­ტენ ნა­გავს. ქა­რი­ან ამინ­დში კი სუნს სხვა პრობ­ლე­მა ემა­ტე­ბა - მსუ­ბუქ ნა­გავს, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­სა და ქა­ღალ­დებს ქარი მან­ქა­ნი­დან იტა­ცებს ხოლ­მე. მოკ­ლედ, სრუ­ლი მა­რაზ­მია"- გა­ნა­ცხა­და "ამ­ბე­ბი.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ტაშ­კენ­ტის 5 ნო­მერ­ში მცხოვ­რებ­მა მა­რი­ამ ში­ხაშ­ვილ­მა.

იმა­ვე კორ­პუ­სის რამ­დე­ნი­მე მა­ცხოვ­რე­ბელ­მა Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ჭი­როა ამ­ხა­ნა­გო­ბის მიერ მო­სახ­ლე­ო­ბის ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ისი­ნი ბუნ­კე­რე­ბის გა­უქ­მე­ბის თან­ხმო­ბას და­ა­დას­ტუ­რე­ბენ. რამ­დე­ნი­მე ზედა სარ­თუ­ლის მო­ბი­ნად­რემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ ვიდ­რე მე­რია ლიფ­ტე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, ისი­ნი ბუნ­კე­რე­ბის გა­უქ­მე­ბის იდე­ას არ ეთან­ხმე­ბოდ­ნენ, რად­გან მე-8 მე-9 სარ­თუ­ლი­დან ეზო­ში ფე­ხით ჩას­ვლა და უკან დაბ­რუ­ნე­ბა დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნი­დათ. მაგ­რამ ახლა, რო­დე­საც თით­ქმის ყვე­ლა კორ­პუ­სის ლიფ­ტი გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, კორ­პუს­ში ბუნ­კე­რის არ­სე­ბო­ბას არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და კორ­პუ­სებ­ში არ­სე­ბუ­ლი ბუნ­კე­რე­ბის გა­უქ­მე­ბა და გეგ­მავს თუ არა ქა­ლაქ რუს­თა­ვის მე­რია ამ პრობ­ლე­მის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოგ­ვა­რე­ბას? ამ კი­თხვე­ბით "ამ­ბე­ბი.გე"-მ რუს­თა­ვის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძეს მი­მარ­თა.

"მე­რი­ას გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს ტენ­დე­რი, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია პა­ტა­რა და დიდი ზო­მის ნაგ­ვის 700 კონ­ტე­ი­ნე­რით უზ­რუნ­ველ­ყოფს და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს. რამ­დე­ნი­მე კორ­პუ­სის ამ­ხა­ნა­გო­ბამ მე­რი­ას წე­რი­ლი­თაც მოგ­ვმარ­თა, რათა მათ კორ­პუ­სებ­ში ბუნ­კე­რე­ბი გაგ­ვე­უქ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ ვიდ­რე ტენ­დე­რი არ დას­რულ­დე­ბა, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ვერ და­ვი­წყებთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუს­თა­ვის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუ­სებ­ში ნაგ­ვის ბუნ­კე­რე­ბის და­ლუქ­ვას და მათ ნაც­ვლად მოძ­რა­ვი ლი­თო­ნის ურ­ნე­ბის კორ­პუ­სებ­თან გან­თავ­სე­ბას ჯერ კი­დევ 2012 წელს გეგ­მავ­და, თუმ­ცა პრო­ცე­სი გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბის გამო გა­ჭი­ა­ნურ­და და დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბა.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსთავი ყარს: ვირთხები, ანტისანიტარია, ნაგვის სუნი და მწერები - მოსახლეობა შველას ითხოვს

რუსთავი ყარს: ვირთხები, ანტისანიტარია, ნაგვის სუნი და მწერები - მოსახლეობა შველას ითხოვს

კორპუსებში განთავსებული ნაგვის ბუნკერები რუსთაველებისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება. მობინადრეები საერთო ბუნკერების გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სადარბაზოებში არსებული ანტისანიტარია, ნაგვის სუნი, ბუნკერებში მობინადრე მწერები და ვირთხები მათ მუდმივად პრობლემებს უქმნით. ზაფხულის დადგომასთან ერთად რუსთავის მცხოვრებლებისთვის პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. როგორც მობინადრეები ამბობენ, დასუფთავების სამსახურს ნაგავი კვირაში ორჯერ გააქვს, რაც არ არის საკმარისი. ნაგვის სუნი განსაკუთრებულ დისკომფორტს კორპუსის ქვედა სართულების მაცხოვრებლებს უქმნის:

"კორპუსში არსებული სანაგვე ურნა განსაკუთრებულად პრობლემატურია ზაფხულში. ნაგავი გააქვთ საშუალოდ კვირაში 2-ჯერ და წარმოიდგინეთ, ამდენი საკვები და სხვა ნარჩენი რომ დალპება, როგორი სუნი ექნება. კორპუსში არის უამრავი კატა, რაც ეჭვს აჩენს, რომ ვირთხებიც იქნებიან. ფაქტობრივად, ბუნკერები ანტისანიტარიის ბუდე უფროა, ვიდრე მოსახლეობისთვის კომფორტის შემქმნელი. გარდა ამისა, ზაფხულში, როდესაც დილით ადრე ნაგავი გააქვთ, ფანჯრის გაღება ჭირს, რადგან შემოდის ნაგვის არასასიამოვნო სუნი. დასუფთავების მუშაკები გადაადგილდებიან ძალიან ძველი საბჭოთა ავტომობილებით და ნიჩბით ხვეტენ ნაგავს. ქარიან ამინდში კი სუნს სხვა პრობლემა ემატება - მსუბუქ ნაგავს, პოლიეთილენის პარკებსა და ქაღალდებს ქარი მანქანიდან იტაცებს ხოლმე. მოკლედ, სრული მარაზმია"- განაცხადა "ამბები.გე"-სთან საუბრისას ტაშკენტის 5 ნომერში მცხოვრებმა მარიამ შიხაშვილმა.

იმავე კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებელმა Ambebi.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა ამხანაგობის მიერ მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება, რომლის მიხედვითაც ისინი ბუნკერების გაუქმების თანხმობას დაადასტურებენ. რამდენიმე ზედა სართულის მობინადრემ კი აღნიშნა, რომ ვიდრე მერია ლიფტების რეაბილიტაციას უზრუნველყოფდა, ისინი ბუნკერების გაუქმების იდეას არ ეთანხმებოდნენ, რადგან მე-8 მე-9 სართულიდან ეზოში ფეხით ჩასვლა და უკან დაბრუნება დისკომფორტს უქმნიდათ. მაგრამ ახლა, როდესაც თითქმის ყველა კორპუსის ლიფტი გამართულად ფუნქციონირებს, კორპუსში ბუნკერის არსებობას არანაირი გამართლება არ აქვს.

რატომ გაჭიანურდა კორპუსებში არსებული ბუნკერების გაუქმება და გეგმავს თუ არა ქალაქ რუსთავის მერია ამ პრობლემის უახლოეს მომავალში მოგვარებას? ამ კითხვებით "ამბები.გე"-მ რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი ტაბატაძეს მიმართა.

"მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც გამარჯვებული კომპანია პატარა და დიდი ზომის ნაგვის 700 კონტეინერით უზრუნველყოფს დასუფთავების სამსახურს. რამდენიმე კორპუსის ამხანაგობამ მერიას წერილითაც მოგვმართა, რათა მათ კორპუსებში ბუნკერები გაგვეუქმებინა, მაგრამ ვიდრე ტენდერი არ დასრულდება, პრობლემის მოგვარებას ვერ დავიწყებთ", - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის თვითმმართველობა მრავალსართულიან კორპუსებში ნაგვის ბუნკერების დალუქვას და მათ ნაცვლად მოძრავი ლითონის ურნების კორპუსებთან განთავსებას ჯერ კიდევ 2012 წელს გეგმავდა, თუმცა პროცესი გაუგებარი მიზეზების გამო გაჭიანურდა და დღემდე მოუგვარებელი რჩება.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია