მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვალა ქალის სხეული 60 წლის განმავლობაში - პროპორციები 1954 წელს და დღეს
როგორ შეიცვალა ქალის სხეული 60 წლის განმავლობაში - პროპორციები 1954 წელს და დღეს

60 წელი დიდი დროა და რა გა­საკ­ვი­რია, რომ სი­ლა­მა­ზის მი­მართ ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლე­ბის სა­მარ­ცხვი­ნოდ, 60 წლის წინ უფრო ტა­ნა­დი ქა­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. იბა­დე­ბა კი­თხვა, რამ გა­ა­სუ­ქა ასე მა­სი­უ­რად გო­გო­ნე­ბი? მა­შინ, როცა ჩვე­ნი ბე­ბი­ე­ბი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში სპორტდარ­ბა­ზებ­ში არ და­დი­ოდ­ნენ და სი­ტყვა დი­ე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა არც კი იცოდ­ნენ.

ამ სა­კი­თხის კვლე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­ერ­თვნენ და უფრო თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი წონა და სხე­უ­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. ე.წ. "გი­ტა­რა ტანი" - ფუმ­ფუ­ლა მკერ­დი, იდე­ა­ლუ­რი პრე­სი და სექ­სუ­ა­ლუ­რი თე­ძო­ე­ბი ადრე ჩვე­უ­ლებ­რივ აღ­ნა­გო­ბად ით­ვლე­ბო­და, დღეს კი მსგავ­სი სხე­უ­ლი მხო­ლოდ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ით თუ მი­იღ­წე­ვა.

1954 წელს ქა­ლის სხე­უ­ლი სა­შუ­ა­ლოდ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: სი­მაღ­ლე - 158 სან­ტი­მეტ­რი, წონა - 60 კი­ლოგ­რა­მი. მკერ­დი - 90, წელი - 68, თეძო - 93. კა­ბის ზომა: 40. რო­გორც ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ზო­მის (UK National Sizing) კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, დღეს ქა­ლე­ბის ფორ­მე­ბი ზედ­მე­ტად გა­ი­ზარ­და. სა­შუ­ა­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე ქალის ტანი ასე­თი პრო­პორ­ცი­ი­საა: სი­მაღ­ლე - 162 სან­ტი­მეტ­რი, მკერ­დი - 96, წელი - 86, თეძო - 101, კა­ბის ზომა: 44. წონა - 65 კი­ლოგ­რა­მი.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სხე­უ­ლის ფორ­მა ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის წინ გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ პრო­დუქ­ტე­ბის ნორ­მი­რე­ბით. თუმ­ცა, ეს ვი­თა­რე­ბა მა­ინც ვერ ამარ­თლებს იმ ფაქტს, რომ დღეს ქა­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბი სამ­ჯე­რაა გაზ­რდი­ლი. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლის ცხოვ­რე­ბის წე­სის ცვლი­ლე­ბა­შია. მა­გა­ლი­თად, წლე­ბის წინ ძა­ლი­ან ცოტა დი­ა­სახ­ლისს ჰქონ­და მა­ცი­ვა­რი, შე­სა­ბა­მი­სად, არ იყი­დე­ბო­და გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი და უმე­ტე­სო­ბა გემ­რი­ელ სა­დილს მი­ირ­თმევ­და. ალ­ბათ, დღე­ვან­დე­ლი შეშ­ლი­ლი რიტ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვერც კი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ პი­კის სა­ათ­ში, ლან­ჩის დროს ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი მა­გი­დას­თან შე­იკ­რი­ბოს და ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტით მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძით ისი­ა­მოვ­ნოს. თუ ადრე ქა­ლის დღი­უ­რი კა­ლო­რია 1 800 იყო, დღეს ორ­გა­ნიზ­მი 2 200-ს იღებს. ამას­თან, ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობ­დნენ: მა­გა­ლი­თად, სახ­ლში არ ჰქონ­დათ სა­რე­ცხი მან­ქა­ნა, მტვერ­სას­რუ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ნას სა­კუ­თა­რი ხე­ლით ალა­გებ­დნენ და ჩათ­ვა­ლეთ, რომ იმა­ვე კა­ლო­რი­ას ხარ­ჯავ­დნენ, რო­გორც თქვენ ფიტ­ნეს­ზე.

ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მას სა­მუ­შაო გა­რე­მო წარ­მო­ად­გენს. დღეს, და­საქ­მე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი დღე­ში 8 სა­ათს ოფის­ში კომ­პი­უ­ტერ­თან ატა­რე­ბენ. ყვე­ლა დი­ე­ტო­ლო­გი ერ­თხმად აცხა­დებს, რომ მჯდო­მა­რე სამ­სა­ხუ­რი ლა­მა­ზი სხე­უ­ლის პირ­ვე­ლი მტე­რია. სა­შუ­ა­ლოდ, ე.წ. მჯდო­მა­რე სამ­სა­ხურ­ში წე­ლი­წად­ში ქალი რამ­დე­ნი­მე კი­ლოგ­რა­მამ­დე იმა­ტებს, "უკე­თეს" შემ­თხვე­ვა­ში, არ სუქ­დე­ბა, მაგ­რამ სხე­უ­ლი სიმ­კვრი­ვეს კარ­გავს და მოშ­ვე­ბუ­ლია. ამას ემა­ტე­ბა სტრე­სი, დეპ­რე­სია და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა.

"გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვათ, 50-იან წლებ­ში ქა­ლე­ბი მე­ტად აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ და ფი­ზი­კუ­რა­დაც ძლი­ე­რე­ბი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მთე­ლი დღე რე­ცხავ­დნენ, ალა­გებ­დნენ სახ­ლს, დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე შო­პინგზე მი­დი­ოდ­ნენ, პრო­დუქ­ტებს ყი­დუ­ლობ­დნენ, სე­ირ­ნობ­დნენ - დღეს რა ხდე­ბა? დღე­ში 8 სა­ათს კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტო­რის წინ ოფის­ში ვა­ტა­რებთ", - ამ­ბობს დი­ე­ტო­ლო­გი კა­რი­ნა ნო­რი­სი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

როგორ შეიცვალა ქალის სხეული 60 წლის განმავლობაში - პროპორციები 1954 წელს და დღეს

როგორ შეიცვალა ქალის სხეული 60 წლის განმავლობაში - პროპორციები 1954 წელს და დღეს

60 წელი დიდი დროა და რა გასაკვირია, რომ სილამაზის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა. თუმცა, თანამედროვე ქალების სამარცხვინოდ, 60 წლის წინ უფრო ტანადი ქალები ცხოვრობდნენ. იბადება კითხვა, რამ გაასუქა ასე მასიურად გოგონები? მაშინ, როცა ჩვენი ბებიები ახალგაზრდობაში სპორტდარბაზებში არ დადიოდნენ და სიტყვა დიეტის მნიშვნელობა არც კი იცოდნენ.

ამ საკითხის კვლევაში სპეციალისტები ჩაერთვნენ და უფრო თვალსაჩინო მაგალითისთვის კონკრეტული წონა და სხეულის პროპორციები გამოიყენეს. ე.წ. "გიტარა ტანი" - ფუმფულა მკერდი, იდეალური პრესი და სექსუალური თეძოები ადრე ჩვეულებრივ აღნაგობად ითვლებოდა, დღეს კი მსგავსი სხეული მხოლოდ პლასტიკური ოპერაციით თუ მიიღწევა.

1954 წელს ქალის სხეული საშუალოდ ასე გამოიყურებოდა: სიმაღლე - 158 სანტიმეტრი, წონა - 60 კილოგრამი. მკერდი - 90, წელი - 68, თეძო - 93. კაბის ზომა: 40. როგორც ბრიტანეთის ეროვნული ზომის (UK National Sizing) კვლევით ორგანიზაციაში აცხადებენ, დღეს ქალების ფორმები ზედმეტად გაიზარდა. საშუალოდ თანამედროვე ქალის ტანი ასეთი პროპორციისაა: სიმაღლე - 162 სანტიმეტრი, მკერდი - 96, წელი - 86, თეძო - 101, კაბის ზომა: 44. წონა - 65 კილოგრამი.

რასაკვირველია, სხეულის ფორმა ნახევარი საუკუნის წინ გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პროდუქტების ნორმირებით. თუმცა, ეს ვითარება მაინც ვერ ამართლებს იმ ფაქტს, რომ დღეს ქალის პროპორციები სამჯერაა გაზრდილი. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთავარი პრობლემა თანამედროვე ქალის ცხოვრების წესის ცვლილებაშია. მაგალითად, წლების წინ ძალიან ცოტა დიასახლისს ჰქონდა მაცივარი, შესაბამისად, არ იყიდებოდა გაყინული პროდუქტები და უმეტესობა გემრიელ სადილს მიირთმევდა. ალბათ, დღევანდელი შეშლილი რიტმის გათვალისწინებით, ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ პიკის საათში, ლანჩის დროს ოჯახის ყველა წევრი მაგიდასთან შეიკრიბოს და ჯანსაღი პროდუქტით მომზადებული კერძით ისიამოვნოს. თუ ადრე ქალის დღიური კალორია 1 800 იყო, დღეს ორგანიზმი 2 200-ს იღებს. ამასთან, ქალები აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ: მაგალითად, სახლში არ ჰქონდათ სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, შესაბამისად, ბინას საკუთარი ხელით ალაგებდნენ და ჩათვალეთ, რომ იმავე კალორიას ხარჯავდნენ, როგორც თქვენ ფიტნესზე.

ყველაზე დიდ პრობლემას სამუშაო გარემო წარმოადგენს. დღეს, დასაქმებული ქალები დღეში 8 საათს ოფისში კომპიუტერთან ატარებენ. ყველა დიეტოლოგი ერთხმად აცხადებს, რომ მჯდომარე სამსახური ლამაზი სხეულის პირველი მტერია. საშუალოდ, ე.წ. მჯდომარე სამსახურში წელიწადში ქალი რამდენიმე კილოგრამამდე იმატებს, "უკეთეს" შემთხვევაში, არ სუქდება, მაგრამ სხეული სიმკვრივეს კარგავს და მოშვებულია. ამას ემატება სტრესი, დეპრესია და შედეგიც სახეზეა.

"გულახდილად რომ ვთქვათ, 50-იან წლებში ქალები მეტად აქტიურები იყვნენ და ფიზიკურადაც ძლიერები. წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღე რეცხავდნენ, ალაგებდნენ სახლს, დღეში რამდენჯერმე შოპინგზე მიდიოდნენ, პროდუქტებს ყიდულობდნენ, სეირნობდნენ - დღეს რა ხდება? დღეში 8 საათს კომპიუტერის მონიტორის წინ ოფისში ვატარებთ", - ამბობს დიეტოლოგი კარინა ნორისი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს