კინოკრიტიკოსი და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს აქილიკებს.
"დაიწყება ახლა ფეხბურთი და აბობოქრდება ქართული შუასაუკუნეების ტრადიცია - სამთავროებად დაყოფის "არქეტიპი".. პირდაპირი ჩართვები "იტალიის ფან-კლუბის ბარი", "ბრაზილიის ფან-კლუბის კაფე", "არგენტინის ფან-კლუბის ტერასა" (თუ არგენტინა ფინალში ვერ გავიდა?)
მერე შეიძლება დასცხონ ერთმანეთს.. თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს: ნიკა მელია და მანჩო, ორივე, საფრანგეთის ნაკრების ფან-კლუბში აღმოჩნდნენ!
რას გაუგებ ამ ცხოვრებას:)", - წერს გვახარია.
შეგახსენებთ, ბრაზილიაში დღეს მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია ქალაქ სან პაულუში, "კორინთიანსის" სტადიონზე გაიმართება, რის შემდეგაც ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ხორვატია დაუპირისპირდებიან.
იხილეთ ასევე: ბრაზილიაში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება