მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ?
როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ?

რო­გორ დავ­შორ­დეთ გუ­ლის სწორს ისე, რომ ტკი­ვი­ლი არ მი­ვა­ყე­ნოთ? ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ მა­მა­კა­ცებს ძალ­ზე გა­უ­ჭირ­დათ, ზოგ­მა საქ­მე­ე­ბი მო­ი­მი­ზე­ზა, ზო­გიც პირ­და­პირ გა­მოგ­ვი­ტყდა, რომ ეს არ­ცთუ ისე­თი მარ­ტი­ვი კი­თხვაა და მას­ზე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად და­ფიქ­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა... სა­მა­გი­ე­როდ, სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­უ­ფიქ­რებ­ლად და დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით იძ­ლე­ვი­ან რჩე­ვებს.

ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნი:

თუ კაცს უყ­ვარ­ხარ, გული მა­ინც ეტ­კი­ნე­ბა, მაგ­რამ და­შო­რე­ბის შემ­დეგ, მის­თვის კვლავ სა­სურ­ველ და სა­სი­ა­მოვ­ნო ქა­ლად რომ დარ­ჩე, ამის­თვის სა­ჭი­როა აუხ­სნა, რომ ის შენ­თვის მა­ინც ბევ­რს ნიშ­ნავს. უნდა უთხრა სი­მარ­თლე, უკე­თე­სი მო­მავ­ლის იმე­დი მის­ცე, ყვე­ლაფ­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დო და წა­მოხ­ვი­დე.

ქეთა თო­ფუ­რია:

- ყვე­ლა შენი ნაკ­ლი უნდა გა­მო­ამ­ჟღავ­ნო, თავი უნდა შე­ა­ძუ­ლო, ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ეცა­დო, რომ თვი­თონ დაგშორ­დეს და მერე გული აღარ დას­წყდე­ბა...

თე­მურ რცხი­ლა­ძე:

- ალ­ბათ, სხვა მან­დი­ლო­სან­თან ერ­თად უნდა და­გი­ნა­ხოს: მიხ­ვდე­ბა, რომ სხვა გყავს და უბ­რა­ლოდ, ვერ ეუბ­ნე­ბი ამას. მაგ­რამ თუ არ გინ­და, გული ატ­კი­ნო, მა­შინ მივ­ლი­ნე­ბა­ში უნდა წახ­ვი­დე, რომ და­გი­ვი­წყოს.

ზა­ლი­კო ბერ­გე­რი:

- მა­მა­კაც­მა ქალი უნდა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს ღა­ლატ­ში ან სუ­ლაც, პირ­და­პირ უთხრას, რომ სხვა შე­უყ­ვარ­და... არა, ასე ქალს მა­ინც დას­წყდე­ბა გული... მოკ­ლედ, მა­მა­კა­ცი ან სა­ერ­თოდ უნდა წა­ვი­დეს ქვეყ­ნი­დან, რომ ქალ­მა ვერ ნა­ხოს და და­ი­ვი­წყოს, ან უნდა უთხრას, რომ გა­კოტ­რდა და მისი რჩე­ნა აღარ შე­უძ­ლია.

ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რია:

- მა­მა­კაც­მა ჯერ თა­ვის­თვის უნდა გა­არ­კვი­ოს, რა­ტომ უნდა გუ­ლის სწორ­თან და­შო­რე­ბა, მერე, ყო­ველ­გვა­რი ტყუ­ი­ლის გა­რე­შე, უნდა აუხ­სნას ქალს ამის მი­ზე­ზი. ასე ქალს ნაკ­ლე­ბად ეტ­კი­ნე­ბა გული. სა­ერ­თოდ, თუ კაცს ჭკუა აქვს, მო­ა­ხერ­ხებს იმას, რომ ქალი თვი­თონ მი­ვი­დეს ამ გა­და­წყე­ტი­ლე­ბამ­დე.

ბა­კურ ბურ­დუ­ლი:

- ქალს თუ უყ­ვარ­ხარ, რო­გორც არ უნდა და­შორ­დე, მა­ინც ეტ­კი­ნე­ბა გული. მე, მა­გა­ლი­თად, ვე­ტყვი, რომ მას­თან უბ­რა­ლოდ, მე­გობ­რო­ბა მინ­და.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე, ფსი­ქო­ლო­გი:

- სა­ერ­თოდ, პარტნი­ორ­თან გან­შო­რე­ბას ქა­ლე­ბი უფრო მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­ან. თან, ჩვე­უ­ლებ­რივ, მა­მა­კა­ცი მი­დის ხოლ­მე. ამი­ტომ მა­მა­კა­ცი უნდა ეცა­დოს, რომ ქალ­მა თვი­თონ მი­ა­ტო­ვოს. ამ შემ­თხვვა­ში, ქალი ნაკ­ლე­ბად გა­ნიც­დის და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი არ არის, რად­გან და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა მის­გან წა­მო­ვი­და. თუ ქალ­მა გა­და­წყვი­ტა წას­ვლა, მა­შინ კაცს არ უნდა აგ­რძნო­ბი­ნოს, რის გამო სცილ­დე­ბა და უნდა გა­მო­ი­გო­ნოს მი­ზე­ზი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა უთხრას, რომ სხვა მა­მა­კა­ცის გამო სცილ­დე­ბა, რად­გან ამ დროს, კაცი ყო­ველ­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი რჩე­ბა.

სოფო ყა­რა­ლაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ?

როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ?

როგორ დავშორდეთ გულის სწორს ისე, რომ ტკივილი არ მივაყენოთ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შოუბიზნესის წარმომადგენელ მამაკაცებს ძალზე გაუჭირდათ, ზოგმა საქმეები მოიმიზეზა, ზოგიც პირდაპირ გამოგვიტყდა, რომ ეს არცთუ ისეთი მარტივი კითხვაა და მასზე პასუხის გასაცემად დაფიქრება ესაჭიროება... სამაგიეროდ, სუსტი სქესის წარმომადგენლები დაუფიქრებლად და დიდი ენთუზიაზმით იძლევიან რჩევებს.

ლიზა ბაგრატიონი:

თუ კაცს უყვარხარ, გული მაინც ეტკინება, მაგრამ დაშორების შემდეგ, მისთვის კვლავ სასურველ და სასიამოვნო ქალად რომ დარჩე, ამისთვის საჭიროა აუხსნა, რომ ის შენთვის მაინც ბევრს ნიშნავს. უნდა უთხრა სიმართლე, უკეთესი მომავლის იმედი მისცე, ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადო და წამოხვიდე.

ქეთა თოფურია:

- ყველა შენი ნაკლი უნდა გამოამჟღავნო, თავი უნდა შეაძულო, ყველანაირად უნდა ეცადო, რომ თვითონ დაგშორდეს და მერე გული აღარ დასწყდება...

თემურ რცხილაძე:

- ალბათ, სხვა მანდილოსანთან ერთად უნდა დაგინახოს: მიხვდება, რომ სხვა გყავს და უბრალოდ, ვერ ეუბნები ამას. მაგრამ თუ არ გინდა, გული ატკინო, მაშინ მივლინებაში უნდა წახვიდე, რომ დაგივიწყოს.

ზალიკო ბერგერი:

- მამაკაცმა ქალი უნდა დაადანაშაულოს ღალატში ან სულაც, პირდაპირ უთხრას, რომ სხვა შეუყვარდა... არა, ასე ქალს მაინც დასწყდება გული... მოკლედ, მამაკაცი ან საერთოდ უნდა წავიდეს ქვეყნიდან, რომ ქალმა ვერ ნახოს და დაივიწყოს, ან უნდა უთხრას, რომ გაკოტრდა და მისი რჩენა აღარ შეუძლია.

ზურაბ ვადაჭკორია:

- მამაკაცმა ჯერ თავისთვის უნდა გაარკვიოს, რატომ უნდა გულის სწორთან დაშორება, მერე, ყოველგვარი ტყუილის გარეშე, უნდა აუხსნას ქალს ამის მიზეზი. ასე ქალს ნაკლებად ეტკინება გული. საერთოდ, თუ კაცს ჭკუა აქვს, მოახერხებს იმას, რომ ქალი თვითონ მივიდეს ამ გადაწყეტილებამდე.

ბაკურ ბურდული:

- ქალს თუ უყვარხარ, როგორც არ უნდა დაშორდე, მაინც ეტკინება გული. მე, მაგალითად, ვეტყვი, რომ მასთან უბრალოდ, მეგობრობა მინდა.

გია ჯაჯანიძე, ფსიქოლოგი:

- საერთოდ, პარტნიორთან განშორებას ქალები უფრო მტკივნეულად განიცდიან. თან, ჩვეულებრივ, მამაკაცი მიდის ხოლმე. ამიტომ მამაკაცი უნდა ეცადოს, რომ ქალმა თვითონ მიატოვოს. ამ შემთხვვაში, ქალი ნაკლებად განიცდის და შთაბეჭდილება რჩება, რომ შეურაცხყოფილი არ არის, რადგან დაშორების ინიციატივა მისგან წამოვიდა. თუ ქალმა გადაწყვიტა წასვლა, მაშინ კაცს არ უნდა აგრძნობინოს, რის გამო სცილდება და უნდა გამოიგონოს მიზეზი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრას, რომ სხვა მამაკაცის გამო სცილდება, რადგან ამ დროს, კაცი ყოველთვის შეურაცხყოფილი რჩება.

სოფო ყარალაშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება