" 8 ადამიანმა ფეხი მოიტეხა" - რის გამო დაშავდნენ მომლოცველები ლომისობის დღესასწაულზე

" 8 ადამიანმა ფეხი მოიტეხა" - რის გამო დაშავდნენ მომლოცველები  ლომისობის დღესასწაულზე

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზემო მლეთაში მეწყერი ჩამოწვა, - ამის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან წიკლაურმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეწყერი საფეხმავლო ხიდის მიდამოებშია ჩამოწოლილი და სავარაუდოდ, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"იქ არის სამი გზა და გზის რა მონაკვეთია ჩაკეტილი, ახლა მიდიან და აზუსტებენ. სამაშველო ჯგუფი გავიდა ადგილზე. დაზუსტდება არის თუ არა მსხვერპლი. ჩვენი ვარაუდით, არ არის. ეს ცენტრალური გზა არ იყო, შეიძლება ისე ჰყავდათ მანქანები შორიახლოს გაჩერებული, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე ინფორმაციით, ლომისობის დღესასწაულზე, მლეთაში სალოცავში ასულმა რამდენიმე ადამიანმა დაზიანება მიიღო. "მოგეხსენებათ, დღეს ლომისობაა. ამასთან დაკავშირებით, ქვემო მლეთაში სალოცავში უამრავი ადამიანი იყო. მეც მათ შორის. ძალიან ძლიერი წვიმა დაიწყო, რის გამოც გზაზე სიარული გაჭირდა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც ჩემთვის ცნობილია, 8 ადამიანმა ფეხი მოიტეხა. ხუთი მათგანი უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სამაშველო სამსახურს ახლაც ჩამოჰყავს დაზარალებულები. ამის შემდეგ მოხდა მეწყერის ჩამოწოლა უკვე ზემო მლეთაში", - განაცხადა ქეთევან წიკლაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა