პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ვერ ვიტან ისტერიკულ და არაადეკვატურ რეჟისორებს''
''ვერ ვიტან ისტერიკულ და არაადეკვატურ რეჟისორებს''

თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლის სცე­ნა­რით, რე­ჟი­სუ­რი­თა და პრო­დი­უ­სე­რო­ბით გა­და­ღე­ბულ­მა სრულ­მეტ­რა­ჟი­ან­მა დრა­მამ "პა­ტარ­ძლე­ბი" წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა არა­ერ­თი ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი. მათ შო­რის ბერ­ლი­ნის 64-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სექ­ცია "პა­ნო­რა­მა­ში"მა­ყუ­რებ­ლის პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა. ამას მოჰ­ყვა ნიუ-იორკში რო­ბერტ დე ნი­როს მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი "ტრა­ი­ბე­კა". ბევ­რი სხვა ფეს­ტი­ვა­ლია წინ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ფილ­მის პრე­მი­ე­რა 2014 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე იგეგ­მე­ბა.

თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლი სცე­ნარს 2011- 2012 წლი­დან წერ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფილ­მად აქ­ცია. სი­უ­ჟე­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თარ­დე­ბა. პა­ტიმ­რე­ბით გავ­სე­ბუ­ლი ცი­ხე­ე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლე­ბი. წყვი­ლებს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შე, ერ­თმა­ნე­თის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ, ამი­ტომ ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, ხელი გი­სო­სებს მიღ­მა მო­ა­წე­რონ და ამ "ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის"სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თია გა­მო­ყო­ფი­ლი. ამ რე­ა­ლო­ბით ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა ოჯახ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თა­ვად იცხოვ­რა. სცე­ნა­რის წერა მა­შინ და­ი­წყო, როცა მის მე­უღ­ლეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­და აღ­კვე­თი­ლი. დღეს ოჯა­ხი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­თაა და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ­თვის სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბი იყო, როცა თი­ნა­თინ­მა პი­რად თე­მა­ზე სა­უ­ბარს თავი აა­რი­და.

ფილმში მთა­ვარ რო­ლებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან გი­ორ­გი მას­ხა­რაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ კი­ტია, რო­მე­ლიც ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას რე­ჟი­სო­რის რძა­ლი გახ­და- თი­ნა­თი­ნის ძმამ ლე­ვან­მა და მა­რი­ამ­მა გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი და მა­ლე­ვე იქორ­წი­ნეს.

თი­ნა­თინ ყა­ჯრიშ­ვი­ლი ახა­ლი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი იყო კა­ნის 67-ე ფეს­ტი­ვა­ლი­დან, როცა ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით...

- პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით და­ვი­წყოთ. მგო­ნია, ცოტა რთუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალი რე­ჟი­სო­რი იყო...

- ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რი ქალი რე­ჟი­სო­რი გვყავ­და და ახ­ლაც უმე­ტე­სო­ბა ქა­ლია. თა­ვად მე მე-8 კლა­სის მერე, ფაქ­ტობ­რი­ვად, სკო­ლა­ში აღარ მივ­ლია და თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი. მამა მეღ­ვი­ნეა, დედა- ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ჩვენს ოჯახ­ში ხე­ლოვ­ნე­ბა ყო­ველ­თვის იყო პრი­ო­რი­ტე­ტი. ოჯა­ხი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ მი­წევ­და, მაგ­რამ მა­შინ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო პრო­ტექ­ცი­ის გა­რე­შე მოხ­ვედ­რა და ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არ მოს­წონ­დათ, ეგო­ნათ, ვერ მოვ­ხვდე­ბო­დი. ჩა­ვა­ბა­რე და თე­ატ­რა­ლუ­რი ორ­ჯერ და­ვამ­თავ­რე, ჯერ მიშა ან­თა­ძეს­თან და შემ­დეგ რეზო ესა­ძეს­თან გა­ვი­ა­რე უმაღ­ლე­სი სა­რე­ჟი­სო­რო კურ­სე­ბი.

სა­ერ­თოდ, კი­ნოს გა­და­ღე­ბა­ზე მა­შინ დავ­ფიქ­რდი, როცა "ფორ­სა­ი­ტე­ბის საგა"წა­ვი­კი­თხე. მა­შინ­ვე გა­და­ღე­ბა მო­მინ­და და და­ვი­წყე სცე­ნა­რის წერა. უამ­რა­ვი რვე­უ­ლი მაქვს ნა­წე­რი, რა­ტომ ვწვა­ლობ­დი ამ­დენს, არ ვიცი (იღი­მის). 12 წლი­დან დავ­დი­ო­დი "პი­ო­ნერ­ფილმში", ვწერ­დით სცე­ნა­რებს და ვი­ღებ­დით. ასე­ვე სკო­ლა­ში გვქონ­და ანი­მა­ცი­ის სტუ­დია და ამ საქ­მე­შიც ბავშ-ვო­ბი­დან ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

''ვერ ვიტან ისტერიკულ და არაადეკვატურ რეჟისორებს''

''ვერ ვიტან ისტერიკულ და არაადეკვატურ რეჟისორებს''

თინათინ ყაჯრიშვილის სცენარით, რეჟისურითა და პროდიუსერობით გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა დრამამ ''პატარძლები'' წარმატებით მოიარა არაერთი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფესტივალი. მათ შორის ბერლინის 64-ე კინოფესტივალზე სექცია ''პანორამაში''მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ამას მოჰყვა ნიუ-იორკში რობერტ დე ნიროს მიერ დაარსებული ფესტივალი ''ტრაიბეკა''. ბევრი სხვა ფესტივალია წინ, საქართველოში კი ფილმის პრემიერა 2014 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

თინათინ ყაჯრიშვილი სცენარს 2011- 2012 წლიდან წერდა და მოგვიანებით ფილმად აქცია. სიუჟეტი თანამედროვე საქართველოში ვითარდება. პატიმრებით გავსებული ციხეები და მამაკაცების გარეშე დარჩენილი ქალები. წყვილებს, ოფიციალური ქორწინების გარეშე, ერთმანეთის მონახულების საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისინი იძულებული არიან, ხელი გისოსებს მიღმა მოაწერონ და ამ ''ბედნიერებისთვის''სულ რამდენიმე წუთია გამოყოფილი. ამ რეალობით ფილმის რეჟისორმა, ისევე როგორც ბევრმა ოჯახმა საქართველოში, თავად იცხოვრა. სცენარის წერა მაშინ დაიწყო, როცა მის მეუღლეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი. დღეს ოჯახი სრული შემადგენლობითაა და ბუნებრივია, ჩვენთვის სავსებით გასაგები იყო, როცა თინათინმა პირად თემაზე საუბარს თავი აარიდა.

ფილმში მთავარ როლებზე დაკავებული არიან გიორგი მასხარაშვილი და მარიამ კიტია, რომელიც ფილმის გადაღებისას რეჟისორის რძალი გახდა- თინათინის ძმამ ლევანმა და მარიამმა გადაღებებზე გაიცნეს ერთმანეთი და მალევე იქორწინეს.

თინათინ ყაჯრიშვილი ახალი დაბრუნებული იყო კანის 67-ე ფესტივალიდან, როცა ერთმანეთს შევხვდით...

- პროფესიული არჩევანით დავიწყოთ. მგონია, ცოტა რთულია, საქართველოში ქალი რეჟისორი იყო...

- ქართულ სინამდვილეში ბევრი ქალი რეჟისორი გვყავდა და ახლაც უმეტესობა ქალია. თავად მე მე-8 კლასის მერე, ფაქტობრივად, სკოლაში აღარ მივლია და თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. მამა მეღვინეა, დედა- ინგლისური ენის სპეციალისტი, მაგრამ ჩვენს ოჯახში ხელოვნება ყოველთვის იყო პრიორიტეტი. ოჯახი წინააღმდეგობას არ მიწევდა, მაგრამ მაშინ წარმოუდგენელი იყო პროტექციის გარეშე მოხვედრა და ჩემი არჩევანი არ მოსწონდათ, ეგონათ, ვერ მოვხვდებოდი. ჩავაბარე და თეატრალური ორჯერ დავამთავრე, ჯერ მიშა ანთაძესთან და შემდეგ რეზო ესაძესთან გავიარე უმაღლესი სარეჟისორო კურსები.

საერთოდ, კინოს გადაღებაზე მაშინ დავფიქრდი, როცა ''ფორსაიტების საგა''წავიკითხე. მაშინვე გადაღება მომინდა და დავიწყე სცენარის წერა. უამრავი რვეული მაქვს ნაწერი, რატომ ვწვალობდი ამდენს, არ ვიცი (იღიმის). 12 წლიდან დავდიოდი ''პიონერფილმში'', ვწერდით სცენარებს და ვიღებდით. ასევე სკოლაში გვქონდა ანიმაციის სტუდია და ამ საქმეშიც ბავშ-ვობიდან ვიყავი ჩართული.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება