პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქტივისტები, რომლებიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გეები აღმოჩნდნენ
აქტივისტები, რომლებიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გეები აღმოჩნდნენ

6 აქ­ტი­ვის­ტი, რო­მე­ლიც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­ბო­ლო­ოდ თა­ვად აღ­მოჩ­ნდა გეი.

1. ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას რეს­პუბ­ლი­კელ­თა საბ­ჭოს კან­დი­და­ტი სტივ უილ­სი ან­ტიჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებ­და და მხარს უჭერ­და შტატ­ში ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის აკ­რძალ­ვას. თუმ­ცა, 2014 წლის მა­ის­ში სენ­სა­ცი­უ­რი ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და, რომ ის წლე­ბის წინ მუ­შა­ობ­და გე­ე­ბის "დე­დოფ­ლად" და შოუს წამ­ყვა­ნი სახე იყო კლუბ­ში Odyssey. ამას­თან, თა­ვად სტი­ვი რე­ჟი­სო­რობ­და შოუს და მისი სას­ცე­ნო სა­ხე­ლი "მის მონა სინ­ქლე­რი" იყო. უილ­სი ასე­ვე რეკ­ლა­მას უწევ­და 2011 წლის "მის გეი ამე­რი­კას" კონ­კურსს.

2. მას­წავ­ლე­ბე­ლი დუ­გ­ლას ჰესი წლე­ბის მან­ძილ­ზე ან­ტიჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა აქ­ტი­ვის­ტი იყო და კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში გეი ქორ­წი­ნე­ბა რომ აეკ­რძა­ლათ, აქ­ცი­ებ­ზეც კი და­დი­ო­და. თუმ­ცა, 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში "უამ­რავ არას­რულ­წლო­ვან ბიჭ­ზე" სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

3. შტატ ჯორ­ჯი­ას ბაპ­ტის­ტი პას­ტო­რი ედი ლონ­გი ცნო­ბი­ლია 2004 წლის მარ­შით, სა­დაც ყვე­ლას უხ­სნი­და, რომ ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა იყოს ქალ­სა და კაცს შო­რის. ის ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ მის ეკ­ლე­სი­ას შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნებს ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი "მო­ა­შო­როს". თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 4 ახალ­გაზ­რდა კა­ცის (20, 21, 22 და 23 წლის ასა­კის) გამო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბა მო­უ­წია. რო­გორც ახალ­გაზ­რდე­ბი აცხა­დებ­დნენ, პას­ტორ­მა მისი პო­პუ­ლა­რო­ბა და გავ­ლე­ნა გა­მო­ი­ყე­ნა იმის­თვის, რომ ისი­ნი სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე იძუ­ლე­ბით და­ე­თან­ხმე­ბი­ნა. ურ­თი­ერ­თო­ბა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. პას­ტორ­მა ბი­ჭე­ბი კე­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა, გა­და­ი­ხა­და სას­ტუმ­როს ოთა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და და­ა­სა­ჩუქ­რა ავ­ტო­მო­ბი­ლით, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბი­თა და ფუ­ლით - სა­ნაც­ვლოდ მო­ი­თხო­ვა სა­ერ­თო მას­ტურ­ბა­ცია, ორა­ლუ­რი სექ­სი და ავ­ხორ­ცუ­ლი მა­სა­ჟი.

4. ედი ლონგს "არ ჩა­მორ­ჩა" პას­ტო­რი ტედი, რო­მე­ლიც კო­ლო­რა­დოს ეკ­ლე­სი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს. ტედ ჰე­გარ­დი მა­ხე­ში მე­ძავ­მა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მა­სა­ჟის­ტმა, მაიკ ჯონსმა გა­ა­ბა. მაიკ ჯონსს 2006 წელს ფული გა­და­უ­ხა­დეს და სექ­სის­თვის 3 წლით და­ი­ქი­რა­ვეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჰე­გარ­დი მხარს უჭერ­და კო­ლო­რა­დო­ში არ­სე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას კრძა­ლავს.

5. ახალ­გაზ­რდა რეს­პუბ­ლი­კელ­თა ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი (ინ­დი­ა­ნას შტა­ტი) გლენ მერ­ფი ყო­ველ­თვის იცავ­და ოჯა­ხის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­დე­საც თემა სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გან­ხილ­ვა­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ი­ჭი­რეს - ის კო­ლე­გას­თან ორა­ლუ­რი სექ­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ამ დროს მე­ო­რე მა­მა­კაცს ეძი­ნა (კავ­ში­რი მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე და­ამ­ყა­რა).

6. სა­ზღვაო ფლო­ტის გა­დამ­დგა­რი ოფი­ცე­რი ედ შრო­კი ჰო­მო­სექ­სუ­ალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო. ის ყვე­ლა­ფერს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, რაც კი გე­ებს შე­ე­ხე­ბო­დათ, მათ შო­რის ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გე­ე­ბის მი­ღე­ბა იყო. ალ­ბათ, ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, ქვე­ყა­ნა თუ შე­ი­ტყობ­და, რომ 2004 წლის 30 აგ­ვის­ტოს ჰო­მო­სექ­სუ­ალ მე­ძავს სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა მოს­თხო­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ranker.com-ის მი­ხედ­ვით.

აქტივისტები, რომლებიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გეები აღმოჩნდნენ

აქტივისტები, რომლებიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, გეები აღმოჩნდნენ

6 აქტივისტი, რომელიც ჰომოსექსუალების წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა, საბოლოოდ თავად აღმოჩნდა გეი.

1. ჩრდილოეთ კაროლინას რესპუბლიკელთა საბჭოს კანდიდატი სტივ უილსი ანტიჰომოსექსუალურ კამპანიას აწარმოებდა და მხარს უჭერდა შტატში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვას. თუმცა, 2014 წლის მაისში სენსაციური ამბავი გავრცელდა, რომ ის წლების წინ მუშაობდა გეების "დედოფლად" და შოუს წამყვანი სახე იყო კლუბში Odyssey. ამასთან, თავად სტივი რეჟისორობდა შოუს და მისი სასცენო სახელი "მის მონა სინქლერი" იყო. უილსი ასევე რეკლამას უწევდა 2011 წლის "მის გეი ამერიკას" კონკურსს.

2. მასწავლებელი დუგლას ჰესი წლების მანძილზე ანტიჰომოსექსუალთა აქტივისტი იყო და კალიფორნიაში გეი ქორწინება რომ აეკრძალათ, აქციებზეც კი დადიოდა. თუმცა, 2012 წლის აგვისტოში "უამრავ არასრულწლოვან ბიჭზე" სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

3. შტატ ჯორჯიას ბაპტისტი პასტორი ედი ლონგი ცნობილია 2004 წლის მარშით, სადაც ყველას უხსნიდა, რომ ქორწინება მხოლოდ შეიძლება იყოს ქალსა და კაცს შორის. ის ასევე აცხადებდა, რომ მის ეკლესიას შეუძლია ადამიანებს ჰომოსექსუალიზმი "მოაშოროს". თუმცა, მოგვიანებით, 4 ახალგაზრდა კაცის (20, 21, 22 და 23 წლის ასაკის) გამო სასამართლოში გამოცხადება მოუწია. როგორც ახალგაზრდები აცხადებდნენ, პასტორმა მისი პოპულარობა და გავლენა გამოიყენა იმისთვის, რომ ისინი სექსუალურ ურთიერთობაზე იძულებით დაეთანხმებინა. ურთიერთობა თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. პასტორმა ბიჭები კენიაში წაიყვანა, გადაიხადა სასტუმროს ოთახის ღირებულება და დაასაჩუქრა ავტომობილით, ძვირფასეულობითა და ფულით - სანაცვლოდ მოითხოვა საერთო მასტურბაცია, ორალური სექსი და ავხორცული მასაჟი.

4. ედი ლონგს "არ ჩამორჩა" პასტორი ტედი, რომელიც კოლორადოს ეკლესიაში მოღვაწეობს. ტედ ჰეგარდი მახეში მეძავმა და პროფესიონალმა მასაჟისტმა, მაიკ ჯონსმა გააბა. მაიკ ჯონსს 2006 წელს ფული გადაუხადეს და სექსისთვის 3 წლით დაიქირავეს. საინტერესოა, რომ ჰეგარდი მხარს უჭერდა კოლორადოში არსებულ კანონპროექტს, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას კრძალავს.

5. ახალგაზრდა რესპუბლიკელთა ყოფილი ხელმძღვანელი (ინდიანას შტატი) გლენ მერფი ყოველთვის იცავდა ოჯახის ღირებულებებს, როდესაც თემა სექსუალური ორიენტაციის განხილვაზე ჩამოვარდებოდა. თუმცა, მოგვიანებით გამოიჭირეს - ის კოლეგასთან ორალური სექსით იყო დაკავებული, ამ დროს მეორე მამაკაცს ეძინა (კავშირი მისი თანხმობის გარეშე დაამყარა).

6. საზღვაო ფლოტის გადამდგარი ოფიცერი ედ შროკი ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მოწინააღმდეგე იყო. ის ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა, რაც კი გეებს შეეხებოდათ, მათ შორის ერთსქესიანი ქორწინება და სამხედრო სამსახურში გეების მიღება იყო. ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, ქვეყანა თუ შეიტყობდა, რომ 2004 წლის 30 აგვისტოს ჰომოსექსუალ მეძავს სექსუალური კავშირის დამყარება მოსთხოვა.

მომზადებულია ranker.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს