პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსიარულე ბორდელები" თბილისის ქუჩებში - როგორ "ნადირობენ" ნასვამ ახალგაზრდებზე ღამის საათებში
"მოსიარულე ბორდელები" თბილისის ქუჩებში - როგორ "ნადირობენ" ნასვამ ახალგაზრდებზე ღამის საათებში

სა­ქარ­თვე­ლო­ში პროს­ტი­ტუ­ცია ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კერა დე­და­ქა­ლაქ­ში მა­ინც ყვა­ვის. სექს-მუ­შა­კე­ბის ასაკს კი არც მი­ნი­მა­ლუ­რი და არც მაქ­სი­მა­ლუ­რი ზღვა­რი არ აქვს...

სექს-მუ­შა­კე­ბი, რო­მელ­თა ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მა­სობ­რივ მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მეტ­წი­ლად სხვა­დას­ხვა ე.წ. გა­სარ­თობ სახ­ლებ­ში არი­ან გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ასეთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ფა­სე­ბი საკ­მა­ოდ ძვი­რია, რაც სო­ცი­ა­ლუ­რად და "სექ­სუ­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი" მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ არის.

ამ ფონ­ზე თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში უკვე თავლში­სა­ცე­მია "მო­სი­ა­რუ­ლე ბორ­დე­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც ღა­მის სა­ა­თებ­ში ჩნდე­ბი­ან. "ბორ­დე­ლებს ბორ­ბლებ­ზე" ტაქ­სის­ტე­ბი მარ­თა­ვენ. დიახ, სა­უ­ბა­რია ტაქ­სის­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სუ­ტი­ნი­ო­რო­ბა­საც ეწე­ვი­ან. მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი მარ­ტი­ვია, თუმ­ცა სა­რის­კოა და დიდ გამ­ბე­და­ო­ბა­საც მო­ი­თხოვს. მძღო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­ძა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, ახალ­გაზ­რდა, ნას­ვამ მა­მა­კა­ცებს "ნა­შებ­ზე" სა­უბ­რით "სა­ღერ­ღელს უშ­ლი­ან", შემ­დეგ კი, თუ კლი­ენ­ტში საკ­მა­რის მზა­ო­ბას ხე­და­ვენ, საქ­მე­ზე გა­და­დი­ან და სთა­ვა­ზო­ბენ სექს-მუ­შაკ­თან და­კავ­ში­რე­ბას, რო­მე­ლიც შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ტაქ­სის­ტებ­თან და­მე­გობ­რე­ბულ მე­ძა­ვე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილს აქვს ბინა; შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ენტს ტაქ­სის­ტი-სუ­ტი­ნი­ო­რი "საქ­მის­თვის" სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნის თხო­ვე­ბას სთა­ვა­ზობს. ბორ­ბლებ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ბორ­დელს კი­დევ ერთი სერ­ვი­სი აქვს, რაც ე.წ. "ფაბ­ლიქ სექსს" გუ­ლის­ხმობს, ანუ მომ­სა­ხუ­რე­ბა მათ­თვის, ვი­საც სექ­სი არა მან­ქა­ნა­ში, არა­მედ ბუ­ნე­ბა­ში ურ­ჩევ­ნია. ასე­თი კლი­ენ­ტე­ბი ტაქ­სისტ-სუ­ტი­ო­ნი­ორს მის პარტნი­ორ მე­ძავ­თან ერ­თად თბი­ლი­სის გა­რე­უბ­ნებ­ში გაჰ­ყავს. პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლე­ბია თბი­ლი­სის ზღვის სა­ნა­პი­რო, ლი­სის ტბის ტე­რი­ტო­რია, კუს ტბი­სა და სხვა მსგავ­სი ად­გი­ლე­ბი.

P.S. დე­და­ქა­ლაქ­ში მო­სი­ა­რუ­ლე ტაქ­სისტ-სუ­ტი­ნი­ო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მცი­რეა. პუბ­ლი­კა­ცია მხო­ლოდ ამ ფაქ­ტე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და არა ზო­გა­დად, ტაქ­სის­ტე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას.

ირაკ­ლი ჟღენ­ტი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მოსიარულე ბორდელები" თბილისის ქუჩებში - როგორ "ნადირობენ" ნასვამ ახალგაზრდებზე ღამის საათებში

"მოსიარულე ბორდელები" თბილისის ქუჩებში - როგორ "ნადირობენ" ნასვამ ახალგაზრდებზე ღამის საათებში

საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, მაგრამ უძველესი პროფესიის რამდენიმე ათეული კერა დედაქალაქში მაინც ყვავის. სექს-მუშაკების ასაკს კი არც მინიმალური და არც მაქსიმალური ზღვარი არ აქვს...

სექს-მუშაკები, რომელთა ფიზიკური მონაცემები მასობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მეტწილად სხვადასხვა ე.წ. გასართობ სახლებში არიან გადანაწილებული. ასეთ დაწესებულებებში ფასები საკმაოდ ძვირია, რაც სოციალურად და "სექსუალურად შეჭირვებული" მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფონზე თბილისის ქუჩებში უკვე თავლშისაცემია "მოსიარულე ბორდელები", რომლებიც ღამის საათებში ჩნდებიან. "ბორდელებს ბორბლებზე" ტაქსისტები მართავენ. დიახ, საუბარია ტაქსისტებზე, რომლებიც ძირითადი საქმიანობის პარალელურად სუტინიორობასაც ეწევიან. მუშაობის პრინციპი მარტივია, თუმცა სარისკოა და დიდ გამბედაობასაც მოითხოვს. მძღოლები, რომლებიც მეძავებთან თანამშრომლობენ, ახალგაზრდა, ნასვამ მამაკაცებს "ნაშებზე" საუბრით "საღერღელს უშლიან", შემდეგ კი, თუ კლიენტში საკმარის მზაობას ხედავენ, საქმეზე გადადიან და სთავაზობენ სექს-მუშაკთან დაკავშირებას, რომელიც შეღავათიან ფასებში მოემსახურება.

ტაქსისტებთან დამეგობრებულ მეძავების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ბინა; შესაბამისად, კლიენტს ტაქსისტი-სუტინიორი "საქმისთვის" საკუთარი მანქანის თხოვებას სთავაზობს. ბორბლებზე მოსიარულე ბორდელს კიდევ ერთი სერვისი აქვს, რაც ე.წ. "ფაბლიქ სექსს" გულისხმობს, ანუ მომსახურება მათთვის, ვისაც სექსი არა მანქანაში, არამედ ბუნებაში ურჩევნია. ასეთი კლიენტები ტაქსისტ-სუტიონიორს მის პარტნიორ მეძავთან ერთად თბილისის გარეუბნებში გაჰყავს. პოპულარული ადგილებია თბილისის ზღვის სანაპირო, ლისის ტბის ტერიტორია, კუს ტბისა და სხვა მსგავსი ადგილები.

P.S. დედაქალაქში მოსიარულე ტაქსისტ-სუტინიორების რაოდენობა მცირეა. პუბლიკაცია მხოლოდ ამ ფაქტების დაფიქსირებას ისახავს მიზნად და არა ზოგადად, ტაქსისტების რეპუტაციის შელახვას.

ირაკლი ჟღენტი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია