პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პამელა ანდერსონის ძველი შეყვარებული მოითხოვს, თქვას 14 წლის ასაკში ვინ გააუპატიურა
პამელა ანდერსონის ძველი შეყვარებული მოითხოვს, თქვას 14 წლის ასაკში ვინ გააუპატიურა

ყო­ფილ­მა მსა­ხი­ობ­მა და ტოპ-მო­დელ­მა, პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მა კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი სკან­და­ლუ­რი აღი­ა­რე­ბით გა­ა­ო­ცა. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, რო­მე­ლიც ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბებს შე­ე­ხე­ბო­და, პა­მე­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ 12 წლის ასაკ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­სავ­ლურ გა­მო­ცე­მებს ტა­ი­რონ ან­დერ­სონ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა; ის პა­მე­ლას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. წყვილ­მა რო­მა­ნი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­დან 1 წლის შემ­დეგ და­ი­წყო. "პა­მე­ლა, გვი­თხა­რი ვინ მო­გექ­ცა ასე", - აცხა­დებს ტა­ი­რო­ნი.

"ყვე­ლა ვინც, პა­მე­ლას სკო­ლა­ში ვიც­ნობ­დით, შოკ­ში ვართ. ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა. ის ვალ­დე­ბუ­ლია, სი­მარ­თლე თქვას და თუ მარ­თლა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, მათი სა­ხე­ლე­ბი გვი­თხრას. სკო­ლა­ში მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი თითს ჩემ­სკენ იშ­ვერს. მან პო­ლი­ცი­ას მო­ძა­ლა­დე­ე­ბის სა­ხე­ლე­ბი უნდა უთხრას. რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ეს ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, გული მეტ­კი­ნა. ის ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. არას­დროს ყო­ფი­ლა დეპ­რე­სი­უ­ლი და ვერც კი შე­ა­ტყობ­დი, რომ ასე­თი ტრამ­ვა ჰქონ­და", - აცხა­დებს ის.

პა­მე­ლას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­ბა­ვი სრუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც. ან­დერ­სო­ნის დედა, 65 წლის კე­რო­ლი და ძმა, 42 წლის გერი "გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი" არი­ან.

შე­გახ­სე­ნებთ, ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ვე­ლად 6 წლის ასაკ­ში გა­ნი­ცა­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლა ძი­ძის­გან. 12 წლის ასაკ­ში კი პა­მე­ლა მისი უფ­რო­სი ძმის 25 წლის მე­გო­ბარ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ის ღამე დღემ­დე კოშ­მა­რად ახ­სოვს. ახალ­გაზ­რდა პა­მე­ლას სექ­სუ­ა­ლუ­რი კოშ­მა­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. 14 წლი­სა ის ჯგუ­ფუ­რი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

პამელა ანდერსონის ძველი შეყვარებული მოითხოვს, თქვას 14 წლის ასაკში ვინ გააუპატიურა

პამელა ანდერსონის ძველი შეყვარებული მოითხოვს, თქვას 14 წლის ასაკში ვინ გააუპატიურა

ყოფილმა მსახიობმა და ტოპ-მოდელმა, პამელა ანდერსონმა კანის კინოფესტივალის სტუმრები სკანდალური აღიარებით გააოცა. პრესკონფერენციის მსვლელობისას, რომელიც ცხოველთა უფლებებს შეეხებოდა, პამელამ განაცხადა, რომ 12 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

სრულიად მოულოდნელად დასავლურ გამოცემებს ტაირონ ანდერსონმა ინტერვიუ მისცა; ის პამელას შეყვარებული იყო. წყვილმა რომანი გაუპატიურებიდან 1 წლის შემდეგ დაიწყო. "პამელა, გვითხარი ვინ მოგექცა ასე", - აცხადებს ტაირონი.

"ყველა ვინც, პამელას სკოლაში ვიცნობდით, შოკში ვართ. ეს საშინელებაა. ის ვალდებულია, სიმართლე თქვას და თუ მართლა გააუპატიურეს, მათი სახელები გვითხრას. სკოლაში მისი შეყვარებული ვიყავი და ზოგიერთი ადამიანი თითს ჩემსკენ იშვერს. მან პოლიციას მოძალადეების სახელები უნდა უთხრას. როდესაც ტელევიზიით ეს ამბავი გავიგე, გული მეტკინა. ის ძალიან მიყვარდა. არასდროს ყოფილა დეპრესიული და ვერც კი შეატყობდი, რომ ასეთი ტრამვა ჰქონდა", - აცხადებს ის.

პამელას გაუპატიურების ამბავი სრული მოულოდნელობა იყო ოჯახის წევრებისთვისაც. ანდერსონის დედა, 65 წლის კეროლი და ძმა, 42 წლის გერი "განადგურებულები" არიან.

შეგახსენებთ, ვარსკვლავმა განაცხადა, რომ პირველად 6 წლის ასაკში განიცადა სექსუალური ზეწოლა ძიძისგან. 12 წლის ასაკში კი პამელა მისი უფროსი ძმის 25 წლის მეგობარმა გააუპატიურა. მსახიობის თქმით, ის ღამე დღემდე კოშმარად ახსოვს. ახალგაზრდა პამელას სექსუალური კოშმარი ამით არ დასრულებულა. 14 წლისა ის ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება