გიორგი კაპანაძე - 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეგვაძენინეს

გიორგი კაპანაძე - 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეგვაძენინეს

ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებით, 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეაძენინეს, ერთი წლის შემდეგ კი ერთ დოლარად დააბრუნებინეს სახელმწიფოსთვის. ამის შესახებ ბიზნესმენმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა. ამასთან, კაპანაძის მტკიცებით, 200 000 დოლარის ჯარიმის ჩამოწერის სანაცვლოდ 50 000 ლარი გიორგი ღონიაშვილის ხელით თბილისის მერს გიგი უგულავას გადაუხადა.

"2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით შეგვაძენინეს აქტივები დაბა გუდაურში, ეს იყო სასტუმრო "მარკო პოლო". ამ ბიზნესის ინტერესი არ გვქონდა. ჩვენი ბიზნესი იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და არანაირად არ გვჭირდებოდა გუდაურის აქტივები. ეს არ იყო ჩვენი პროფილი, მაგრამ ალტერნატივა გვქონდა კარტოფილის სანახები, საბურავების გაურკვეველი საწარმოები, აქედან გამომდინარე თხილამურებით სრიალი ვიცით კარგად მე და ჩემმა პარტნიორებმა და კარტოფილის სანახებს ვამჯობინეთ სათხილამურო კურორტი. ეს მუდმივად გრძელდებოდა ხან ვანო მერაბიშვილისგან, ხან ზურაბ ადეიშვილისგან, ხან ბენდუქიძისგან, ოქრუაშვილისგან. ბოლოს გამოჩნდა გიგი უგულავა. გუდაურის აქტივები გვაყიდინეს 10 მლნ ევროდ. ზუსტად ერთ წელიწადში ჩვენს პარტნიორს, ილია კოკაიას დაუკავშირდა გიგი უგულავას მოადგილე ვინმე ცხაკაია და განუცხადა, რომ უნდა დაგვებრუნებინა ეს აქტივები ერთ დოლარად, რაზეც ჩემმა პარტნიორმა განუცხადა თანხმობა. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ გვქონდა. მათი მეშვეობით ციხეშიც კი ვარ ნამყოფი. ჩვენი ინფორმაციით, ეს იყო პირადად დორბლიანი სააკაშვილის დავალებთ. ვერ ვიქნები კორექტული სააკაშვილის მიმართ, რადგან ის დამნაშავეა", - აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გუდაურის აქტივები დააბრუნებინეს, ყოფილმა ხელისუფლებამ მათ თბილისის ზღვის ტერიტორია 5 მლნ ინვესტიციების ვალდებულებით შესთავაზა. თუმცა მისმა კომპანიამ ეს ვალდებულება არ შეასრულა, რისთვისაც მერიამ ჯარიმა 200 000 დოლარი დააკისრა.

"ჩვენმა კომპანიამ არ განახორციელა თავისი ვალდებულებები, იმიტომ, რომ ამის აზრს ვერ ვხედავდით მათი ხელისუფლების პირობებში, რადგან საბოლოოდ წაგვართმევდნენ, ჩამოგვართმევდნენ, გადაიფორმებდნენ, რის გამოც ჩვენ დაგვეწერა 200 000 დოლარი ჯარიმა. მე ვთხოვდი, რომ ეს იყო არასამართლიანი. დღევანდელ მთავრობას აქვს ასეთი პოლიტიკა, რომ მათ ყველას ჩამოაწერეს ასეთი ტიპის ჯარიმები, ისინი ყველას უწყობენ ხელს, უმსუბუქებენ მდგომარეობას. მათზე არანაირად არ იმოქმედა ამ მაგალითებმა. სანამ მე მათთან არ მივაღწიე მოლაპარაკებას, რომ 50 000 ლარის საფასურად ჩამომაწერდნენ ჯარიმებს, მანამდე მათ არ ჩამომაწერეს. ეს თანხა გიორგი ღონიაშვილს გადავეცი, იმის საფასურად, რომ მერიას სახელშეკრულებო ვალდებულებით დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერა ჩემი კომპანიისთვის. ყველა მტკიცებულება არსებობს. ღონიაშვილმა ქრთამი გადასცა გიგი უგულავას",-განაცხადა კაპანაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა