პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილი სქემის მონაწილე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჰყვება
"ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილი სქემის მონაწილე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჰყვება

გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას და­ვა­ლე­ბით და­მი­კავ­შირ­და, რომ მათ სა­არ­ჩევ­ნოდ თან­ხე­ბის გა­თეთ­რე­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ტა­ნა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი, - ამის შე­სა­ხებ ღო­ნი­აშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა მოწ­მემ, ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძემ "ტე­ლე­ი­მე­დის" ეთერ­ში გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კის დრო­ში" გა­ნა­ცხა­და.

ბიზ­ნეს­მენ­მა ყვე­ლა ის დე­ტა­ლი გა­იხ­სე­ნა, რაც აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ გიგი უგუ­ლა­ვას ქვის­ლი გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი მას ორი თვის წინ და­უ­კავ­შირ­და.

"გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი გიგი უგუ­ლა­ვას და­ვა­ლე­ბით მო­ვი­და ჩემ­თან წი­ნა­და­დე­ბით, რომ თუ მექ­ნე­ბო­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ სა­არ­ჩევ­ნოდ თან­ხე­ბის გა­თეთ­რე­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ტა­ნა­ში დავ­ხმა­რე­ბო­დი. მათ სჭირ­დე­ბო­დათ უცხო­ე­თი­დან არ­ჩევ­ნე­ბის­თვის თან­ხე­ბის გად­მო­ქაჩ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სჭირ­დე­ბო­დათ კომ­პა­ნია ან ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევ­და. რა­ტომ­ღაც გა­და­წყვი­ტეს, რომ შე­ეძ­ლოთ ჩემ­თვის მო­ე­მარ­თათ ამ თხოვ­ნით. რა­ზეც მე მათ დავ­თან­ხმდი. იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის შემ­ძლე­ბო­და და­მე­ნა­ხე­ბი­ნა ამა­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი, ამა­თი რე­ა­ლუ­რი სახე, რას სჩა­დი­ან ესე­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში", - აღ­ნიშ­ნა კა­პა­ნა­ძემ.

ამას­თან, ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ღო­ნი­აშ­ვილ­მა, თან­ხმო­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მას თან­ხე­ბის გად­მო­რი­ცხვის ტექ­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბიც აუხ­სნა. "მან ამიხ­სა­ნა შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბით, რომ გიგი უგუ­ლა­ვა უკავ­შირ­დე­ბო­და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს უცხო­ეთ­ში, ისი­ნი ერთ-ერთი ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით ევ­რო­პუ­ლი ბან­კი­დან გად­მო­რი­ცხავ­დნენ ჩემს ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე თან­ხას ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ამის შემ­დეგ მე უნდა უზ­რუნ­ველ­მე­ყო მათ­თვის ამ თან­ხის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­ვედ­რა, გა­ქე­შე­ბა და ქე­შად გა­და­ცე­მა მათ­თვის, კონ­კრე­ტუ­ლად ღო­ნი­აშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც შემ­დეგ თა­ვის მხრივ გა­დას­ცემ­და პარ­ტი­ა­ში, პი­რა­დად გიგი უგუ­ლა­ვას. ღო­ნი­აშ­ვილ­მა მკა­ფი­ოდ გან­მარ­ტა, რომ ეს იყო სა­არ­ჩევ­ნოდ და­სა­ფი­ნან­სე­ბე­ლი თან­ხე­ბი. ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ ამ თან­ხას რი­ცხავს კე­ზე­რაშ­ვი­ლი ჩემს ან­გა­რიშ­ზე. ეს თან­ხა ჩა­ი­რი­ცხა არა­ერ­თხელ, ოთხი ტრან­ზაქ­ცია მოხ­და სა­ერ­თო ჯამ­ში, 760 000 დო­ლა­რის. ფიქ­ტი­უ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დო კომ­პა­ნია "ექ­სი­მუსს" და "ბრუქტრე­იდს" შო­რის. ეს დო­კუ­მენ­ტა­ცია უკვე გა­მო­ძი­ე­ბის ხელ­შია. კონ­ტრაქ­ტი მლნ ნა­ხე­ვარ­ზე იყო და­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­წყდა ღო­ნი­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბით",-აცხა­დებს კა­პა­ნა­ძე.

ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ფუ­ლა­დი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში მას მად­ლო­ბა გიგი უგუ­ლა­ვამ პი­რა­დად გა­და­უ­ხა­და.

"გიგი უგუ­ლა­ვას­თან ამ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ერთხელ მქონ­და შეხ­ვედ­რა. ეს ტრან­ზაქ­ცია არ არის - ეს არის უკა­ნო­ნო გზით უცხო­ეთ­ში გა­ტა­ნი­ლი თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო გზე­ბით უკან დაბ­რუ­ნე­ბა, გა­ქე­შე­ბა, გა­ცო­ცხლე­ბა და ასე­თი­ვე გზე­ბით სა­არ­ჩევ­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­ში გიგი უგუ­ლა­ვამ გა­და­მი­ხა­და მად­ლო­ბა 30 მა­ისს კა­ლათ­ბურ­თის მატ­ჩის ყუ­რე­ბის დროს.

გა­მო­ძი­ე­ბა ფლობს საკ­მა­რის მა­სა­ლებს, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის მე­თა­უ­რე­ბი არი­ან ჩვე­ნი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მისი უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლი გიგი უგუ­ლა­ვა, მათი პარ­ტი­ის მო­ლა­რე და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი, იქ­ნენ მხი­ლე­ბუ­ლი ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში",- აცხა­დებს კა­პა­ნა­ძე.

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად შექ­მნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია 4 ივ­ნისს გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვი­ლი. საქ­მე­ში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გვა­რი ფი­გუ­რი­რებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილი სქემის მონაწილე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჰყვება

"ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილი სქემის მონაწილე საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს ჰყვება

გიორგი ღონიაშვილი გიგი უგულავას დავალებით დამიკავშირდა, რომ მათ საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოტანაში დავხმარებოდი, - ამის შესახებ ღონიაშვილის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ "ტელეიმედის" ეთერში გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.

ბიზნესმენმა ყველა ის დეტალი გაიხსენა, რაც აღნიშნულ საქმეს უკავშირდება და განაცხადა, რომ გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი მას ორი თვის წინ დაუკავშირდა.

"გიორგი ღონიაშვილი გიგი უგულავას დავალებით მოვიდა ჩემთან წინადადებით, რომ თუ მექნებოდა საშუალება, მათ საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში და საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოტანაში დავხმარებოდი. მათ სჭირდებოდათ უცხოეთიდან არჩევნებისთვის თანხების გადმოქაჩვა საქართველოში. სჭირდებოდათ კომპანია ან ადამიანი, რომელიც დახმარებას გაუწევდა. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ შეეძლოთ ჩემთვის მოემართათ ამ თხოვნით. რაზეც მე მათ დავთანხმდი. იმიტომ დავთანხმდი, რომ საზოგადოებისთვის შემძლებოდა დამენახებინა ამათი დანაშაულებრივი ქმედებები, ამათი რეალური სახე, რას სჩადიან ესენი სინამდვილეში", - აღნიშნა კაპანაძემ.

ამასთან, ბიზნესმენის განცხადებით, ღონიაშვილმა, თანხმობის მიღების შემდეგ მას თანხების გადმორიცხვის ტექნიკური დეტალებიც აუხსნა. "მან ამიხსანა შემდეგი თანმიმდევრობით, რომ გიგი უგულავა უკავშირდებოდა დავით კეზერაშვილს უცხოეთში, ისინი ერთ-ერთი ევროპული კომპანიის მეშვეობით ევროპული ბანკიდან გადმორიცხავდნენ ჩემს ევროპული კომპანიის ანგარიშზე თანხას ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე. ამის შემდეგ მე უნდა უზრუნველმეყო მათთვის ამ თანხის საქართველოში მოხვედრა, გაქეშება და ქეშად გადაცემა მათთვის, კონკრეტულად ღონიაშვილისთვის, რომელიც შემდეგ თავის მხრივ გადასცემდა პარტიაში, პირადად გიგი უგულავას. ღონიაშვილმა მკაფიოდ განმარტა, რომ ეს იყო საარჩევნოდ დასაფინანსებელი თანხები. ასევე განმარტა, რომ ამ თანხას რიცხავს კეზერაშვილი ჩემს ანგარიშზე. ეს თანხა ჩაირიცხა არაერთხელ, ოთხი ტრანზაქცია მოხდა საერთო ჯამში, 760 000 დოლარის. ფიქტიური ხელშეკრულება დაიდო კომპანია "ექსიმუსს" და "ბრუქტრეიდს" შორის. ეს დოკუმენტაცია უკვე გამოძიების ხელშია. კონტრაქტი მლნ ნახევარზე იყო დადებული, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე შეწყდა ღონიაშვილის დაკავებით",-აცხადებს კაპანაძე.

ბიზნესმენის თქმით, ფულადი ტრანზაქციების განხორციელების პერიოდში მას მადლობა გიგი უგულავამ პირადად გადაუხადა.

"გიგი უგულავასთან ამ ტრანზაქციების ფარგლებში ერთხელ მქონდა შეხვედრა. ეს ტრანზაქცია არ არის - ეს არის უკანონო გზით უცხოეთში გატანილი თანხების უკანონო გზებით უკან დაბრუნება, გაქეშება, გაცოცხლება და ასეთივე გზებით საარჩევნოდ გამოყენება. ამ ყველაფერში გიგი უგულავამ გადამიხადა მადლობა 30 მაისს კალათბურთის მატჩის ყურების დროს.

გამოძიება ფლობს საკმარის მასალებს, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეთაურები არიან ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, მისი უახლოესი თანამებრძოლი გიგი უგულავა, მათი პარტიის მოლარე დავით კეზერაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები, იქნენ მხილებული ამ დანაშაულებრივ ქმედებებში",- აცხადებს კაპანაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 ივნისს გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა