ნეპალში მცხოვრებ ამ გოგონებს Kumaris ეძახიან.
თუ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ღმერთქალი სულიერი სამყაროს სიმბოლოა, ნეპალში ისინი რეალურად ცხოვრობენ. ამ ბავშვებს დაბადებისთანავე არჩევენ და თვლიან, რომ ქალღმერთ კალის ინკარნაციას წარმოადგენენ. იმ დღიდან, როგორც კი გოგონებს ამ მძიმე გზისთვის შეარჩევენ, ჩვეულებრივი ცხოვრება სრულდება და 32 საფეხურიანი ტესტირებაც იწყება.
ისინი გადამალულები არიან ტაძრებში, შენობას მხოლოდ ფესტივალებისა და თაყვანისცემის დროს ტოვებენ - წელიწადში მხოლოდ 13-ჯერ გადიან ტაძრიდან. ყველაზე უცნაური ისაა, რომ გოგონები სპეციალური ტახტრევნებითა და ეტლებით გადაჰყავთ; მათ სიარული არ იციან. ეკრძალებათ სკოლებში სიარული და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ტაძარს მხოლოდ მას შემდეგ ტოვებენ, როდესაც მენსტრუალური ციკლი ეწყებათ - მხოლოდ ციკლის შემდეგ უბრუნდებიან ჩვეულებრივ ცხოვრებას.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.