პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინას ჰაიდი ტალიავინის დანიშვნით "გაუჩალიჩეს"
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინას ჰაიდი ტალიავინის დანიშვნით "გაუჩალიჩეს"

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და და შეშ­ფოთ­და იმ აღ­მო­ჩე­ნით, რომ ეუთო-მ უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლად ჰა­ი­დი ტა­ლი­ა­ვი­ნი და­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნულ ტე­ლე­კომ­პა­ნია TSN-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­პა­ში ახლა ასე­თი ვი­თა­რე­ბაა – გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს, ან­გე­ლა მერ­კელს უნ­დო­და მხა­რი და­ე­ჭი­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის რუ­სე­თის­თვის ისე­თი სან­ქცი­ე­ბი და­ე­წე­სე­ბი­ნა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის, პუ­ტი­ნის ეკო­ნო­მი­კას გა­ტე­ხავ­და.

"რუ­სე­თი ეს არის დიდი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი და რო­გორც კი სან­ქცი­ებს შე­მო­ი­ღებ­დნენ ნავ­თობ­სა და გაზ­ზე, ეს პუ­ტი­ნიზ­მის და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა არის კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი. არის გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბა, რო­მელ­საც არ უნ­დო­და ეს სან­ქცი­ე­ბი. ახლა თქვენ შე­მო­გიგ­დეს ტა­ლი­ა­ვი­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე სამ­ხრეთ ოსეთ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს. მან მარ­თა­ლია ყვე­ლა ფაქ­ტი სწო­რად აღ­წე­რა, თუმ­ცა გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო უწყე­ბამ, მა­ში­ნაც იგი­ვე მი­ნის­ტრი იყო, რო­მე­ლიც ახ­ლაა, დას­ვა და ათ­ქმე­ვი­ნა, რომ ფაქ­ტე­ბი სწო­რია, მაგ­რამ არ არის სა­ჭი­რო რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი. ყვე­ლა­ზე გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ მათ "გა­გი­ჩა­ლი­ჩეს". და­ნიშ­ნეს დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია იმით, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რათა რუ­სე­თი წყლი­დან მშრა­ლი ამო­ვი­დეს", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინას ჰაიდი ტალიავინის დანიშვნით "გაუჩალიჩეს"

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინას ჰაიდი ტალიავინის დანიშვნით "გაუჩალიჩეს"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ძალიან გაუკვირდა და შეშფოთდა იმ აღმოჩენით, რომ ეუთო-მ უკრაინაში თავის წარმომადგენლად ჰაიდი ტალიავინი დანიშნა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია TSN-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ახლა ასეთი ვითარებაა – გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს უნდოდა მხარი დაეჭირა ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივისთვის რუსეთისთვის ისეთი სანქციები დაეწესებინა, რომელიც რუსეთის, პუტინის ეკონომიკას გატეხავდა.

"რუსეთი ეს არის დიდი ბენზინგასამართი სადგური და როგორც კი სანქციებს შემოიღებდნენ ნავთობსა და გაზზე, ეს პუტინიზმის დასასრული იქნებოდა. თუმცა არის კომერციული ინტერესი. არის გერმანიის საგარეო უწყება, რომელსაც არ უნდოდა ეს სანქციები. ახლა თქვენ შემოგიგდეს ტალიავინი, რომელიც თავის დროზე სამხრეთ ოსეთში გამოიყენეს. მან მართალია ყველა ფაქტი სწორად აღწერა, თუმცა გერმანიის საგარეო უწყებამ, მაშინაც იგივე მინისტრი იყო, რომელიც ახლაა, დასვა და ათქმევინა, რომ ფაქტები სწორია, მაგრამ არ არის საჭირო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. ყველაზე გადამწყვეტ მომენტში პირდაპირ ვიტყვი, რომ მათ "გაგიჩალიჩეს". დანიშნეს დიპლომატი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთი წყლიდან მშრალი ამოვიდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა