"ალილუია! ამას ველოდი, მოვესწარ" - ნათია ფანჯიკიძე ავღანეთში კონტინგენტის განახევრებაზე

"ალილუია! ამას ველოდი, მოვესწარ" - ნათია ფანჯიკიძე ავღანეთში კონტინგენტის განახევრებაზე

თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტის განახევრებას მიესალმება. ამის შესახებ ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ალილუია!

ახალი კონტრაქტი შედგა, რომლის მიხედვით იანვრიდან ავღანეთში ორჯერ ნაკლებ ჯარისკაცს გაუშვებენ და ვისაც გაუშვებენ, აღარ იქნებიან საბრძოლო მისიით.

ამას ველოდი, მოვესწარ, დასარულს უახლოვდება ძველი კონტრაქტი...

ათი ათასობით პროფესიონალი სამხედრო გვყავს ამ მისიის გავლით და ეს ეკონომიკურადაც და პროფესიულადაც უდიდესი რამეა ქვეყნისთვის. ისიც მართალია, რომ ხელფასის გამო მოსურნე ბევრია, მაგრამ ეკონომიკა და ფული ვისურვებდი, რომ ბიზნესის დაგეგმვით გაჩენილიყო ქვეყანაში.

თანაც ადრე თუ შედარებით დისტანცირებულად აღვიქვამდი, ახლა მეტ და დიდ ტრავმას მაყენებს ამ მისიის სახიფათოობა, თორემ მესმის და ზემოთ სხვა ფორმით ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, - საქართველოში ბირჟამ და უსაქმობამ, ნარკოტიკმა და ალკოჰოლმა, ან ისევ უსაქმობისგან ერმანეთის შეუბრალებელმა ხოცვამ რა დანაკარგიც მიაყენა ქართველი კაცების გენოფონდს, ავღანეთის მისია ამასთან რა მოსატანია, მაგრამ მაინც...

აფრიკა არაა საშიში, მალარიაა მარტო პრობლემა და აცრები და ყველა პრევენცია ჩატარებულია, ეგ რა მოსატანია. კლიმატი საშინელი, კი, სამოთხე არაა, მაგრამ სიცოცხლისთვის რა შედარებაა", - წერს ფანჯიკიძე.

ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი 2015 წლის 1-ელი იანვრიდან განახევრდება, - ამის შესახებ ორი დღის წინ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განუცხადა.

"ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ამას ესაჭიროება სათანადო პროცედურები. ამ საკითხში აუცილებლად იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, უშიშროების საბჭო და პარლამენტი. თუმცა არსებობს გეგმა, მონახაზი, რომ 1-ელი იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განახევრდება და შეადგენს დაახლოებით 700 სამხედრო მოსამსახურეს", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს