პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს დროსაც თუ ასე იყო, ცუდი იყო" - "ნაციონალები" 16 პირის დაკავების შესახებ
"ჩვენს დროსაც თუ ასე იყო, ცუდი იყო" - "ნაციონალები" 16 პირის დაკავების შესახებ

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 16 პი­რის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ს გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბი­ან.

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

"რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, სის­ხლის სა­მარ­თლის კუ­თხით მი­ყავთ გა­მო­ძი­ე­ბა.

ეს ხდე­ბა იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღე კლა­ვენ, აყა­ჩა­ღე­ბენ, ძარ­ცვა­ვენ, ია­რაღს ეს­ვრი­ან, სა­სიკ­ვდი­ლოდ ცე­მენ და და­უს­ჯე­ლე­ბი რჩე­ბი­ან.

მა­ინ­ტე­რე­სებს, 10 სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნას ხმა­უ­რი­ა­ნი მე­ზობ­ლე­ბის და­სა­შოშ­მი­ნებ­ლად რო­დის აქეთ აგ­ზავ­ნი­ან ხოლ­მე? ამის ვინ­მეს ჯერა?

ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა "გაბ­ლა­ტა­ვე­ბუ­ლი" "პომ­პონ­ჩი­კი­ა­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ".

გიგი უგუ­ლა­ვა:

"ეს უკი­დუ­რე­სი მა­რაზ­მია. იმის მა­გი­ერ, რომ კრი­მი­ნალს ებ­რძო­დეს პო­ლი­ცია, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხუშ­ტუ­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

პ.ს. ნუ გა­მო­მეხ­მა­უ­რე­ბით ის პი­რე­ბი, ვი­საც არ­გუ­მენ­ტად მხო­ლოდ ის აქვს, რომ თქვენ დრო­საც ასე იყო. ერთი იმი­ტომ, რომ თუ იყო ცუდი იყო და მე­ო­რე უბ­რა­ლოდ მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძეს და­ემ­სგავ­სე­ბით სიბ­რიყ­ვით. მოკ­ლედ ძა­ლი­ან ცუ­დია ეს ყვე­ლა­ფე­რი".

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აცხა­დებს, ად­გილ­ზე, სა­დაც 2 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის 16 მო­ნა­წი­ლე აიყ­ვა­ნეს და ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, პო­ლი­ცია მე­ზობ­ლებ­მა გა­მო­ი­ძა­ხეს.

პო­ლი­ცი­ის მიერ აყ­ვა­ნი­ლი პი­რე­ბი ორ­თა­ჭა­ლა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­ნო­ბას­თან პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნებ­ში ჰყავთ და ელო­დე­ბი­ან მათ შე­მოწ­მე­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნას.

შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა პირს ეტა­პობ­რი­ვად შე­ა­მოწ­მე­ბენ, თუმ­ცა შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ ჰყავ­დათ ისი­ნი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნებ­ში და მათი შე­მოწ­მე­ბა რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და, უწყე­ბა­ში არ უპა­სუ­ხეს.

"ჩვენს დროსაც თუ ასე იყო, ცუდი იყო" - "ნაციონალები" 16 პირის დაკავების შესახებ

"ჩვენს დროსაც თუ ასე იყო, ცუდი იყო" - "ნაციონალები" 16 პირის დაკავების შესახებ

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი და უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში 16 პირის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ეხმაურებიან.

ჩიორა თაქთაქიშვილი:

"რაც ყველაზე საინტერესოა, სისხლის სამართლის კუთხით მიყავთ გამოძიება.

ეს ხდება იქ, სადაც ადამიანებს ყოველდღე კლავენ, აყაჩაღებენ, ძარცვავენ, იარაღს ესვრიან, სასიკვდილოდ ცემენ და დაუსჯელები რჩებიან.

მაინტერესებს, 10 საპატრულო მანქანას ხმაურიანი მეზობლების დასაშოშმინებლად როდის აქეთ აგზავნიან ხოლმე? ამის ვინმეს ჯერა?

ეს იყო ჩვეულებრივი სადამსჯელო ღონისძიება "გაბლატავებული" "პომპონჩიკიანების" წინააღმდეგ".

გიგი უგულავა:

"ეს უკიდურესი მარაზმია. იმის მაგიერ, რომ კრიმინალს ებრძოდეს პოლიცია, ღარიბაშვილის ხუშტურების აღსრულებითაა დაკავებული.

პ.ს. ნუ გამომეხმაურებით ის პირები, ვისაც არგუმენტად მხოლოდ ის აქვს, რომ თქვენ დროსაც ასე იყო. ერთი იმიტომ, რომ თუ იყო ცუდი იყო და მეორე უბრალოდ მანანა კობახიძეს დაემსგავსებით სიბრიყვით. მოკლედ ძალიან ცუდია ეს ყველაფერი".

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ადგილზე, სადაც 2 ივნისის აქციის 16 მონაწილე აიყვანეს და ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს.

პოლიციის მიერ აყვანილი პირები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციის მანქანებში ჰყავთ და ელოდებიან მათ შემოწმებაზე გადაყვანას.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა პირს ეტაპობრივად შეამოწმებენ, თუმცა შეკითხვას, თუ რატომ ჰყავდათ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში და მათი შემოწმება რატომ გაჭიანურდა, უწყებაში არ უპასუხეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს