პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაჰყვება თუ არა ცოლად მენახირეს მერსი სულხანიშვილი? - "მოულოდნელი კითხვები" მოდის ბლოგერს
გაჰყვება თუ არა ცოლად მენახირეს მერსი სულხანიშვილი?  - "მოულოდნელი კითხვები" მოდის ბლოგერს

"ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მო­დის ბლო­გე­რი, ფორ­მა­ლუ­რად მო­დე­ლი და ბო­ლოს მსა­ხი­ო­ბიც გავ­ხდი", - ამ­ბობს მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გა­სულ ზამ­თარს ცნო­ბი­ლი იმით გახ­და, რომ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, გა­შიშ­ვლდა. მას მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია...

ამ­ჯე­რად "ამ­ბე­ბი.გე"-ს ბლიც-სე­რი­ის "მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვე­ბის" ობი­ექ­ტიც გახ­და...

- მერ­სი, სად ხარ?

- რუს­თა­ველ­ზე, ჩემი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა მაქვს...

- რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვს?

- სა­მუ­შაო, ფორ­მა­ში ვარ და ამას­თან, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლიც. მაც­ვია, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სი (სი­ცი­ლით ამ­ბობს)...

- შენი გან­მარ­ტე­ბით, ვინ არის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი?

- ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, - მე­ე­ზო­ვეა თუ პო­ლი­ტი­კო­სი, თუ თა­ვის სფე­რო­ში მა­გა­რია, ის ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია...

- შენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ვკი­თხოთ, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემს სფე­რო­ში ხალ­ხი მიც­ნობს და ვარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ალ­ბათ ცნო­ბი­ლი ვარ.

- მა­სობ­რი­ვად პო­პუ­ლა­რუ­ლი იმით გახ­დი, რომ ეკ­რან­ზე მკერ­დი გა­მო­ა­ჩი­ნე...

- სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გილ­ზე აღ­მოვ­ჩნდი და ეს არის...

- არ გა­ღელ­ვებს, რომ მა­სობ­რი­ვად ასე გა­გიც­ნეს?

- რა­ტომ უნდა მა­ღელ­ვებ­დეს?! ნე­ბით თუ უნებ­ლი­ედ, ვი­მე­ო­რებ, სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი და რა­ღაც ისე მეც­ვა, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ვიქ­ციე... არ მეს­მის, სა­ერ­თოდ, რა­ტომ უნდა ინა­ნო რა­ი­მე? ისევ, რომ აღ­მოვ­ჩნდე იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი. თუ მა­გა­რი ხარ, შე­გიძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი მო­ირ­გო...

- ყვე­ლა­ნა­ირ სა­მოსს ირ­გებ?

- რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ნა­ირ სა­მოსს ვირ­გებ.

- თუ არ­სე­ბობს შენ­თვის უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცია?

- უეც­რად ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რომ აღ­მოვ­ჩნდე, - ეს ჩემ­თვის უხერ­ხუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, თუმ­ცა გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია არ არ­სე­ბობს და თავს მა­ინც და­ვაღ­წევ.…ისე, ისიც უხერ­ხუ­ლია, როცა სა­დღაც მი­დი­ხარ და შე­სა­ბა­მის დრეს­კოდს არ ით­ვა­ლის­წი­ნებ...

- ადა­მი­ანს სა­მო­სით აფა­სებ?

- ყვე­ლას ვერ მოს­თხოვ, რომ მა­ღა­ლი გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­დეს და კი­დევ, გე­მოვ­ნე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და ამა თუ იმ ბრენ­დის ტან­საც­მლით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

- ყო­ველ­თვის გულ­წრელი ხარ?

- მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ვიყო გულ­წრფე­ლი. თა­მა­ში არ მიყ­ვარს. სხვა ადა­მი­ან­შიც ამას ვა­ფა­სებ...

- არ გა­ღელ­ვებს, რას ფიქ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ შენ­ზე?

- ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვინ ვარ მე! ეს ჩემ გარ­შე­მო ყვე­ლამ იცის...

- და­ვუშ­ვათ ასე­თი სი­ტუ­ა­ცია: მე­ნა­ხი­რე შე­გიყ­ვარ­და, - ცო­ლად თუ გაჰ­ყვე­ბი?

- ოოო, იცით, რა? წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ისე­თი ადა­მი­ა­ნი შე­გიყ­ვარ­დეს, რომ­ლის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა შენ­სას არ ემ­თხვე­ვა. თუმ­ცა არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, შე­იძ­ლე­ბა, სო­ფელ­ში, ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქტსა და ჯან­საღ საკ­ვებ­ზე გაზ­რდი­ლი, პარ­კეტ­ზე გაზ­რდილს ბევ­რად ჯობ­დეს. რა­ი­ონ­ში იმ­დე­ნი ლა­მა­ზი ბავ­შვი მი­ნა­ხავს, ქა­ლაქ­ში არც და­დის იმ­დე­ნი...

- ყვე­ლას­თან შე­გიძ­ლია სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა?

- კი და მი­მაჩ­ნია, რომ ვარ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი.

- სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი თუ მოგ­სვლია?

- კი, არ მიყ­ვარ­და, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი ზედ­მე­ტად ჩაგ­რავ­და ამა თუ იმ მოს­წავ­ლეს... ყო­ველ­თვის დი­დი­ვით ვაზ­როვ­ნებ­დი...

- 2-იანი რა სა­გან­ში მი­გი­ღია?

- არას­დროს, არც ერთ სა­გან­ში 2-იანი არ მი­მი­ღია...

- ვინ არის აინ­შა­ტა­ი­ნი?

- ფი­ზი­კო­სი. მისი ცნო­ბი­ლი პორ­ტრე­ტი, ენა რომ გა­მო­უ­ყო სამ­ყა­როს, და­უ­ვი­წყა­რია. თან, რო­გორ მრავ­ლისმთქმე­ლად გა­ა­კე­თა ეს. თა­ვი­სი ეპო­ქის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბაც ჰქონ­და...

- ახლა რა ლექ­სი გახ­სენ­დე­ბა?

- არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ "ვე­ფხსი­ტყა­ო­სა­ნი" გა­მახ­სენ­და: "ნა­ხეს უცხო მოყ­მე ვინ­მე, ჯდა მტი­რა­ლი წყლი­სა პირ­სა,/ შავი ცხე­ნი სა­და­ვი­თა, ჰყვა ლომ­სა და ვითა გმირ­სა". პირ­ველ კლას­ში რომ მი­ვე­დი, ყვე­ლა "მე პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ვარ" - ამ ლექსს ჰყვე­ბო­და. მე კი "უფ­ლის­ცი­ხეს­თან სის­ხლის­ფე­რი ყა­ყა­ჩოს წვე­თი, არა დაღ­ვრი­ლის და­საღ­ვრე­ლის ალ­ბათ მაც­ნეა", - ვთქვი...

- პატ­რი­ო­ტიც ყო­ფილ­ხარ... 2014 წელი რამ­დე­ნი დღის­გან შედ­გე­ბა?

- სა­ერ­თოდ, წე­ლი­წა­დი 366 დღის­გან შედ­გე­ბა, წელს ნა­კი­ა­ნი წე­ლია, თე­ბერ­ვა­ლი 28-ით იყო.

- დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლიც ჩან­ხარ...

- მე ხომ ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ? თან, კა­ლენ­და­რი და დრო ისე­თი ფა­სე­უ­ლი რამ არის, რა­საც არ უნდა ჩა­მორ­ჩე...

- ახლა სიყ­ვა­რულს ვის აუხ­სნი­დი?

- ალ­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ვუყ­ვარ­ვარ და პა­ტივს მცე­მენ...

- ბევ­რს უყ­ვარ­ხარ?

- ჩემ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს. ჯო­ბია, სხვამ შე­მა­ფა­სოს...

- პო­ლი­ტი­კა გა­ინ­ტერ­სებს?

- ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ და ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვიყო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კით ზუს­ტად ვიცი, რომ არ და­ვინ­ტერსდე­ბი...

- პო­ლი­ტი­კა და მოდა ერ­თმა­ნეთს რომ შე­ა­და­რო, შე­გიძ­ლია?

- მო­დის ბიზ­ნე­სიც პო­ლი­ტი­კაა, შო­უ­ბიზ­ნე­სიც პო­ლი­ტი­კაა, ეკო­ნო­მი­კა და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა გზა პო­ლი­ტი­კის­კენ მი­დის...

- ვინ არის სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი?

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

- კი­დევ რო­მელ პო­ლი­ტი­კო­სებს და­ა­სა­ხე­ლებ­დი?

- ძველ მთავ­რო­ბა­ში უფრო ვი­ცო­დი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი... ახლა გე­ტყვით: თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, კახი კა­ლა­ძე, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი - პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რეა, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე, შსს-ს მი­ნის­ტრია. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია. კარ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ხე­ე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დაგ­რჩეს...

- ბო­ლოს რა ფრა­ზას დაგ­ვი­ტო­ვებ­დი?

- ადა­მი­ა­ნი შე­იც­ნო­ბა არა იმით, რას აკე­თებს, არა­მედ იმით, რას ფიქ­რობს!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გაჰყვება თუ არა ცოლად მენახირეს მერსი სულხანიშვილი? - "მოულოდნელი კითხვები" მოდის ბლოგერს

გაჰყვება თუ არა ცოლად მენახირეს მერსი სულხანიშვილი?  - "მოულოდნელი კითხვები" მოდის ბლოგერს

"ტელეწამყვანი, მოდის ბლოგერი, ფორმალურად მოდელი და ბოლოს მსახიობიც გავხდი", - ამბობს მერსი სულხანიშვილი, რომელიც გასულ ზამთარს ცნობილი იმით გახდა, რომ ერთ-ერთ გადაცემაში, გაშიშვლდა. მას მერე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია...

ამჯერად "ამბები.გე"-ს ბლიც-სერიის "მოულოდნელი კითხვების" ობიექტიც გახდა...

- მერსი, სად ხარ?

- რუსთაველზე, ჩემი გადაცემის ჩაწერა მაქვს...

- როგორი განწყობა გაქვს?

- სამუშაო, ფორმაში ვარ და ამასთან, მოწესრიგებულიც. მაცვია, ქართველი დიზაინერების სამოსი (სიცილით ამბობს)...

- შენი განმარტებით, ვინ არის ცნობილი ადამიანი?

- ნებისმიერი ადამიანი, - მეეზოვეა თუ პოლიტიკოსი, თუ თავის სფეროში მაგარია, ის ჩემთვის ცნობილია...

- შენ ცნობილი ადამიანი ხარ?

- ეს საზოგადოებას უნდა ვკითხოთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს სფეროში ხალხი მიცნობს და ვარ წარმატებული, ალბათ ცნობილი ვარ.

- მასობრივად პოპულარული იმით გახდი, რომ ეკრანზე მკერდი გამოაჩინე...

- საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი და ეს არის...

- არ გაღელვებს, რომ მასობრივად ასე გაგიცნეს?

- რატომ უნდა მაღელვებდეს?! ნებით თუ უნებლიედ, ვიმეორებ, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი და რაღაც ისე მეცვა, რომ ყურადღება მივიქციე... არ მესმის, საერთოდ, რატომ უნდა ინანო რაიმე? ისევ, რომ აღმოვჩნდე იმავე სიტუაციაში, იმავეს გავაკეთებდი. თუ მაგარი ხარ, შეგიძლია, ყველაფერი მოირგო...

- ყველანაირ სამოსს ირგებ?

- როგორც ფოტოგრაფები და კომპეტენტური ადამიანები ამბობენ, ყველანაირ სამოსს ვირგებ.

- თუ არსებობს შენთვის უხერხული სიტუაცია?

- უეცრად ძალიან გაუგებარ სიტუაციაში, უცხო საზოგადოებაში რომ აღმოვჩნდე, - ეს ჩემთვის უხერხული მდგომარეობაა, თუმცა გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და თავს მაინც დავაღწევ.…ისე, ისიც უხერხულია, როცა სადღაც მიდიხარ და შესაბამის დრესკოდს არ ითვალისწინებ...

- ადამიანს სამოსით აფასებ?

- ყველას ვერ მოსთხოვ, რომ მაღალი გემოვნება ჰქონდეს და კიდევ, გემოვნება მატერიალური მდგომარეობითა და ამა თუ იმ ბრენდის ტანსაცმლით არ განისაზღვრება.

- ყოველთვის გულწრელი ხარ?

- მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო გულწრფელი. თამაში არ მიყვარს. სხვა ადამიანშიც ამას ვაფასებ...

- არ გაღელვებს, რას ფიქრობენ და ამბობენ შენზე?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინ ვარ მე! ეს ჩემ გარშემო ყველამ იცის...

- დავუშვათ ასეთი სიტუაცია: მენახირე შეგიყვარდა, - ცოლად თუ გაჰყვები?

- ოოო, იცით, რა? წარმოუდგენელია, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, რომლის მსოფლმხედველობა შენსას არ ემთხვევა. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება, სოფელში, ნატურალურ პროდუქტსა და ჯანსაღ საკვებზე გაზრდილი, პარკეტზე გაზრდილს ბევრად ჯობდეს. რაიონში იმდენი ლამაზი ბავშვი მინახავს, ქალაქში არც დადის იმდენი...

- ყველასთან შეგიძლია საერთო ენის გამონახვა?

- კი და მიმაჩნია, რომ ვარ კომუნიკაბელური ადამიანი.

- სკოლაში მასწავლებლებთან კონფლიქტი თუ მოგსვლია?

- კი, არ მიყვარდა, როდესაც რომელიმე მასწავლებელი ზედმეტად ჩაგრავდა ამა თუ იმ მოსწავლეს... ყოველთვის დიდივით ვაზროვნებდი...

- 2-იანი რა საგანში მიგიღია?

- არასდროს, არც ერთ საგანში 2-იანი არ მიმიღია...

- ვინ არის აინშატაინი?

- ფიზიკოსი. მისი ცნობილი პორტრეტი, ენა რომ გამოუყო სამყაროს, დაუვიწყარია. თან, როგორ მრავლისმთქმელად გააკეთა ეს. თავისი ეპოქის ადამიანებისგან გამორჩეული გარეგნობაც ჰქონდა...

- ახლა რა ლექსი გახსენდება?

- არ ვიცი, რატომ, მაგრამ "ვეფხსიტყაოსანი" გამახსენდა: "ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა,/ შავი ცხენი სადავითა, ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა". პირველ კლასში რომ მივედი, ყველა "მე პატარა ქართველი ვარ" - ამ ლექსს ჰყვებოდა. მე კი "უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი, არა დაღვრილის დასაღვრელის ალბათ მაცნეა", - ვთქვი...

- პატრიოტიც ყოფილხარ... 2014 წელი რამდენი დღისგან შედგება?

- საერთოდ, წელიწადი 366 დღისგან შედგება, წელს ნაკიანი წელია, თებერვალი 28-ით იყო.

- დაკვირვებულიც ჩანხარ...

- მე ხომ ჟურნალისტი ვარ? თან, კალენდარი და დრო ისეთი ფასეული რამ არის, რასაც არ უნდა ჩამორჩე...

- ახლა სიყვარულს ვის აუხსნიდი?

- ალბათ იმ ადამიანებს, ვისაც ვუყვარვარ და პატივს მცემენ...

- ბევრს უყვარხარ?

- ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. ჯობია, სხვამ შემაფასოს...

- პოლიტიკა გაინტერსებს?

- ჟურნალისტი ვარ და ვცდილობ, ყოველთვის ინფორმირებული ვიყო, მაგრამ პოლიტიკურ ჟურნალისტიკით ზუსტად ვიცი, რომ არ დავინტერსდები...

- პოლიტიკა და მოდა ერთმანეთს რომ შეადარო, შეგიძლია?

- მოდის ბიზნესიც პოლიტიკაა, შოუბიზნესიც პოლიტიკაა, ეკონომიკა და საერთოდ, ყველა გზა პოლიტიკისკენ მიდის...

- ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი?

- ირაკლი ღარიბაშვილი.

- კიდევ რომელ პოლიტიკოსებს დაასახელებდი?

- ძველ მთავრობაში უფრო ვიცოდი პოლიტიკოსები... ახლა გეტყვით: თინათინ ხიდაშელი, კახი კალაძე, დავით უსუფაშვილი - პარლამენტის თავჯდომარეა, ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს მინისტრია. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. კარგი პოლიტიკური სახეები არ შეიძლება, რომ ყურადღების მიღმა დაგრჩეს...

- ბოლოს რა ფრაზას დაგვიტოვებდი?

- ადამიანი შეიცნობა არა იმით, რას აკეთებს, არამედ იმით, რას ფიქრობს!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება