პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­დის მიხ­ვ­და "ნახ­შირ­ზე" გაზ­რ­დი­ლი ჭო­ლა, რომ მი­სი ოჯა­ხი შედ­გა?
რო­დის მიხ­ვ­და "ნახ­შირ­ზე" გაზ­რ­დი­ლი ჭო­ლა, რომ მი­სი ოჯა­ხი შედ­გა?

რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე და მი­სი მსა­ხი­ო­ბი მე­უღ­ლე - მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა კარ­გი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მა­თი ჰო­ბია და ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი, ფან­ტა­ზი­ას არც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უჩი­ვის. ცო­ტა ხნის წინ, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ "ნი­კო­რას" ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც ამ ფირ­მის გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ლა­თი სწრა­ფად და იო­ლად მო­ამ­ზა­და. ცოლ-ქმა­რი ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და თა­ვი­ანთ რე­ცეპ­ტებ­საც გვთა­ვა­ზობს.

ლე­ვა­ნი:

- პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, რა­ი­მე მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში მქონ­და. დე­და­ჩე­მი მუ­შა­ობ­და, მო­წა­ფე­ე­ბი ჰყავ­და და უდ­რო­ო­ბის გა­მო, საჭ­მე­ლი ხში­რად ეწ­ვე­ბო­და, ნახ­შირ­დე­ბო­და. ახ­ლა რომ გა­ი­გებს, ამას ვამ­ბობ, გა­გიჟ­დე­ბა, მაგ­რამ ასე იყო, "ნახ­შირ­ზე" ვარ გაზ­რ­დი­ლი (ი­ცი­ნის). ერ­თხელ, ტე­ლე­ვი­ზი­ით დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ვნა­ხე, თუ რო­გორ აკე­თებ­დ­ნენ ხინ­კალს. გა­დავ­წყ­ვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გა­მო­მი­ვი­და კი­დეც! მა­შინ 10-11 წლის ვი­ყა­ვი. ამის შემ­დეგ, დი­დი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ გა­მო­მიმ­ჟ­ღავ­ნე­ბია, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ მას­წავ­ლა. სა­ერ­თოდ, ჩე­მი აზ­რით, ეს ყვე­ლა მა­მა­კაც­შია. რო­გორც ყვე­ლა ქარ­თ­ველს სჩვე­ვია, მე­გობ­რებ­მა ჯერ მწვა­დი შევ­წ­ვით, მე­რე "ოს­ტ­რი" გა­ვა­კე­თეთ, მე­რე "ჩა­ქა­ფუ­ლი" და ასე ვის­წავ­ლე. ყო­ველ­დღი­უ­რი სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა არ ვი­ცი, მაგ­რამ ხორ­ცე­უ­ლის­გან გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბი გა­მომ­დის.

მა­ნა­ნა:

- გურ­მა­ნი რომ ვარ, მე­ტყო­ბა კი­დეც. კუ­ლი­ნა­რია ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და მეც ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან გემ­რი­ელ სა­დი­ლებს აკე­თებ­და, მაგ­რამ ნამ­ცხ­ვ­რებს, ტორ­ტებს ვერ აცხობ­და, ამი­ტომ მე ეს სფე­რო უფ­რო მი­ზი­დავ­და და კარ­გა­დაც გა­მომ­დი­ო­და. მე­რე უკ­ვე, რო­ცა გავ­თხოვ­დი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ტკბი­ლე­უ­ლი არც ლე­ვანს უყ­ვარს და არც ჩვენს ქა­ლიშ­ვილს, შე­ვეშ­ვი და სა­დი­ლებ­ზე "დავ­ხე­ლოვ­ნ­დი". ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­საც არ ვე­რი­დე­ბით ხოლ­მე და რა­ღა­ცებს ვი­გო­ნებთ. პრო­ცე­სი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე შე­დე­გი. ერ­თობ­ლი­ვად იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებთ. რო­ცა ლე­ვა­ნი მზა­რე­უ­ლობს, შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ დამ­ხ­მა­რის ფუნ­ქ­ცია უფ­რო შე­ვას­რუ­ლო. ბე­თა­ნი­ა­ში აგა­რა­კი გვაქვს და ლე­ვანს იქ უფ­რო უყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა, ახალ-ახალ რა­მე­ებს იგო­ნებს, წა­ლამ­ზე ფოლ­გა­ში გემ­რი­ელ რა­ღა­ცებს აკე­თებს, ხორცს მა­რა­ო­სა­ვით აას­ხამს ხოლ­მე შამ­ფუ­რებ­ზე და გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დის.

ძვე­ლე­ბუ­რი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ლე­გენ­და­რუ­ლი თა­მა­დე­ბი

ლე­ვა­ნი:

- ჩე­მი მშობ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი ქე­ი­ფე­ბი ცალ­კე ამ­ბა­ვი იყო. მახ­სოვს, ჩვენს სახ­ლ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და. მათ შო­რის, ბი­ძა­ჩე­მი - რე­ზო დვა­ლიშ­ვი­ლი, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო თა­მა­და იყო, ვინც კი გა­მი­გია. ასე­ვე, კა­კო დვა­ლიშ­ვი­ლი - ბა­ი­კოს მა­მა და მა­თი მე­გობ­რე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ოთარ მამ­ფო­რია მახ­სენ­დე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ე­ტი. იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, სა­უბ­რობ­დ­ნენ, დროს ატა­რებ­დ­ნენ. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ამ ყვე­ლა­ფერს ვი­მახ­სოვ­რებ­დი. ერ­თხელ, ჩა­ვი­წე­რე კი­დეც, მა­შინ ჩამ­წე­რი­ა­ნი მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ახა­ლი ხი­ლი იყო, მე­რე ამ ჩა­ნა­წერს ჩემს მე­გობ­რებს ვას­მე­ნი­ნებ­დი, იმ სა­დღეგ­რ­ძე­ლო­ებს "ვი­პა­რავ­დით" ხოლ­მე და ჩვე­ნე­უ­ლად ვა­სა­ღებ­დით. ბედ­ნი­ე­რი დრო იყო. სუფ­რა, ძი­რი­თა­დად, თე­ატ­რა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და, არა მარ­ტო თბი­ლის­ში, რე­გი­ო­ნებ­შიც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­მა­დე­ბი არ­სე­ბობ­დ­ნენ, გუ­რი­ა­ში ბი­ძა მყავ­და - თა­მაზ წუ­ლა­ძე, ერთ-ერ­თი ლე­გენ­და­რუ­ლი თა­მა­და, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბევ­რს სვამ­და და იტან­და კი­დეც, არა­მედ იმი­ტომ, რომ სა­ოც­რად ენა­მოს­წ­რე­ბუ­ლი კა­ცი იყო. რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, სა­ნამ ხმას ამო­ი­ღებ­და, უკ­ვე მე­ცი­ნე­ბო­და, რად­გან ვი­ცო­დი, რა­ი­მე ენაკ­ვი­მატს იტყო­და.

გუ­რუ­ლი ბავ­შ­ვის ფიქ­რე­ბი...

- ბავ­შ­ვო­ბი­სას, მწყინ­და ხოლ­მე, ხა­ჭა­პურს იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი რომ ერ­ქ­ვა, გოჭს - მეგ­რუ­ლი გო­ჭი, კუ­პა­ტიც მა­თი იყო და ვამ­ბობ­დი, ჩვენ რა­ღა დაგ­ვ­რ­ჩა მუ­გუ­ზა­ლის გარ­და-მეთ­ქი? (ი­ცი­ნის). მე­რე, რო­ცა "ას­პა­რეზ­ზე" გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლი გა­მოჩ­ნ­და, ჩე­მი ამ­ბი­ცი­ე­ბიც დაკ­მა­ყო­ფილ­და. ვთვლი, რომ და­სავ­ლუ­რი სუფ­რა შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მა­გა­ლი­თად, თხი­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ბა­ჟე, რო­გორ მიყ­ვარს! მახ­სოვს, იქ რომ ჩავ­დი­ო­დი, მა­მი­და­ჩე­მი უგემ­რი­ე­ლეს ხა­ჭა­პურს მი­ცხობ­და ჩვი­ლი ყვე­ლით. ჩემ­თ­ვის გუ­რია ბავ­შ­ვო­ბის და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ცი­ვი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სა­ცი­ვი­დან სა­ცი­ვამ­დე ვცხოვ­რობ და მი­ხა­რია, რო­ცა ახალ წელს ოჯახ­ში სა­მი­ვე ერ­თად ვართ. ბე­ბი­ა­ჩე­მი უგემ­რი­ე­ლეს სა­ცივს აკე­თებ­და, დე­და­ჩე­მიც მი­სი რე­ცეპ­ტით ამ­ზა­დებ­და და ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოს­დი­ო­და, ეს სა­ა­მა­ყო მო­მენ­ტი იყო ჩვენს ოჯახ­ში და მე­რე უკ­ვე, რო­დე­საც მა­ნა­ნამ სა­ცი­ვი პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლად, მივ­ხ­ვ­დი, რომ ცო­ლის არ­ჩე­ვა­ში არ შევ­მ­ც­დარ­ვარ და ჩე­მი ოჯა­ხი შედ­გა!

მა­ნა­ნა:

- ორი ინ­და­უ­რის სა­ცივს მა­კე­თე­ბი­ნებს ხოლ­მე, რომ მას ბევ­რი შეხ­ვ­დეს (ი­ცი­ნის).

და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­მა­დე­ბი და ჭი­ქას­თან და­ბა­დე­ბუ­ლი სა­დღეგ­რ­ძე­ლოს კულ­ტუ­რა

- მახ­სოვს, ხში­რად ვამ­ბობ­დით ამ სა­დღეგ­რ­ძე­ლოს - კაცს რომ კა­ცი მო­ე­ნატ­რე­ბა, აი, იმას გა­უ­მარ­ჯო­სო, მაგ­რამ ეს ახ­ლა რომ ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად გაგ­ვი­გონ. ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის ამ თე­ო­რი­ის მომ­ხ­რე­ე­ბი ვი­ყა­ვით - სა­დღეგ­რ­ძე­ლო ჭი­ქის პირ­თან მი­ტა­ნამ­დე უნ­და და­ი­ბა­დოს, ამა­შია მთე­ლი ეშ­ხი. მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი სა­დღეგ­რ­ძე­ლო "მკვდა­რი­ა". არ მიყ­ვარს, რო­ცა თა­მა­დე­ბი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი ლექ­სე­ბით იწო­ნე­ბენ თავს. თურ­მე მოწ­ვე­უ­ლი თა­მა­დე­ბი არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ამა­ში ფულს იღე­ბენ. ვთვლი, რომ აქ იწყე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ღუპ­ვა. ოჯახს ისე რო­გორ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს, რომ საგ­ვა­რე­უ­ლო­ში ერ­თი უხე­ი­რო თა­მა­და მა­ინც არ ჰყავ­დეს?! ვიდ­რე მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც სუფ­რას ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი სა­ხე­ლე­ბით გა­უძღ­ვე­ბა. ეს ოჯა­ხის სირ­ცხ­ვი­ლია, თო­რემ იმ თა­მა­დე­ბის­თ­ვის - პი­რი­ქით, კარ­გია, ფულს შო­უ­ლო­ბენ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ფე­სია აქვთ - თა­მა­და.

- თქვენ რო­გო­რი თა­მა­და ხართ?

- არ მიყ­ვარს თა­მა­დო­ბა. ჯერ ერ­თი, დავ­ბერ­დი და მირ­ჩევ­ნია, გვერ­დი­დან ვუ­ყუ­რო, ად­რე ამას არა­ფორ­მა­ლურ ლი­დერს ეძახ­დ­ნენ - "ნე ფარ­მა­ლი" ვარ, გვერ­დი­დან ვხმა­უ­რობ ხოლ­მე.

- ბევ­რის და­ლე­ვა შე­გიძ­ლი­ათ?

- ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას შე­მეძ­ლო, ახ­ლა, აბა სა­და?! ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ყვე­ლას. გუ­რუ­ლი რომ ვარ, ფი­ცხი ვი­ყა­ვი და იმა­ზე ორ­ჯერ მეტს ვი­ტე­ნი­დი, ვიდ­რე შე­მეძ­ლო, რომ სხვებს არ ჩა­მოვ­რ­ჩე­ნო­დი. ეს ბავ­შ­ვუ­რი შე­ჯიბ­რე­ბის, აზარ­ტის მო­მენ­ტი იყო.

სპა­გე­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი მან­ქა­ნა

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო - პი­ცე­ბი და პას­ტე­ბი. სხვა­თა შო­რის, გრძე­ლი სპა­გე­ტე­ბის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი მან­ქა­ნა მაქვს და მა­კა­რო­ნი მე თვი­თო­ნაც გა­მი­კე­თე­ბია. კლა­სი­კუ­რი სპა­გე­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ. მა­კა­რო­ნის მო­ხარ­შ­ვი­სას მთა­ვა­რი გახ­ლავთ დრო - არც გა­და­ხარ­შუ­ლი უნ­და იყოს და არც მთლად უმი, ყვე­ლა მა­კა­რონს მო­ხარ­შ­ვის თა­ვი­სი წე­სი აქვს. ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი, რა თქმა უნ­და, სო­უ­სია, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა არო­მა­ტის­კენ მიჰ­ყავს.

მა­ნა­ნა:

- გას­ტ­როლ­ზე უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვართ ნამ­ყო­ფი და ბევ­რი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო გაგ­ვი­სინ­ჯავს. სა­ერ­თოდ, რო­ცა სად­მე მივ­დი­ვართ, ვცდი­ლობ, იქა­უ­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძი გავ­სინ­ჯო. სხვა­თა შო­რის, ლე­ვან­მა კო­რე­ა­ში რვა­ფე­ხა შე­ჭა­მა...

პირ­ში მოკ­ლუ­ლი კო­რე­უ­ლი რვა­ფე­ხა

ლე­ვა­ნი:

- ქუ­ჩა­ში ამ­ზა­დებ­დ­ნენ და საკ­მა­ოდ ძვი­რიც ღირ­და, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, გავ­სინ­ჯავ-მეთ­ქი. არ ვი­ცო­დი, თუ ცო­ცხა­ლი რვა­ფე­ხა უნ­და მე­ჭა­მა. კო­რე­ელ­მა ქალ­მა ჩვენ თვალ­წინ ამო­იყ­ვა­ნა აკ­ვა­რი­უ­მი­დან და დაჭ­რა და­იწყო. ვერც ტა­ფა და­ვი­ნა­ხე, ვერც ქვა­ბი, არც ორ­თ­ქ­ლი ამო­დი­ო­და სა­ი­დან­მე და ცო­ტა კი და­ვეჭ­ვ­დი, ცუ­დად მე­ნიშ­ნა, მაგ­რამ... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რვა­ფე­ხას ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არა აქვს, ამი­ტომ ყვე­ლა ნა­ჭე­რი ცალ-ცალ­კე ცოცხ­ლობს და თა­ვი­სით მოძ­რა­ობს. ეს მოძ­რა­ვი ნა­ჭე­რი რომ მომ­ცა, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ამ კო­რე­ელ­მა ქალ­მა დამ­ცი­ნა­ვად, ორაზ­როვ­ნად გა­მი­ღი­მა და ეს გა­მოწ­ვე­ვად მი­ვი­ღე - თეთ­რ­კა­ნი­ა­ნო, შენ ამას ვერ შე­ჭა­მო და გა­ვი­ფიქ­რე, რომ ამ "ო­ხერ" კო­რე­ელ­თან თა­ვი არ უნ­და შე­ვირ­ცხ­ვი­ნო და ჩე­მი სამ­შობ­ლო ვა­სა­ხე­ლო, თა­ვი არ მო­მეჭ­რას-მეთ­ქი! მოვ­კი­დე ხე­ლი ამ რვა­ფე­ხას და პირ­ში გა­ვი­ქა­ნე! ღე­ჭავ, ღე­ჭავ და კბი­ლე­ბით კლავ! რამ­დე­ნი­მე ნა­ჭე­რი ენის ქვეშ შე­მი­ცოც­და და მოკ­ლედ, დი­დი წა­მე­ბით, მაგ­რამ რო­გორც იქ­ნა, შევ­ჭა­მე! ზუ­რაბ გაგ­ლოშ­ვი­ლიც და­მეხ­მა­რა, 1-2 ნა­ჭე­რი მა­ნაც შე­ჭა­მა, მიხ­ვ­და, რომ აქ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრეს­ტი­ჟის საქ­მე წყდე­ბო­და და ასე გმი­რუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ ეს ამ­ბა­ვი.

- რა­ი­მე სო­უ­სი მა­ინც არ მოჰ­ყ­ვა?

- არა­ფე­რი! ზუს­ტად მა­გას ვამ­ბობ­დი, მა­რი­ლი მა­ინც მა­მაყ­რე­ვი­ნეთ-მეთ­ქი! რა­ღაც სი­მინ­დის ნა­ხარ­ში­ვით წყა­ლი მო­მა­წო­დეს მი­სა­ყო­ლებ­ლად, ისი­ნი ჩა­ის ეძა­ხი­ან.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, რა­ი­მე კერ­ძის თქვე­ნე­ულ რე­ცეპტს ხომ არ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებთ?

- გეტყ­ვით. ავი­ღოთ ღო­რის ხორ­ცი და მოგ­რ­ძო ფე­ნე­ბად დავ­ჭ­რათ, რომ­ლე­ბიც თან­და­თა­ნო­ბით ისე უნ­და იკ­ლებ­დეს სიგ­რ­ძე­ში, რომ კო­ნუ­სის ფორ­მა მივ­ცეთ. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი ნა­ჭე­რი 20 სმ სიგ­რ­ძის რომ იყოს, მომ­დევ­ნო - 18, 16 და ა.შ. შემ­დეგ, ყვე­ლა ნა­ჭერს შამ­ფუ­რი გა­ვუ­ყა­როთ, მა­რა­ო­სა­ვით იქ­ნე­ბა და ფე­ნებს შო­რის ჩავ­დოთ ნი­ო­რი, წი­წა­კა, პო­მი­დო­რი, ყვე­ლის ნაჭ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, პარ­მე­ჯა­ნო და რო­ცა მა­ყალ­ზე დნე­ბა, ეს ყვე­ლი ხორ­ცის ნაჭ­რებს ერ­თ­მა­ნეთ­თან აწე­ბებს და ამაგ­რებს. ამ კო­ნუსს რომ შეწ­ვავთ, შე­გიძ­ლი­ათ და­უფ­ქ­ვა­ვი წი­წა­კის მარ­ც­ვ­ლე­ბიც მო­ა­ყა­როთ, კარგ არო­მატს აძ­ლევს. მა­ყალ­ზე გა­და­ატ­რი­ალ-გად­მო­ატ­რი­ა­ლეთ და უგემ­რი­ე­ლე­სია. შამ­ფუ­რებ­ზე აც­მა მთე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, რთუ­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაოა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, თქვენ რო­მე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას გვას­წავ­ლით? ახ­ლა­ხან, "ნი­კო­რას" ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში გი­ხი­ლეთ, სა­დაც მა­თი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, მა­კა­რო­ნის ცი­ვი სა­ლა­თი გა­ა­კე­თეთ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ იოლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ჩან­და, მი­სი რე­ცეპ­ტი გვი­თხა­რით და სა­ერ­თოდ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ, ამ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ "ნი­კო­რას" და­არ­სე­ბის დღი­დან აქ­ტი­უ­რი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ვარ და მი­სი პრო­დუქ­ცია ოჯახ­ში ძა­ლი­ან მოგ­ვ­წონს, ჯერ ერ­თი იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლია, მე­ო­რეც, ვთვლი, რომ ხა­რის­ხი­ა­ნია და ჩვენ­თ­ვის ფა­სი­თაც მი­სა­ღე­ბია. ახალ-ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ყო­ველ­თ­ვის თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ და ვა­გე­მოვ­ნებთ ხოლ­მე. მა­კა­რო­ნი ცივ სა­ლათ­ში, რო­მე­ლიც იქ გა­ვა­კე­თე და რო­მე­ლიც ლე­ვანს ძა­ლი­ან უყ­ვარს, სხვა­თა შო­რის, სულ "ნი­კო­რას" ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე - მოვ­ხარ­შეთ პა­ტა­რა, მრგვა­ლი მა­კა­რო­ნე­ბი და მწყრის კვერ­ცხე­ბი, რო­მელ­საც ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბა და­ბა­ლი აქვს და მავ­ნე­ბე­ლი არ არის, ჩა­ვა­ჭე­რი კიტ­რის მა­რი­ნა­დი, უმი კიტ­რიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ, ჰო­ლან­დი­უ­რი (ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის) ყვე­ლი, "მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის "შაშ­ხის", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, სი­მინ­დის მარ­ც­ვ­ლე­ბი, მა­ი­ო­ნე­ზი, პო­მი­დო­რი, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მწვა­ნე ხახ­ვი, 1-2 კბი­ლი ნი­ო­რიც ჩა­ვაჭყ­ლი­ტე, შა­ვი პილ­პი­ლი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით, ბევ­რი არ უნ­და და მშვე­ნი­ე­რი გა­მო­ვი­და. ამ სა­ლა­თის გა­კე­თე­ბის იდეა სი­ონ­ში რომ ვი­ყა­ვით და­სას­ვე­ნებ­ლად, მა­შინ გა­მიჩ­ნ­და, "ნი­კო­რას" პრო­დუქ­ცია შე­ვი­ძი­ნე, და­ნარ­ჩე­ნი, რაც სახ­ლ­ში მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვა­ყა­რე და ჩე­მებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. სა­ერ­თოდ, სა­დი­ლის კე­თე­ბას მე შე­მოქ­მე­დე­ბით ჭრილ­ში აღ­ვიქ­ვამ, რო­ლი­ვი­თაა, იცით, ხან გა­მო­დის, ხან - არა. მეს­მის, რომ ჩვენს ქალ­ბა­ტო­ნებს ჰბეზ­რ­დე­ბათ მუდ­მი­ვად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი, მაგ­რამ მა­ინც უწევთ და ჯო­ბია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად იყ­ვ­ნენ გან­წყო­ბილ­ნი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რო­დის მიხ­ვ­და "ნახ­შირ­ზე" გაზ­რ­დი­ლი ჭო­ლა, რომ მი­სი ოჯა­ხი შედ­გა?

რო­დის მიხ­ვ­და "ნახ­შირ­ზე" გაზ­რ­დი­ლი ჭო­ლა, რომ მი­სი ოჯა­ხი შედ­გა?

რე­ჟი­სო­რი ლე­ვან წუ­ლა­ძე და მი­სი მსა­ხი­ო­ბი მე­უღ­ლე - მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა კარ­გი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მა­თი ჰო­ბია და ორი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი, ფან­ტა­ზი­ას არც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უჩი­ვის. ცო­ტა ხნის წინ, ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ "ნი­კო­რას" ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, სა­დაც ამ ფირ­მის გემ­რი­ე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ლა­თი სწრა­ფად და იოლად მო­ამ­ზა­და. ცოლ-ქმა­რი ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და თა­ვი­ანთ რე­ცეპ­ტებ­საც გვთა­ვა­ზობს.

ლე­ვა­ნი:

- პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, რა­ი­მე მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, საკ­მა­ოდ ად­რე­ულ ასაკ­ში მქონ­და. დე­და­ჩე­მი მუ­შა­ობ­და, მო­წა­ფე­ე­ბი ჰყავ­და და უდ­რო­ო­ბის გა­მო, საჭ­მე­ლი ხში­რად ეწ­ვე­ბო­და, ნახ­შირ­დე­ბო­და. ახ­ლა რომ გა­ი­გებს, ამას ვამ­ბობ, გა­გიჟ­დე­ბა, მაგ­რამ ასე იყო, "ნახ­შირ­ზე" ვარ გაზ­რ­დი­ლი (ი­ცი­ნის). ერ­თხელ, ტე­ლე­ვი­ზი­ით დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ვნა­ხე, თუ რო­გორ აკე­თებ­დ­ნენ ხინ­კალს. გა­დავ­წყ­ვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გა­მო­მი­ვი­და კი­დეც! მა­შინ 10-11 წლის ვი­ყა­ვი. ამის შემ­დეგ, დი­დი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ გა­მო­მიმ­ჟ­ღავ­ნე­ბია, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ მას­წავ­ლა. სა­ერ­თოდ, ჩე­მი აზ­რით, ეს ყვე­ლა მა­მა­კაც­შია. რო­გორც ყვე­ლა ქარ­თ­ველს სჩვე­ვია, მე­გობ­რებ­მა ჯერ მწვა­დი შევ­წ­ვით, მე­რე "ოს­ტ­რი" გა­ვა­კე­თეთ, მე­რე "ჩა­ქა­ფუ­ლი" და ასე ვის­წავ­ლე. ყო­ველ­დღი­უ­რი სა­დი­ლე­ბის კე­თე­ბა არ ვი­ცი, მაგ­რამ ხორ­ცე­უ­ლის­გან გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბი გა­მომ­დის.

მა­ნა­ნა:

- გურ­მა­ნი რომ ვარ, მეტყო­ბა კი­დეც. კუ­ლი­ნა­რია ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და მეც ბავ­შ­ვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და. დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან გემ­რი­ელ სა­დი­ლებს აკე­თებ­და, მაგ­რამ ნამ­ცხ­ვ­რებს, ტორ­ტებს ვერ აცხობ­და, ამი­ტომ მე ეს სფე­რო უფ­რო მი­ზი­დავ­და და კარ­გა­დაც გა­მომ­დი­ო­და. მე­რე უკ­ვე, რო­ცა გავ­თხოვ­დი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ტკბი­ლე­უ­ლი არც ლე­ვანს უყ­ვარს და არც ჩვენს ქა­ლიშ­ვილს, შე­ვეშ­ვი და სა­დი­ლებ­ზე "დავ­ხე­ლოვ­ნ­დი". ექ­ს­პე­რი­მენ­ტებ­საც არ ვე­რი­დე­ბით ხოლ­მე და რა­ღა­ცებს ვი­გო­ნებთ. პრო­ცე­სი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე შე­დე­გი. ერ­თობ­ლი­ვად იშ­ვი­ა­თად ვამ­ზა­დებთ. რო­ცა ლე­ვა­ნი მზა­რე­უ­ლობს, შე­იძ­ლე­ბა ზოგ­ჯერ დამ­ხ­მა­რის ფუნ­ქ­ცია უფ­რო შე­ვას­რუ­ლო. ბე­თა­ნი­ა­ში აგა­რა­კი გვაქვს და ლე­ვანს იქ უფ­რო უყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა, ახალ-ახალ რა­მე­ებს იგო­ნებს, წა­ლამ­ზე ფოლ­გა­ში გემ­რი­ელ რა­ღა­ცებს აკე­თებს, ხორცს მა­რა­ო­სა­ვით აას­ხამს ხოლ­მე შამ­ფუ­რებ­ზე და გემ­რი­ე­ლი გა­მოს­დის.

ძვე­ლე­ბუ­რი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბი და ლე­გენ­და­რუ­ლი თა­მა­დე­ბი

ლე­ვა­ნი:

- ჩე­მი მშობ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი ქე­ი­ფე­ბი ცალ­კე ამ­ბა­ვი იყო. მახ­სოვს, ჩვენს სახ­ლ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხალ­ხი იკ­რი­ბე­ბო­და. მათ შო­რის, ბი­ძა­ჩე­მი - რე­ზო დვა­ლიშ­ვი­ლი, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო თა­მა­და იყო, ვინც კი გა­მი­გია. ასე­ვე, კა­კო დვა­ლიშ­ვი­ლი - ბა­ი­კოს მა­მა და მა­თი მე­გობ­რე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ოთარ მამ­ფო­რია მახ­სენ­დე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ე­ტი. იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, სა­უბ­რობ­დ­ნენ, დროს ატა­რებ­დ­ნენ. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ამ ყვე­ლა­ფერს ვი­მახ­სოვ­რებ­დი. ერ­თხელ, ჩა­ვი­წე­რე კი­დეც, მა­შინ ჩამ­წე­რი­ა­ნი მაგ­ნი­ტო­ფო­ნი ახა­ლი ხი­ლი იყო, მე­რე ამ ჩა­ნა­წერს ჩემს მე­გობ­რებს ვას­მე­ნი­ნებ­დი, იმ სადღეგ­რ­ძე­ლო­ებს "ვი­პა­რავ­დით" ხოლ­მე და ჩვე­ნე­უ­ლად ვა­სა­ღებ­დით. ბედ­ნი­ე­რი დრო იყო. სუფ­რა, ძი­რი­თა­დად, თე­ატ­რა­ლურ სა­ნა­ხა­ო­ბას წარ­მო­ად­გენ­და, არა მარ­ტო თბი­ლის­ში, რე­გი­ო­ნებ­შიც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­მა­დე­ბი არ­სე­ბობ­დ­ნენ, გუ­რი­ა­ში ბი­ძა მყავ­და - თა­მაზ წუ­ლა­ძე, ერთ-ერ­თი ლე­გენ­და­რუ­ლი თა­მა­და, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბევრს სვამ­და და იტან­და კი­დეც, არა­მედ იმი­ტომ, რომ სა­ოც­რად ენა­მოს­წ­რე­ბუ­ლი კა­ცი იყო. რომ და­ვი­ნა­ხავ­დი, სა­ნამ ხმას ამო­ი­ღებ­და, უკ­ვე მე­ცი­ნე­ბო­და, რად­გან ვი­ცო­დი, რა­ი­მე ენაკ­ვი­მატს იტყო­და.

გუ­რუ­ლი ბავ­შ­ვის ფიქ­რე­ბი...

- ბავ­შ­ვო­ბი­სას, მწყინ­და ხოლ­მე, ხა­ჭა­პურს იმე­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი რომ ერ­ქ­ვა, გოჭს - მეგ­რუ­ლი გო­ჭი, კუ­პა­ტიც მა­თი იყო და ვამ­ბობ­დი, ჩვენ რა­ღა დაგ­ვ­რ­ჩა მუ­გუ­ზა­ლის გარ­და-მეთ­ქი? (ი­ცი­ნის). მე­რე, რო­ცა "ას­პა­რეზ­ზე" გუ­რუ­ლი ღვე­ზე­ლი გა­მოჩ­ნ­და, ჩე­მი ამ­ბი­ცი­ე­ბიც დაკ­მა­ყო­ფილ­და. ვთვლი, რომ და­სავ­ლუ­რი სუფ­რა შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მა­გა­ლი­თად, თხი­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი ბა­ჟე, რო­გორ მიყ­ვარს! მახ­სოვს, იქ რომ ჩავ­დი­ო­დი, მა­მი­და­ჩე­მი უგემ­რი­ე­ლეს ხა­ჭა­პურს მიცხობ­და ჩვი­ლი ყვე­ლით. ჩემ­თ­ვის გუ­რია ბავ­შ­ვო­ბის და­უ­ვიწყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ცი­ვი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ სა­ცი­ვი­დან სა­ცი­ვამ­დე ვცხოვ­რობ და მი­ხა­რია, რო­ცა ახალ წელს ოჯახ­ში სა­მი­ვე ერ­თად ვართ. ბე­ბი­ა­ჩე­მი უგემ­რი­ე­ლეს სა­ცივს აკე­თებ­და, დე­და­ჩე­მიც მი­სი რე­ცეპ­ტით ამ­ზა­დებ­და და ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოს­დი­ო­და, ეს სა­ა­მა­ყო მო­მენ­ტი იყო ჩვენს ოჯახ­ში და მე­რე უკ­ვე, რო­დე­საც მა­ნა­ნამ სა­ცი­ვი პირ­ვე­ლად გა­ა­კე­თა და­მო­უ­კი­დებ­ლად, მივ­ხ­ვ­დი, რომ ცო­ლის არ­ჩე­ვა­ში არ შევ­მ­ც­დარ­ვარ და ჩე­მი ოჯა­ხი შედ­გა!

მა­ნა­ნა:

- ორი ინ­და­უ­რის სა­ცივს მა­კე­თე­ბი­ნებს ხოლ­მე, რომ მას ბევ­რი შეხ­ვ­დეს (ი­ცი­ნის).

და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­მა­დე­ბი და ჭი­ქას­თან და­ბა­დე­ბუ­ლი სადღეგ­რ­ძე­ლოს კულ­ტუ­რა

- მახ­სოვს, ხში­რად ვამ­ბობ­დით ამ სადღეგ­რ­ძე­ლოს - კაცს რომ კა­ცი მო­ე­ნატ­რე­ბა, აი, იმას გა­უ­მარ­ჯო­სო, მაგ­რამ ეს ახ­ლა რომ ვთქვათ, შე­იძ­ლე­ბა არას­წო­რად გაგ­ვი­გონ. ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის ამ თე­ო­რი­ის მომ­ხ­რე­ე­ბი ვი­ყა­ვით - სადღეგ­რ­ძე­ლო ჭი­ქის პირ­თან მი­ტა­ნამ­დე უნ­და და­ი­ბა­დოს, ამა­შია მთე­ლი ეშ­ხი. მომ­ზა­დე­ბუ­ლი და გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი სადღეგ­რ­ძე­ლო "მკვდა­რი­ა". არ მიყ­ვარს, რო­ცა თა­მა­დე­ბი წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი ლექ­სე­ბით იწო­ნე­ბენ თავს. თურ­მე მოწ­ვე­უ­ლი თა­მა­დე­ბი არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც ამა­ში ფულს იღე­ბენ. ვთვლი, რომ აქ იწყე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­ღუპ­ვა. ოჯახს ისე რო­გორ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს, რომ საგ­ვა­რე­უ­ლო­ში ერ­თი უხე­ი­რო თა­მა­და მა­ინც არ ჰყავ­დეს?! ვიდ­რე მოწ­ვე­უ­ლი, რო­მე­ლიც სუფ­რას ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი სა­ხე­ლე­ბით გა­უძღ­ვე­ბა. ეს ოჯა­ხის სირ­ცხ­ვი­ლია, თო­რემ იმ თა­მა­დე­ბის­თ­ვის - პი­რი­ქით, კარ­გია, ფულს შო­უ­ლო­ბენ და შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­ფე­სია აქვთ - თა­მა­და.

- თქვენ რო­გო­რი თა­მა­და ხართ?

- არ მიყ­ვარს თა­მა­დო­ბა. ჯერ ერ­თი, დავ­ბერ­დი და მირ­ჩევ­ნია, გვერ­დი­დან ვუ­ყუ­რო, ად­რე ამას არა­ფორ­მა­ლურ ლი­დერს ეძახ­დ­ნენ - "ნე ფარ­მა­ლი" ვარ, გვერ­დი­დან ვხმა­უ­რობ ხოლ­მე.

- ბევ­რის და­ლე­ვა შე­გიძ­ლი­ათ?

- ახალ­გაზ­რ­დო­ბი­სას შე­მეძ­ლო, ახ­ლა, აბა სა­და?! ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც ყვე­ლას. გუ­რუ­ლი რომ ვარ, ფიცხი ვი­ყა­ვი და იმა­ზე ორ­ჯერ მეტს ვი­ტე­ნი­დი, ვიდ­რე შე­მეძ­ლო, რომ სხვებს არ ჩა­მოვ­რ­ჩე­ნო­დი. ეს ბავ­შ­ვუ­რი შე­ჯიბ­რე­ბის, აზარ­ტის მო­მენ­ტი იყო.

სპა­გე­ტის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი მან­ქა­ნა

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო - პი­ცე­ბი და პას­ტე­ბი. სხვა­თა შო­რის, გრძე­ლი სპა­გე­ტე­ბის და­სამ­ზა­დე­ბე­ლი მან­ქა­ნა მაქვს და მა­კა­რო­ნი მე თვი­თო­ნაც გა­მი­კე­თე­ბია. კლა­სი­კუ­რი სპა­გე­ტის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ. მა­კა­რო­ნის მო­ხარ­შ­ვი­სას მთა­ვა­რი გახ­ლავთ დრო - არც გა­და­ხარ­შუ­ლი უნ­და იყოს და არც მთლად უმი, ყვე­ლა მა­კა­რონს მო­ხარ­შ­ვის თა­ვი­სი წე­სი აქვს. ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი, რა თქმა უნ­და, სო­უ­სია, რო­მელ­საც სხვა­დას­ხ­ვა არო­მა­ტის­კენ მიჰ­ყავს.

მა­ნა­ნა:

- გას­ტ­როლ­ზე უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ვართ ნამ­ყო­ფი და ბევ­რი ქვეყ­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო გაგ­ვი­სინ­ჯავს. სა­ერ­თოდ, რო­ცა სად­მე მივ­დი­ვართ, ვცდი­ლობ, იქა­უ­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძი გავ­სინ­ჯო. სხვა­თა შო­რის, ლე­ვან­მა კო­რე­ა­ში რვა­ფე­ხა შე­ჭა­მა...

პირ­ში მოკ­ლუ­ლი კო­რე­უ­ლი რვა­ფე­ხა

ლე­ვა­ნი:

- ქუ­ჩა­ში ამ­ზა­დებ­დ­ნენ და საკ­მა­ოდ ძვი­რიც ღირ­და, მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, გავ­სინ­ჯავ-მეთ­ქი. არ ვი­ცო­დი, თუ ცოცხა­ლი რვა­ფე­ხა უნ­და მე­ჭა­მა. კო­რე­ელ­მა ქალ­მა ჩვენ თვალ­წინ ამო­იყ­ვა­ნა აკ­ვა­რი­უ­მი­დან და დაჭ­რა და­იწყო. ვერც ტა­ფა და­ვი­ნა­ხე, ვერც ქვა­ბი, არც ორ­თ­ქ­ლი ამო­დი­ო­და სა­ი­დან­მე და ცო­ტა კი და­ვეჭ­ვ­დი, ცუ­დად მე­ნიშ­ნა, მაგ­რამ... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რვა­ფე­ხას ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა არა აქვს, ამი­ტომ ყვე­ლა ნა­ჭე­რი ცალ-ცალ­კე ცოცხ­ლობს და თა­ვი­სით მოძ­რა­ობს. ეს მოძ­რა­ვი ნა­ჭე­რი რომ მომ­ცა, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ამ კო­რე­ელ­მა ქალ­მა დამ­ცი­ნა­ვად, ორაზ­როვ­ნად გა­მი­ღი­მა და ეს გა­მოწ­ვე­ვად მი­ვი­ღე - თეთ­რ­კა­ნი­ა­ნო, შენ ამას ვერ შე­ჭა­მო და გა­ვი­ფიქ­რე, რომ ამ "ო­ხერ" კო­რე­ელ­თან თა­ვი არ უნ­და შე­ვირ­ცხ­ვი­ნო და ჩე­მი სამ­შობ­ლო ვა­სა­ხე­ლო, თა­ვი არ მო­მეჭ­რას-მეთ­ქი! მოვ­კი­დე ხე­ლი ამ რვა­ფე­ხას და პირ­ში გა­ვი­ქა­ნე! ღე­ჭავ, ღე­ჭავ და კბი­ლე­ბით კლავ! რამ­დე­ნი­მე ნა­ჭე­რი ენის ქვეშ შე­მი­ცოც­და და მოკ­ლედ, დი­დი წა­მე­ბით, მაგ­რამ რო­გორც იქ­ნა, შევ­ჭა­მე! ზუ­რაბ გაგ­ლოშ­ვი­ლიც და­მეხ­მა­რა, 1-2 ნა­ჭე­რი მა­ნაც შე­ჭა­მა, მიხ­ვ­და, რომ აქ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრეს­ტი­ჟის საქ­მე წყდე­ბო­და და ასე გმი­რუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ ეს ამ­ბა­ვი.

- რა­ი­მე სო­უ­სი მა­ინც არ მოჰ­ყ­ვა?

- არა­ფე­რი! ზუს­ტად მა­გას ვამ­ბობ­დი, მა­რი­ლი მა­ინც მა­მაყ­რე­ვი­ნეთ-მეთ­ქი! რა­ღაც სი­მინ­დის ნა­ხარ­ში­ვით წყა­ლი მო­მა­წო­დეს მი­სა­ყო­ლებ­ლად, ისი­ნი ჩა­ის ეძა­ხი­ან.

- ბა­ტო­ნო ლე­ვან, რა­ი­მე კერ­ძის თქვე­ნე­ულ რე­ცეპტს ხომ არ შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებთ?

- გეტყ­ვით. ავი­ღოთ ღო­რის ხორ­ცი და მოგ­რ­ძო ფე­ნე­ბად დავ­ჭ­რათ, რომ­ლე­ბიც თან­და­თა­ნო­ბით ისე უნ­და იკ­ლებ­დეს სიგ­რ­ძე­ში, რომ კო­ნუ­სის ფორ­მა მივ­ცეთ. მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლი ნა­ჭე­რი 20 სმ სიგ­რ­ძის რომ იყოს, მომ­დევ­ნო - 18, 16 და ა.შ. შემ­დეგ, ყვე­ლა ნა­ჭერს შამ­ფუ­რი გა­ვუ­ყა­როთ, მა­რა­ო­სა­ვით იქ­ნე­ბა და ფე­ნებს შო­რის ჩავ­დოთ ნი­ო­რი, წი­წა­კა, პო­მი­დო­რი, ყვე­ლის ნაჭ­რე­ბი, მა­გა­ლი­თად, პარ­მე­ჯა­ნო და რო­ცა მა­ყალ­ზე დნე­ბა, ეს ყვე­ლი ხორ­ცის ნაჭ­რებს ერ­თ­მა­ნეთ­თან აწე­ბებს და ამაგ­რებს. ამ კო­ნუსს რომ შეწ­ვავთ, შე­გიძ­ლი­ათ და­უფ­ქ­ვა­ვი წი­წა­კის მარ­ც­ვ­ლე­ბიც მო­ა­ყა­როთ, კარგ არო­მატს აძ­ლევს. მა­ყალ­ზე გა­და­ატ­რი­ალ-გად­მო­ატ­რი­ა­ლეთ და უგემ­რი­ე­ლე­სია. შამ­ფუ­რებ­ზე აც­მა მთე­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, რთუ­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაოა.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, თქვენ რო­მე­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას გვას­წავ­ლით? ახ­ლა­ხან, "ნი­კო­რას" ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში გი­ხი­ლეთ, სა­დაც მა­თი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, მა­კა­რო­ნის ცი­ვი სა­ლა­თი გა­ა­კე­თეთ, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ იოლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ჩან­და, მი­სი რე­ცეპ­ტი გვითხა­რით და სა­ერ­თოდ, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ, ამ ექ­ს­პე­რი­მენ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- იმი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ "ნი­კო­რას" და­არ­სე­ბის დღი­დან აქ­ტი­უ­რი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი ვარ და მი­სი პრო­დუქ­ცია ოჯახ­ში ძა­ლი­ან მოგ­ვ­წონს, ჯერ ერ­თი იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლია, მე­ო­რეც, ვთვლი, რომ ხა­რის­ხი­ა­ნია და ჩვენ­თ­ვის ფა­სი­თაც მი­სა­ღე­ბია. ახალ-ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას ყო­ველ­თ­ვის თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ და ვა­გე­მოვ­ნებთ ხოლ­მე. მა­კა­რო­ნი ცივ სა­ლათ­ში, რო­მე­ლიც იქ გა­ვა­კე­თე და რო­მე­ლიც ლე­ვანს ძა­ლი­ან უყ­ვარს, სხვა­თა შო­რის, სულ "ნი­კო­რას" ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნე - მოვ­ხარ­შეთ პა­ტა­რა, მრგვა­ლი მა­კა­რო­ნე­ბი და მწყრის კვერ­ცხე­ბი, რო­მელ­საც ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ც­ვე­ლო­ბა და­ბა­ლი აქვს და მავ­ნე­ბე­ლი არ არის, ჩა­ვა­ჭე­რი კიტ­რის მა­რი­ნა­დი, უმი კიტ­რიც შე­გიძ­ლი­ათ გა­მო­ი­ყე­ნოთ, ჰო­ლან­დი­უ­რი (ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხის) ყვე­ლი, "მო­ხარ­შუ­ლი ძეხ­ვის "შაშ­ხის", რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, სი­მინ­დის მარ­ც­ვ­ლე­ბი, მა­ი­ო­ნე­ზი, პო­მი­დო­რი, ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, მწვა­ნე ხახ­ვი, 1-2 კბი­ლი ნი­ო­რიც ჩა­ვაჭყ­ლი­ტე, შა­ვი პილ­პი­ლი, მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით, ბევ­რი არ უნ­და და მშვე­ნი­ე­რი გა­მო­ვი­და. ამ სა­ლა­თის გა­კე­თე­ბის იდეა სი­ონ­ში რომ ვი­ყა­ვით და­სას­ვე­ნებ­ლად, მა­შინ გა­მიჩ­ნ­და, "ნი­კო­რას" პრო­დუქ­ცია შე­ვი­ძი­ნე, და­ნარ­ჩე­ნი, რაც სახ­ლ­ში მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ვა­ყა­რე და ჩე­მებს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ. სა­ერ­თოდ, სა­დი­ლის კე­თე­ბას მე შე­მოქ­მე­დე­ბით ჭრილ­ში აღ­ვიქ­ვამ, რო­ლი­ვი­თაა, იცით, ხან გა­მო­დის, ხან - არა. მეს­მის, რომ ჩვენს ქალ­ბა­ტო­ნებს ჰბეზ­რ­დე­ბათ მუდ­მი­ვად სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი, მაგ­რამ მა­ინც უწევთ და ჯო­ბია, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად იყ­ვ­ნენ გან­წყო­ბილ­ნი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება