Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, უყვართ თუ არა რისკი ცნობილ ქართველებს, არიან თუ არა დაკავებული ექსტრემალური სპორტით. აღმოჩნდა, რომ ცნობილი ქართველების უმეტესობას სიცოცხლე განსაკუთრებით უყვარს და ამიტომ უარს ამბობენ ყველაფერზე, რაც სახიფათოა. ბევრმა მათგანმა ცურვა და თხილამურზე დგომაც კი არ იცის.
ზურა შარია
მსახიობი ზურა შარია ექსტრემალური სპორტის მოყვარულია, დაივინგით არის გატაცებული. დასასვენებლად და სამოგზაურად ზღვისპირა ქალაქებს და ქვეყნებს ირჩევს. ყველაზე კარგად თავს სწორედ წყლის ქვეშ გრძნობს. ხშირად მოგზაურობის გემით, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე ისლანდიამ დატოვა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი იხსენებს, ისლანდიის ზღვაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ვეშაპი ცხოვრობს, რომელსაც თითქმის ყველა ფილმში იღებენ. ამ ვეშაპის სანახავად თავადაც იყო წასული. "ფულს იხდი და გემს შუა ზღვაში ამ ვეშაპის სანახავად და სასეირნოდ გაჰყავხარ, თან ანკესებს გირიგებენ და კამბალაზე თევზაობ. იქ წყალი ისეთი გამჭვირვალეა, ანკესს რომ ჩაუშვებ, მის ბოლოსაც ხედავ. ერთხელ ეს ვეშაპი გაბრაზდა და ნორვეგიაში წავიდა. გემის კაპიტანმა ნორვეგიაში ჩააკითხა და ელაპარაკა – რას მიშვრები, მღუპავ, ბიზნესი მივარდებაო და ვეშაპი ერთ კვირაში მართლა დაბრუნდა. ეს ქვეყანა საოცრებაა! "–იხსენებს მსახიობი. გასამგზავრებლად მომზადებას ზუსტად 15 წუთში ახერხებს, ამბობს, რომ დიდი გამოცდილების მიუხედავად, როცა დაივინგზე მიდის, ხშირად გამოუსადეგი ნივთი უფრო მეტი მიაქვს, რის გამოც საჭირო ნივთების შეძენა უცხოეთში უწევს.
დავით ქაცარავა
დავით ქაცარავას ჯომარდობისადმი სიყვარული ყველასთვის ცნობილია. პირველად 2003 წელს დაეშვა არაგვზე, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ექსტრემალური სპორტი ყველაზე მეტად იზიდავს. შემდეგ ჯომარდობის ფედერაცია ჩამოაყალიბა და სპორტის ამ სახეობას დიდ პოპულარიზაციას უწევს. ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობს, როცა ნავში ზის და სტიქიას ებრძვის. ამბობს, რომ ყველა მდინარეზე დაშვების წინ შიში აქვს, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ამ შიშის გადალახვა სიამოვნებს.
დავით ბაგრატიონი
დავით ბაგრატიონი ავტოსპორტის მოყვარულია. ამ სპორტით ბავშვობიდან არის გატაცებული. დავითის მამა - პრინცი გიორგი ბაგრატიონი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ესპანეთის მრავალგზის ჩემპიონი გახლდათ ავტორბოლის სხვადასხვა კლასში. 12 წლის იყო, როცა პირველად მიიღო მონაწილეობა ავტოკროსში და მეორე ადგილზე გავიდა. 15 წლიანი პაუზის შემდეგ დავითი ავტოსპორტს საქართველოში დაუბრუნდა. რამდენიმე თვის წინ დავითმა ქართულ ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.
ნიკა გრიგოლია
ნიკა გრიგოლიას მოტოსპორტით გატაცების ამბავი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იუმორისტმა ჯვარიც მოტოციკლეტით დაიწერა. 2009 წელს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. იმის მიუხედავად, რომ კარგად მართავს მოტოციკლეტს, რამდენჯერმე დაშავებულა კიდეც, თუმცა სერიოზული დაზიანებები არასდროს მიუღია.
თამარ ბოჭორიშვილი