ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ რამდენიმე მოსამართლე ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა

ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ რამდენიმე მოსამართლე ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა

გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი, რომ რამდენიმე მოსამართლე ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, ბათუმის ცენტრში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ არსებითი რეფორმები გაატარა მართლმსაჯულების სისტემაში – ამის შედეგად დღეს უკვე სასამართლო თანდათან იბრუნებს ქართული ხალხის ნდობას.

"რა თქმა უნდა მე არ მაქვს ილუზიები, რომ იქ ყველაფერი იდეალურად არის. ჯერ კიდევ გვაქვს ლეგიტიმური ეჭვი და საფუძველი ვიფიქროთ, რომ რამდენიმე მოსამართლე ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი და ჯერ კიდევ რამდენიმე მოსამართლე არის გარკვეული გავლენის ქვეშ ყოფილი ხელისუფლების, მაგრამ, მე მჯერა, რომ ძალიან მალე ეს რამდენიმე მოსამართლეც მიხვდება, რომ მათ აქვთ უნიკალური შანსი, გახდნენ თავისუფალნი და ჩადგნენ საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის სამსახურში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ წლების განმავლობაში საკუთარ თავზე იწვნია, რას ნიშნავს, როცა მოსამართლე არ არის თავისუფალი და ამას კონკრეტული ადამიანების ბედი ეწირება. პრემიერის განცხადებით, საქმეების 99% გამამტყუნებელი განაჩენით სრულდებოდა და არანაირი აზრი გასაჩივრებას არ ჰქონდა.

"ადამიანის ბედი არავის აღელვებდა. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსამართლეები არიან თავისუფალი ხელისუფლების ზეწოლისაგან და ეს არის ყველასთავის ცხადი, ხელშესახები. ეს მოსამართლეებმა თავად იციან ყველაზე კარგად. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შექმნა ის სისტემა, რადგან მხოლოდ შანტაჟითა და დაშინებით შეეძლოთ უკონტროლო ძალაუფლებისა და ფუფუნებაში ცხოვრების შენარჩუნება. აი, ასეთი რეჟიმი დავამთავრეთ ჩვენ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ვეღარავინ გაბედოს და ვეღარავინ აკადროს ჩვენს ხალხს, რომ ეს ანომალია აღარასოდეს განმეორდეს", - დასძინა მან.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა