"ვიყავი საბურთალოს ქუჩაზე სახინკლეში, ჩვეულებრივ სახინკლეებს არ ჰგავს, უფრო დახვეწილია" - გვანცა ჯაფარიძის გემომეტრი

"ვიყავი საბურთალოს ქუჩაზე სახინკლეში, ჩვეულებრივ სახინკლეებს არ ჰგავს, უფრო დახვეწილია" - გვანცა ჯაფარიძის გემომეტრი

ჩვენი რუბრიკის სტუმრები გვანცა ჯაფარიძე და ირაკლი გაფრინდაშვილი გეტყვიან, რომელ სუპერმარკეტებს სტუმრობენ ყველაზე ხშირად პროდუქტების შესაძენად და ასევე გაგვიმხელენ, რის მიხედვით არჩევენ სადილ-ვახშმისთვის ამა თუ იმ კაფესა და რესტორანს.

- ძირითადად ''იოლსა''და ''კარფურში''დავდივარ, ყველაზე ხშირად კი მაინც ''კარფურს''ვსტუმრობ, რადგან ჩემთან ძალიან ახლოსაა, თან პროდუქტის ხარისხიც და მომსახურებაც დამაკმაყოფილებელია. პრინციპში იმავეს თქმა შემიძლია ''იოლზე'', განსაკუთრებულად ''იოლის''ბუტერბროდები მომწონს.

- ხორცპროდუქტებისა და ძეხვეულისთვის რომელ მაღაზიებს სტუმრობ?

- ''შინჰოფერს'', რადგან სამსახურთან ახლოსაა, თუმცა ''ნიკორასაც''ძალიან ხშირად ვსტუმრობ.

- მეგობრებს ამოჩემებული კვების ობიექტი თუ გაქვთ?

- კი. ცოტა ხნის წინ ბეთლემის ქუჩაზე გაიხსნა ''არტკაფე'', რომელიც განტვირთვის კარგი საშუალებაა და სამზარეულოც გემრიელი აქვთ, ინტერიერითაც გამორჩეულია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ტრადიციული ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად რომელ კვების ობიექტს არჩევ?

- სხვათა შორის, გუშინ ვიყავი საბურთალოს ქუჩაზე ახლახან გახსნილ სახინკლეში, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, არ მახსოვს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივ სახინკლეებს არ ჰგავს, უფრო დახვეწილია, ინტერიერიც გამორჩეულია. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ''ეიჩ ბი'', ''მასპინძელოს''ქაბაბზე ვგიჟდები, ''მაჭახელაში''აღარ დავდივარ, რადგან ადგილი არასდროს არ არის.

- რჩევა გვანცასგან მკითხველს, სად ამზადებენ შენთვის გამორჩეული კერძს გემრიელად?

- ''კაფე დე ფრანსში''არის ძალიან გემრიელი სპაგეტი ''კარბონარა'', ასეთი გემრიელი სპაგეტი, მგონი, მართლა არ არსებობს და ვურჩევ თქვენს მკითხველს, დააგემოვნოს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება