პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი
 რიჩარდ ნორლანდი - როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი

რო­დე­საც ვხე­დავთ კან­დი­დატს და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხით, მო­დის ინ­ფორ­მა­ცია და­ში­ნე­ბის შე­სა­ხებ ან აგ­რე­სია სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მუ­შა­კის მი­მართ, ეს არ არის ნამ­დვი­ლად კარ­გი ნი­შა­ნი, რო­გორც სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თვის, ასე­ვე ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რეს­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

ნორ­ლან­დის აზ­რით, ჯერ ად­რეა იმის თქმა, რომ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო ცუ­დია ან გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი. "პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, თა­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი და წევ­რე­ბი უნდა აგ­ზავ­ნიდ­ნენ სიგ­ნალს თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის­თვის. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ­ჩევ­ნე­ბი არის ის არ­ჩევ­ნე­ბი, რომ­ლის მო­სა­გე­ბა­დაც იბ­რძვი­ან, მაგ­რამ ამა­ვე დროს ძა­ლა­დო­ბას, და­ში­ნე­ბას, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებ­ზე გარ­კვე­ულ ზე­წო­ლას არ აქვს გა­მარ­თლე­ბა. ასე­თი გზავ­ნი­ლი უნდა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ად­რეა იმის თქმა, რომ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო ცუდი ან გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია, მაგ­რამ ამა­ვე დროს, რო­დე­საც ვხე­დავთ კან­დი­დატს და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხით, მო­დის ინ­ფორ­მა­ცია და­ში­ნე­ბის შე­სა­ხებ ან აგ­რე­სია სა­არ­ჩე­ნო კო­მი­სი­ის მუ­შა­კის მი­მართ, ეს არ არის ნამ­დვი­ლად კარ­გი ნი­შა­ნი, რო­გორც თა­ვად სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს­თვის, ისე ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა ზუს­ტი სიგ­ნა­ლი გა­უგ­ზავ­ნონ თა­ვი­ანთ წევ­რებს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კეთ­დე­ბა კი­დეც გან­ცხა­დე­ბე­ბი. კახა კა­ლა­ძემ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ ემ­ხრო­ბა ასეთ მიდ­გო­მებს და ეს იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი გზავ­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ უნდა ჩა­ე­რი­ონ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში. არ ვამ­ბობთ ნამ­დვი­ლად იმას, რომ უა­რე­სად არის სი­ტუ­ა­ცია, ვიდ­რე წინა არ­ჩევ­ნებ­ზე იყო, მაგ­რამ ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი იწ­ვევს შეშ­ფო­თე­ბას იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვი­საც აღელ­ვებს სა­ქარ­თვე­ლო", - გა­ნა­ცხა­და რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

ელჩი აშშ-ის სა­ელ­ჩოს მიერ გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, 15 ივ­ნი­სის არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის, რო­გო­რიც იყო გა­სუ­ლი ორი არ­ჩევ­ნე­ბი. "ეს გან­ცხა­დე­ბა ასა­ხავ­და იმ მზარდ შეშ­ფო­თე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა იმ რისკს, რომ­ლის წი­ნა­შეც შე­საძ­ლოა დად­გეს სა­ქარ­თვე­ლო, თუ არ ექ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მან და­ამ­კვიდ­რა ორი უკა­ნას­კნე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დროს. სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში, მათ შო­რის ჩვენც და ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, ვინც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ არი­ან უკა­ნას­კნე­ლი ორი არ­ჩევ­ნე­ბით, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის სტან­დარ­ტი არ დად­გე­ბა საფრ­თხის ქვეშ და კვლავ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა და დას­ძი­ნა, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ნი­დერ­ლან­დე­ბი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო­ე­ბი ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და ერ­თობ­ლი­ვი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ით იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რიჩარდ ნორლანდი - როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი

 რიჩარდ ნორლანდი - როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, ეს ნამდვილად არ არის კარგი ნიშანი

როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, მოდის ინფორმაცია დაშინების შესახებ ან აგრესია საარჩევნო კომისიის მუშაკის მიმართ, ეს არ არის ნამდვილად კარგი ნიშანი, როგორც საარჩევნო გარემოსთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ნორლანდის აზრით, ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ საარჩევნო გარემო ცუდია ან გაუარესებული. "პოლიტიკური თვალსაზრისით, თავად პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წევრები უნდა აგზავნიდნენ სიგნალს თავისი მხარდამჭერებისთვის. რასაკვირველია, ეს არჩევნები არის ის არჩევნები, რომლის მოსაგებადაც იბრძვიან, მაგრამ ამავე დროს ძალადობას, დაშინებას, საარჩევნო კომისიის წევრებზე გარკვეულ ზეწოლას არ აქვს გამართლება. ასეთი გზავნილი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიებისგან, რომ ეს ყველაფერი იყოს შესრულებული. ადრეა იმის თქმა, რომ საარჩევნო გარემო ცუდი ან გაუარესებულია, მაგრამ ამავე დროს, როდესაც ვხედავთ კანდიდატს დასისხლიანებული სახით, მოდის ინფორმაცია დაშინების შესახებ ან აგრესია საარჩენო კომისიის მუშაკის მიმართ, ეს არ არის ნამდვილად კარგი ნიშანი, როგორც თავად საარჩევნო გარემოსთვის, ისე ზოგადად საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა ზუსტი სიგნალი გაუგზავნონ თავიანთ წევრებს. ამასთან დაკავშირებით კეთდება კიდეც განცხადებები. კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ "ქართული ოცნება" არ ემხრობა ასეთ მიდგომებს და ეს იყო "ქართული ოცნების" წევრების მიმართ გაკეთებული სერიოზული გზავნილი. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, რომ პოლიციელები არ უნდა ჩაერიონ საარჩევნო პროცესში. არ ვამბობთ ნამდვილად იმას, რომ უარესად არის სიტუაცია, ვიდრე წინა არჩევნებზე იყო, მაგრამ ასეთი ინციდენტები იწვევს შეშფოთებას იმ ადამიანებში, ვისაც აღელვებს საქართველო", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩი აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი იმედოვნებენ, 15 ივნისის არჩევნები იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტის, როგორიც იყო გასული ორი არჩევნები. "ეს განცხადება ასახავდა იმ მზარდ შეშფოთებას საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებში, რომლებიც ეხება იმ რისკს, რომლის წინაშეც შესაძლოა დადგეს საქართველო, თუ არ ექნება დაკმაყოფილებული ის მაღალი სტანდარტები, რომელიც მან დაამკვიდრა ორი უკანასკნელი არჩევნების დროს. საქართველოს მეგობრები საერთაშორისო თანამეგობრობაში, მათ შორის ჩვენც და ის ადამიანებიც, ვინც დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან უკანასკნელი ორი არჩევნებით, ვიმედოვნებთ, რომ ამ არჩევნების სტანდარტი არ დადგება საფრთხის ქვეშ და კვლავ მაღალი სტანდარტის არჩევნები ჩატარდება", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა და დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები ითანამშრომლებენ ამ არჩევნებზე და ერთობლივი სადამკვირვებლო მისიით იქნებიან წარმოდგენილნი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა