პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეთ სექსუალური პრობლემების შესახებ - სექსოლოგის რჩევები
რა უნდა იცოდეთ სექსუალური პრობლემების შესახებ - სექსოლოგის რჩევები

ადა­მი­ა­ნის სექ­სუ­ა­ლუ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­ის დარ­ღვე­ვა ბევრ პრობ­ლე­მას ქმნის, დარ­ღვე­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს, რო­გორც თან­და­ყო­ლი­ლი, ასე­ვე შე­ძე­ნი­ლი. წყვი­ლებს შო­რის სექ­სუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებს შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი ჰქონ­დეს, ამ პრობ­ლე­მებ­ზე და მათი გა­დაჭ­რის გზებ­ზე სექ­სო­ლო­გი გია ბე­როშ­ვი­ლი გე­სა­უბ­რე­ბათ.

მარი:

მი­ჭირს ორ­გაზ­მის გან­ცდა. დიდი დრო მჭირ­დე­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად, ჩემს პარტნი­ორს კი ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია აქვს, თან მა­წუ­ხებს სიმ­შრა­ლე ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­სას. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ვაგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მე­ბი?

-ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მი საკ­მა­ოდ რთუ­ლი ფე­ნო­მე­ნი და მსოფ­ლიო სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, 30-40% ორ­გაზმს გა­ნიც­დის რთუ­ლად. გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტი, კი სა­ერ­თოდ ვერ აღ­წევს, მთე­ლი თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. მი­თუ­მე­ტეს თუ თქვენს მე­უღ­ლეს, აქვს ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია, ერთ-ერთი მი­ზე­ზია შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ სქე­სობ­რი­ვი აქტი მთავ­რდე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ქალი მი­აღ­წევს სი­ა­მოვ­ნე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­სურ­ვე­ლია გა­ვე­სა­უბ­როდ თქვენს მე­უღ­ლეს, გა­ვერ­კვეთ პრობ­ლე­მა­ში და მისი აქ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბის გაზ­რდით, ეს პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს. გარ­და ამი­სა თქვენ­თან არის სიმ­შრა­ლეც, ანუ რუბ­რი­კა­ცია არ ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ გი­ნე­კო­ლოგს.

თენ­გო:

რას გვირ­ჩევ­დით ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში მკვეთ­რად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

-პირ­ველ რიგ­ში გირ­ჩევთ მი­მარ­თოთ ექიმს. მკვეთ­რად დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი პო­ტენ­ცია კი არის, მაგ­რამ, ობი­ექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა ამის შე­მოწ­მე­ბა, - რე­ა­ლუ­რად არის აქ პო­ტენ­ცია დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი და აქვს რა­ი­მე სხე­უ­ლებ­რი­ვი მი­ზე­ზი, თუ ეს მხო­ლოდ ფსი­ქო­გე­ნუ­რია. გა­აჩ­ნია პა­ცი­ენ­ტის ასაკ­საც. ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში უფრო ფსი­ქო­ლო­გე­ნუ­რი ჭარ­ბობს, მო­წი­ფულს ასაკ­ში, უფრო სხე­უ­ლებ­რი­ვი და ორ­გა­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ზი­ტი ექიმ-სექ­სო­ლოგ­თან. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში რთუ­ლია რა­ი­მე დი­აგ­ნო­ზის ასე დას­მა.

მკი­თხვე­ლი:

ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია მა­წუ­ხებს და ამას­თა­ნა­ვე ეა­კუ­ლა­ცი­ის შემ­დეგ მი­უ­ხე­და­ვად აღ­გზნე­ბი­სა, სექ­სის სურ­ვი­ლი აღარ მაქვს. ხომ ვერ მე­ტყვით კონ­კრე­ტულ პრე­პა­რა­ტებს რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ პრობ­ლე­მას გა­დაჭ­რა?

-ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია თა­ვი­სი სიხ­ში­რით მე­ო­რე ად­გილ­ზე დგას, ერექ­ცი­ის დის­ფუნ­ქცი­ის შემ­დეგ. მისი მი­ზე­ზიც არის ასე­ვე ორგვა­რი. ფსი­ქო­გე­ნუ­რი და სხე­უ­ლებ­რი­ვი ანუ ოგა­ნუ­ლი. აქაც უნდა მოხ­დეს აუ­ცი­ლებ­ლად დი­ფე­რენ­ცი­ა­ცია, სა­ი­დან მო­დის, რა­ტომ. თა­ვი­დან­ვე იყო პრობ­ლე­მა თუ რა­ტომ დაჩ­ქარ­და პრო­ცე­სი. წამ­ლის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან არ გა­მო­ვი­დეს რეკ­ლა­მა. ისე, რა თქმა უნდა არ­სე­ბობს პრე­პა­რა­ტე­ბი, რო­გორც აბე­ბი, ასე­ვე მა­ლა­მო­ე­ბი, გე­ლე­ბი, სპრეი, რო­მე­ლის მგძნო­ბე­ლო­ბას აქ­ვე­ი­თებს, მაგ­რამ ეს არის მხო­ლოდ სიმპტო­მუ­რი ტი­პის მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში ახან­გრძლი­ვებს აქტს. რაც შე­ე­ხე­ბა გა­დაჭ­რის გზებს, ზო­გა­დად პრობლმა ამით არ წყდე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია დად­გინ­დეს მი­ზე­ზი, რამ გა­მო­იწ­ვია დარ­ღვე­ვა და არა ავად­მყო­ფო­ბა. ჩვენ სფე­რო­ში ავად­მყო­ფო­ბას ერექ­ცი­ულ დის­ფუნ­ქცი­ა­საც აღარ ეძა­ხი­ან და მი­თუ­მე­ტეს ნა­ად­რევ ეა­კუ­ლა­ცი­ას. ეს არის გა­მოწ­ვე­უ­ლი სხვა რა­ღაც დარ­ღვე­ვით, რო­მელ­მაც დათ­რგუ­ნა სქე­სობ­რი­ვი ფუნ­ქცია.

გი­ორ­გი:

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა?

-სექ­სუ­ა­ლუ­რი აქ­ტის გა­ხან­გრძლი­ვე­ბის­თვის არ­სე­ბობს სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბი და ასე­ვე სექსთე­რა­პი­უ­ლი მე­თო­დე­ბიც. სექსთე­რა­პი­უ­ლი მე­თო­დე­ბის ათ­ვი­სე­ბა შე­იც­ლე­ბა ექიმ-სექ­სო­ლოგ­თან, გარ­და ამი­სა დღეს მარ­ტი­ვია მისი მო­ძი­ე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში და ამის სა­შუ­ა­ლე­ბით დას­წავ­ლა. ასე­ვე არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცი­ის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას. იყ­ვნენ ასე­თი მეც­ნი­ე­რე­ბი - მას­ტე­რი და ჯონ­სო­ნი, რომ­ლებ­მაც მთე­ლი რიგი წიგ­ნე­ბი მი­უ­ძღვნეს ამ პრობ­ლე­მა. მაგ­რამ, იქ არის სექსთე­რა­პი­უ­ლი მე­თო­დე­ბი, რომ­ლის ახ­სნაც ასე, ცოტა რთუ­ლია. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვად წყვი­ლი მო­ვი­დეს, რად­გან ცალ-ცალ­კე მა­თა­თან მუ­შა­ო­ბა არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.

თამ­თა:

2 წელი გა­თხო­ვი­ლი ვარ და სექ­სის დროს სა­ერ­თოდ ვე­რა­ფერს ვერ ვგრძნობ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მი­ზე­ზი და თუ იკურ­ნე­ბა ეს პრობ­ლე­მა?

-მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამე იყოს. "ვე­რა­ფერს ვერ ვგრძნობ" ეს ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. ან ანორ­გაზ­მია გაქვთ, ან დის­პა­რი­უ­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი ხართ ამის გამო სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის მი­მართ. კარ­გია, როცა ასეთ კი­თხვას სვამთ, მაგ­რამ რა­ტომ გე­რი­დე­ბათ, არ მი­დი­ხართ ექიმ­თან? ეს ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც თქვენ გა­წუ­ხებთ, სპე­ცი­ა­ლის­ტმა შე­ა­ფა­სოს. შე­სა­ბა­მი­სად მკურ­ნა­ლო­ბა­საც ადეკ­ვა­ტურს და­ნიშ­ნავს, რად­გან ფრი­გი­დუ­ლო­ბა, იგი­ვე სქე­სობ­რი­ვი სი­ცი­ვე და "არაფ­რის გრძნო­ბა" სექ­სის დროს, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ზარ­დოს შფოთვით აშ­ლი­ლო­ბა­ში, იგი­ვე ნერ­ვოზ­ში.

გიგა:

მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს აქვს თუ არა ვაჟს ფი­მო­ზი? თუ სა­ო­პე­რა­ცი­ოა, რო­დის სჯო­ბია ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და რამ­დე­ნი ხანი სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას? ასე­ვე მა­ინ­ტე­რე­სებს რამე ნაკ­ლი ხომ არ აქვთ წინ­დაც­ვე­თილ მა­მა­კა­ცებს?

-ფი­მო­ზის არ­სე­ბო­ბა დგინ­დე­ბა და­ბა­დე­ბი­დან­ვე. რო­დე­საც ბავ­შვი იბა­დე­ბა, მა­შინ­ვე მოწ­მდე­ბა მისი ასოს თავ­ზე გა­და­დის თუ არა კანი თა­ვი­სუფ­ლად. ძა­ლი­ან ხშირ შემ­თხვე­ვებ­ში ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბი ამ პრობ­ლე­მას ყმაწ­ვი­ლო­ბი­დან­ვე აგ­ვა­რე­ბენ. მი­ყავთ ექიმ­თან და თუ ჩუჩა გრძე­ლი, ხდე­ბა მისი გა­და­წე­ვა, ჩაჭ­რა ან სხვა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი, რომ­ლი­თაც ეს პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვად გვარ­დე­ბა. მაგ­რამ თუ უკვე არ­სე­ბობს ფი­მო­ზი და მან ხელი შე­უ­შა­ლა სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა­ში, რაც ძი­რი­თა­დად ტკი­ვილ­ში იხა­ტე­ბა, ხდე­ბა ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა. რად­გან, ასაკ­ში რო­დე­საც ასოს ზრდა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მა­ლა­მო­ებს და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს უკვე ეფექ­ტი აღარ აქვს.

მკი­თხვე­ლი:

რო­დე­საც მა­მა­კაცს აქვს სექ­სუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა, ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­ნიც­დის ორ­გაზმს და დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ მი­აღ­წი­ოს ერექ­ცი­ას, იქ­ნებ გვი­თხათ რა არის ამის მი­ზე­ზი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვას­წო­როთ ეს პრობ­ლე­მა?

-მი­ზე­ზი არის ძა­ლი­ან ბევ­რი, ამი­ტომ ჯერ უნდა დად­გინ­დეს მი­ზე­ზი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე აქ­ტის და­წყე­ბას, რო­დე­საც მა­მა­კა­ცი მი­აღ­წევს ორ­გაზმს და იქ­ნე­ბა ეა­კუ­ლა­ცია, შემ­დეგ დგე­ბა რეფ­რექ­ტე­ლუ­რი ფაზა, რომ­ლის დრო­საც მა­მა­კა­ცი ხდე­ბა ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი სექ­სის მი­მართ. მან უნდა და­ის­ვე­ნოს. ჭა­ბუ­კო­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა ჭა­ბუ­კუ­რი ჰი­პერ­სექ­სუ­ა­ლიზ­მია, რეფ­რექ­ტი­უ­ლი პე­რი­ო­დი მცი­რეა და შე­უძ­ლია პირ­და­პირ გა­აგ­რძე­ლოს მე­ო­რე სქე­სობ­რი­ვი აქტი. ხოლო, როცა მა­მა­კა­ცი ასაკ­ში შე­დის, ეს პე­რი­ო­დიც შე­სა­ბა­მი­სად ხან­გრძლივ­დე­ბა. ამი­ტომ თუ ერთი ეა­კუ­ლა­ცი­ის შემ­დეგ 10-15 წუთ­ში მე­ო­რე აქტი ვერ და­ი­წყო, სა­გან­გა­შო და სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რია. ცოტა ხანი შე­ის­ვე­ნოს, და­კავ­დეს სხვა საქ­მით, უბ­რა­ლოდ ალერ­სით მე­უღ­ლეს­თან და შემ­დეგ ერექ­ცია გან­მე­ორ­დე­ბა. თუმ­ცა, თუ ეს პე­რი­ო­დი გრძელ­დე­ბა სა­ა­თო­ბით, და აუ­ცი­ლე­ბე­ლია აქ ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც (50 წლის მა­მა­კაცს, სა­ათ­ნა­ხე­ვა­რი, ორი სა­ა­თი მა­ინც სჭირ­დე­ბა მი­ნი­მუმ) , მა­შინ სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

ლიკა:

ვარ 4 წლის გა­თხო­ვი­ლი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მე­უღ­ლე, სექ­სის დროს ვერ გან­ვიც­დი ორ­გაზმს, ჩემი მე­უღ­ლე ვერ ხვდე­ბა ამას, ვერც მე ვე­უბ­ნე­ბი. არ მინ­და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­ვუ­ლა­ხო, არა­და სექ­სი ჩემ­თვის აუ­ტა­ნე­ლი გახ­და. ეს ამ­ბა­ვი ჩემი ბრა­ლია თუ მე­უღ­ლის, თუ ორი­ვე­სი ერ­თად და სად ვი­პო­ვო გა­მო­სა­ვა­ლი?

-აქ გა­სარ­კვე­ვია ის, ვისი ბრა­ლია, იქ­ნებ მე­უღ­ლის, რად­გან იყოს ნად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია. ან და­ბა­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რა. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­მოც­დი­ლია, ის რა­ღაც­ნა­ი­რად ახერ­ხებს, რომ მე­უღ­ლეს ორ­გაზ­მი მი­აღ­წე­ვი­ნოს. მაგ­რამ, თუ გვაქვს ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია, თუ არა­საკ­მა­რი­სი ერექ­ცი­აა, თუ მან არ იცის ლო­გინ­ში მოქ­ცე­ვა და ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ხში­რია, მი­თუ­მე­ტეს ეს შემ­თხვე­ვა, - ოთხი წლის გა­თხო­ვი­ლი და ახლა რომ სვამს ამ კი­თხვას, ცოტა რთუ­ლია. ამი­ტომ მე ვურ­ჩევ და­ა­ყე­ნოს ეს პრობ­ლე­მა სახ­ლში და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მი­ვი­დეს ექიმ­თან, რო­მე­ლიც და­აკ­ვა­ლი­ა­ნებს, თუ რო­გორ მოგ­ვარ­დეს ეს პრობ­ლე­მა.

მაკა:

სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის დროს ხში­რად მაქვს ტკი­ვი­ლი. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ამის მი­ზე­ზი და რას გვირ­ჩევთ?

-ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს თა­ვად გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის, ანუ ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია გი­ნე­კო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. პირ­ველ რიგ­ში უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს დარ­ღვე­ვე­ბი და შემ­დეგ ჩერ­თოს სექ­სო­ლო­გი. ტკი­ვი­ლი შე­იჩლე­ბა იყოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რიც, მა­შინ როცა არ­სე­ბობს პარტნი­ო­რის მი­უ­ღებ­ლო­ბა. ეს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­საც აჩენს სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დროს. შე­სა­ბა­მი­სად ქალი, რო­მე­ლიც ამა­ზე ფიქ­რობს, ვერ ახ­დენს რუბ­რი­კა­ცი­ას , არ გა­მო­ი­ყო­ფა სა­ცხი ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც აად­ვი­ლებს აქტს და წარ­მო­ი­შო­ბა სიმ­შრა­ლე. ამი­ტომ ასე­თი დი­კომ­ფორ­ტი ახ­ლავს ასეთ აქტს. ასე, რომ პირ­ველ რიგ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია დათ­ვა­ლი­ერ­დეს გი­ნე­კო­ლო­გის მიერ და გა­მო­ი­რი­ცხოს ორ­გა­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

მკი­თხვე­ლი:

რისი ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ ერთი სა­თეს­ლე ჯირ­კვლის ქონა 15 წლის ასაკ­ში. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ეს და არის თუ არა სა­ში­ში?

-მა­მა­კაცს აქვს ორი სა­თეს­ლე ჯირ­კვა­ლი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა და­ბა­დე­ბი­დან­ვე ერთი სა­თეს­ლე ჯირ­კვა­ლი არ არ­სე­ბობ­დეს. მე­დი­ცი­ნა­ში არის აღ­წე­რი­ლი ასე­ვე სამი სა­თეს­ლე ჯირ­კვა­ლის არ­სე­ბო­ბაც. ამ შემ­თხვე­ვა­ში, კი პირ­ველ რიგ­ში ყუ­რა­დღე­ბით უნდა მო­ი­ძებ­ნოს ჯირ­კვა­ლი, იყო და არ ჩა­მო­ვი­და სა­თეს­ლე პარკში, თუ არ ჩა­მო­ყა­ლიბ­და თა­ვი­დან­ვე, მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. ეს გა­მო­იკ­ვლე­ვა ეხოს­კო­პი­ით და დღეს არ წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა კრიპ­ტორ­ხიზ­მი, ანუ ერთი სა­თეს­ლე ჯირ­კვლის არ არ­სე­ბო­ბა, ან მო­ნორ­ხიზ­მი, - ერთი სა­თეს­ლე ჯირ­კვა­ლი არაა ჩა­მო­სუ­ლი პარკში და დარ­ჩე­ნი­ლია მუც­ლის ღრუ­ში, მა­შინ ეს აუ­ცი­ლებ­ლად სა­ყუ­რა­დღე­ბოა. მე არ ვა­ში­ნებ არა­ვის, თუმ­ცა სა­თეს­ლე ჯირ­კვლის სიმ­სივ­ნე­ე­ბი არის ყვე­ლა­ზე ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და ამი­ტომ, თუ გა­მოკ­ვლე­ვებ­მა და­ად­გი­ნა, რომ სა­ხე­ზე გვაქვს მო­ნორ­ხიზ­მი, ოპე­რა­ცია კეთ­დე­ბა და მუც­ლის ღრუ­დან ჩა­მო­დის სა­თეს­ლე პარკში, ან უნდა მო­ცილ­დეს. ასე­ვე და­ვა­მა­ტებ, რომ ერთი სა­თეს­ლე ჯირ­კვა­ლის არ­სე­ბო­ბა არ უშ­ლის ხელს შვი­ლოს­ნო­ბას.

2) ვარ 18 წლის. სექ­სი ჯერ არ მქო­ნია. მას­ტურ­ბა­ცი­ა­საც გან­ვიც­დი, ეა­კუ­ლა­ცი­ა­საც, მაგ­რამ მა­გა­რი არ არის. რას მირ­ჩევთ სა­ში­შია? შე­საძ­ლე­ბე­ლია ქალ­თან ვერ და­ვამ­ყა­რო სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა?

-მას­ტურ­ბა­ცი­ის დროს სა­ერ­თოდ ერექ­ცია უნდა იყოს სრუ­ლი. მაგ­რამ, როცა ექ­ნე­ბა აქტი, ექ­ნე­ბა სრუ­ლი ერ­ქცია თუ არა, ამას ვერ ვი­ტყვით. შე­იძ­ლე­ბა, რომ რა­ღა­ცა მი­ზე­ზი არ­სე­ბობ­დეს თან­და­ყო­ლი­ლი, რო­მელ­მაც ასოს სი­მაგ­რის დაქ­ვე­ი­თე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ზო­გა­დად ასე­თი შე­ფა­სე­ბა, რომ "მას­ტურ­ბა­ცი­ის დროს ასო არ არის მა­გა­რი" ცოტა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, რად­გან ეს ხომ არ არის სრულ­ყო­ფი­ლი სქე­სობ­რი­ვი აქტი. ესაა სუ­რო­გა­ტუ­ლი, ფან­ტა­ზი­ებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ეა­კუ­ლა­ცია. ამი­ტომ გა­დაჭ­რით ვერ ვი­ტყვი, ამ ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა თუ არა პრობ­ლე­მე­ბი მო­მა­ვალ­ში. რო­გორც ასე­თი სა­ში­ში და სა­გან­გა­შო არა­ფე­რი არ არის, თუმ­ცა 18 წლის ახალ­გაზ­რდას, უნდა ჰქო­დეს უკვე გარ­კვე­უ­ლი ტი­პის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ასე, მას­ტურ­ბა­ცი­ით შე­ფა­სე­ბა სქე­სობ­რი­ვი ფუნ­ქი­ის, ცოტა რთუ­ლია. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც ერექ­ცია უნდ აი­ყოს სრუ­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობ­დეს პრობ­ლე­მა.

ნანა:

რო­გორ ვლინ­დე­ბა ქა­ლის სექ­სუ­ა­ლო­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ლტოლ­ვა, აღ­გზნე­ბის უნა­რი?

-თუ იმა­ზეა სა­უ­ბა­რი, თუ რა ეტა­პებს გა­დის ქალი სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბამ­დე, ეს სხვა საქ­მეა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოვ­ლი­ნე­ბას, ის ვლინ­დე­ბა სექ­სის დროს. აგ­ზნე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნია ასე­ვე რუბ­რი­კა­ცია. რო­დე­საც ქა­ლის გე­ნი­ტა­ლი­ე­ბი­დან ხდე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­ცხის (რუბ­რი­კან­ტის) გა­მო­ყო­ფა. გარ­და ამი­სა ხდე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის ოდ­ნავ შე­მაგ­რე­ბაც, სა­ხე­ზე შე­წით­ლე­ბა, შე­ფაკ­ვლა და ა.შ.

ლალი:

ვა­გი­ნიზმს სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შიშს ეძა­ხი­ან. რა უდევს სა­ფუძ­ვლად ამ შიშს და რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?

-სა­ფუძ­ვლად უდევს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი. ეს ძა­ლი­ან ხში­რად არ გვხვდე­ბა თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღი­ზარ­და გო­გო­ნა, რა ინ­ფორ­მა­ცია აქვს სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი, თვლის თუ არა მას ცოდ­ვად, ეში­ნია თუ არა ტკი­ვი­ლის და ა.შ. ორ­გა­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქ არა­ფერ შუ­ა­შია, ეს არის სუფ­თა ქვეც­ნო­ბი­ე­რი შიში სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი­სა. შე­საძ­ლოა ვი­ღა­ცამ უთხრა, რომ სექ­სი სა­ში­ნე­ლე­ბაა და რომ ტკი­ვილს იწ­ვევს, ბევრ სის­ხლს და­კარ­გავს, შე­სა­ბა­მი­სად ამ შემ­თხვე­ვა­ში ქალი აქტს აკავ­ში­რებს ძა­ლა­დო­ბას­თან და ვდგე­ბით ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე.

ნა­თია:

რას ურ­ჩევთ ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ამ­ჟა­მად მარ­ტო ცხოვ­რო­ბენ, აი­სა­ხე­ბა თუ არ მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე უა­რის თქმა?

-სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, რო­გორც მა­მა­კა­ცის­თვის, ასე­ვე ქა­ლის­თვის, არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ადა­მი­ანს ისე­ვე, რო­გორც აქვს შიმ­ში­ლის, წყურ­ვი­ლის გრძნო­ბა, ასე­ვე რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, მას უნ­დე­ბა სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბაც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თვი­თონ­ვე გა­ა­კე­თონ დას­კვნე­ბი, სა­ჭი­როა თუ არა. სა­სურ­ვე­ლი, რომ სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გქონ­დეთ, ვიდ­რე არ გქონ­დეთ, რად­გან სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით (და არა სხვა სფე­რო­ე­ბის შე­ფა­სებთ) იწ­ვევს გარ­კვე­ულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებს.

ბექა:

წყვი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დროს, აქვს თუ არა ტემ­პე­რა­მენ­ტის­თვის გან­მსა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ეთ­ნი­კურ ფაქ­ტორს?

-ძა­ლი­ან სა­დაო თე­მაა და ჯერ კი­დევ არაა გა­და­წყვე­ტი­ლი სამ­ხრე­თე­ლი მა­მა­კა­ცი უფრო ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნია თუ ჩრდი­ლო­ე­ლი. ასე, რომ რა­ღაც ეთ­ნი­კურ ფაქ­ტორს არ აქვს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა. ის, რომ ზან­გე­ბი უფრო პო­ტენ­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე კა­ნა­დე­ლე­ბი ან ეს­კი­მო­სე­ბი, ამის თქმა გა­დაჭ­რით არ შე­იძ­ლე­ბა. შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ სამ­ხრე­თე­ლე­ბი უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხი ვართ, უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი, ად­ვი­ლად მივ­მარ­თათ ფლირტს, იო­ლად გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით სა­პი­რის­პი­რო სქესს. ჩრდი­ლო­ლე­ბი, კი უფრო შე­ბო­ჭი­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე ამის ასახ­ვას, მე ვფიქ­რობ, რომ ტემ­პე­რა­მენ­ტი არა­ფერ შუ­ა­შია.

გიო:

მაქვს ნა­ად­რე­ვი ეა­კუ­ლა­ცია და ტკი­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა?

-პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა რა თქმა უნდა შე­საძ­ლე­ბე­ლია და პირ­ველ რიგ­ში გა­მოკ­ვლე­ლუ­ლი უნდა იყოს პა­ცი­ენ­ტი სა­თა­ნა­დოდ, რად­გან ეა­კუ­ლა­ცი­ის დროს ტკი­ვი­ლი, შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს სხვა­დას­ხვა ურო­ლო­გი­უ­რი დარ­ღვე­ვე­ბით. ამი­ტომ პირ­ველ რიგ­ში ჯერ უნდა დად­გინ­დეს მი­ზე­ზი, თესლგა­მომ­ტა­ნი სის­ტე­მის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა და შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა.

ნა­ხეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უსახელო
1

გამარჯობათ.

რა შეიძლება იყვეს ძირითადი მიზეზი ქალთან მისვლის შემდეგ სექსის დაკარგვის სურვილი და წარუმატებელი შედეგი მოყვეს, ვერ მოახდინოს ეაკულაცია?

ვალო
8

ვარ 30 წლის, სექსის დაწყების წინ ყველაფერი რიგზეა , პრეზერვატივს ვიკეთებ თუ არა იმ წამსვე პოტენცია მივარდება და თავს უსუსურად ვგრძნობ. რისი ბრალი შეილება იყოს ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა უნდა იცოდეთ სექსუალური პრობლემების შესახებ - სექსოლოგის რჩევები

რა უნდა იცოდეთ სექსუალური პრობლემების შესახებ - სექსოლოგის რჩევები

ადამიანის სექსუალური ფიზიოლოგიის დარღვევა ბევრ პრობლემას ქმნის, დარღვევები შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. წყვილებს შორის სექსუალურ პრობლემებს შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, ამ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე სექსოლოგი გია ბეროშვილი გესაუბრებათ.

მარი:

მიჭირს ორგაზმის განცდა. დიდი დრო მჭირდება სიამოვნების მისაღებად, ჩემს პარტნიორს კი ნაადრევი ეაკულაცია აქვს, თან მაწუხებს სიმშრალე ურთიერთობის დაწყებისას. როგორ შეიძლება მოვაგვაროთ ეს პრობლემები?

-ქალის ორგანიზმი საკმაოდ რთული ფენომენი და მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, 30-40% ორგაზმს განიცდის რთულად. გარკვეული პროცენტი, კი საერთოდ ვერ აღწევს, მთელი თავისი სექსუალური ცხოვრების მანძილზე. მითუმეტეს თუ თქვენს მეუღლეს, აქვს ნაადრევი ეაკულაცია, ერთ-ერთი მიზეზია შეიძლება იყოს ის, რომ სქესობრივი აქტი მთავრდება მანამ, სანამ ქალი მიაღწევს სიამოვნებას. შესაბამისად ამ სიტუაციაში სასურველია გავესაუბროდ თქვენს მეუღლეს, გავერკვეთ პრობლემაში და მისი აქტის ხანგრძლივობის გაზრდით, ეს პრობლემა მოგვარდეს. გარდა ამისა თქვენთან არის სიმშრალეც, ანუ რუბრიკაცია არ ხდება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს.

თენგო:

რას გვირჩევდით ახალგაზრდა ასაკში მკვეთრად დაქვეითებული პოტენციის გასაუმჯობესებლად?

-პირველ რიგში გირჩევთ მიმართოთ ექიმს. მკვეთრად დაქვეითებული პოტენცია კი არის, მაგრამ, ობიექტური მეთოდებით შეიძლება ამის შემოწმება, - რეალურად არის აქ პოტენცია დაქვეითებული და აქვს რაიმე სხეულებრივი მიზეზი, თუ ეს მხოლოდ ფსიქოგენურია. გააჩნია პაციენტის ასაკსაც. ახალგაზრდა ასაკში უფრო ფსიქოლოგენური ჭარბობს, მოწიფულს ასაკში, უფრო სხეულებრივი და ორგანული პრობლემები. პირველ რიგში აუცილებელია ვიზიტი ექიმ-სექსოლოგთან. წინააღმდეგ შემთხვევაში რთულია რაიმე დიაგნოზის ასე დასმა.

მკითხველი:

ნაადრევი ეაკულაცია მაწუხებს და ამასთანავე ეაკულაციის შემდეგ მიუხედავად აღგზნებისა, სექსის სურვილი აღარ მაქვს. ხომ ვერ მეტყვით კონკრეტულ პრეპარატებს რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ პრობლემას გადაჭრა?

-ნაადრევი ეაკულაცია თავისი სიხშირით მეორე ადგილზე დგას, ერექციის დისფუნქციის შემდეგ. მისი მიზეზიც არის ასევე ორგვარი. ფსიქოგენური და სხეულებრივი ანუ ოგანული. აქაც უნდა მოხდეს აუცილებლად დიფერენციაცია, საიდან მოდის, რატომ. თავიდანვე იყო პრობლემა თუ რატომ დაჩქარდა პროცესი. წამლის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ გამოვიდეს რეკლამა. ისე, რა თქმა უნდა არსებობს პრეპარატები, როგორც აბები, ასევე მალამოები, გელები, სპრეი, რომელის მგძნობელობას აქვეითებს, მაგრამ ეს არის მხოლოდ სიმპტომური ტიპის მკურნალობა, რომელიც იმ მომენტში ახანგრძლივებს აქტს. რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ზოგადად პრობლმა ამით არ წყდება. აუცილებელია დადგინდეს მიზეზი, რამ გამოიწვია დარღვევა და არა ავადმყოფობა. ჩვენ სფეროში ავადმყოფობას ერექციულ დისფუნქციასაც აღარ ეძახიან და მითუმეტეს ნაადრევ ეაკულაციას. ეს არის გამოწვეული სხვა რაღაც დარღვევით, რომელმაც დათრგუნა სქესობრივი ფუნქცია.

გიორგი:

როგორ შეიძლება მოვახდინოთ სექსუალური აქტის გახანგრძლივება?

-სექსუალური აქტის გახანგრძლივებისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდები და ასევე სექსთერაპიული მეთოდებიც. სექსთერაპიული მეთოდების ათვისება შეიცლება ექიმ-სექსოლოგთან, გარდა ამისა დღეს მარტივია მისი მოძიება ინტერნეტში და ამის საშუალებით დასწავლა. ასევე არის სპეციალური ვარჯიშები, რომელიც ხელს უწყობს ნაადრევი ეაკულაციის პრობლემის მოგვარებას. იყვნენ ასეთი მეცნიერები - მასტერი და ჯონსონი, რომლებმაც მთელი რიგი წიგნები მიუძღვნეს ამ პრობლემა. მაგრამ, იქ არის სექსთერაპიული მეთოდები, რომლის ახსნაც ასე, ცოტა რთულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თავად წყვილი მოვიდეს, რადგან ცალ-ცალკე მათათან მუშაობა არაეფექტური იქნება.

თამთა:

2 წელი გათხოვილი ვარ და სექსის დროს საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ, რა შეიძლება იყოს მიზეზი და თუ იკურნება ეს პრობლემა?

-მიზეზი შეიძლება ბევრი რამე იყოს. "ვერაფერს ვერ ვგრძნობ" ეს ცოტა გაუგებარია. ან ანორგაზმია გაქვთ, ან დისპარიული ტკივილები და ინდიფერენტული ხართ ამის გამო სქესობრივი აქტის მიმართ. კარგია, როცა ასეთ კითხვას სვამთ, მაგრამ რატომ გერიდებათ, არ მიდიხართ ექიმთან? ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. აუცილებელია პრობლემა, რომელიც თქვენ გაწუხებთ, სპეციალისტმა შეაფასოს. შესაბამისად მკურნალობასაც ადეკვატურს დანიშნავს, რადგან ფრიგიდულობა, იგივე სქესობრივი სიცივე და "არაფრის გრძნობა" სექსის დროს, შემდეგ შეიძლება გადაიზარდოს შფოთვით აშლილობაში, იგივე ნერვოზში.

გიგა:

მაინტერესებს, რომელ ასაკში შეიძლება დადგინდეს აქვს თუ არა ვაჟს ფიმოზი? თუ საოპერაციოა, როდის სჯობია ოპერაციის გაკეთება და რამდენი ხანი სჭირდება რეაბილიტაციას? ასევე მაინტერესებს რამე ნაკლი ხომ არ აქვთ წინდაცვეთილ მამაკაცებს?

-ფიმოზის არსებობა დგინდება დაბადებიდანვე. როდესაც ბავშვი იბადება, მაშინვე მოწმდება მისი ასოს თავზე გადადის თუ არა კანი თავისუფლად. ძალიან ხშირ შემთხვევებში ყურადღებიანი მშობლები ამ პრობლემას ყმაწვილობიდანვე აგვარებენ. მიყავთ ექიმთან და თუ ჩუჩა გრძელი, ხდება მისი გადაწევა, ჩაჭრა ან სხვა მანიპულაციები, რომლითაც ეს პრობლემა მარტივად გვარდება. მაგრამ თუ უკვე არსებობს ფიმოზი და მან ხელი შეუშალა სქესობრივი ცხოვრების დაწყებაში, რაც ძირითადად ტკივილში იხატება, ხდება ოპერაციის გაკეთება. რადგან, ასაკში როდესაც ასოს ზრდა დასრულებულია, მალამოებს და სხვა საშუალებებს უკვე ეფექტი აღარ აქვს.

მკითხველი:

როდესაც მამაკაცს აქვს სექსუალური პრობლემა, ძალიან სწრაფად განიცდის ორგაზმს და დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისათვის, რომ მიაღწიოს ერექციას, იქნებ გვითხათ რა არის ამის მიზეზი და როგორ შეიძლება გამოვასწოროთ ეს პრობლემა?

-მიზეზი არის ძალიან ბევრი, ამიტომ ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი. რაც შეეხება მეორე აქტის დაწყებას, როდესაც მამაკაცი მიაღწევს ორგაზმს და იქნება ეაკულაცია, შემდეგ დგება რეფრექტელური ფაზა, რომლის დროსაც მამაკაცი ხდება ინდიფერენტული სექსის მიმართ. მან უნდა დაისვენოს. ჭაბუკობის პერიოდში, როცა ჭაბუკური ჰიპერსექსუალიზმია, რეფრექტიული პერიოდი მცირეა და შეუძლია პირდაპირ გააგრძელოს მეორე სქესობრივი აქტი. ხოლო, როცა მამაკაცი ასაკში შედის, ეს პერიოდიც შესაბამისად ხანგრძლივდება. ამიტომ თუ ერთი ეაკულაციის შემდეგ 10-15 წუთში მეორე აქტი ვერ დაიწყო, საგანგაშო და სანერვიულო არაფერია. ცოტა ხანი შეისვენოს, დაკავდეს სხვა საქმით, უბრალოდ ალერსით მეუღლესთან და შემდეგ ერექცია განმეორდება. თუმცა, თუ ეს პერიოდი გრძელდება საათობით, და აუცილებელია აქ ასაკის გათვალისწინებაც (50 წლის მამაკაცს, საათნახევარი, ორი საათი მაინც სჭირდება მინიმუმ) , მაშინ საყურადღებოა.

ლიკა:

ვარ 4 წლის გათხოვილი, ძალიან მიყვარს მეუღლე, სექსის დროს ვერ განვიცდი ორგაზმს, ჩემი მეუღლე ვერ ხვდება ამას, ვერც მე ვეუბნები. არ მინდა თავმოყვარეობა შევულახო, არადა სექსი ჩემთვის აუტანელი გახდა. ეს ამბავი ჩემი ბრალია თუ მეუღლის, თუ ორივესი ერთად და სად ვიპოვო გამოსავალი?

-აქ გასარკვევია ის, ვისი ბრალია, იქნებ მეუღლის, რადგან იყოს ნადრევი ეაკულაცია. ან დაბალი სექსუალური კულტურა. ადამიანი, რომელიც გამოცდილია, ის რაღაცნაირად ახერხებს, რომ მეუღლეს ორგაზმი მიაღწევინოს. მაგრამ, თუ გვაქვს ნაადრევი ეაკულაცია, თუ არასაკმარისი ერექციაა, თუ მან არ იცის ლოგინში მოქცევა და ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია, მითუმეტეს ეს შემთხვევა, - ოთხი წლის გათხოვილი და ახლა რომ სვამს ამ კითხვას, ცოტა რთულია. ამიტომ მე ვურჩევ დააყენოს ეს პრობლემა სახლში და მეუღლესთან ერთად მივიდეს ექიმთან, რომელიც დააკვალიანებს, თუ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა.

მაკა:

სქესობრივი კონტაქტის დროს ხშირად მაქვს ტკივილი. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და რას გვირჩევთ?

-ამის მიზეზი შეიძლება იყოს თავად გენიტალიების, ანუ ქალის სასქესო ორგანოების რაიმე პრობლემები. ამ შემთხვევაში უმჯობესია გინეკოლოგის კონსულტაცია. პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს დარღვევები და შემდეგ ჩერთოს სექსოლოგი. ტკივილი შეიჩლება იყოს ფსიქოლოგიურიც, მაშინ როცა არსებობს პარტნიორის მიუღებლობა. ეს გარკვეული ტიპის წინააღმდეგობასაც აჩენს სქესობრივი აქტის დროს. შესაბამისად ქალი, რომელიც ამაზე ფიქრობს, ვერ ახდენს რუბრიკაციას , არ გამოიყოფა საცხი ქალის სასქესო ორგანოებიდან, რომელიც აადვილებს აქტს და წარმოიშობა სიმშრალე. ამიტომ ასეთი დიკომფორტი ახლავს ასეთ აქტს. ასე, რომ პირველ რიგში აუცილებელია დათვალიერდეს გინეკოლოგის მიერ და გამოირიცხოს ორგანული პრობლემები.

მკითხველი:

რისი ბრალი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი სათესლე ჯირკვლის  ქონა 15 წლის ასაკში. მაინტერესებს, რა მდგომარეობაა ეს და არის თუ არა საშიში?

-მამაკაცს აქვს ორი სათესლე ჯირკვალი, თუმცა შესაძლოა დაბადებიდანვე ერთი სათესლე ჯირკვალი არ არსებობდეს. მედიცინაში არის აღწერილი ასევე სამი სათესლე ჯირკვალის არსებობაც. ამ შემთხვევაში, კი პირველ რიგში ყურადღებით უნდა მოიძებნოს ჯირკვალი, იყო და არ ჩამოვიდა სათესლე პარკში, თუ არ ჩამოყალიბდა თავიდანვე, მუცლადყოფნის პერიოდში. ეს გამოიკვლევა ეხოსკოპიით და დღეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუ აღმოჩნდება კრიპტორხიზმი, ანუ ერთი სათესლე ჯირკვლის არ არსებობა, ან მონორხიზმი, - ერთი სათესლე ჯირკვალი არაა ჩამოსული პარკში და დარჩენილია მუცლის ღრუში, მაშინ ეს აუცილებლად საყურადღებოა. მე არ ვაშინებ არავის, თუმცა სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები არის ყველაზე ავთვისებიანი და ამიტომ, თუ გამოკვლევებმა დაადგინა, რომ სახეზე გვაქვს მონორხიზმი, ოპერაცია კეთდება და მუცლის ღრუდან ჩამოდის სათესლე პარკში, ან უნდა მოცილდეს. ასევე დავამატებ, რომ ერთი სათესლე ჯირკვალის არსებობა არ უშლის ხელს შვილოსნობას.

2) ვარ 18 წლის. სექსი ჯერ არ მქონია. მასტურბაციასაც განვიცდი, ეაკულაციასაც, მაგრამ მაგარი არ არის. რას მირჩევთ საშიშია? შესაძლებელია ქალთან ვერ დავამყარო სექსუალური ურთიერთობა?

-მასტურბაციის დროს საერთოდ ერექცია უნდა იყოს სრული. მაგრამ, როცა ექნება აქტი, ექნება სრული ერქცია თუ არა, ამას ვერ ვიტყვით. შეიძლება, რომ რაღაცა მიზეზი არსებობდეს თანდაყოლილი, რომელმაც ასოს სიმაგრის დაქვეითება გამოიწვიოს. ზოგადად ასეთი შეფასება, რომ "მასტურბაციის დროს ასო არ არის მაგარი" ცოტა არაადეკვატურია, რადგან ეს ხომ არ არის სრულყოფილი სქესობრივი აქტი. ესაა სუროგატული, ფანტაზიებზე დამყარებული ეაკულაცია. ამიტომ გადაჭრით ვერ ვიტყვი, ამ ადამიანს ექნება თუ არა პრობლემები მომავალში. როგორც ასეთი საშიში და საგანგაშო არაფერი არ არის, თუმცა 18 წლის ახალგაზრდას, უნდა ჰქოდეს უკვე გარკვეული ტიპის სექსუალური გამოცდილება, რადგან ასე, მასტურბაციით შეფასება სქესობრივი ფუნქიის, ცოტა რთულია. თუმცა ამ შემთხვევაშიც ერექცია უნდ აიყოს სრული. არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს პრობლემა.

ნანა:

როგორ ვლინდება ქალის სექსუალობა, ფიზიოლოგიური ლტოლვა, აღგზნების უნარი?

-თუ იმაზეა საუბარი, თუ რა ეტაპებს გადის ქალი სქესობრივ მომწიფებამდე, ეს სხვა საქმეა. რაც შეეხება გამოვლინებას, ის ვლინდება სექსის დროს. აგზნების დამახასიათებელი ნიშანია ასევე რუბრიკაცია. როდესაც ქალის გენიტალიებიდან ხდება გარკვეული საცხის (რუბრიკანტის) გამოყოფა. გარდა ამისა ხდება სარძევე ჯირკვლების ოდნავ შემაგრებაც, სახეზე შეწითლება, შეფაკვლა და ა.შ.

ლალი:

ვაგინიზმს სქესობრივი აქტის შიშს ეძახიან. რა უდევს საფუძვლად ამ შიშს და რასთან არის დაკავშირებული?

-საფუძვლად უდევს ფსიქოლოგიური პრობლემები. ეს ძალიან ხშირად არ გვხვდება თუმცა მნიშვნელოვანია ის, რა სიტუაციაში აღიზარდა გოგონა, რა ინფორმაცია აქვს სექსუალურ ცხოვრებაზე მიღებული, თვლის თუ არა მას ცოდვად, ეშინია თუ არა ტკივილის და ა.შ. ორგანული პრობლემები აქ არაფერ შუაშია, ეს არის სუფთა ქვეცნობიერი შიში სქესობრივი აქტისა. შესაძლოა ვიღაცამ უთხრა, რომ სექსი საშინელებაა და რომ ტკივილს იწვევს, ბევრ სისხლს დაკარგავს, შესაბამისად ამ შემთხვევაში ქალი აქტს აკავშირებს ძალადობასთან და ვდგებით ამ პრობლემის წინაშე.

ნათია:

რას ურჩევთ ქალებს, რომლებიც ქორწინებაში იყვნენ, მაგრამ ამჟამად მარტო ცხოვრობენ, აისახება თუ არ მათ ჯანმრთელობაზე სექსუალურ ცხოვრებაზე უარის თქმა?

-სამედიცინო თვალსაზრისით სქესობრივი ცხოვრება, როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალისთვის, არის აუცილებელი. ადამიანს ისევე, როგორც აქვს შიმშილის, წყურვილის გრძნობა, ასევე რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას უნდება სქესობრივი ცხოვრებაც. აქედან გამომდინარე თვითონვე გააკეთონ დასკვნები, საჭიროა თუ არა. სასურველი, რომ სქესობრივი ცხოვრება გქონდეთ, ვიდრე არ გქონდეთ, რადგან სქესობრივი ცხოვრებისგან თავის შეკავება სამედიცინო თვალსაზრისით (და არა სხვა სფეროების შეფასებთ) იწვევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

ბექა:

წყვილის სექსუალური ცხოვრების დროს, აქვს თუ არა ტემპერამენტისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა ეთნიკურ ფაქტორს?

-ძალიან სადაო თემაა და ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი სამხრეთელი მამაკაცი უფრო ტემპერამენტიანია თუ ჩრდილოელი. ასე, რომ რაღაც ეთნიკურ ფაქტორს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის, რომ ზანგები უფრო პოტენციის მატარებლები არიან, ვიდრე კანადელები ან ესკიმოსები, ამის თქმა გადაჭრით არ შეიძლება. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ სამხრეთელები უფრო თავისუფალი ხალხი ვართ, უფრო აქტიურები, ადვილად მივმართათ ფლირტს, იოლად გამოველაპარაკებით საპირისპირო სქესს. ჩრდილოლები, კი უფრო შებოჭილია. რაც შეეხება სექსუალურ ცხოვრებაზე ამის ასახვას, მე ვფიქრობ, რომ ტემპერამენტი არაფერ შუაშია.

გიო:

მაქვს ნაადრევი ეაკულაცია და ტკივილი. შეიძლება თუ არა ამ პრობლემის გადაჭრა?

-პრობლემის გადაჭრა რა თქმა უნდა შესაძლებელია და პირველ რიგში გამოკვლელული უნდა იყოს პაციენტი სათანადოდ, რადგან ეაკულაციის დროს ტკივილი, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა უროლოგიური დარღვევებით. ამიტომ პირველ რიგში ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი, თესლგამომტანი სისტემის ავკარგიანობა და შემდეგ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ნახეთ ვიდეო