მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძე პარიზს გამოფენით უბრუნდება
საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძე პარიზს გამოფენით უბრუნდება

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტის" ინი­ცი­ა­ტი­ვით პა­რი­ზის მა­ი­ო­ლის მუ­ზე­უმ­ში ქარ­თვე­ლი გა­მომ­გო­ნებ­ლის, მკვლე­ვა­რის, ფერმ­წე­რი­სა და გრა­ფი­კო­სის, და­ვით კა­კა­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა გან­თავ­სდე­ბა და 17 სექ­ტემ­ბრი­დან 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უმას­პინ­ძლებს ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რულთ - კონ­სტრუქ­ცი­ულ-დე­კო­რა­ტი­უ­ლი კო­ლა­ჟე­ბი, სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის გრა­ფი­კა, ზე­თის და აკ­ვა­რე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი და კა­კა­ბა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის კო­ლექ­ცია. პა­რი­ზულ ვერ­ნი­სა­ჟამ­დე მხატ­ვრის ნა­მუ­შევ­რე­ბი წი­ნან­დლის სახლ-მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ი­ფი­ნა.

კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ ხაზი გა­უს­ვა ამ პრო­ექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის კულ­ტუ­რუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში პა­რიზ­ში 2015 წლის 15 თე­ბერ­ვლამ­დე გას­ტანს". საფ­რან­გეთ­ში და­ვით კა­კა­ბა­ძეს­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნის მას­პინ­ძე­ლი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში პა­რი­ზუ­ლი გა­მო­ფე­ნის ნა­წი­ლი დღეს წი­ნან­დალ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

კომ­პა­ნია სილ­ქნე­ტის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ბაჩო ჩინ­ჩა­ლა­ძე: "კომ­პა­ნი­ის­თვის დიდი პა­ტი­ვია ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სილ­ქნე­ტი ყო­ველ წელს 1 ან 2 დიდ კულ­ტუ­რულ პრო­ექტს უჭერს მხარს. გა­სულ წელს ეს იყო ახალ­გაზ­რდა ჯაზ-ვირ­ტუ­ო­ზის ბექა გო­ჩი­აშ­ვი­ლის ალ­ბო­მი­სა და "რა­მიშ­ვი­ლე­ბის" მო­დერ­ნის­ტუ­ლი ბა­ლე­ტის დად­გმის სპო­სო­რო­ბა. წლე­ულს კომ­პა­ნია თა­ვის კულ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას ქარ­თველ ფერმ­წერს, გრა­ფი­კოსს, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მხატ­ვარს, ხე­ლოვ­ნე­ბის მკვლე­ვარს, ხე­ლოვ­ნე­ბის თე­ო­რე­ტი­კოსს და გა­მომ­გო­ნე­ბელს და­ვით კა­კა­ბა­ძის სა­ხელს და­უ­კავ­ში­რებს. პა­რი­ზუ­ლი გა­მო­ფე­ნა კი­დევ ერთხელ შე­ახ­სე­ნებს მსოფ­ლი­ოს და­ვით კა­კა­ბა­ძის, და ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი კე­რის არ­სე­ბო­ბას".

მა­რი­ამ კა­კა­ბა­ძე - და­ვით კა­კა­ბა­ძის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ და­ვით კა­კა­ბა­ძე გა­მო­ფე­ნით უბ­რუნ­დე­ბა პა­რიზს. ოჯა­ხის კო­ლექ­ცი­ი­დან 40-მდე ნა­მუ­შე­ვა­რი შე­ირ­ჩა, რომ­ლის ნა­წი­ლი დღეს წი­ნან­დალ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი. მათ შო­რი­საა კონ­სტრუქ­ცი­ულ-დე­კო­რა­ტი­უ­ლი კო­ლა­ჟე­ბი და სხვა­დას­ხვა პე­რი­ო­დის გრა­ფი­კა, ზე­თის და აკ­ვა­რე­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბი".

და­ვით კა­კა­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა ღრმა ცოდ­ნა­სა და გა­მორ­ჩე­ულ შე­მოქ­მე­დე­ბით პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბო­და. ის მსოფ­ლიო ხე­ლოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვის ნა­წი­ლი იყო. იგი ცხოვ­რობ­და და ქმნი­და პი­კა­სოს, ბრა­კის, ერ­ნეს­ტის, მი­როს, ლეჟეს და სხვა­თა გვერ­დით. მხატ­ვა­რი პა­რიზ­ში "და­მო­უ­კი­დე­ბელ მხატ­ვარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის" ყო­ველ­წლი­ურ გა­მო­ფე­ნებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, მუ­შა­ობ­და სტე­რე­ო­კი­ნოს გა­მო­გო­ნე­ბა­ზე, აქ­ვეყ­ნებ­და თე­ო­რი­ულ ნაშ­რო­მებს ქარ­თულ და ფრან­გულ ენებ­ზე. ნიუ-იორკმაც და­ა­ფა­სა ქარ­თვე­ლი შე­მოქ­მე­დი. იე­ლის გა­ლე­რე­ის დარ­ბა­ზებ­ში კა­კა­ბა­ძის სკულპ­ტუ­რა "Z, გან­გმი­რუ­ლი თევ­ზი" (1926) და მი­სი­ვე 16 აკ­ვა­რე­ლი (1921), მონ­დრი­ა­ნის, გა­ბოს, კან­დინ­სკის, დუ­შა­ნის, მენ რეის, ბრან­კუ­სის, პევზნე­რის, ბო­ჩი­ო­ნის, მოჰო­ლი-ნა­გის, მა­ლე­ვი­ჩის და სხვა მხატ­ვარ­თა სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რე­ბის გვერ­დით 1926 წელს ამე­რი­კელ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა და მხატ­ვარ­მა, ავან­გარ­დუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის აპო­ლო­გეტ­მა ქეთ­რინ დრა­ი­ერ­მა გა­ნა­თავ­სა.

მხატ­ვრის "ქარ­თუ­ლი პე­რი­ო­დი" მხო­ლოდ ფერ­წე­რი­სა და გრა­ფი­კუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის პე­რი­ოდს არ მო­ი­ცავს. აფორ­მებს სპექ­ტაკ­ლებს, ოპე­რას (პი­კის ქალი) ით­ვლე­ბა თა­ვი­სი დრო­ის სა­უ­კე­თე­სო დე­კო­რა­ტო­რად. ჩარ­თუ­ლია კი­ნო­შე­მოქ­მე­დე­ბა­ში (ჯიმ შვან­თე, აკა­კის აკ­ვა­ნი). მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის პრო­ფეს­ო­რად.

მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქარ­თუ­ლი მო­დერ­ნიზ­მი და ქარ­თუ­ლი სოც­რე­ა­ლიზ­მი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძე პარიზს გამოფენით უბრუნდება

საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძე პარიზს გამოფენით უბრუნდება

კულტურის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტის" ინიციატივით პარიზის მაიოლის მუზეუმში ქართველი გამომგონებლის, მკვლევარის, ფერმწერისა და გრაფიკოსის, დავით კაკაბაძის შემოქმედება განთავსდება და 17 სექტემბრიდან 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს ხელოვნების მოყვარულთ - კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები, სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები და კაკაბაძეების ოჯახის კოლექცია. პარიზულ ვერნისაჟამდე მხატვრის ნამუშევრები წინანდლის სახლ-მუზეუმში გამოიფინა.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ხაზი გაუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ გამოფენა საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში პარიზში 2015 წლის 15 თებერვლამდე გასტანს". საფრანგეთში დავით კაკაბაძესთან ერთად გამოფენის მასპინძელი სრულიად საქართველო იქნება. ამ პროექტის ფარგლებში პარიზული გამოფენის ნაწილი დღეს წინანდალშია წარმოდგენილი", - აღნიშნა მინისტრმა.

კომპანია სილქნეტის კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე: "კომპანიისთვის დიდი პატივია ამ პროექტში მონაწილეობა. სილქნეტი ყოველ წელს 1 ან 2 დიდ კულტურულ პროექტს უჭერს მხარს. გასულ წელს ეს იყო ახალგაზრდა ჯაზ-ვირტუოზის ბექა გოჩიაშვილის ალბომისა და "რამიშვილების" მოდერნისტული ბალეტის დადგმის სპოსორობა. წლეულს კომპანია თავის კულტურულ საქმიანობას ქართველ ფერმწერს, გრაფიკოსს, თეატრისა და კინოს მხატვარს, ხელოვნების მკვლევარს, ხელოვნების თეორეტიკოსს და გამომგონებელს დავით კაკაბაძის სახელს დაუკავშირებს. პარიზული გამოფენა კიდევ ერთხელ შეახსენებს მსოფლიოს დავით კაკაბაძის, და ზოგადად საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული კერის არსებობას".

მარიამ კაკაბაძე - დავით კაკაბაძის ფონდის ხელმძღვანელი: "საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძე გამოფენით უბრუნდება პარიზს. ოჯახის კოლექციიდან 40-მდე ნამუშევარი შეირჩა, რომლის ნაწილი დღეს წინანდალშია გამოფენილი. მათ შორისაა კონსტრუქციულ-დეკორატიული კოლაჟები და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკა, ზეთის და აკვარელის ნამუშევრები".

დავით კაკაბაძის შემოქმედება ღრმა ცოდნასა და გამორჩეულ შემოქმედებით პრინციპებს ეფუძნებოდა. ის მსოფლიო ხელოვნების განვითარების ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი იყო. იგი ცხოვრობდა და ქმნიდა პიკასოს, ბრაკის, ერნესტის, მიროს, ლეჟეს და სხვათა გვერდით. მხატვარი პარიზში "დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების" ყოველწლიურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას, კითხულობდა ლექციებს ხელოვნებაზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე, აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს ქართულ და ფრანგულ ენებზე. ნიუ-იორკმაც დააფასა ქართველი შემოქმედი. იელის გალერეის დარბაზებში კაკაბაძის სკულპტურა "Z, განგმირული თევზი" (1926) და მისივე 16 აკვარელი (1921), მონდრიანის, გაბოს, კანდინსკის, დუშანის, მენ რეის, ბრანკუსის, პევზნერის, ბოჩიონის, მოჰოლი-ნაგის, მალევიჩის და სხვა მხატვართა საუკეთესო ნამუშევრების გვერდით 1926 წელს ამერიკელმა კოლექციონერმა და მხატვარმა, ავანგარდული ხელოვნების აპოლოგეტმა ქეთრინ დრაიერმა განათავსა.

მხატვრის "ქართული პერიოდი" მხოლოდ ფერწერისა და გრაფიკული ნამუშევრების პერიოდს არ მოიცავს. აფორმებს სპექტაკლებს, ოპერას (პიკის ქალი) ითვლება თავისი დროის საუკეთესო დეკორატორად. ჩართულია კინოშემოქმედებაში (ჯიმ შვანთე, აკაკის აკვანი). მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად.

მის გარეშე წარმოუდგენელია ქართული მოდერნიზმი და ქართული სოცრეალიზმი.

R

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია