ეს ძაღლი აშშ-ის შტატ ალაბამაში შეიფარეს. მისი პატრონი კიმ დილენბეკია.
ნახევრად-ძაღლს და ნახევრად ღორს - Pig ჰქვია და ფიზიკური ნაკლითაა დაბადებული. ძაღლს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს: აკლია ნეკნები, არასწორად აქვს სახსრები განვითარებული და დაზიანებული აქვს მალები. მიუხედავად მისი ზომისა, Pig ზრდას განაგრძნობს - ძაღლი 8 თვისაა.
"ჩემი ძაღლი ჯერ ბოლომდე არ გაზრდილა. ის კვლავაც იმატებს წონაში. დიდი შანსია, რომ წონაში 9 კილოგრამი მოიმატოს და ეს მას მოკლავს. არ ვიცი როგორია მისი მომავალი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა და ჩვენთან ცხოვრობს. ძალიან იღბლიანი ვარ - ის ყოველდღე მართობს", - ამბობს ძაღლის პატრონი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.