უკრაინული Х-ფაქტორის ჟიურიში მომღერალი ნინო ქათამაძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კონკურსი თავის მეხუთე სეზონს ჟიურის განახლებული შემადგენლობით ხსნის, სადაც ქათამაძის გარდა, ჟიურის ახალი წევრი უკრაინელი მომღერალი ივან დორნი იქნება.
როგორც პროექტის გუნდი აცხადებს, მაყურებელი მათგან სიახლეს მოელის და ამიტომ სურდათ კონკურსისთვის "ახალი სული შთაებერათ".
ამასთან, პროექტის ავტორებმა მადლობა გადაუხადეს სერიოგას და ირინა დუბცოვას, წინა სეზონებზე წარმატებული თანამშრომლობისთვის. ქათამაძემ და დორნიმ ჟიურიში სწორედ ეს მომღერლები შეცვალეს.
უკრაინული Х-ფაქტორის ახალი სეზონი ივნისში დაიწყება.