სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოდარ ხადური რესტორნებზე, სმა-ჭამაზე და გაუმხელელ დიეტაზე: " ყველა რესტორანში მცნობენ"
ნოდარ ხადური რესტორნებზე, სმა-ჭამაზე და გაუმხელელ დიეტაზე: " ყველა რესტორანში მცნობენ"

თუ ლარ­სი დრო­უ­ლად არ გა­იხ­სნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცია გაძ­ვირ­დე­ბა, – ამის შე­სა­ხებ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, წლის და­სა­წყი­სი­დან 17 მა­ი­სამ­დე, ლარ­სის გავ­ლით ექ­სპორ­ტმა 150 მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.

"თუ ლარ­სი დრო­უ­ლად არ გა­იხ­სნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცია გაძ­ვირ­დე­ბა, რად­გან ექ­სპორ­ტი­ო­რებს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბით გა­და­ზიდ­ვა მო­უ­წევთ. ლარ­სი­დან იმ­პორ­ტის შე­მოს­ვლაც შე­ჩე­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ამის­თვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბი გა­მო­ნახ­ვა. მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, ამ პრობ­ლე­მას დრო­უ­ლად მო­ვაგ­ვა­რებთ", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა.

ამას­თან, ხა­დურ­მა პრე­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი. ამო­ნა­რი­დი ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფა­სე­ბი შემ­ცირ­და, თუმ­ცა "ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ინ­სტი­ტუტ­მა" თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის სო­ლი­დუ­რი პრე­მი­ე­ბი და სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ ნუს­ხა­ში თქვე­ნი გვა­რი არ ყო­ფი­ლა, რა­ტომ?

- იმ­დე­ნი­ვე ავი­ღე ხელ­ფა­სი­სა და და­ნა­მა­ტის სა­ხით, რამ­დე­ნიც ჩემ­მა სხვა კო­ლე­გებ­მა, ორი-სამი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­მაც ჩვენ­გან ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მო­ი­თხო­ვა, ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ვუგ­ზავ­ნეთ. სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, შე­მო­სავ­ლე­ბის დეკ­ლა­რი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ და როცა ამის დრო მოვა, ასეც მოხ­დე­ბა. არას­დროს არა­ფე­რი და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვა­პი­რებ რა­მის და­მალ­ვას. 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში, ომის წა­გე­ბის დროს აქვთ მა­შინ­დელ მი­ნის­ტრებს მი­ღე­ბუ­ლი მა­ღა­ლი პრე­მი­ე­ბი.

- თქვე­ნი მთავ­რო­ბის მი­სა­მარ­თი­თაც ამ­ბო­ბენ: ბი­უ­ჯე­ტი გა­ერ­ღვათ და პრე­მი­ებს რაში იღებ­დნე­ნო?

- ომი წა­ა­გეს, ეკო­ნო­მი­კა და­აქ­ცი­ეს და პრე­მი­ებს იღებ­დნენ! 2008 წელს, ჯერ კი­დევ ომამ­დე და­ი­წყო ეკო­ნო­მი­კის შე­ნე­ლე­ბა. 2008 წლის ივ­ნის­ში ბან­კებს საგ­რძნო­ბი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. იმ დროს ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მე­ნე­ჯე­რად ვმუ­შა­ობ­დი და ვიცი, რომ ომამ­დე ორი თვით ადრე და­ი­წყეს ბან­კებ­მა სეს­ხებ­ზე "ხე­ლის მო­ჭე­რა". ამ დროს კი მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრე­ბი პრე­მი­ის სა­ხით იღებ­დნენ გა­ცი­ლე­ბით მეტს, ვიდ­რე დღეს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი იღებს დღეს ხელ­ფას­სა და და­ნა­მატს ერ­თად.

ჟურ­ნა­ლის­ტმა ემა ტუ­ხი­აშ­ვილ­მა ფი­ნანსთა მი­ნისტრს რეს­ტორ­ნებ­ზე, გახ­მა­უ­რე­ბულ სმა-ჭა­მა­სა და დი­ე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვა კი­თხვა.

"სხვა­თა შო­რის, არ მიყ­ვარს რეს­ტო­რან­ში სი­ა­რუ­ლი, რად­გან ყვე­ლა რეს­ტო­რან­ში მცნო­ბენ. მე­ტიც, სხვე­ბი ეშ­ლე­ბათ უკვე ხა­დურ­ში. სა­დღაც წა­ვი­კი­თხე, ნო­დარ ხა­დუ­რი ყო­ველ­დღე გოგა ხა­ჩი­ძე­სა და კობა ხა­ბაზ­თან ერ­თად ქე­ი­ფობ­სო. ამის დამ­წერს უნდა მი­უ­სა­ჯო ხა­ჩი­ძე­სა და ხა­ბაზ­თან ქე­ი­ფი", - აცხა­დებს მი­ნის­ტრი.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, რო­გო­რია ხა­დუ­რის დი­ე­ტა და რამ­დე­ნი კი­ლოგ­რა­მი და­იკ­ლო, მი­ნის­ტრი პა­სუ­ხობს:

-შე­მოდ­გო­მით და­ვით­ვა­ლოთ დაკ­ლე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბი...არა­ნა­ირ დი­ე­ტას არ ვი­ცავ, არც დი­ე­ტო­ლოგ­თან დავ­დი­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მქონ­და. ჩემი წო­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კია. შე­საძ­ლოა ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე ლუკ­მაც ვერ გავ­ღე­ჭო. როცა შინ მივ­დი­ვარ, ვცდი­ლობ აღარ ვჭა­მო, რაც ზოგ­ჯერ გა­მომ­დის და ზოგ­ჯერ - არა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ნოდარ ხადური რესტორნებზე, სმა-ჭამაზე და გაუმხელელ დიეტაზე: " ყველა რესტორანში მცნობენ"

ნოდარ ხადური რესტორნებზე, სმა-ჭამაზე და გაუმხელელ დიეტაზე: " ყველა რესტორანში მცნობენ"

თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან 17 მაისამდე, ლარსის გავლით ექსპორტმა 150 მილიონი ლარი შეადგინა.

"თუ ლარსი დროულად არ გაიხსნება, საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია გაძვირდება, რადგან ექსპორტიორებს ალტერნატიული გზებით გადაზიდვა მოუწევთ. ლარსიდან იმპორტის შემოსვლაც შეჩერებულია, თუმცა ამისთვისაც შესაძლებელია ალტერნატიული გზები გამონახვა. მაგრამ იმედი მაქვს, ნაწილობრივ მაინც, ამ პრობლემას დროულად მოვაგვარებთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ამასთან, ხადურმა პრემიებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. ამონარიდი ინტერვიუდან:

- მინისტრების ხელფასები შემცირდა, თუმცა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" თქვენი კოლეგების სოლიდური პრემიები და სახელფასო დანამატები გამოაქვეყნა. ამ ნუსხაში თქვენი გვარი არ ყოფილა, რატომ?

- იმდენივე ავიღე ხელფასისა და დანამატის სახით, რამდენიც ჩემმა სხვა კოლეგებმა, ორი-სამი გამონაკლისის გარდა. ორგანიზაციას, რომელმაც ჩვენგან ეს მონაცემები მოითხოვა, ჯამური მაჩვენებლები გავუგზავნეთ. საჯარო მოხელეები ვალდებული ვართ, შემოსავლების დეკლარირება მოვახდინოთ და როცა ამის დრო მოვა, ასეც მოხდება. არასდროს არაფერი დამიმალავს და არც ახლა ვაპირებ რამის დამალვას. 2008 წლის აგვისტოში, ომის წაგების დროს აქვთ მაშინდელ მინისტრებს მიღებული მაღალი პრემიები.

- თქვენი მთავრობის მისამართითაც ამბობენ: ბიუჯეტი გაერღვათ და პრემიებს რაში იღებდნენო?

- ომი წააგეს, ეკონომიკა დააქციეს და პრემიებს იღებდნენ! 2008 წელს, ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო ეკონომიკის შენელება. 2008 წლის ივნისში ბანკებს საგრძნობი პრობლემები შეექმნათ. იმ დროს ერთ-ერთ ორგანიზაციაში მენეჯერად ვმუშაობდი და ვიცი, რომ ომამდე ორი თვით ადრე დაიწყეს ბანკებმა სესხებზე "ხელის მოჭერა". ამ დროს კი მაშინდელი მინისტრები პრემიის სახით იღებდნენ გაცილებით მეტს, ვიდრე დღეს ფინანსთა მინისტრი იღებს დღეს ხელფასსა და დანამატს ერთად.

ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა ფინანსთა მინისტრს რესტორნებზე, გახმაურებულ სმა-ჭამასა და დიეტასთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა.

"სხვათა შორის, არ მიყვარს რესტორანში სიარული, რადგან ყველა რესტორანში მცნობენ. მეტიც, სხვები ეშლებათ უკვე ხადურში. სადღაც წავიკითხე, ნოდარ ხადური ყოველდღე გოგა ხაჩიძესა და კობა ხაბაზთან ერთად ქეიფობსო. ამის დამწერს უნდა მიუსაჯო ხაჩიძესა და ხაბაზთან ქეიფი", - აცხადებს მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია ხადურის დიეტა და რამდენი კილოგრამი დაიკლო, მინისტრი პასუხობს:

-შემოდგომით დავითვალოთ დაკლებული კილოგრამები...არანაირ დიეტას არ ვიცავ, არც დიეტოლოგთან დავდივარ, მიუხედავად იმისა რომ შემოთავაზებები მქონდა. ჩემი წონის მთავარი პრობლემა არანორმირებული სამუშაო გრაფიკია. შესაძლოა ღამის 12 საათამდე ლუკმაც ვერ გავღეჭო. როცა შინ მივდივარ, ვცდილობ აღარ ვჭამო, რაც ზოგჯერ გამომდის და ზოგჯერ - არა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა