რესპონდენტმა, რომელიც ორი ბიჭის დედაა და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მასივში ცხოვრობს, mshoblebi.ge-ს საგანგაშო ინცინდენტის შესახებ უამბო.
"ჩემი კორპუსის ეზოში ავტოფარეხებია. თვალისგან მოშორებული ადგილია, მაგრამ მაღალი სართულის ფანჯრიდან კარგად ჩანს, რაც მის უკან ხდება. რამდენიმე დღის წინ, როცა ფანჯრიდან გადავიხედე, ორმა ბიჭმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ერთი მათგანი ალბათ 10-ის, მეორე კი 12 წლის იქნებოდა. კარგად რომ დავაკვირდი, მერე მივხვდი, რასაც სჩადიოდნენ. უფროსმა პატარა ჯერ ზემოდან დაისვა, მერე დააწვინა და ზემოდან დააჯდა, რამდენჯერმე გაიმეორეს ეს სცენა, მივხვდი, სექსს ასახიერებდნენ. უფროსი უფრო აქტიურობდა, როგორც ჩანს, მას ჰქონდა ნანახი მსგავსი სცენები. მერე ვიღაცამ დაუყვირათ და გაიქცნენ, თუმცა შორს არ წასულან, უბრალოდ, სხვა ადგილი მოძებნეს და იგივე განაგრძეს. გამწარებული ჩავედი ეზოში, თავადაც 2 ბიჭი მყავს და იმავე ეზოში თამაშობენ ყოველდღე. იქვე მჯდომ გამყიდველ ქალებს მოვუყევი, რაც დავინახე. მათგან გავიგე, თურმე იმ ბავშვების დედები მუშაობენ და დილიდან საღამომდე ბავშვები ქუჩაში არიან გამოსული. რას აკეთებენ და სად დადიან, პატრონმაც არ იცისო, ასე მითხრეს. დღემდე ვერ გამოვსულვარ შოკიდან, მას მერე ჩემს შვილს ეზოში მარტო ვეღარ ვუშვებ."
ამგვარი ფაქტები ბოლო დროს ძალიან მოხშირდა. ბავშვების ასეთ ქცევას სპეციალისტებმა შეიძლება არაერთი მიზეზი მოუძებნონ, მით უმეტეს, რომ ყველა მსგავს შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუმცა სპეციალისტის გარეშეც იოლი მისახვედრია, რომ ამ ბავშვებს ნანახი აქვთ სცენები, რომლებიც მათი ასაკისთვის აშკარად შეუფერებელია. სექსის მიზანმიმართულმა და საყოველთაო პროპაგანდამ თავისი უარყოფითი შედეგები გამოიღო და ბავშვების ფსიქიკას მკვეთრად აზიანებს. თანაც, დღეს ხომ ინტერნეტით ნებისმიერი ინფორმაცია მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია, მითუმეტეს, თუ არავინ უკონტროლებთ მას. ხოლო თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მოზარდებზე პორნოგრაფიულმა კონტენტმა, ამას ერთ-ერთი პორნოჟურნალის ყოფილი რედაქტორის, მარტინ დობრინის კვლევა საკმაოდ ნათლად ასახავს.
მარტინ დობრინმა მკითხველთა აუდიტიაზე რამდინიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ განაცხადა, რომ პორნოგრაფიამ მოზარდების მთელ თაობას დაუნგრია ცხოვრება. დობრინი ყველა მშობელს მოუწოდებს, რომ აკონტროლონ შვილების თავისუფალი დრო და დაიცვან ბავშვები პორნოგრაფიის საშინელი გავლენისგან.
იხილეთ სრულად