პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარგველაშვილი "ნაცებისკენ" გადავა - რას წერს პრესა კიევში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე
მარგველაშვილი "ნაცებისკენ" გადავა - რას წერს პრესა კიევში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხა­რეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­ქაჩ­ვა­ში აქ­ტი­უ­რი როლი და­ე­კის­რე­ბა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ანს", - ამ სა­თა­უ­რით ექ­სკლუ­ზი­ურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით სტა­ტი­ას გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი" აქ­ვეყ­ნებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სკან­და­ლუ­რი შეხ­ვედ­რა უკ­რა­ი­ნა­ში პო­რო­შენ­კოს ინა­გუ­რა­ცი­ა­ზე შედ­გა.

"პრა­იმ­ტა­ი­მის" წყა­როს ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში პო­რო­შენ­კოს ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დროს, კი­ევ­ში შედ­გა სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს და­ვით ბაქ­რა­ძემ, სა­ა­კაშ­ვი­ლის და ბო­კე­რი­ას და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ლო­ბის­ტმა რა­ფა­ელ გლუკს­მან­მა. შეხ­ვედ­რა­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი. ამ შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ უნდა მოხ­დეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­ქაჩ­ვა, "ნა­ცე­ბის" თა­მაშ­ში ჩარ­თვა და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და, ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­მა სა­ა­კაშ­ვილს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თან­ხმო­ბა გა­დას­ცა. გა­და­წყდა, რომ ამე­რი­კე­ლი ლო­ბის­ტე­ბის, რა­ფა­ელ გლუკს­მა­ნის ხელ­შე­წყო­ბი­თა და ვიქ­ტო­რია ნურ­ლან­დის დახ­მა­რე­ბით შედ­გე­ბო­და ბა­ი­დენ­თან გაც­ნო­ბი­თი ხა­სი­ა­თის შეხ­ვედ­რა.

შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ამ­ბი­ცი­ე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა, "გა­გი­ჟე­ბა" და ნა­ცე­ბის მხა­რეს "გა­და­ქაჩ­ვა" იყო. რო­გორც შემ­დგომ­ში ვნა­ხეთ, შედ­გა ხუ­თწუ­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა ფეხ­ზე დგო­მით, რაც იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რებს, ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კის მხა­რემ კარ­გად იცის, რომ რე­ა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრე­მი­ერს აქვს და ის წყვეტს ყვე­ლა სა­კითხს.

"ეს შეხ­ვედ­რა ბა­ი­დენ­თან იყო ფორ­მა­ლუ­რი და არაფ­რის­მომ­ცე­მი, მაგ­რამ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, სა­ა­კაშ­ვილს სჭირ­დე­ბო­და ამ შეხ­ვედ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა, იმის­თვის რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის "გა­გი­ჟე­ბის" გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მხა­რეს მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­ქაჩ­ვა­ში აქ­ტი­უ­რი როლი და­ე­კის­რე­ბა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ანს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ნანა შო­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მარგველაშვილი "ნაცებისკენ" გადავა - რას წერს პრესა კიევში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე

მარგველაშვილი "ნაცებისკენ" გადავა - რას წერს პრესა კიევში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე

"ნაციონალების" მხარეს მარგველაშვილის გადაქაჩვაში აქტიური როლი დაეკისრება ვანო მაჭავარიანს", - ამ სათაურით ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, სკანდალური შეხვედრა უკრაინაში პოროშენკოს ინაგურაციაზე შედგა.

"პრაიმტაიმის" წყაროს ცნობით, უკრაინაში პოროშენკოს ინაუგურაციის დროს, კიევში შედგა საიდუმლო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დავით ბაქრაძემ, სააკაშვილის და ბოკერიას დაქირავებულმა ლობისტმა რაფაელ გლუკსმანმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელი ვანო მაჭავარიანი. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს მარგველაშვილის გადაქაჩვა, "ნაცების" თამაშში ჩართვა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენება. მარგველაშვილმა თანხმობა განაცხადა, ვანო მაჭავარიანმა სააკაშვილს მარგველაშვილის თანხმობა გადასცა. გადაწყდა, რომ ამერიკელი ლობისტების, რაფაელ გლუკსმანის ხელშეწყობითა და ვიქტორია ნურლანდის დახმარებით შედგებოდა ბაიდენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.

შეხვედრის მიზანი მარგველაშვილის ამბიციების გაღრმავება, "გაგიჟება" და ნაცების მხარეს "გადაქაჩვა" იყო. როგორც შემდგომში ვნახეთ, შედგა ხუთწუთიანი შეხვედრა ფეხზე დგომით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მარგველაშვილის პიროვნებას არასერიოზულად უყურებს, ვინაიდან ამერიკის მხარემ კარგად იცის, რომ რეალური ხელისუფლება საქართველოში პრემიერს აქვს და ის წყვეტს ყველა საკითხს.

"ეს შეხვედრა ბაიდენთან იყო ფორმალური და არაფრისმომცემი, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი ამოცანა შესრულებულია. ჩვენი წყაროს ცნობით, სააკაშვილს სჭირდებოდა ამ შეხვედრის დაფიქსირება, იმისთვის რომ განხორციელდეს მარგველაშვილის "გაგიჟების" გრძელვადიანი გეგმა.

"ნაციონალების" მხარეს მარგველაშვილის გადაქაჩვაში აქტიური როლი დაეკისრება ვანო მაჭავარიანს", - წერს სტატიის ავტორი ნანა შონია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა