სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ხალხით სავსე მიკროავტობუსში ჩატენვა მოგიწევთ" - Matador Network-ის 4 რჩევა ტურისტებს
"საქართველოში ხალხით სავსე მიკროავტობუსში ჩატენვა მოგიწევთ" - Matador Network-ის 4 რჩევა ტურისტებს

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შექ­მნი­ლი ვებგ­ვერ­დი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რე­ბელს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ებს აც­ნობს, ამ­ჯე­რად ტუ­რის­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს ურ­ჩევს.

მოგ­ზა­ურ­თა ვებგ­ვერ­დი მკი­თხველს სტა­ტი­ებს ინ­გლი­სურ, ეს­პა­ნურ და ფრან­გულ ენა­ზე სთა­ვა­ზობს. Matador Network – 4 რამ, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ეწ­ვი­ოთ.

1. ხალ­ხი: თუ ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთხელ მა­ინც ყო­ფი­ლა, ეს ქვე­ყა­ნა მათ გულ­ში რჩე­ბა; მე­გობ­რულ, სპონ­ტა­ნურ და ფიცხ ქარ­თვე­ლებს ტუ­რის­ტებ­ში ძა­ლი­ან დიდი ფან-კლუ­ბი ჰყავთ - მათ ეს ღირ­სე­უ­ლად და­იმ­სა­ხუ­რეს. გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი დავ­რჩით, რო­დე­საც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვი­ხი­ლეთ სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და თა­ვა­ზი­ა­ნად გვექ­ცე­ოდ­ნენ. უც­ნო­ბე­ბი დიდი სი­ა­მა­ყით გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­დნენ მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს.

2. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო: ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და­სავ­ლეთ­ში უც­ნო­ბია, მაგ­რამ ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი აქვთ. ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უნი­კა­ლუ­რია: ხა­ჭა­პუ­რი, ფხა­ლი, ხინ­კა­ლი. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი მა­გი­დას­თან გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, მას სუფ­რა ჰქვია. მა­გი­დას უძღვე­ბა თა­მა­და, რო­მე­ლიც სა­დღეგ­რძე­ლო­ებს იტყვის - ქარ­თულ სუფ­რა­ზე გან­ცდი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არას­დროს და­გა­ვი­წყდე­ბათ.

3. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა: ქარ­თვე­ლე­ბი სი­ტყვა "სტუ­მარს" არ აღი­ა­რე­ბენ - მათ­თვის ოჯახ­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ზუგ­დიდ­შიც გავ­ჩერ­დით. მა­ღა­ზი­ა­ში გამ­ყიდ­ველს ვკი­თხეთ, თუ რო­მელ რეს­ტო­რან­ში შე­იძ­ლე­ბო­და ლო­ბიო გვე­ჭა­მა. სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ჩვენ წინ ქა­ლებ­მა სა­ლა­თა, პური, აჯი­კა, თაფ­ლი და ჭაჭა (გრა­პას ქარ­თუ­ლი ვერ­სია) დაგ­ვი­წყეს. ვერ მივ­ხვდით, რა ხდე­ბო­და. თან­ხის გა­დახ­და რომ ვცა­დეთ, ჩვენ­მა მას­პინ­ძელ­მა, რო­მელ­საც ლე­ი­ლა ერ­ქვა, რუ­სულ ენა­ზე გვი­პა­სუ­ხა: "ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი ხართ. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა".

4. და­უ­გეგ­მა­ვი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი: თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­რე­შე მოგ­ზა­უ­რობთ, შე­საძ­ლოა, ხალ­ხით სავ­სე მი­ნი­ავ­ტო­ბუს­ში (მარ­შუტ­კა) ჩა­ე­ტე­ნოთ, ზურგს უკან ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნოთ და და­ი­ნა­ხოთ, რო­გორ აჩე­რებს მძღო­ლი ძრა­ვას იმის­თვის, რომ ბენ­ზი­ნი და­ზო­გოს. თუმ­ცა, შეგ­ხვდე­ბი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი გზა თქვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ: გთა­ვა­ზო­ბენ პურს, სას­მელს და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს, რომ დარ­ე­კოთ თუ პრობ­ლე­მე­ბი შე­გექ­მნათ. და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ შე­საძ­ლოა, თქვენს გეგ­მებ­ში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს; ეს არც სა­ხი­ფა­თოა და არც რთუ­ლია, უბ­რა­ლოდ თავს როკ-ვარ­სკვლა­ვად იგ­რძნობთ, რო­მელ­საც იმ­დე­ნად ბევ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი შეხ­ვდე­ბა, რომ თხრო­ბი­თაც იღ­ლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია matadornetwork.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"საქართველოში ხალხით სავსე მიკროავტობუსში ჩატენვა მოგიწევთ" - Matador Network-ის 4 რჩევა ტურისტებს

"საქართველოში ხალხით სავსე მიკროავტობუსში ჩატენვა მოგიწევთ" - Matador Network-ის 4 რჩევა ტურისტებს

კალიფორნიაში შექმნილი ვებგვერდი, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატიებს აცნობს, ამჯერად ტურისტებს საქართველოში ვიზიტს ურჩევს.

მოგზაურთა ვებგვერდი მკითხველს სტატიებს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენაზე სთავაზობს. Matador Network – 4 რამ, რის გამოც საქართველოს უნდა ეწვიოთ.

1. ხალხი: თუ ვინმე საქართველოში ერთხელ მაინც ყოფილა, ეს ქვეყანა მათ გულში რჩება; მეგობრულ, სპონტანურ და ფიცხ ქართველებს ტურისტებში ძალიან დიდი ფან-კლუბი ჰყავთ - მათ ეს ღირსეულად დაიმსახურეს. გაოცებულები დავრჩით, როდესაც საკუთარი თვალით ვიხილეთ სრულიად უცნობი ადამიანები როგორ გვეპატიჟებოდნენ და თავაზიანად გვექცეოდნენ. უცნობები დიდი სიამაყით გვათვალიერებინებდნენ მშობლიურ ქალაქს.

2. ქართული სამზარეულო: ქართული სამზარეულო დასავლეთში უცნობია, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირში ქართველებს ყველაზე გემრიელი კერძები აქვთ. ქართული სამზარეულო უნიკალურია: ხაჭაპური, ფხალი, ხინკალი. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ქართველები მაგიდასთან გეპატიჟებიან, მას სუფრა ჰქვია. მაგიდას უძღვება თამადა, რომელიც სადღეგრძელოებს იტყვის - ქართულ სუფრაზე განცდილი შთაბეჭდილება არასდროს დაგავიწყდებათ.

3. სტუმართმოყვარეობა: ქართველები სიტყვა "სტუმარს" არ აღიარებენ - მათთვის ოჯახში შესული ადამიანი ღვთის საჩუქარია. საქართველოში მოგზაურობისას ზუგდიდშიც გავჩერდით. მაღაზიაში გამყიდველს ვკითხეთ, თუ რომელ რესტორანში შეიძლებოდა ლობიო გვეჭამა. სრულიად მოულოდნელად რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ წინ ქალებმა სალათა, პური, აჯიკა, თაფლი და ჭაჭა (გრაპას ქართული ვერსია) დაგვიწყეს. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. თანხის გადახდა რომ ვცადეთ, ჩვენმა მასპინძელმა, რომელსაც ლეილა ერქვა, რუსულ ენაზე გვიპასუხა: "ჩვენი სტუმრები ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება".

4. დაუგეგმავი თავგადასავლები: თუ საქართველოში დამოუკიდებლად, ტურისტული სააგენტოს გარეშე მოგზაურობთ, შესაძლოა, ხალხით სავსე მინიავტობუსში (მარშუტკა) ჩაეტენოთ, ზურგს უკან ყვირილი გაიგონოთ და დაინახოთ, როგორ აჩერებს მძღოლი ძრავას იმისთვის, რომ ბენზინი დაზოგოს. თუმცა, შეგხვდებიან ქალები, რომლებიც მთელი გზა თქვენზე ზრუნავენ: გთავაზობენ პურს, სასმელს და ტელეფონის ნომერს, რომ დარეკოთ თუ პრობლემები შეგექმნათ. დამოუკიდებლად საქართველოში მოგზაურობამ შესაძლოა, თქვენს გეგმებში გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს; ეს არც სახიფათოა და არც რთულია, უბრალოდ თავს როკ-ვარსკვლავად იგრძნობთ, რომელსაც იმდენად ბევრი თავგადასავალი შეხვდება, რომ თხრობითაც იღლება.

მომზადებულია matadornetwork.com-ის მიხედვით.

საჩუქარი 60 წელს გადაცილებულ მუსიკის მოყვარულებს!

რა ნაწილი წაუშალეს ია ფარულავას სკანდალური გადაცემიდან - ტელეწამყვანს ცნობილი სახეები უპირისპირდებიან და ქიბარ ხალვაშს მიმართავენ

ერთი სახლის გაცოცხლებული ისტორია... - რა ოცნება აუსრულეს მთაწმინდაზე მცხოვრებ 82 წლის ქალბატონს