პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანომალია" თბილისის ცენტრში - "ღმერთმა იცის, როდის მოწყდება ეს მიწა და ჩვენს სახლს ჩაიტანს"
"ანომალია" თბილისის ცენტრში - "ღმერთმა იცის, როდის მოწყდება ეს მიწა და ჩვენს სახლს ჩაიტანს"

ექ­ვსი წე­ლია, თბი­ლის­ში, გუთ­ნი­სა და ფოს­ტის ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ნი ქვე­წარ­მავ­ლებ­სა და მწე­რებს ებ­რძვი­ან... წლე­ბის წინ ამ ორ ქუ­ჩას შო­რის ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ასა­შე­ნებ­ლად სა­ძირ­კვე­ლი გაჭ­რეს და მი­ა­ტო­ვეს. დღეს ეს უზარ­მა­ზა­რი თხრი­ლი წყლით აივ­სო, იქა­უ­რო­ბა პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ბოთ­ლე­ბით და სხვა ნაგ­ვით არის სავ­სე.

ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი დგას. გუთ­ნის­ქუ­ჩე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, თუ თხრი­ლი არ ამო­ივ­სო, მიწა, რო­მელ­ზეც მათი სახ­ლე­ბი დგას, შე­საძ­ლოა, მო­წყდეს და სახ­ლე­ბი და­ინ­გრეს. და­ახ­ლო­ე­ბით 30 მ სი­გა­ნი­სა და 10 მ სიღ­რმის დატ­ბო­რი­ლი ტე­რი­ტო­რია ფიც­რით არის შე­მო­ფარ­გლუ­ლი, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ღობე მორღვე­უ­ლია და ბავ­შვე­ბი ხში­რად იპა­რე­ბი­ან. ცოტა ხნის წინ ერთი მათ­გა­ნი წყალ­ში ჩა­ვარ­დნას მე­ზო­ბელ­მა გა­და­არ­ჩი­ნა.

მა­რი­ნა ოზაშ­ვი­ლი, გუთ­ნის ქუ­ჩის მცხოვ­რე­ბი: - 2008 წლის და­სა­წყის­ში ერთ-ერ­თმა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ამ ეს ტე­რი­ტო­რია შე­ი­ძი­ნა, ავა­რი­უ­ლი სახ­ლე­ბი და­ან­გრია და ახა­ლი კორ­პუ­სის ასა­შე­ნებ­ლად სა­ძირ­კვე­ლი გაჭ­რა. სა­მუ­შა­ო­ე­ბი ღა­მი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მაგ­რამ ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე შე­ჩერ­და. რო­გორც ვი­ცით, ის კომ­პა­ნია გა­კოტ­რდა და ბან­კმა ტექ­ნი­კა გა­უ­ყი­და. მას მერე აქა­უ­რო­ბა ბა­ყა­ყე­ბის გუ­ბედ იქცა. ზოგ­ჯერ ისე­თი სუნი მო­დის, სუნ­თქვაც შე­უძ­ლე­ბე­ლია...

- ნა­გავს ალ­ბათ, აქა­უ­რე­ბი ყრი­ან...

- არა მხო­ლოდ... ძლი­ე­რი ქა­რის დროს ნა­გა­ვი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გროვ­დე­ბა.

- ვინ­მეს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეთ?

- რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თეთ მე­რი­ას და საკ­რე­ბუ­ლოს. და­ა­ჯა­რი­მეს კი­დეც კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი. ერთხელ დე­ზინ­ფექ­ცი­აც ჩა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ საშ­ვე­ლი არ დაგ­ვად­გა. როცა წვიმს, მგო­ნია, რომ უცებ მო­წყდე­ბა ეს მიწა და ჩვენს სახ­ლს ჩა­ი­ტანს. ორმო გრუნ­ტის წყალ­მა გა­ავ­სო, წვი­მა­მაც შე­უ­წყო ხელი და ასე იქცა ხე­ლოვ­ნურ ტბად. დაშ­რო­ბაც სცა­დეს, თუმ­ცა, წყა­ლი ბო­ლომ­დე ვერ ამო­ტუმ­ბეს.

თა­მარ სხირტლა­ძე, ფოს­ტის ქუ­ჩის მკვიდ­რი: - ამ "ტბის" მო­სა­ზღვრედ სტა­დი­ო­ნია, მაგ­რამ უფუნ­ქციო. იქ ბავ­შვებს აღარ ვუშ­ვებთ, ღმერ­თმა იცის, რო­დის ჩა­ვარ­დე­ბა მიწა. მთე­ლი უბა­ნი გზას გა­დავ­კე­ტავთ, იქ­ნებ ასე მა­ინც მოგ­ვაქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა. მხო­ლოდ ერთს ვი­თხოვთ, წყა­ლი ამო­ტუმ­ბონ, თო­რემ შეგ­ვჭა­მეს ქვე­წარ­მავ­ლებ­მა და მწე­რებ­მა.

ნა­ხეთ ვი­დეო

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ანომალია" თბილისის ცენტრში - "ღმერთმა იცის, როდის მოწყდება ეს მიწა და ჩვენს სახლს ჩაიტანს"

"ანომალია" თბილისის ცენტრში - "ღმერთმა იცის, როდის მოწყდება ეს მიწა და ჩვენს სახლს ჩაიტანს"

ექვსი წელია, თბილისში, გუთნისა და ფოსტის ქუჩის მცხოვრებნი ქვეწარმავლებსა და მწერებს ებრძვიან... წლების წინ ამ ორ ქუჩას შორის ახალი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად საძირკველი გაჭრეს და მიატოვეს. დღეს ეს უზარმაზარი თხრილი წყლით აივსო, იქაურობა პოლიეთილენის ბოთლებით და სხვა ნაგვით არის სავსე.

ამ ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში საცხოვრებელი სახლები დგას. გუთნისქუჩელები ამბობენ, თუ თხრილი არ ამოივსო, მიწა, რომელზეც მათი სახლები დგას, შესაძლოა, მოწყდეს და სახლები დაინგრეს. დაახლოებით 30 მ სიგანისა და 10 მ სიღრმის დატბორილი ტერიტორია ფიცრით არის შემოფარგლული, თუმცა, რამდენიმე ადგილას ღობე მორღვეულია და ბავშვები ხშირად იპარებიან. ცოტა ხნის წინ ერთი მათგანი წყალში ჩავარდნას მეზობელმა გადაარჩინა.

მარინა ოზაშვილი, გუთნის ქუჩის მცხოვრები: - 2008 წლის დასაწყისში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ეს ტერიტორია შეიძინა, ავარიული სახლები დაანგრია და ახალი კორპუსის ასაშენებლად საძირკველი გაჭრა. სამუშაოები ღამითაც მიმდინარეობდა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე შეჩერდა. როგორც ვიცით, ის კომპანია გაკოტრდა და ბანკმა ტექნიკა გაუყიდა. მას მერე აქაურობა ბაყაყების გუბედ იქცა. ზოგჯერ ისეთი სუნი მოდის, სუნთქვაც შეუძლებელია...

- ნაგავს ალბათ, აქაურები ყრიან...

- არა მხოლოდ... ძლიერი ქარის დროს ნაგავი ამ ტერიტორიაზე გროვდება.

- ვინმეს დახმარება სთხოვეთ?

- რამდენჯერმე მივმართეთ მერიას და საკრებულოს. დააჯარიმეს კიდეც კომპანიის მფლობელი. ერთხელ დეზინფექციაც ჩაატარეს, მაგრამ საშველი არ დაგვადგა. როცა წვიმს, მგონია, რომ უცებ მოწყდება ეს მიწა და ჩვენს სახლს ჩაიტანს. ორმო გრუნტის წყალმა გაავსო, წვიმამაც შეუწყო ხელი და ასე იქცა ხელოვნურ ტბად. დაშრობაც სცადეს, თუმცა, წყალი ბოლომდე ვერ ამოტუმბეს.

თამარ სხირტლაძე, ფოსტის ქუჩის მკვიდრი: - ამ "ტბის" მოსაზღვრედ სტადიონია, მაგრამ უფუნქციო. იქ ბავშვებს აღარ ვუშვებთ, ღმერთმა იცის, როდის ჩავარდება მიწა. მთელი უბანი გზას გადავკეტავთ, იქნებ ასე მაინც მოგვაქციონ ყურადღება. მხოლოდ ერთს ვითხოვთ, წყალი ამოტუმბონ, თორემ შეგვჭამეს ქვეწარმავლებმა და მწერებმა.

ნახეთ ვიდეო

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია