მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი სახელი შეურჩია ანი ტყებუჩავამ თავის ''ბონუსსაჩუქარს''
ვისი სახელი შეურჩია ანი ტყებუჩავამ თავის ''ბონუსსაჩუქარს''

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა­სა და რე­ჟი­სორ ლე­ვან ბა­რა­მი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ე.წ. სა­ზა­ფხუ­ლო რო­მა­ნით და­ი­წყო. წყვი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად კვა­რი­ათ­ში ის­ვე­ნებ­და, სა­ი­და­ნაც, რო­გორც ანიმ გვი­თხრა, თბი­ლის­ში უკვე "სიყ­ვა­რუ­ლახ­სნი­ლე­ბი" დაბ­რუნ­დნენ. გა­სულ ზა­ფხულს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ჯვა­რი და­ი­წე­რეს, სულ რა­ღაც თვე-ნა­ხევ­რის წინ კი მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. სწო­რედ ანის ორ­სუ­ლო­ბა იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ სე­რი­ალს ახა­ლი გმი­რე­ბი - ნი­ნა­სა და და­თოს ტყუ­პი შე­ე­მა­ტა. რე­ა­ლუ­რად კი ანი გო­გო­ნას დედა 15 აპ­რილს გახ­და... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­უ­ბა­რი ნე­ნე­თი და­ვი­წყეთ.

- ნენე და­ი­ბა­და 15 აპ­რილს, 3 კილო და 850 გრა­მი, 51 სმ. გუ­შინ 40 დღის გახ­და, თუ რამე არ აწუ­ხებს, არ წუ­წუ­ნებს, მთა­ვა­რია, არ ში­ო­დეს.

- რო­გორც ვიცი, სა­კე­ის­რო კვე­თა დაგ­ჭირ­და.

- კი. მშო­ბი­ა­რო­ბას ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად ვა­პი­რებ­დი, თან ჩემს ქმარს დას­წრე­ბა სურ­და, გვინ­დო­და, შვი­ლის და­ბა­დე­ბის ემო­ცი­ე­ბი ერ­თად გან­გვე­ცა­და, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­კე­ის­რო გა­მი­კე­თეს.ალ­ბათ, დიდი ბავ­შვი რომ იყო, მა­გის გამო. ნენე და­ბა­დე­ბას არ ჩქა­რობ­და, არა­და, შე­იძ­ლე­ბა, ით­ქვას, რომ ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბა მქონ­და, ორ­სუ­ლო­ბის 40 კვი­რა უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი ბავ­შვის მუ­ცელ­ში ყოფ­ნა სა­სურ­ვე­ლი აღარ არის, ამის გამო შე­იძ­ლე­ბა რამე საფრ­თხე შე­ექ­მნას კი­დეც. ამი­ტომ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით მი­ვე­დი. იმ­დე­ნად მომ­წონ­და თა­რი­ღი 14.04.2014, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და, 14-ში და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, მერე კი ვამ­ბობ­დი, თუ მა­ინც სა­კე­ის­რო უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ნე­ტავ14-ში გა­მე­ჩი­ნა-მეთ­ქი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ტკი­ვი­ლე­ბიც მქონ­და, მაგ­რამ სა­კე­ის­რო დამ­ჭირ­და, ნენე ქვე­ყა­ნას 15 აპ­რილს მო­ევ­ლი­ნა.

- იცო­დი, რომ გო­გო­ნა უნდა და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო?

- კი, თუმ­ცა გა­მოთ­ვლით მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ბი­ჭი­აო, თან მე­სიზ­მრე­ბო­და, ვი­თომ ვიმ­შო­ბი­ა­რე და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, იცით ხომ, ბიჭი რომ გყავთ?! ყვე­ლა­ფე­რი გო­გო­სი მქონ­და ნა­ყი­დი, მთლად ვარ­დის­ფე­რე­ბი არა, მაგ­რამ მა­ინც გო­გო­სე­ბი იყო და ხუმ­რო­ბით ვამ­ბობ­დი კი­დეც, ბიჭი რომ იყოს, გავ­გიჟ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ ტუ­ჩე­ბპ­რან­ჭია გო­გო­ნა და­ი­ბა­და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ნაკ­ვთე­ბით. ნელ-ნელა წამ­წა­მე­ბიც ამო­უ­ვი­და, წარ­ბე­ბიც ეხა­ტე­ბა. ბა­ნა­ო­ბი­სას თმა სცვი­ვა, ღინ­ღლი აქვს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, "აბა­დო­კი" გა­ვუ­კე­თო და გო­გოს და­ვამ­სგავ­სო.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვისი სახელი შეურჩია ანი ტყებუჩავამ თავის ''ბონუსსაჩუქარს''

ვისი სახელი შეურჩია ანი ტყებუჩავამ თავის ''ბონუსსაჩუქარს''

''ჩემი ცოლის დაქალების'' მსახიობ ანა ტყებუჩავასა და რეჟისორ ლევან ბარამიძის სიყვარულის ამბავი ე.წ. საზაფხულო რომანით დაიწყო. წყვილი მეგობრებთან ერთად კვარიათში ისვენებდა, საიდანაც, როგორც ანიმ გვითხრა, თბილისში უკვე ''სიყვარულახსნილები'' დაბრუნდნენ. გასულ ზაფხულს შეყვარებულებმა ჯვარი დაიწერეს, სულ რაღაც თვე-ნახევრის წინ კი მშობლები გახდნენ. სწორედ ანის ორსულობა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სერიალს ახალი გმირები - ნინასა და დათოს ტყუპი შეემატა. რეალურად კი ანი გოგონას დედა 15 აპრილს გახდა... რასაკვირველია, საუბარი ნენეთი დავიწყეთ.

- ნენე დაიბადა 15 აპრილს, 3 კილო და 850 გრამი, 51 სმ. გუშინ 40 დღის გახდა, თუ რამე არ აწუხებს, არ წუწუნებს, მთავარია, არ შიოდეს.

- როგორც ვიცი, საკეისრო კვეთა დაგჭირდა.

- კი. მშობიარობას ფიზიოლოგიურად ვაპირებდი, თან ჩემს ქმარს დასწრება სურდა, გვინდოდა, შვილის დაბადების ემოციები ერთად განგვეცადა, მაგრამ საბოლოო ჯამში საკეისრო გამიკეთეს.ალბათ, დიდი ბავშვი რომ იყო, მაგის გამო. ნენე დაბადებას არ ჩქარობდა, არადა, შეიძლება, ითქვას, რომ ვადაგადაცილება მქონდა, ორსულობის 40 კვირა უკვე შესრულებული იყო, გარკვეული დროის შემდეგ კი ბავშვის მუცელში ყოფნა სასურველი აღარ არის, ამის გამო შეიძლება რამე საფრთხე შეექმნას კიდეც. ამიტომ სამშობიაროში ჩემი ინიციატივით მივედი. იმდენად მომწონდა თარიღი 14.04.2014, რომ ძალიან მინდოდა, 14-ში დაბადებულიყო, მერე კი ვამბობდი, თუ მაინც საკეისრო უნდა გამეკეთებინა, ნეტავ14-ში გამეჩინა-მეთქი. საბოლოო ჯამში ტკივილებიც მქონდა, მაგრამ საკეისრო დამჭირდა, ნენე ქვეყანას 15 აპრილს მოევლინა.

- იცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო?

- კი, თუმცა გამოთვლით მეუბნებოდნენ, ბიჭიაო, თან მესიზმრებოდა, ვითომ ვიმშობიარე და მეუბნებოდნენ, იცით ხომ, ბიჭი რომ გყავთ?! ყველაფერი გოგოსი მქონდა ნაყიდი, მთლად ვარდისფერები არა, მაგრამ მაინც გოგოსები იყო და ხუმრობით ვამბობდი კიდეც, ბიჭი რომ იყოს, გავგიჟდები-მეთქი, მაგრამ ტუჩებპრანჭია გოგონა დაიბადა ჩამოყალიბებული ნაკვთებით. ნელ-ნელა წამწამებიც ამოუვიდა, წარბებიც ეხატება. ბანაობისას თმა სცვივა, ღინღლი აქვს, მაგრამ ვცდილობ, ''აბადოკი'' გავუკეთო და გოგოს დავამსგავსო.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება