მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ სამსახურში გჩაგრავენ
8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ სამსახურში გჩაგრავენ

გა­მო­ცე­მა Forbes-მა მო­ამ­ზა­და სტა­ტია, რო­მე­ლიც ბუ­ლინ­გის თე­მას ეძღვნე­ბა. ბუ­ლინ­გი, იგი­ვე და­ში­ნე­ბა, ზე­წო­ლა, ჟარ­გო­ნუ­ლად კი "დე­დოვ­ში­ნა" მხო­ლოდ ჯარ­სა და ცი­ხე­ში როდი ხდე­ბა. ამ მან­კი­ე­რე­ბის მსხვერ­პლი შე­იძ­ლე­ბა ოფი­სის ნე­ბის­მი­ე­რი თა­ნამ­შრო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდეს.

ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია WBI U.S-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ამე­რი­კელ­თა 27% სამ­სა­ხურ­ში სწო­რედ ბუ­ლინ­გის მსვერ­პლია. ხო­ლოი 48% თა­ვად არის მოწ­მე, რო­გორ ავიწ­რო­ვე­ბენ მის თა­ნამ­შრო­მელს.

გავ­ლე­ნი­ან­მა გა­მო­ცე­მა Forbes-მა ექ­სპერ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით აშ­კა­რა თუ ფა­რუ­ლი ბუ­ლინ­გის 8 ყვე­ლა­ზე სარ­წმუ­ნო ნი­შა­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა.

სა­მუ­შა­ოს მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი მო­აქვს

შე­საძ­ლოა ვერ ხვდე­ბით, რომ თქვენს სამ­სა­ხურ­ში ბუ­ლინ­გი მძვინ­ვა­რებს. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, თუ სა­მუ­შაო კვი­რის და­სა­წყის­ში გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა და მო­მე­ტე­ბუ­ლი შფოთ­ვა გე­წყე­ბათ, დიდი შან­სია, რომ ეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ზე­წო­ლის შე­დე­გი იყოს. ორ­შა­ბა­თი ყვე­ლას­თვის მძი­მე დღეა, მაგ­რამ სამ­სა­ხუ­რი ჯამნრ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს არ უნდა გიქ­მნი­დეთ.

მუდ­მი­ვად გაკ­რი­ტი­კე­ბენ

თუ კრი­ტი­კამ მუდ­მი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და თვლით, რომ ეს არაფ­რით და­გიმ­სა­ხუ­რე­ბი­ათ, შე­საძ­ლოა ამა­ში ვინ­მე არა­კე­თილ­მო­სურ­ნეს ხელი ერი­ოს.

ის ცდი­ლობს ყვე­ლა თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყოს. აზრი არა აქვს მი­ზე­ზის ძებ­ნას თუ რა­ტომ აგირ­ჩი­ათ მსვერ­პლად. ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბუ­ლისნ­გის ოს­ტა­ტებს ქცე­ვის სა­კუ­თა­რი სტან­დარ­ტე­ბი აქვთ.

თუ ხში­რად გიყ­ვი­რი­ან

ოფი­სის მთა­ვარ "დამ­ტე­რო­რე­ბელს" ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა და ემო­ცი­ე­ბის ყვი­რი­ლით გა­მო­ხატ­ვა უყ­ვარს. თუ ხში­რად გიყ­ვი­რი­ან და შე­უ­რა­ცხყო­ფას გა­ყე­ნე­ბენ, ეს აშ­კა­რა ბუ­ლინ­გია.

შეც­დო­მებს არ გპა­ტი­ო­ბენ

თუ ხელ­მძღვა­ნე­ლი და კო­ლე­გე­ბი მუდ­მი­ვად მი­გი­თი­თე­ბენ შეც­დო­მებ­ზე და კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შე ხში­რად გახ­სე­ნე­ბენ მათ, ეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ზე­წო­ლაა. და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ბუ­ლინ­გის კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ტაქ­ტი­კაა.

თქვენ ჭო­რიკ­ნე­ბი გახ­ვე­ვი­ათ გარს

არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ნი ხში­რად ჭო­რე­ბის მე­თოდს იყე­ნე­ბენ, ანუ თქვენ­სა და თქვენს კო­ლე­გებ­ზე ბო­როტ ხმებს ავ­რცე­ლე­ბენ. როცა ამ ჭო­რე­ბის გა­და­მოწ­მე­ბას არა­ვინ ცდი­ლობს, ეს უკვე ბუ­ლინ­გია.

ცდი­ლო­ბენ გაგ­რი­ყონ

თუ ამ­ჩნევთ, რომ კო­ლე­გე­ბი და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი გა­გირ­ბი­ან ან თქვენს გა­რიყ­ვას ცდი­ლო­ბენ, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ხართ. ეს შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლო წვრილ­მა­ნებ­ში იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი, მა­გა­ლი­თად გთხო­ვენ, რომ ნაკ­ლე­ბად მო­ხერ­ხე­ბულ მა­გი­დას­თან გა­დაჯ­დეთ ან ერ­თობ­ლივ სა­დილ­ზე არ გე­ძა­ხი­ან.

თუ დას­ვე­ნე­ბის დღეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის აღ­სად­გე­ნად იყე­ნებთ

თუ დას­ვე­ნე­ბის დღეს იმის­თვის იყე­ნებთ, რომ გონს მოხ­ვი­დეთ და სუ­ლი­ე­რი წო­ნას­წო­რო­ბა აღიდ­გი­ნოთ, ესე იგი სამ­სა­ხურ­ში ვი­ღაც გა­ტე­რო­რებთ. და­მა­ტე­ბი­თი ნიშ­ნე­ბი: უქ­მე­ებ­ზე ძალ-ღონე აღარ გაქვთ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი შეშ­ფო­თე­ბულ­ნი ამ­ბო­ბენ, რომ "ჩა­ციკ­ლუ­ლი" ხართ სამ­სა­ხურ­ზე.

თქვენს წარ­მა­ტე­ბებს სხვებს მი­ა­წე­რენ

რამ­დე­ნი­მე კვი­რა თავ­და­უ­ზო­გა­ვად იშ­რო­მეთ, დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­დით, რომ პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო. მი­ზანს მი­აღ­წი­ეთ და მთე­ლი ოფი­სი ამა­ზე ლა­პა­რა­კობს. უფ­როს­მა და კო­ლე­გებ­მა კი თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი მი­ით­ვი­სეს და გან­ზე დაგ­ტო­ვეს. ესეც ბუ­ლინ­გის ფორ­მაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ სამსახურში გჩაგრავენ

8 აშკარა ნიშანი იმისა, რომ სამსახურში გჩაგრავენ

გამოცემა Forbes-მა მოამზადა სტატია, რომელიც ბულინგის თემას ეძღვნება. ბულინგი, იგივე დაშინება, ზეწოლა, ჟარგონულად კი "დედოვშინა" მხოლოდ ჯარსა და ციხეში როდი ხდება. ამ მანკიერების მსხვერპლი შეიძლება ოფისის ნებისმიერი თანამშრომელიც აღმოჩნდეს.

ამერიკული კომპანია WBI U.S-ს მონაცემებით, ამერიკელთა 27% სამსახურში სწორედ ბულინგის მსვერპლია. ხოლოი 48% თავად არის მოწმე, როგორ ავიწროვებენ მის თანამშრომელს.

გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა ექსპერტების დახმარებით აშკარა თუ ფარული ბულინგის 8 ყველაზე სარწმუნო ნიშანი გამოავლინა.

სამუშაოს მხოლოდ უარყოფითი ემოციები მოაქვს

შესაძლოა ვერ ხვდებით, რომ თქვენს სამსახურში ბულინგი მძვინვარებს. ექსპერტების თქმით, თუ სამუშაო კვირის დასაწყისში გულისრევის შეგრძნება და მომეტებული შფოთვა გეწყებათ, დიდი შანსია, რომ ეს სამსახურებრივი ზეწოლის შედეგი იყოს. ორშაბათი ყველასთვის მძიმე დღეა, მაგრამ სამსახური ჯამნრთელობის პრობლემებს არ უნდა გიქმნიდეთ.

მუდმივად გაკრიტიკებენ

თუ კრიტიკამ მუდმივი ხასიათი მიიღო და თვლით, რომ ეს არაფრით დაგიმსახურებიათ, შესაძლოა ამაში ვინმე არაკეთილმოსურნეს ხელი ერიოს.

ის ცდილობს ყველა თქვენს წინააღმდეგ განაწყოს. აზრი არა აქვს მიზეზის ძებნას თუ რატომ აგირჩიათ მსვერპლად. ექსპერტები ამბობენ, რომ ბულისნგის ოსტატებს ქცევის საკუთარი სტანდარტები აქვთ.

თუ ხშირად გიყვირიან

ოფისის მთავარ "დამტერორებელს" ურთიერთობების გარკვევა და ემოციების ყვირილით გამოხატვა უყვარს. თუ ხშირად გიყვირიან და შეურაცხყოფას გაყენებენ, ეს აშკარა ბულინგია.

შეცდომებს არ გპატიობენ

თუ ხელმძღვანელი და კოლეგები მუდმივად მიგითითებენ შეცდომებზე და კონკრეტული მიზეზების გარეშე ხშირად გახსენებენ მათ, ეს სამსახურებრივი ზეწოლაა. დაუმსახურებელი ბრალდებები ბულინგის კიდევ ერთი პოპულარული ტაქტიკაა.

თქვენ ჭორიკნები გახვევიათ გარს

არაკეთილმოსურნენი ხშირად ჭორების მეთოდს იყენებენ, ანუ თქვენსა და თქვენს კოლეგებზე ბოროტ ხმებს ავრცელებენ. როცა ამ ჭორების გადამოწმებას არავინ ცდილობს, ეს უკვე ბულინგია.

ცდილობენ გაგრიყონ

თუ ამჩნევთ, რომ კოლეგები და ხელმძღვანელები გაგირბიან ან თქვენს გარიყვას ცდილობენ, ბულინგის მსხვერპლი ხართ. ეს შეიძლება უბრალო წვრილმანებში იყოს გამოხატული, მაგალითად გთხოვენ, რომ ნაკლებად მოხერხებულ მაგიდასთან გადაჯდეთ ან ერთობლივ სადილზე არ გეძახიან.

თუ დასვენების დღეს ფსიქოლოგიური წონასწორობის აღსადგენად იყენებთ

თუ დასვენების დღეს იმისთვის იყენებთ, რომ გონს მოხვიდეთ და სულიერი წონასწორობა აღიდგინოთ, ესე იგი სამსახურში ვიღაც გატერორებთ. დამატებითი ნიშნები: უქმეებზე ძალ-ღონე აღარ გაქვთ, ოჯახის წევრები კი შეშფოთებულნი ამბობენ, რომ "ჩაციკლული" ხართ სამსახურზე.

თქვენს წარმატებებს სხვებს მიაწერენ

რამდენიმე კვირა თავდაუზოგავად იშრომეთ, დღე და ღამეს ასწორებდით, რომ პროექტი წარმატებული გამოსულიყო. მიზანს მიაღწიეთ და მთელი ოფისი ამაზე ლაპარაკობს. უფროსმა და კოლეგებმა კი თქვენი დამსახურებები მიითვისეს და განზე დაგტოვეს. ესეც ბულინგის ფორმაა.

"კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი რიცხვის ერთ-ერთი მიზეზია ბრიტანული შტამი... ის დაავადების მძიმე ფორმებს იწვევს" - თენგიზ ცერცვაძე

სემეკში „ბათუმის წყალთან“ შეხვედრა გაიმართა

გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის მესამე დოზის მიღება? - ამირან გამყრელიძის კომენტარი